განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100117002187235
№1/ბ-455-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------- ი-–--- ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 27 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ზ------- კ-------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. ზ------- კ-------ე, 2015 წლის ოქტომბრიდან, ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში, ძმასთან, ტ------– კ-------ესთან ერთად. 2017 წლის აგვისტოში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- კ-------ემ, საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტ------– კ-------ეს ხელიდან გამოართვა ხელჯოხი, რასაც ტ------– კ-------ე გადასაადგილებლად იყენებდა და ერთხელ ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებით, ტ------– კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ზ------- კ-------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. ზ------- კ-------ე, 2015 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში, ძმასთან, ტ------– კ-------ესთან ერთად. 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 1800 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- კ-------ემ, საცხოვრებელი სახლთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტ------– კ-------ეს ხელიდან გამოართვა ხელჯოხი, რასაც ტ------– კ-------ე გადასაადგილებლად იყენებდა და ერთხელ ჩაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. ტ------– კ-------ე შეეცადა განრიდებოდა მოძალადეს, რის გამოც გავიდა ეზოში, თუმცა ზ------- კ-------ე დაეწია და ხელჯოხი ერთხელ ჩაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. ზ------- კ-------ისაგან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ტ------– კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 27 ოქტომბერს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში, სახლში ყოფნისას, ზ------- კ-------ე, მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო, მოკვლით დაემუქრა ძმას - ტ------– კ-------ეს, ასევე, ემუქრებოდა ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. ზ------- კ-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა, ტ------– კ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის14 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------- კ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ზ------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, 2017 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
ზ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულ იქნა ზ------- კ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა---------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ------- კ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში. მასთან ერთად ასევე ცხოვრობდა ძმა - ზ------- კ-------ე. 2017 წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა სახლში, აივანზე, რა დროსაც მასთან მივიდა ნასვამი ზ------- კ-------ე, რომელთანაც მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ზ-------მ მას ხელიდან გამოართვა ჯოხი, რომელსაც იყენებდა გადასაადგილებლად და ჩაარტყა ერთხელ თავის არეში, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. 2017 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის აივანზე, შელაპარაკების ნიადაგზე, ზ------- კ-------ემ გამოართვა ხელჯოხი, რომელსაც იყენებდა გადასაადგილებლად და ჩაარტყა მარცხენა მხარეს ბეჭის არეში. შეეცადა გასცლოდა მას და ჩავიდა ეზოში, თუმცა ზ------- გაჰყვა მას და კვლავ ჩაარტყა ხელჯოხი მარცხენა ბეჭის არეში. აღნიშნული დაინახა მეზობელმა ხ.წ--–----ემ, რომელმაც დაუძახა გადასულიყო მასთან. ზ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, ძმებს შორის არსებული უთანხმოება გამოწვეული არის სახლის გამო, ზ------- სთხოვს სახლიდან წასვლას, ვინაიდან არის მისი აშენებული. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მივიდა ზ------- კ-------ე, რომელიც მას დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავდა მასაც და მოუკლავდა შვილიშვილსაც, აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც წავიდა სახლიდან. ტ------– კ-------ის განმარტებით, ზ------- მას დაემუქრა, ვინაიდან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- წ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------- და ტ------– კ-------ეები მისი მეზობლები არიან. 2017 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც სახლში იმყოფებოდა, გაიგო ტ------–ის და ზ-------ს ჩხუბის ხმა. დაინახა, რომ ზ------- კ-------ემ ჯოხი ჩაარტყა თავის არეში ტ------– კ-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი, ჩაერია ძმებს შორის და გააშველა. ასევე, 2017 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც სახლში იმყოფებოდა, კვლავ ისმოდა ძმების ჩხუბის ხმა. გარეთ გავიდა და დაინახა, რომ თავდაპირველად აივანზე, ხოლო მეორედ ეზოში ზ------- კ-------ემ ორჯერ ჩაარტყა ჯოხი ტ------– კ-------ეს ბეჭის არეში, რის გამოც ტ------–ი ბეჭზე იკიდებდა ხელს.
მოწმის სახით დაკითხული ე-–--- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 1500 -დან 1600 საათამდე პერიოდში ტელეფონის საშუალებით შეეხმიანა მამას - ტ------– კ-------ეს მოსაკითხად, რა დროსაც გაიგო ჩხუბის ხმა, კერძოდ ზ------- ეჩხუბებოდა ტ------–ს და ეუბნებოდა - წასულიყო სახლიდან. აღნიშნულზე, სთხოვა მამამისს ტელეფონი მიეწოდებინა ზ-------სთვის, რაც ტ------–მა შეასრულა. ე.კ-------ემ ზ------- გააფრთხილა არაფერი დაეშავებინა მამამისისთვის, რა დროსაც ტელეფონი გაითიშა. აღნიშნულის შემდეგ სცადა დაკავშირება, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. იმავე დღეს, საღამოს საათებში, მას დაუკავშირდა სოფელში მეზობლად მცხოვრები ხ------- წ--–----ე, რომელმაც უთხრა, რომ ზ-------მ სცემა ტ------–ი, ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მასთან და ასულიყო. ე.კ-------ე, ი---- ს-–-----ესთან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში, განაცხადა მომხდარის შესახებ და პოლიციელებთან და ი.ს-–-----ესთან ერთად ავიდა სოფელში, სადაც ხ-------სთან ნახა ტ------–ი, რომელსაც ბეჭი სტკიოდა, ვინაიდან იყო ნაცემი. ტ------–მა უთხრა, რომ ჯოხი დაარტყა ზ-------მ ბეჭის არეში ორჯერ და ტკიოდა. ასევე, ნახა, რომ ტ------–ს აღენიშნებოდა სილურჯეები. 2017 წლის აგვისტოს თვეში ნახა ტ------– კ-------ე, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი. როგორც ტ------–ისგან და ხ-------სგან იცის, ზ-------მ ჩაარტყა ტ------–ს თავში (ხელი თუ ჯოხი არ იცის) და გაუტეხა თავი. აღნიშნული ფაქტის შემსწრე მოწმე, ასევე, არის ხ------- წ--–----ე, მან დაურეკა მეორე დღეს და უთხრა მომხდარის შესახებ, რის გამოც ავიდა სოფელში, მამას აუტანა პროდუქტები და ნახა თავგატეხილი ტ------– კ-------ე. ასევე ტ------– კ-------ისგან იცის, რომ ზ------- კ-------ე მას დაემუქრა მოკვლით „რატომ მიჩივლე სასამართლოშიო“. როდესაც ტ------– კ-------ე მივიდა მასთან სახლში, ის იყო შეშინებული მუქარით, რის გამოც მიმართა პოლიციას.
მოწმის სახით დაკითხული ი---- ს-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, მას დაუკავშირდა ე-–--- კ-------ე და სთხოვა დ--–-------ში გაყოლა, რასაც დათანხმდა. გზაში პოლიციაში გაიარეს და პოლიციელებთან ერთად ავიდნენ სოფელში. მივიდნენ ხ------- წ--–----ის სახლში, სადაც იმყოფებოდა ტ------– კ-------ე. ტ------– კ-------ისგან და ხ------- წ--–----ისგან გაიგო, რომ ზ------- კ-------ემ ტ------–ს ორჯერ ჩაარტყა ჯოხი.
მოწმე გ------ მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაკავებული იქნა ზ------- კ-------ე, მისი სიმამრის - ტ------– კ-------ის ცემის გამო.
მოწმის სახით დაკითხული ჯ----– კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------ში და არის ზ------- და ტ------– კ-------ეების ნათესავი. 2017 წლის 14 ოქტომბერს, მან მიიყვანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------– კ-------ე სახლში, თუმცა ეზოში შესვლის დროს, მას ტ------– კ-------ე ხელიდან არ დავარდნია. ორივე ერთად ვერ შევიდოდნენ სახლის კარებში, ამიტომ, შესაძლებელია შესვლის დროს, ტ------–ი უბრალოდ მიედო შესასვლელ კარებს.
მოწმის სახით დაკითხული შ----- ფ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად. 2017 წლის 14 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ე-–--- კ-------ე, ქალბატონთან ერთად და განაცხადა, რომ მამამისი ტ------– კ-------ე სცემა ზ------- კ-------ემ. აღნიშნულზე, ე.კ-------ესთან, ქალბატონთან და გ.ფ------–--ესთან ერთად გაემართა სოფელ დ--–-------ში. ტ.კ-------ე იმყოფებოდა წ--–----ეების ოჯახში. მის კითხვაზე, ტ------–მა უპასუხა, რომ ტკიოდა ბეჭი, ვინაიდან ორჯერ ჩაარტყა ჯოხი ძმამ - ზ------- კ-------ემ. აღნიშნულის საფუძველზე, საცხოვრებელ სახლში დაკავებული იქნა ზ------- კ-------ე.
მოწმის სახით დაკითხული გ--- ფ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა ქალბატონი, ტ------– კ-------ის შვილი და განაცხადა, რომ ბიძამისმა სცემა მამამისი. მიღებული ინფორმაციის შემდეგ გავიდნენ სოფელ დ--–-------ში. ტ------– კ-------ე იმყოფებოდა მეზობელთან, ვინაიდან ეშინოდა სახლში დაბრუნების, რათა ძმას არ ეძალადა კვლავ. მოწმის განმარტებით, ტ------–მა განუმარტა, რომ ზ.კ-------ემ ხელჯოხით ცემა. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ზ.კ-------ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულებს, ხ------- წ--–----ემ დაუდასტურა ზ-------ს მიერ ტ------–ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნის თანახმად, ზ------- კ-------ეს დაუდგინა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მარინე ჭელიშვილმა.
2017 წლის 15 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ტ------– კ-------ისაგან, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ხის ჯოხი, 92 სმ სიგრძის, რომლითაც მას სცემა ძმამ - ზ------- კ-------ემ, 2017 წლის 14 ოქტომბერს.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 15.10.2017წ. 03:33-03:45სთ-ზე. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ტ------– კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5,5X3,5სმ) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი გრიგოლაშვილმა.
მოწმის სახით დაკითხული ვ----–-- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც ზ------- კ-------ე გათავისუფლებული იქნა ქუთაისის სასამართლოში, ერთად წავიდნენ ბიძასთან ე-–----- კ------ესთან. აღნიშნულის შემდეგ, 27 ოქტომბერს ერთად მივიდნენ დ--–-------ში, სახლში. როდესაც ზ------- შევიდა სახლში, ტ------–ს უთხრა „ჩემი გაგდება გინდათო“. ტ------–ი გაჩუმდა, ჩაცმული მიყო, ადგა და გავიდა. თუ სად წავიდა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იგი ზ-------ს არ მოსცილებია, სულ ერთად იყვნენ, არ გაუგია მუქარის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, ზ------- მისი თანდასწრებით, ტ------–ს არ დამუქრებია.
მოწმის სახით დაკითხული ზ---- ც------ის და ლ---- ნ------ის ჩვენებების თანახმად დადგენილია, რომ მუშაობენ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 29 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ოპერატიულ ჯგუფში და პატრულირებდნენ ქალაქის ტერიტორიაზე, რა დროსაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ, რომ ზ------- კ-------ეს შეეფარდა პატიმრობა (შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება) და იმყოფებოდა წერეთლის ქუჩაზე. აღნიშნულის საფუძველზე გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ზ.კ-------ე, მოახდინეს მისი დაკავება, ადგილზევე გააცნეს უფლებები და გადაიყვანეს სამმართველოში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს იმყოფება სახლში, რა დროსაც ჯ----– კ-------ემ მიიყვანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------–ი, რომელიც ჭიშკართან გაუვარდა ხელიდან და ტ------–მა დაარტყა თავი და ბეჭი. აღნიშნულზე უსაყვედურა ტ------–ს, რა დროსაც მან უთხრა გაჩუმებულიყო თორემ დაიჭერდა. ჯ----–მა ტ------–ი შეიყვანა სახლში, დააწვინა საწოლზე. როდესაც ტ------–მა მოიფხიზლა, კვალ წავიდა მეზობლებში. ზ------- კ-------ის განმარტებით, მას არც აგვისტოს თვეში და არც 14 ოქტომბერს, ტ------– კ-------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და როგორც ტ------– კ-------ე, ასევე ხ------- წ--–----ე ყვებიან სიცრუეს და ტყუილს. მან ასევე განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც გათავისუფლდა და მივიდა სახლში, იმყოფებოდა ძმასთან, ვ----–-- კ-------ესთან ერთად. სახლში შესვლის დროს, ტ------–ს უთხრა „რა იყო გაგიხარდა რო დამიჭირეთქო“. როდესაც სახლში შევიდა, ტ------–ი იცვამდა და გასვლას აპირებდა. მას ტ------–ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ზ------- კ-------ემ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი); 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი); 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------- კ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად აღმოჩნდა, მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ------- კ-------უის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, 2017 წლის 14 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------– კ-------ე ხელიდან გაუვარდა ჯ----– კ-------ეს, რომელსაც სახლში მოჰყავდა და ტ------– კ-------ე დაეცა თავით და ბეჭით, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები - აღნიშნული გარემოებები, არ დაადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებე-ბით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ------- კ-------ის მიერ, ტ------– კ-------ის მიმართ განხორციელებულ მუქარას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია დაზარალებულ ტ------– კ-------ის ჩვენება, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმე ე-–--- კ-------ის ჩვენებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულ ტ------– კ-------ის და მოწმე ე-–--- კ-------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მათი ჩვენებები თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯარებელია და აშკარად უთითებენ ზ------- კ-------ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტზე.
წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას უტყუარად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ როგორც დაზარალებულ ტ------– კ-------ის ასევე მოწმის სახით დაკითხული ხ------- წ--–----ის, ე-–--- კ-------ის, ი---- ს-–-----ის და ჯ----– კ-------ის ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად მიაჩნია რომ ზ------- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებები, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი ზ------- კ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ------- კ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ------- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის14 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------- კ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, 2017 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
ზ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტ------– კ-------ისგან ამოღებული ხელჯოხი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე