განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002211588
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002211588

№1/ბ-112-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------- ხ----ის ძე ბ---–----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქვედა სამება; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ. ტ----ის ქ.№29-ში;

აღწერილობით ნაწილი:

ჯ------- ბ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რააც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 0200 საათზე, ქ. ქუთაისში, ტ----ის ქ. №29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ------- ბ---–----ემ თავის მეუღლეს ნ---- ა------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---- ა------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 0200 საათზე, ქ. ქუთაისში, ტ----ის ქ. №29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ------- ბ---–----ემ თავის შვილს გ------- ბ---–----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც გ------- ბ---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 0200 საათზე, ქ. ქუთაისში, ტ----ის ქ. №38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ------- ბ---–----ემ სცემა ა---- მ----–--ე, კერძოდ: მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რამაც ა---- მ----–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით ჯ------- ბ---–----ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ---- ა------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გ------- ბ---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა---- მ----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისა-თვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ჯ------- ბ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

ვინაიდან ჯ------- ბ---–----ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 05 ნოემბრიდან - 2017 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჯ------- ბ---–----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 10 საათით და საბოლოოდ ჯ------- ბ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ---- ზ-------–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჯ------- ბ---–----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ------- ბ---–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების: ნ---- ა------ის, გ------- ბ---–----ის, ა---- მ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის #0----------------------------------- დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ------- ბ---–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ჯ------- ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი ჯ------- ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ჯ------- ბ---–----ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ---- ა------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (გ------- ბ---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა---- მ----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ჯ------- ბ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

ვინაიდან ჯ------- ბ---–----ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 05 ნოემბრიდან - 2017 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჯ------- ბ---–----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 10 საათით და საბოლოოდ ჯ------- ბ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯ------- ბ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. გირაოს შემტანს მ------ ბ---–----ეს (პირადი N1----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე