განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002255388
საქმე №1/ბ-402-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - კ---- ს-----ის,მსჯავრდებულის - თ------ ა-------ს,ადვოკატის - ნ----- ც---–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ გ------ის ძე ა-------ს მიმართ, დაბადებული 199- წლის 23 ი------ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: გალის რაიონი, სოფელი ჭ------------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი სოფელი ა-------ა;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ა-------მ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი); 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი); 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი); 4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, თ----- მ-------ის მიმართ); 5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ); 6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ);
რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2013 წლის 31 ივლისიდან თ----- მ-------ე ქორწინებაში იმყოფებოდა თ------ ა-------სთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ს--- ა------- (დაბ. 2---------) და თ----- ა------- (დაბ. 0---------). 2017 წლის 20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ------ ა-------მ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, მეუღლეს - თ----- მ-------ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, ასევე ერთხელ დაარტყა ხელი ცხვირში და სამჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, თ----- მ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, მიიღო მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. 2017 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხარაგაულის რაიონის სოფელ მ-----–--ში, თ----- მ-------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ------ ა-------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - თ----- მ-------ეს, ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც თ----- მ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
3. 2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თემურ ა-------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- მ-------ეს, რის შემდეგაც გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რის გამოც თ----- მ-------ე წაიქცა. განაგრძობდა რა ძალადობას, თ------ ა-------მ რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი თ----- მ-------ეს ფეხების არეში. აღნიშნულს შეესწრო თ------ ა-------სა და თ----- მ-------ის არასრულწლოვანი შვილები - ს--- ა------- და თ----- ა-------. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, თ----- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, მიიღო მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. 2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ------ ა-------მ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------ეს, ამავდროულად ხელი და ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. აღნიშნულის შემდეგ, თ------ ა-------მ, აიღო სამზარეულოს დანა, წავიდა თ----- მ-------ის მიმართულებით და მოკვლით დაემუქრა მას. აღნიშნული მუქარა თ----- მ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.
5. 2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ------ ა-------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------ეს, ეს უკანასკნელი შეეცადა განრიდებოდა მას, რის შემდეგაც თ------ ა-------მ არასრულწლოვან შვილს - ს--- ა-------ს (დაბ. 2---------) რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. თ----- მ-------ე შეეცადა მოძალადისაგან განერიდებინა ს--- ა-------, რის გამოც გაიყვანა სახლიდან, თუმცა რამოდენიმე ხანში უკან დაბრუნებულ ს--- ა-------ს, თ------ ა-------მ ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს--- ა-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. 2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ა-------აში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ------ ა-------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- მ-------ეს. აღნიშნულის შემდეგ თ------ ა-------მ არასრულწლოვან შვილს - ს--- ა-------ს (დაბ. 2---------) რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ამავდროულად ემუქრებოდა მოკვლით. თ----- მ-------ე შეეცადა განერიდებინა ს--- ა------- მოძალადისაგან, რის გამოც გაიყვანა სახლიდან, თუმცა რამოდენიმე ხანში უკან დაბრუნებულ ს--- ა-------ს, თ------ ა-------მ ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, აღნიშნულის შემდეგ თ------ ა-------მ აიღო სამზარეულოს დანა, რაც რამოდენიმეჯერ მოუქნია ს--- ა-------ს, ასევე დაადო კისერზე და დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული მუქარა ს--- ა-------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენით თ------ ა------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, თ----- მ-------ის მიმართ); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ); საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, თ----- მ-------ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი - ს--- ა-------ს მიმართ) დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით), შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ თ------ ა-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ თ------ ა-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან 2018 წლის 15 მაისდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 30 ოქტომბრიდან, 2017 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით;
თ------ ა-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენში და თ------ ა-------ს მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულ თ------ ა-------ს მიმართ დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების სისტემატიური ხასიათი, ის რომ ცოლ-ქმარს შორის ხშირად კონფლიკტური დამოკიდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკაცრი სასჯელის გამოუყენებლობა შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს თ. ა-------სათვის შემდგომი განზრახი დანაშაულების ჩასადენად. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლების ფაქტი, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და თ------ ა-------ს მიმართ მინიმალური სასჯელის დანიშვნა, შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს, როგორც მსჯავრდებულისათვის, ასევე ძალადობრივი დანაშაულის სხვა სუბიექტებისთვის. ამდენად, ამ გარემობების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
აპელანტი - მსჯავრდებულ თ------ ა-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- ც---–---ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან თ------ ა------- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. არ არის ნასამართლევი. დაზარალებული თ----- მ-------ე შეურიგდა მსჯავრდებულს და ითხოვს მეუღლის მიმართ გამოყენებულ იქნას პირობითი მსჯავრი. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო თ------ ა-------. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ ა-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- ც---–---ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ ა-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების თ----- მ-------ისა და ს--- ა-------ს ჩვენებებით; მოწმეების - რ---------------–-------–----------–--------------------–---------------–-----------------------------------------------–-----------------–-----------------------------–-------------------------------------------------------–---–--–------------–---------------------------------------------------------------------------- ჩვენებებით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ------ ა-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ თ------ ა-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შეს---მისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ------ ა-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შეს---მისად გასაჩივრებული განაჩენი თ------ ა-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ თ------ ა-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ------ ა------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, თ----- მ-------ის მიმართ); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ); საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, თ----- მ-------ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი, ს--- ა-------ს მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი - ს--- ა-------ს მიმართ) დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით), შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ თ------ ა-------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ თ------ ა-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან 2018 წლის 15 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 30 ოქტომბრიდან, 2017 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით;
თ------ ა-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შეს---მისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის N---------- განჩინებით, გ------ ა-------ს (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: წალენჯიხის რაიონი, ქალაქ ჯ------ ჭ-------- ქუჩა N8, საკადასტრო კოდით 4------------------- დადებული ყადაღა;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულოს დანა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თ------ ა-------ს ნერწყვისა და ორივე ხელის კვლების ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე და შს სამინისტროს ,,112’’-ის დეპარტემენტის ჩანაწერი „CD“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე