განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080100117002082807
№1/ბ-203-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თ---------- სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ვ------- ჭ----------ის,ადვოკატების - ნ----- ჩ-------ის, გ------- მ-------ის
მსჯავრდებულ - ბ------- ჯ-----–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბ------- რ-----ის ძე ჯ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 26.04.1---წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ფ-------------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბ------- ჯ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ-------ი ჯ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2017 წლის 02 აგვისტოს, 1830 საათიდან 1854 საათამდე მონაკვეთში, ქალაქ თბილისში, დ. გულუას ქუჩის N1-ში განთავსებულ „ორთაჭალის ავტოსადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ-------ი ჯ-----–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ბ-------ი ჯ-----–---–ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 13 (ცამეტი) ცალი აბი და აბის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით, 0,10972 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით ბ-------ი ჯ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ-------ი ჯ-----–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------ი ჯ-----–---–ს საბოლოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელო-ბისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ-------ი ჯ-----–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 02 აგვისტოდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ-------ი ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ნ----- ჩ-------მა და გ------- მ-------ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ-------ი ჯ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარეს აღნიშნული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ, ვინაიდან არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან:
გასაჩივრებულ განაჩენში გამოძიების სრულყოფილებაზე არაა ყურადღება გამახვილებული, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ არაერთი წერილობითი მტკიცებულება წარმოადგინა იმის შესახებ, რომ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად. როდესაც საქმეში არის ამდენი საეჭვო გარემოება, ხოლო სასამართლო იზიარებს მხოლოდ პოლიციელების არათანმიმდევრულ და აბსურდულ ჩვენებებს.
პოლიციელთა ჩვენებებიდან ნათლად იკვეთება მათ შორის აშკარა შეუთანხმებლობა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა საგამოძიებო მოქმედებებზე დამსწრე პირები და მათი როლები, ასევე ამოღებული ნივთმტკიცება. სასამართლომ გვერდი აუარა მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და არ მოახდინა მათი შეპირისპირება.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს მოწმის სახით დაკითხული პ---–- კ-----ის ჩვენებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოლიციელთა ჩვენებებთან, რაც ლოგიკურად მიაჩნია, ვინაიდან როგორც მან სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განაცხადა არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი, არ მისცეს საშუალება წაეკითხა თავისი ჩვენება, იმ მოტივით, რომ ეჩქარებოდათ და იქ მისთვის საზიანო არაფერი არ ეწერა.
ვინაიდან პ.კ-----ე ერთადერთი ნეიტრალური მოწმეა აღნიშნულ საქმეში მეტი მსჯელობა უნდა ყოფილიყო მის ჩვენებაზე. პ. კ-----ეს არ დაუნახავს არავითარი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ბ. ჯ-----–---–მა გადასცა გამომძიებელს.
ასევე უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული ბ------- ჯ-----–---–ის ჩვენება, თუმცა რატომ ბუნდოვანია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას. ბ. ჯ-----–---–მა განმარტა, რომ მის მიმართ მოხდა ზეწოლა და ის, რომ მასზე გავლენის მოსახდენად პოლიციელებმა გამოიყენეს პ. კ-----ე. კერძოდ, პ. კ-----ის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ ბრალდებას ჯგუფურ დანაშაულთან მიმართებაში. ასევე დაკავების მომენტში ბ. ჯ-----–---–მა დაინახა ვიდეო კამერები, რომლებიც უყურებდნენ დაკავების ადგილს და სწორედ ამ კამერების იმედით, რომლის ამოღებაზეც უსაფუძვლოდ ეთქვა დაცვის მხარეს უარი და იმის იმედით, რომ ნარკოტიკზე არ იყო შენახები, მოაწერა ხელი ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ოქმს.
გარემოება, რომელიც ამართლებს ბ. ჯ-----–---–ს არის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა რომელიც კატეგორიულია და ადასტურებს, რომ არამცთუ თითის ანაბეჭდი, დვრილოვანი ხაზებიც კი არ აღმოჩნდა ბ. ჯ-----–---–ისაგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე და პოლიეთილენის პარკზე, რაც ბ------- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ კი არ გადაწყდა, პირიქით, სასამართლომ განმარტა, რომ მათი არარსებობა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ბ. ჯ-----–---–ი არ შეხებია ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ეწინააღმდეგება მსჯელობას „ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“.
მეორე გარემოება, რომელიც ამართლებს ბ. ჯ-----–---–ს და ეჭვს ბადებს ბრალდების სისწორეში არის ის გარემოება, რომ მისი დაკავება მოხდა ავტოსადგურში, ხალხმრავალ ადგილზე, სადაც უამრავი ხალხი შეგროვდა და გამოძიებამ ერთ-ერთი ნეიტრალური პირიც კი არ დაკითხა, მათგან ვინც უშუალოდ შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს, რასაც ასევე ადასტურებენ პოლიციელებიც და საქმე დარჩა მხოლოდ პოლიციელების ერთმანეთთან შეუთანხმებელი ჩვენებების იმედად.
გამოძიებამ ასევე არ ჩაატარა დნმ-ის ექსპერტიზა, მიკრონაწილაკური ექსპერტიზა და არცერთი საგამოძიებო მოქმედება, რაზეც იშუამდგომლა დაცვის მხარემ.
ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტებს - მსჯავრდებულ ბ-------ი ჯ-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს: ნ----- ჩ-------ს და გ------- მ-------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მოწინააღმდეგე მხარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვ------- ჭ----------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს 1830 საათიდან 1854 საათამდე, ქ. თბილისში, დ. გულუას ქუჩა N1-ში მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეტექტივ-გამომძიებლის რ----- ქ-----–--ის დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ბ-------ი რ-----ის ძე ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს ბ-------ი ჯ-----–---–მა, მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული, ექვსკუთხედი ფორმის, მოთეთრო ფერის ცამეტი ცალი ტაბლეტი წარწერით N8 და ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები, რაც ამოღებული იქნა. ბ-------ი ჯ-----–---–ის მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკში, ასევე ნანახი და ამოღებული იქნა ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი. ბ-------ი ჯ-----–---–ის ტანთცმულ ე.წ. ჯინსის შორტის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი „NOKIA“ მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, იმეი კოდით: 3--------------. ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა შემდეგნაირად: თეთრი ფერის დოლბანდი, ცამეტი ცალი ექვსკუთხედი ფორმის მოთეთრო ფერის ტაბლეტი, ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები და პოლიეთილენის პარკი ჩაიდო ერთად მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (პაკეტი N1). ხოლო ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი და შავი ფერის მობილური ტელეფონი „NOKIA“ მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, ჩაიდო პოლიეთილენის შავი ფერის პარკში და დაილუქა N-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (პაკეტი N2). ბ------- ჯ-----–---–ის პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ რ-----ი ბ------ და კ-------ი კ------ე. პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს შენიშვნა ან რაიმე განცხადება პირადი ჩხრეკის ოქმზე არ გაუკეთებიათ, ბ-------ი ჯ-----–---–მა ასევე პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორის დასადასტურებლად ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმის ყველა გვერდზე.
ქიმიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „N8“ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტების ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10792 გრამს.
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. ხუბუტიამ.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. ქუთაისში პირადად შეხვედრის შედეგად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ თბილისში გულუას ქუჩაზე განთავსებულ ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ბ-------ი ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე, რომელთაც თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები და იმავე დღეს აპირებდნენ ქუთაისში გამომგზავრებას აღნიშნული ავტოსადგურიდან, შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალების გადამალვას. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას, ასევე მოახდინა ინფორმაციაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათზე ანკეტური ინფორმაციის მოპოვება. იდენტიფიცირებულ იქნა მათი ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი. შეადგინა პატაკი, აცნობა ხელმძღვანელობას და პატაკის საფუძველზე, დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაზე. ბ. ჯ-----–---–სა და პ. კ-----ეზე ინფორმაციის მოძიებისას მისთვის ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისაგან, რომ სამმართველოს ნაწილი თანამშრომლებისა სხვა საქმესთან დაკავშირებით მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში. შესაბამისად, ის თანამშრომლები გადაამოწმებდნენ ხ---–------ის მიერ მიღებულ ინფორმაციას. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი რ----- ქ-----–--ისა და თ---------- თ---------ისაგან, რომ თბილისში წასული თანამშრომლების მიერ ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე განხორციელდა მოქალაქეების ბ------- ჯ-----–---–ისა და პ---–- კ-----ის პირადი ჩხრეკა. ბ------- ჯ-----–---–ისგან ამოღებულ იქნა 13 აბი და კიდევ ნატეხები სუბოქსინი, ხოლო პ---–- კ-----ეს რაიმე უკანონო ნივთიერება არ აღმოაჩნდა. როგორც მოწმისათვის გახდა ცნობილი, ბ. ჯ-----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა თანქონებული ნარკოტიკული საშუალება, რაც მოთავსებული ჰქონდა პოლიეთილენის პარკში და ეჭირა ხელში, რაც პირდაპირ გადასცა განყოფილების თანამშრომლებს. დ----- ხ---–------ის განმარტებით, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ბ. ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებში, იგი იმყოფებოდა ქუთაისში, შესაბამისად მხოლოდ გადმოცემით იცის მომხდარის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელის - მ----- შ-----–--ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე მან გამოძიება დაიწყო 2017 წლის 02 აგვისტოს დ----- ხ---–------ის პატაკში იყო ინფორმაცია მოქალაქე ბ. ჯ-----–---–ისა და პ. კ-----ის შესახებ, რომ ეს პირები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, მათ ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და აპირებდნენ ქ. ქუთაისში წასვლას. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 260-ე მუხლით. გამოძიების დაწყების, ასევე პირების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ მ----- შ-----–--მ, მას შემდეგ რაც დაკითხა დ----- ხ---–------ე, ტელეფონით შეატყობინა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსს ნ-------- მ------–---–ს. მოწმის განმარტებით, მან იცოდა ხელმძღვანელ კ-------------გან, რომ მ------–---–ი თბილისში იმყოფებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად, მ------–---–ს დაევალა შესაბამისი მოქმედებების ჩატარება. მ----- შ-----–--სთვის სწორედ ნ-------- მ------–---–ისგან გახდა ცნობილი, რომ ბ------- ჯ-----–---–ის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული 13 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 იანვარს მას შესასრულებლად დაეწერა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ------- ჭ----------ის წერილი, რომელიც ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას დეტექტივების სამმართველოს ცალკეული პირების ქალაქ თბილისში მივლინებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის საფუძველზე მის მიერ მოძიებულ ინფორმაციის თანახმად, დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ-------- მ------–---–ი, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი რ----- ქ-----–--ე, ასევე დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები თ---------- თ---------ე და დ----- ს-----ე, დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლები რ----- ბ------ და კ------- კ------ე 2017 წლის 02 აგვისტოს მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით. ასევე მის მიერ მოძიებულ იქნა პატაკი, სამსახურებრივი ბარათი მივლინებასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულ იყო დოკუმენტის შედგენისა და რეზოლუციის დრო, 2017 წლის 02 აგვისტო, 1315 სთ. ასევე მოძიებული იქნა პატაკის საფუძველზე პოლიციის დეპარტამენტში შედგენილი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება, თანამდებობის პირების სამსახურებრივი მივლინების შესახებ და აღნიშნული მასალები მან შესაბამისი წერილით მიაწოდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვ------- ჭ----------ეს. მოწმის განმარტებით, გამომძიებლები თბილისში მიემგზავრებოდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. მოწმის განმარტებით, ეს მივლინება არ უკავშირდებოდა ბ-------ი ჯ-----–---–ის საქმეს.
მოწმის სახით დაკითხული, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის - რ----- ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს, გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 13 საათისათვის მის ოთახში შევიდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი ნ-------- მ------–---–ი. მან რ----- ბ------სა და კ------- კ------ეს სთხოვა დახმარება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაში. კერძოდ, უნდა წასულიყვნენ ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიე-ბის ჩასატარებლად. იყვნენ ექვსნი, კერძოდ: რ----- ბ------, კ------- კ------ე, დ----- ს-----ე, რ----- ქ-----–--ე, თ------ თ---------ე და ჯგუფის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი ნ-------- მ------–---–ი. შესაბამისი ოქმების მოწესრიგების შემდეგ, როგორიცაა პატაკი მივლინებაზე და სხვა შიდა საკითხები, გაემართნენ თბილისისაკენ დაახლოებით 1400-1500 საათისათვის. გადანაწილება მოხდა ორ მანქანაში, ერთი ეკუთვნოდა რ----- ბ------ს, ხოლო მეორე - დ----- ს-----ეს. სავარაუდოდ 3 საათი დასჭირდათ გზაში. 1700-1800 საათი იქნებოდა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მოითხოვა, რომ შეეჩერებინათ მანქანა. შეჩერდნენ თბილისის შესასვლელში. გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება მოქალაქე ბ. ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის მიმართ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პიროვნებები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მათ თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ის საქმე, რისთვისაც ჯგუფი თბილისში იყო წასული, უნდა შეეწყვიტათ და განეხორციელებინათ ბ.ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის მიმართ საქმეზე მითითებები. ჯგუფის წევრებიდან რამდენიმე იცნობდა ბ.ჯ-----–---–სა და პ.კ-----ეს. ჯგუფი გაემართა ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას რ----- ბ------მ ავტომანქანა დააყენა ავტოსადგურის შიდა ტერიტორიაზე, გასასვლელ კართან. გადანაწილდნენ ორ ჯგუფად. ის იყო რ----- ქ-----–--ესა და კ------- კ------ესთან ერთად. დაიწყეს ბ. ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის ძებნა. დასადგენი იყო იმყოფებოდნენ თუ არა რეალურად ავტოსადგურის ტერიტორიაზე. გარკვეული დროის შემდეგ სატელეფონო საუბრისას რ----- ბ------ს შეატყობინეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე შენიშნეს აღნიშნული პიროვნებები, კერძოდ სალაროსთან, სადაც თურქეთის ავტობუსები ჩერდება, მის გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზე, გადასასვლელ ხიდთან. ორივე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მოცემული მიმართულებით შეკრება. ჯგუფმა შენიშნა მოქალაქე ბ.ჯ-----–---–ი და პ.კ-----ე, რომლებიც მოძრაობდნენ. ბ.ჯ-----–---–ს მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი. დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ მათ, შეაჩერეს. განუმარტეს რომ იყვნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, დაწყებული იყო ჯ-----–---–ის მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა. ბ.ჯ-----–---–ი გაეცნო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის დადგენილებას, წინააღმდეგობა არ გაუწევია. გამომძიებლის შეთავაზებაზე, წარმოედგინა თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააჩნდა, ბ------- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ მის ხელთ არსებულ პარკში იყო 13 აბი და ნატეხები ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი. აღნიშნული მოთავსებული იყო გადაკეცილ დოლბანდში შეფუთული და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. პარკში ასევე მოთავსებული იყო რკინის მეტალის რაღაც ნაწილი. როგორც შემდეგ ბ. ჯ-----–---–მა განმარტა, ეს იყო ავტომანქანის ბორტკომპიუტერი. აღნიშნულის შემდეგ ბ. ჯ-----–---–ს ადგილზევე ჩაუტარდა ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, დაილუქა ადგილზევე, ლუქის ბეჭდით 33, რომელიც დადასტურდა ჩხრეკის პროცედურაში მონაწილეთა, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერით. ბ------- ჯ-----–---–ს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბ------- ჯ-----–---–ის ჩხრეკისას, მეორე ჯგუფმა შეაკავა მოქალაქე პ.კ-----ეც. იგი ჩხრეკის ადგილიდან დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილზე იდგა. შემდგომ ბ.ჯ-----–---–ი დააკავა გამომძიებელმა, შედგა ოქმი დაკავების შესახებ, განემარტა ბრალდებულის უფლებები. ბ. ჯ-----–---–ი გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, სადაც დადასტურდა მისი შეყვანის ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის დ----- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 1200-დან 1300 საათამდე დროის ინტერვალში განყოფილების უფროსმა - ნ-------- მ------–---–მა უთხრა, რომ შესაძლოა საჭირო გამხდარიყო ჯგუფის წასვლა თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. შეიკრიბა 6 ადამიანი. გადანაწილდნენ ორ ჯგუფად, შესაბამისად ორ ა/მანქანაში და დაახლოებით 1400 საათისათვის წავიდნენ თბილისის მიმართულებით. პირველ ჯგუფში იყვნენ დ----- ს-----ე, თ---------- თ---------ე და ნ-------- მ------–---–ი, ხოლო მეორე ჯგუფში - რ----- ბ------, რ----- ქ-----–--ე და კ------- კ------ე. გზაში, სანამ თბილისში შევიდოდნენ, ნ-------- მ------–---–მა უთხრა დ----- ს-----ეს, შეეჩერებინა მანქანა. ასევე შეჩერდნენ მეორე ჯგუფის წევრები, რადგან შეიცვალა გეგმა და ამჟამად უნდა წასულიყვნენ თბილისში, ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც მათივე ინფორმაციით იმყოფებოდნენ ბ------- ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე, რომელთაც ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და აპირებდნენ ქუთაისის მიმართულებით წასვლას. მათზე მიმდინარეობდა გამოძიება და უნდა განხორციელებულიყო ბ.ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის პოვნა, ჩხრეკა. სადგურის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ დაახლოებით 1800 საათისათვის, ჯგუფები იგივე შემადგენლობით გადაადგილდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე, აკონტროლებდნენ შესასვლელ კარს, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ უწყვეტი სატელეფონო კავშირი რა დროსაც ერთ-ერთის მიერ მოხდა ხიდთან ბ.ჯ-----–---–ისა და პ.კ-----ის შემჩნევა, რაც შეატყობინეს სხვა წევრებსაც და წავიდნენ მათი მიმართულებით. მ------–---–ი მანქანაში იჯდა და მითითებებს აძლევდა მათ. დ----- ს-----ე მივიდა კ-----ესთან გვერდიდან, ხოლო ბ------, ქ-----–--ე და კ------ე გაემართნენ ბ.ჯ-----–---–ისაკენ წინიდან. თ---------- თ---------ემ პ---–- კ-----ეს განუმარტა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ და ჰკითხეს იყო თუ არა თანახმა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა. პ---–- კ-----ე დათანხმდა ჩხრეკის ჩატარებას, განაცხადა, რომ არაფერი ჰქონდა მსგავსი. თ---------- თ---------ემ შეავსო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რის შემდეგადაც განხორციელდა ჩხრეკა. როგორც პ. კ-----ის ასევე ბ. ჯ-----–---–ის ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, ჩვეულებრივ ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. ერთმანეთისაგან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. პ---–- კ-----ეს ჩხრეკის შედეგად არაფერი აღმოაჩნდა, ხოლო ბ------- ჯ-----–---–მა წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. დ----- ს-----ე არ ფლობს ინფორმაციას გახადეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკისას ბ.ჯ-----–---–ს ფეხსაცმელები. არც პ.კ-----ეს და არც ბ.ჯ-----–---–ს არ გაუწევიათ რაიმე წინააღმდეგობა. ჩხრეკის დასრულებისას დაილუქა ამოღებული ნივთები და შედგა შესაბამისი ოქმები. ამის შემდეგ პ---–- კ-----ეს შესთავაზეს ქ. ქუთაისში წაყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებისა და გამოკითხვის მიზნით, რაზეც თანხმობა განაცხადა. დ----- ს-----ის მანქანაში მოათავსეს პ---–- კ-----ე, ხოლო ბ------ს მანქანაში - ბ------- ჯ-----–---–ი. წავიდნენ სადგურის ტერიტორიიდან უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განხორციელდა ბ.ჯ-----–---–ის დაკავების ოქმის დამოწმება, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ქ. ქუთაისში, შესაბამის განყოფილებაში და განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის - ნ-------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით 12 საათისათვის სამმართველოს უფროსმა კ---- გ------მ უთხრა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით უნდა წასულიყო ქალაქ თბილისში. შესაბამისად მან გააკეთა მივლინება, მისი შეხედულებისამებრ აარჩია თანამშრომლები: რ----- ქ-----–--ე, დ----- ს-----ე, კ------- კ------ე, რ----- ბ------ და თ---------- თ---------ე. დაახლოებით პირველიდან ორ საათამდე პერიოდში ჯგუფი გაემართა თბილისისაკენ. ის იჯდა დ----- ს-----ის ავტომანქანაში, დანარჩენები კი - რ----- ბ------ს ავტომანქანაში. თბილისში შესვლამდე 1700-1800 საათამდე შუალედში, კ---- გ------მ ტელეფონით შეატყობინა მას, რომ შეეწყვიტათ რა საქმეზეც იყვნენ წასულები და შეატყობინა, რომ ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ მოქალაქე ბ------- ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე, მათ უნდა ჰქონოდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები და საჭირო იყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე დაუკავშირდა მ----- შ-----–--, რომელმაც შეატყობინა ამ საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. ამის შემდეგ მან დაურეკა და შეაჩერა მეორე ჯგუფის წევრები. შეატყობინა მიღებული ინფორმაცია და გაემართნენ სადგურის ტერიტორიაზე. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, სავარაუდოდ 1800 საათისათვის, განაწილდნენ. რადგანაც ბ------- ჯ-----–---–ი მას იცნობდა, მისი გამოჩენა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ასევე 2016 წელს სწორედ მან დააკავა ჯ-----–---–ი ნარკოტიკების საქმეზე, რის გამოც დარჩა რ----- ბ------ს მანქანაში, ავტოსადგურის ტერიტორიის შიგნით. დ----- ს-----ეს მანქანა ავტოსადგურის გარეთ ჰყავდა გაჩერებული. გადანაწილების შესაბამისად რ----- ქ-----–--ეს, რ----- ბ------სა და კ------- კ------ეს უნდა ჩაეტარებიათ საგამოძიებო მოქმედებები ბ------- ჯ-----–---–ის გამოჩენის შემთხვევაში, ხოლო პ---–- კ-----ესთან დ----- ს-----ესა და თ------ თ---------ეს. დ----- ს-----ე კარგად იცნობდა ბ.ჯ-----–---–ს, ამიტომ პ.კ-----ისკენ გაუშვა, ხოლო ქ-----–--ეს რაც შეეხება, ის გამომძიებელი იყო და ამიტომ საჭირო იყო მისი ბ.ჯ-----–---–თან განაწილება. ჯგუფის წევრები გადაადგილდებოდნენ ტერიტორიაზე, ტელეფონში ჩართული ჰქონდათ კონფერენცია, რის საფუძველზეც ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი. მან დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე დაინახა ბ.ჯ-----–---–ი და პ.კ-----ე, ერთ-ერთი წევრისგანაც გაიგონა ხმა „აგერ არიანო“ და რ----- ქ-----–--ე, რ----- ბ------ და კ------- კ------ე მივიდნენ ბ------- ჯ-----–---–თან, ხოლო დ----- ს-----ე და თ------ თ---------ე პ---–- კ-----ესთან. გამომძიებელი უმარტავდა ბ.ჯ-----–---–ს, რომ დაწყებული იყო მის მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის და სთხოვა წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალებები. ანალოგიური პროცედურა ხორციელდებოდა პ---–- კ-----ის მიმართ დაახლოებით 2 მეტრის მანძილის დაშორებით. ორივე მოქალაქის ჩხრეკა ჩატარდა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. ბ------- ჯ-----–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი, გადაკეცილი დოლბანდი და ზედ იყო 13 აბი და აბის ნატეხები სუბოქსინი, რაზეც ჯ-----–---–მა განმარტა, რომ იყო მისი, პარკში ასევე მოთავსებული იყო რკინის დეტალი. პ---–- კ-----ისაგან რაიმე არაკანონიერი ნივთის ამოღება არ მომხდარა. მოხდა ბ.ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკა, შემდეგ დაკავება, დაკავების ოქმი შედგა ადგილზევე, ასევე ჯ-----–---–იდან ამოიღეს მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. კ-----ესა და ჯ-----–---–ს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ. ჯგუფის წევრები კ-----ესა და ჯ-----–---–თან ერთად ჩასხდნენ მანქანებში, პირველივე შემხვედრ განყოფილებაში განხორციელდა დაკავების დამოწმება და შემდეგ გაემართნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. პ---–- კ-----ისათვის რაიმე სახის შეზღუდვა არ დაუწესებიათ, კ-----ის თანხმობითვე მოხდა მისი ქუთაისში წაყვანა. უნდა შემოწმებულიყო ნარკოლოგიურში და მომხდარიყო გამოკითხვა.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილის - კ------- კ------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს დილით ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში. 1200-1300 საათისათვის მივიდა მასთან განყოფილების უფროსი ნ-------- მ------–---–ი და შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობის დავალებით ჯგუფი უნდა წასულიყო თბილისში ოპერაციულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. ღონისძიების შინაარსზე მოწმე არ საუბრობს, რადგან არ აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება. მოემზადა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: კ------- კ------ე, რ----- ბ------, დ----- ს-----ე, რ----- ქ-----–--ე, თ---------- თ---------ე, ნ-------- მ------–---–ი და წავიდნენ ორი მანქანით, ერთი ეკუთვნოდა რ----- ბ------ს, ხოლო მეორე დ----- ს-----ეს. გავიდნენ სავარაუდოდ 13-14 საათისთვის. კ------- კ------ე იჯდა რ----- ბ------ს ,,გოლფის“ მარკის მანაქანაში. მას შემდეგ რაც თბილისში შევიდნენ, დაახლოებით 16-17 საათზე, ნ-------- მ------–---–მა შეაჩერა ორივე მანქანა. მ------–---–მა აუხსნა თანამშრომლებს, რომ უნდა შეეცვალათ მიმართულება და წასულიყვნენ სხვა ღონისძიების ჩასატარებლად, რადგანაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდოდ მოქალაქეები ბ------- ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე და თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები. დაახლოებით 1800 საათზე მივიდნენ ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, ერთი მანქანა დააყენეს სადგურის გარეთ, მეორე - შიგნით ტერიტორიაზე და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ორ ჯგუფად დაყოფილი განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, კერძოდ კ------- კ------ე იმყოფებოდა გამომძიებელ რ----- ქ-----–--ესა და რ----- ბ------სთან ერთად. მალევე მიაკვლიეს მოძრავ მდგომარეობაში მყოფ ბ.ჯ-----–---–სა და პ.კ-----ეს, რომლებიც მოძრაობდნენ მისი მიმართულებით. ეს ხდებოდა დაახლოებით სადგურზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიას. კ------- კ------ის ჯგუფის წევრები მივიდნენ ბ.ჯ-----–---–თან, რ----- ქ-----–--ემ წარუდგინა თავი, რომ იყვნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მას უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ იყო დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. ბ.ჯ-----–---–ს ყველა უფლება განემარტა გამომძიებლის მიერ, ასევე უთხრა, რომ თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, წარმოედგინა. ბ.ჯ-----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებები: 13 აბი და აბის ნატეხები, რომელიც მოთავსებული იყო ღია ფერის, თეთრ დოლბანდისმაგვარ ნაჭერში, რამდენიმეჯერ გადაკეცილი, შემდეგ კი ცელოფანში მანქანის ნაწილთან ერთად. ცელოფანი ეკავა ხელში, დოლბანდი ამოიღო და გადასცა გამომძიებელს. წარმოდგენის შემდეგ რ----- ბ------მ განახორციელა ბ.ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები ჩხრეკის დასრულებისთანავე დაილუქა რ----- ქ-----–--ის მიერ, ორ პაკეტად. მობილური ტელეფონი და მანქანის ნაწილი მოთავსდა ერთ პაკეტში, ხოლო ნარკოტიკული საშუალებები მეორეში. კ------- კ------ის მარჯვენა გვერდის მხრიდან ბ. ჯ-----–---–ის ჩხრეკის ადგილიდან 2-3 მეტრის მოშორებით, თ---------- თ---------ისა და დ----- ს-----ის მიერ ტარდებოდა ასევე პ---–- კ-----ის პირადი ჩხრეკა. ორივე მოქალაქის ჩხრეკა ჩატარდა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. პ.კ-----ის ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. ორთაჭალის სადგურის ტერიტორიის დატოვების შემდეგ ჯგუფები გაემართნენ პირველივე შემხვედრ პოლიციის განყოფილებაში, მოხდა დოკუმენტების გაფორმება ხოლო შემდეგ წავიდნენ ქუთაისში, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. ბ.ჯ-----–---–ისა და კ-----ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის - რ----- ქ-----–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს დილით გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 1200 საათისათვის განყოფილების იმჟამინდელმა უფროსმა ნ-------- მ------–---–მა, განყოფილების თანამშრომლებს უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ქ. თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. მოწმე არ საუბრობს რა სახის ღონისძიება იყო, რადგან საიდუმლოა და არ აქვს გამჟღავნების უფლება, მხოლოდ მიუთითებს, რომ ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით პირველი საათი ან 2-ის ნახევარი იქნებოდა როდესაც ჯგუფი გაემართა ქალაქ თბილისის მიმართულებით. წავიდა 6 თანამშრომელი კერძოდ: რ----- ქ-----–--ე, რ----- ბ------, კ------- კ------ე, დ----- ს-----ე, ნ-------- მ------–---–ი და თ---------- თ---------ე, ორი მანქანით. ის და კ------- კ------ე იმყოფებოდნენ რ----- ბ------ს მანქანაში, ხოლო დანარჩენი წევრები დ----- ს-----ის მანქანაში. დაახლოებით 3 საათში ჩავიდნენ ქალაქ თბილისში. თბილისის შესასვლელთან ნ-------- მ------–---–ისაგან შეიტყვეს, რომ განყოფილებაში დაწყებული იყო გამოძიება ბ------- ჯ-----–---–ისა და პ---–- კ-----ის მიმართ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობის ფაქტზე. აღნიშნული პიროვნებები სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურზე და აპირებდნენ ქუთაისში გამომგზავრებას, თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ისე, რომ თბილისის სხვა განყოფილებისთვის საწყის ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დასახმარებლად არ მიუმართავთ, ჯგუფები გაემართნენ ჯ-----–---–ისა და კ-----ის საქმესთან დაკავშირებით. დაახლოებით 1800 საათი იქნებოდა, როდესაც მივიდნენ ორთაჭალის ავტოსადგურზე. მანქანა შეჩერდა სადგურის ჭიშკრიდან 10-15 მეტრის მანძილზე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა განყოფილების უფროსი ნ-------- მ------–---–ი. ჯგუფის წევრებს როგორც ვიზუალური, ასევე სატელეფონო კავშირი ჰქონდათ ე.წ. კონფერენციის საშუალებით. ისინი ყველანი არ იცნობდნენ არც ბ.ჯ-----–---–ს და არც პ.კ-----ეს. ნ-------- მ------–---–ი მანქანიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფებს. ჯგუფები განაწილდა შემდეგნაირად: რ----- ქ-----–--ე, კ------- კ------ე და რ----- ბ------ იქნებოდნენ ერთად და განახორციელებდნენ ჩხრეკის ჩატარებას ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ, ხოლო თ---------- თ---------ე და დ----- ს-----ე პ---–- კ-----ის მიმართ. 15 წუთის მისულები იქნებოდნენ სადგურის ტერიტორიაზე, როდესაც შეამჩნიეს, რომ ბ------- ჯ-----–---–ი მოძრაობდა ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, შენობიდან მოშორებით, გადასასვლელ ხიდთან და სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა გასასვლელი ჭიშკრისკენ, უკან კი პ---–- კ-----ე მოჰყვებოდა. მან, ბ------მ და კ.კ------ემ შეაჩერეს ბ.ჯ-----–---–ი, ხოლო ს-----ემ და თ. თ---------ემ - კ-----ე. მან ბ. ჯ-----–---–ს განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინა პირადობა, აცნობა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დადგენილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ბ.ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკა. დადგენილება ადგილზე შეავსო, რომელსაც გაეცნო ბ------- ჯ-----–---–ი და მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ განემარტა, რომ, თუკი ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, წარმოედგინა ნებაყოფლობით, რამეთუ ეს გათვალისწინებული იქნებოდა შემდეგში საქმის წარმოებისას. ბ------- ჯ-----–---–ს მარჯვენა ხელში ეჭირა შავი ფერის, საშუალო ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც რაღაც ნივთები იყო მოთავსებული. ბ.ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა აღნიშნულ ხელჩანთაში და წარმოადგენდა ნებაყოფლობით. ვიდრე წარმოადგენდა, მან ჩხრეკის ოქმში გააკეთებინა ჩანაწერი, რომ თანახმა იყო პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და ნებაყოფლობით წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ბ.ჯ-----–---–მა თავად ნებაყოფლობით ამოიღო ჩანთიდან და წარმოადგინა გადაკეცილი დოლბანდი. ასევე დოლბანდთან ერთად ამოიღო რაღაც თეთრი ფერის წარწერებიანი პატარა პაკეტი, როგორც ეტყობოდა თავის დროზე დაზიანებული, მთლიანობა დარღვეული, ხელში ეკავა. დოლბანდი გადაშალა და დოლბანდში იყო ექვსკუთხა ფორმის მოთეთრო ფერის ტაბლეტები, 13 მთელი ტაბლეტი და კიდევ ნატეხები. ჩხრეკის სრულყოფის მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერების წარმოდგენის შემდეგ რ----- ბ------მ ჩაატარა ბ.ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას მან ბ.ჯ-----–---–ს გახადა ფეხსაცმელი, ხოლო წინდები არ გაუხდია. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე გამომძიებლის ხელთ არსებულ მოლურჯო ფერის პაკეტში: დოლბანდი, ნარკოტიკული საშუალებები და მცირე ზომის ცელოფნის პაკეტი. ასევე პირადი ჩხრეკისას მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იყო პირადი ტელეფონი, რომელიც ჯიბეში ჰქონდა და ჩანთაში არსებული მცირე ზომის მანქანის ბორტკომპიუტერი. მათი დალუქვა განხორციელდა ერთად, უშუალოდ ბ. ჯ-----–---–ის ხელთ არსებულ პარკში. ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები. ბ. ჯ-----–---–ს რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, ყოველივე ხორციელდებოდა ნებაყოფლობით. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე მოხდა ბ.ჯ-----–---–ის დაკავება. მას განემარტა ბრალდებულის უფლებები, რომ შეუძლია ჰყავდეს ადვოკატი, არ მისცეს ჩვენება და იქონიოს დუმილის უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული და პარალელურად მან დაიწყო დაკავების ოქმის შევსება. შემდეგ ბ. ჯ-----–---–ი გადაყვანილ იქნა თბილისის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში კანონის შესაბამისად, სადაც დადასტურებულ იქნა ბ. ჯ-----–---–ის დაკავება და თან დასრულდა ოქმი. ასევე თბილისის განყოფილებას გადასცა ქ-----–--ემ ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. აღნიშნულის შემდეგ ისინი წამოვიდნენ ქუთაისში. მოწმის განმარტებით, 4 აგვისტოს ადვოკატთან ერთად წავიდა ბ. ჯ-----–---–ისათვის ბრალის წარსადგენად. ბრალის წარდგენისას მოხდა ინციდენტი, რომელიც ინიცირებული იყო თავად ბრალდებულ ბ.ჯ-----–---–ის მხრიდან და ბრალის წარდგენის მომენტი ბრალდებულთან ჩაიშალა. მომხდართან დაკავშირებით მის მიერ შედგა ოქმი ადვოკატის მონაწილეობით და დადგენილება ჩაბარდა ადვოკატს.
მოწმის სახით დაკითხული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - თ---------- თ---------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს გამოცხადდა სამსახურში, დაახლოებით 1200 საათისათვის განყოფილების უფროსმა ნ-------- მ------–---–მა უთხრა, რომ ჯგუფი უნდა წასულიყო თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. კონკრეტულად რომელზე - ვერ ისაუბრებს, რადგან არ აქვს ამის უფლება. შეიკრიბა 6 ადამიანი, გადანაწილდნენ ორ ჯგუფად ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაბამისად ორ მანქანაში და დაახლოებით 1400 საათისათვის წავიდნენ თბილისში. პირველ ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ დ----- ს-----ე და ნ-------- მ------–---–ი, ხოლო მეორე ჯგუფში რ----- ბ------, რ----- ქ-----–--ე და კ------- კ------ე. მათ თბილისის რომელიმე განყოფილებისთვის დასახმარებლად არ მიუმართავთ. გზაში, სანამ თბილისში შევიდოდნენ, ნ-------- მ------–---–მა უთხრა, რომ შეიცვალა გეგმა და ამჟამად უნდა წასულიყვნენ თბილისში, ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც მათივე ინფორმაციით იმყოფებოდნენ ბ------- ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე, რომელთაც თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და მიემართებოდნენ ქუთაისის მიმართულებით. მათზე მიმდინარეობდა გამოძიება და უნდა განხორციელებულიყო ბ. ჯ-----–---–ისა და პ. კ-----ის პოვნა, ჩხრეკა. სადგურის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ დაახლოებით 1800 საათისათვის, ჯგუფები იგივე შემადგენლობით გადაადგილდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ უწყვეტი სატელეფონო კავშირი, რა დროსაც ერთ-ერთის მიერ მოხდა ბ. ჯ-----–---–ისა და კ-----ის შემჩნევა. შეატყობინეს სხვა წევრებსაც და წავიდნენ მათი მიმართულებით. თ---------- თ---------ე მივიდა კ-----ესთან, ხოლო ბ------, ქ-----–--ე და კ------ე გაემართნენ ბ.ჯ-----–---–ისაკენ. თ---------- თ---------ემ პ---–- კ-----ეს განუმარტა ვინაობა, გააცნო უფლებები, უთხრა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ, რომ შესაძლოა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რაზეც ჰკითხა იყო თუ არა თანახმა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. პ---–- კ-----ე დათანხმდა ჩხრეკის ჩატარებას, განაცხადა, რომ არაფერი ჰქონდა მსგავსი. მან შეავსო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რის შემდეგადაც განხორციელდა კ-----ის ჩხრეკა დ----- ს-----ის მიერ. ჩხრეკისას რაიმე ამოღებული არ ყოფილა. როგორც კ-----ის ასევე ბ. ჯ-----–---–ის ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, ჩვეულებრივ ფეხზე მყოფ მდგომარეობაში, ერთმანეთისაგან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. პ. კ-----ემ განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მოხმარებული ჰქონდა მარიხუანა. ბ. ჯ-----–---–ს რაც შეეხება, მოწმის განმარტებით, მას ესმოდა საუბარი და შეიტყო, რომ ბ------- ჯ-----–---–მა წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. პ. კ-----ისა და ბ. ჯ-----–---–ის რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ქუთაისში დაბრუნებისას თ---------- თ---------ემ განახორციელა პ---–- კ-----ისათვის უფლებების განმარტება და მისი მოწმის სახით გამოკითხვა, გამოკითხვის ოქმი შედგა ნაბეჭდი სახით, რასაც პირადად გაეცნო პ. კ-----ე, ხელი მოაწერა, მას რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. პ. კ-----ემ თბილისშივე თანხმობა განაცხადა ქუთაისში წასვლასა და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაზე და გადაყვანილ იქნა შესაბამისად ქუთაისის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში. შემოწმების შედეგად დაუდგინდა მარიხუანისა და ბუპრენორფინის მოხმარება. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია რა საშუალებით მივიდნენ პ.კ-----ე და ბ.ჯ-----–---–ი ორთაჭალის ტერიტორიაზე.
მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- კ-----ემ განმარტა, რომ ბ------- ჯ-----–---–თან ბავშვობიდან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ის დაიკითხა გამოძიების ეტაპზე. მისი ჩხრეკა განხორციელდა ქალაქ თბილისში, როდესაც გადაადგილდებოდა ბ------- ჯ-----–---–თან ერთად ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ბ.ჯ-----–---–ი მიდიოდა უფრო წინ, ხოლო თვითონ ოდნავ უკან. გაურკვეველ დროს წამოეწია პოლიციის თანამშრომელი, ისე რომ მანამდე არც შეუხედავს და იმის გამო, რომ ფეხი აწუხებს, გაუჭირდა თავის შეკავება და ხელის მოკიდებისთანავე დაეცა. ცოტა ხნის შემდეგ, წამოაყენეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, სავარაუდოდ 2-3 პოლიციელის მიერ, ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რაზედაც მან მოაწერა ხელი. მას ჩხრეკის შედეგად რაიმე მართლსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ბ------- ჯ-----–---–ის ჩხრეკა. მოშორებით იდგნენ, სულ მცირე 15-20 მეტრში და რადგანაც ის წაქცეული იყო, ვერ დაინახა რა ხდებოდა. მოწმეს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისათვის, რადგან თავიდან აეცილებინა შემდგომ რაიმე გართულება. ადექიო არავის უთქვამს და მასაც წინააღმდეგობა არავისთვის გაუწევია. აღნიშნულ დღეს ბ.ჯ-----–---–ისა და მისი შეხვედრა შემთხვევით მოხდა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ორთაჭალის ტერიტორიაზე ყოფნა. მასთან შეხვედრისას ბ------- ჯ-----–---–ი იყო მარტო. ის ვერ იხსენებს ეჭირა თუ არა ბ-------ს ხელში რაიმე. ერთად ყოფნიდან 10 წუთში მათთან პოლიცია მივიდა. მან და ბ-------იმ უბრალოდ მოიკითხეს ერთმანეთი. მას ზუსტად არ ახსოვს რაზე საუბრობდნენ, ასევე არ ახსოვს რის გამო იმყოფებოდა ბ.ჯ-----–---–ი ქალაქ თბილისში. მხოლოდ იმას იხსენებს, რომ შვილის სამსახურთან დაკავშირებით ჰქონდა ბ-------ს საქმე. მას შემდეგ რაც პოლიციამ წამოაყენა, მან დაინახა ბ.ჯ-----–---–ი, რომელიც პოლიციას „ეჭირა“ ხელში, სავარაუდოდ მკლავით. იმის გამო, რომ ბ.ჯ-----–---–ს ეფარებოდნენ ირგვლივ მყოფები, ის ვერ ხედავდა რა ხდებოდა, ასევე ვერ იხსენებს ესმოდა თუ არა საუბარი. ორთაჭალის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მან პოლიციელებისაგან შეიტყო, რომ ბ.ჯ-----–---–ს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. მას არ დაუნახავს ბ.ჯ-----–---–ის მიერ პოლიციისათვის ხელიდან ხელში ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი. მოწმის განმარტებით, ის და ბ. ჯ-----–---–ი თბილისიდან პოლიციამ წამოიყვანა. პირველ რიგში ისინი მიიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მოწმე აცხადებს, რომ, როდესაც ჩვენებას აძლევდა, ჩვეულებრივ გამომძიებელი ბეჭდავდა, თუმცა მას ჩვენება არ წაუკითხავს. დაკითხვის ოქმის შევსება განხორციელდა ქუთაისში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოვლენების განვითარების პერიოდში ის იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კერძოდ, როგორც შემდგომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა ეს იყო მარიხუანა და ბუპრენორფინი. მოწმემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ 100% -ით ანგარიშს ვერ გაუწევდა თავის ქცევას. ზუსტად ვერ იხსენებს მაგრამ ვარაუდობს, რომ ნარკოლოგიურში მისვლისას პირველ ჯერზე მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი თანხმობა განაცხადა. მას შემდეგ რაც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მოწმემ დაადასტურა ჩვენებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და აქვე განმარტა, რომ, როდესაც ქუთაისის განყოფილებაში იყვნენ, ხელმოწერისას გამომძიებელს ჰკითხა რაზე მაწერინებთ ხელს, უნდა წავიკითხოო და პასუხად მიიღო, რომ ეჩქარებოდათ, მასში ისეთი არაფერი ეწერა, მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ არაფერი აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგო და ის თანახმა იყო ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შესაბამისად ოქმზე მოაწერა ხელი.
მოწმის სახით დაკითხულმა ბ------- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით 1700 საათისათვის იყო ორთაჭალაში. შევიდა ორთაჭალის სადგურში, დარბაზში, სადაც შემთხვევით შეხვდა მეგობარ პ---–- კ-----ეს. ისაუბრეს დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ გეგმის მიხედვით სადგურის უკან, ვიწყო ქუჩაზე უნდა გადასულიყო, სადაც არის ე.წ. „დ-–-–--–----, „რ-------------ის“ ცენტრი, სადაც უნდა დაეტოვებინა ქუთაისიდან წაღებული მანქანის ნაწილი - ბორტკომპიუტერი. ამ საქმის მოგვარების შემდეგ უნდა წასულიყო მეგობართან პლეხანოვზე და შემდეგ, თუკი იმავე დღეს მოასწრებდა ყველაფერს, დაბრუნდებოდა ქუთაისში. ასევე მისი შვილი სწავლობს თბილისში. საუბრის პერიოდში კ-----ესთან გამოარკვია, რომ ის იყო მანქანით. შეთანხმდნენ რომ სწორედ პ---–- წაიყვანდა ბ.ჯ-----–---–ს მანქანით და წავიდნენ სადგურის უკანა მხრის მიმართულებით. ასევე საუბრის პერიოდში ჯ-----–---–მა შენიშნა კ------ე, შეიცნო როგორც იმერეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, გაუკვირდა მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია. მან ასევე დაინახა ბ------, რომელსაც თვალი თვალში გაუყარა. მას შემდეგ რაც გავიდა სადგურის დარბაზიდან, სადგურის შენობიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით ყოფნისას შემოესმა „ცხენისებრი თქარათქურის“ ხმა, თითქოს რაღაც მორბოდა. მიიხედა უკან და შემდეგ როგორც გაარკვია, ბ------ დაეტაკა ზურგიდან, მარჯვენა ხელით ხელები გაუწია და ხელი გაუყარა, ერთი ხელი ჰქონდა კისერზე. ის კითხულობდა თუ ვინ იყო, და „ამ ჭიდავში“ კიდევ შენიშნა, რომ მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე პ.კ-----ესთან იდგა თ.თ---------ე და პ.კ-----ე ჰყავდათ დაწვენილი მიწაზე სახით მისკენ. კიდევ ორი თანამშრომელი იყო, მაგრამ არ ახსოვს ვინ იყო. ის ბ------ს ეკითხებოდა თუ ვინ იყო და თხოვდა დანახვებოდა მას, რაზედაც ბ------ პასუხობდა, რომ ის მას არ იცნობდა. ამ საუბრისა და „ჭიდავის“ დროს მან შეამჩნია როგორ მორბოდა წინიდან ქ-----–--ე, შემდეგ მ------–---–ი და კიდევ სულ მცირე 3-4 კაცი. ბრალდებული განმარტავს, რომ ამ „ჭიდავის“ დროს ხელით შარვალი გაისწორა, რა დროსაც გაიგონა ხმა: „ჰა რას შვები, არაფერი გადააგდოო, ცვეტნოი ვიცი წამალი გაქვს და დავაი დროზე წამალიო“. ის პოლიციელებს უმარტავდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, ეუბნებოდა: „ხომ მიცნობთ ვინც ვარო“. ქაოსური სიტუაცია იყო, ბ------მ ამ დროს უკანა ჯიბეები გაუჩხრიკა ბ.ჯ-----–---–ს, მაგრამ არაფერი არ ჰქონდა, შემდეგ ქ-----–--ემ დაიწყო ჩხრეკა და მ------–---–ს უთხრა: „სუფთაა, არაფერი არა აქვსო“. მისი განმარტებით, მანქანის ნაწილი, კერძოდ ბორტკომპიუტერი, მანქანის ზეთით იყო დასვრილი. ის თეთრ ცელოფანში იყო მოთავსებული, მარცხენა ხელში ეკავა და დაუვარდა ძირს იქვე, ხოლო ტელეფონი ეკავა მარჯვენა ხელში. ასევე ჰქონდა პირადი ნივთები: მაჯის საათი, ერთი „ლენოვოს“ ფირმის ტელეფონი და მეორე „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი. ცელოფანმა მისი ყურადღება მიიპყრო, რადგან მიკროსქემები იყო და არ გაფუჭებულიყო. განმარტების შემდეგ, რომ არაფერი არ ჰქონდა და არასწორ ინფორმაციაზე იყვნენ, თანამშრომლები მოშორდნენ, ჯიბეები ამოტრიალებული ჰქონდა, მანქანაც მოვიდა, ვერცხლისფერი „გოლფი“. გაკეთდა ალყა, სულ მცირე 10-12 კაცის მიერ, მათ შორის იყვნენ ჯ-----–---–ისათვის უცხო პირები. ბ------- ჯ-----–---–ის განმარტებით, საღამო ხანი იყო მაგრამ მოძრაობდა ხალხი. ზემოთ დააფიქსირა ორი პიროვნება, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ მიმდინარე მოვლენებს, რომელთაც მან თავის მოძრაობით ანიშნა, რომ გაეგრძელებინათ გადაღება. მას შემდეგ რაც ჯ-----–---–ი გაიჩხრიკა და არაფერი აღმოაჩნდა, იქვე დასვეს სადაც იყო „ბორდიური“, გაახდევინეს ფეხსაცმელი და წინდებიც, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჩაეცვა. ს-----ემ მათ ირგვლივ შემოკრებილი ხალხი დაუყოვნებლივ დაშალა. სწორედ ამის შემდეგ ქ-----–--ე და მ------–---–ი საუბრობდნენ ტელეფონზე. 5 წუთიც არ იქნებოდა გასული, როდესაც გაიგონა ხმა: „აგერაა, აგერააო“. იკითხა მაშინვე თუ რაზე იყო საუბარი და იმ ადგილიდან სადაც იჯდა, დაახლოებით 1 მეტრში იყო მაგიდა, რომელზეც მოთავსებული იყო ჯ-----–---–ის მანქანის ნაწილი, ხოლო გვერდით იყო გაშლილი ერთჯერადი „სელპაკის ქაღალდის“ ზომის თეთრი სუფთა ფურცელი, რომელზედაც ეყარა ტაბლეტები. ის მიხვდა, რომ ნარკოტიკზე იყო საუბარი, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, არ იცის საიდან გაჩნდა ან მაგიდა ან ნარკოტიკი. იგი ვერ ასახელებს რომელიმე პოლიციელს, რომელმაც შესაძლოა „ჩაუდო“ ნარკოტიკი. ბრალდებულის განმარტებით, მისი რეაქცია შემდეგ სიტყვებში გამოიხატა: „რა ამბავია ეს, სამუდამოზე გინდათ რომ გამიშვათ? თუ მაფუჭებთ ააკელით მაინც, 2 მაინც დადევით, ეგ რა ამბავიაო“, რაზეც მ------–---–ისაგან პასუხად მიიღო: „ნუ გეშინია, მესამე ნაწილს არ აცდება, პასუხისმგებელი ვარ, არ იჯავროო“. მოწმის განმარტებით იგი არ დაკვირვებია გაჩხრიკეს თუ არა პ.კ-----ე. მისგან ოდნავ უკან და მინიმუმ 3 მეტრ მანძილზე დაინახა თავდაპირველად პირქვე, სახით გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში დაკავებული პ.კ-----ე, ეპიზოდურად ხედავდა ხოლმე მას. შემდეგ კი დაინახა, რომ მიიყვანეს, მანქანის უკანა კარი გააღეს და ჩასვეს. თანამშრომლებს ეკითხებოდა, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება. პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ თუკი არ აღიარებდა, შუაზე გაყოფდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და „ჯგუფურზე გაუშვებდნენ“. რაზეც უმარტავდა პოლიციას, რომ პ.კ-----ე შემთხვევით შეხვდა და ის მაინც გაეშვათ. მან განუმარტა პოლიციელებს, რომ პ.კ-----ეს იქვე ჰყავდა მანქანა და თავად წავიდოდა პირადი მანქანით ქუთაისში, მის ოჯახის წევრებს მაინც შეატყობინებდა მომხდარს და ადვოკატით უზრუნველყოფდნენ. მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ პ.კ-----ეც მათთან ერთად წამოვიდოდა. პირადი ნივთები რაც ჰქონდა, ერთად მოიკრა ცელოფანში. ის ცელოფანი მას არ ჰქონია. მას ზუსტად არ ახსოვს დაილუქა თუ არა ნივთები. დაკავების ოქმი გაფორმდა მანქანაში და მანაც მოაწერა ხელი. როგორც ახსოვს, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი ერთად შედგა. მის მიერ დოკუმენტებზე ხელმოწერა ადგილზევე განხორციელდა, რაც გამოწვეული იყო იმ საფუძვლით, რომ ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებს პ.კ-----ე არ გამოეყენებიათ მასზე ზეწოლისათვის და გაეშვათ სახლში. მისი ყურადღება იყო გადატანილი იმაზე, რომ პ.კ-----ე მაინც გაეშვათ, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და ტყუილად შარში არ გახვეულიყო. ამის შემდეგ გადაიყვანეს თბილისის ახლომდებარე განყოფილებაში, სადაც დადასტურდა პიროვნება, იქ რაიმე სახის საუბარს ადგილი არ ჰქონია და წავიდნენ ქუთაისში. განყოფილებიდან გამოსვლისას, რადგანაც პ.კ-----ის მანქანა იქვე სადგომზე იდგა, რამდენიმეჯერ სთხოვა გაეშვათ პ.კ-----ე, რაზეც კვლავ უარი მიიღო პასუხად: „ესეც ჩვენთან ერთად იქნება და მერე გავუშვებთო“. როდესაც ქუთაისში ჩავიდნენ, მივიდნენ პოლიციის სამმართველოში და ავიდნენ მეორე სართულზე. პ.კ-----ე მოგვიანებით აიყვანეს, მივიდნენ ნარკოლოგიურთან. მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. როდესაც კ-----ეც შემოიყვანეს, მან უკარნახა, რომ მისი უფლება იყო და არ გაჰყოლოდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რის შემდეგაც თ. თ---------ე ფურცლებით მივარდა კ-----ეს და უთხრა: ,,შენ ახლა ბევრი ნუ მოგივა, რასაც ჩვენ გეუბნებით იმას გააკეთებო, მომიწერე ახლა ამაზე ხელი და სადაც გეუბნებით გამოგვყევიო“. პ.კ-----ემ ყოველგვარი პასუხისა და გაცნობის გარეშე მოუწერა ხელი დოკუმენტებზე და გავიდნენ. მისი განმარტებით, ის დაკავების მომენტში ყველა დეტალს აკვირდებოდა. მან დაინახა ვიდეო კამერები, მინიმუმ ორი. ამასთან ერთად სწორედ კამერების იმედით და იმის იმედით, რომ ნარკოტიკზე ხელი არ ჰქონდა მონაკიდები, მოაწერა ხელი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს და მისცა უფლება განყოფილების თანამშრომლებს ემოქმედათ ისე როგორც მათ სურდათ. მოწმის განმარტებით, მან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიაქცია ვიდეო კამერების არსებობას ყურადღება. მან იცოდა, რომ ყველა გადამცვლელ პუნქტს აქვს თავისი ვიდეო კამერა. სწორედ მსგავსი გადამცვლელი პუნქტები შენიშნა მან სადგურზე. კამერების მიერ ყველაფრის დაფიქსირება მოხდებოდა. ჯ-----–---–ის განმარტებით, ისიც ყოფილი თანამშრომელია და იცის „რა სიტუაციაც ხდება და როგორც შეიძლება შეიფუთოს, იმის უფლება მისცა, რომ გაეკეთებინათ რაც უნდოდათ, თავს რაც უფრო ლაღად იგრძნობდნენ, მეტ შეცდომას დაუშვებდნენ“. ბრალდებული მიუთითებს, რომ ის ცდილობდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოქმედებები ვიდეო კამერებს, რადგან ყველა დეტალს აკვირდებოდა, იგი კამერებიდან დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე იდგა. მისი განმარტებით, მან ამოიცნო საკუთარი ხელმოწერები დოკუმენტებზე, გარდა ნარკოტიკული საშუალების ლუქზე ხელმოწერისა. მისივე განმარტებით, ჰგავს, მაგრამ ვარაუდობს რომ არ არის მისი ხელმოწერა. მისი მცდელობა და დიალოგი პოლიციის თანამშრომლებთან პ.კ-----ის გადარჩენის საკითხზე დასრულდა მის მიერ ოქმზე ხელმოწერების გაკეთების შემდეგ, მანამდე სიტყვიერადაც მოხდა ერთგვარი შეთანხმება. კონტაქტი ძირითადად მიმდინარეობდა ქ-----–--ესთან, ხოლო მ------–---–ი შედარებით შორი მანძილიდან იძლეოდა მითითებებს, უშუალოდ ჩართული არ იყო. დიალოგს პერიოდულად ჰქონდა ადგილი ასევე მგზავრობისას ქუთაისის მიმართულებით. იმ პერიოდისათვის როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, პ.კ-----ე განთავისუფლებული იყო, ყველაფერი ხდებოდა მისი თანდასწრებით. მოწმის განმარტებით იგი პოლიციაში დაახლოებით 1800 წელი მუშაობდა, ძირითადად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ არ თქვა უარი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე ხელმოწერებსა და გაკეთებული წარწერების განხორციელებაზე, განმარტა, რომ: იხსენებს 2016 წლის აგვისტოში, აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში განხორციელებულ მოვლენებს, როდესაც პოლიცია ყოველგვარი უფლების გარეშე შევარდა უცხო პირის სახლში, ბიძაშვილთან ერთად მყოფი ცემეს, რადგან იგი უწევდა მათ წინააღმდეგობას და არ ასრულებდა მათ მითითებებს, არ აწერდა დოკუმენტებზე ხელს. ემუქრებოდნენ როგორც მას ასევე მის ბიძაშვილს, რომ გაყოფდნენ ნარკოტიკს. უშუალოდ სამხარეოში ჩაყვანის შემდეგ პროკურორმა იხილა ყოველივე, ჰკითხა მას თუ რა სჭირდა, რაზედაც უპასუხა, რომ ამ კითხვით პროკურორს პოლიციისათვის მიემართა, რაზეც პოლიციის თანამშრომლები კიდევ წამოცვივდნენ და კვლავ ემუქრებოდნენ მას და მის ბიძაშვილს. პროკურორს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მოწმის განმარტებით, მაშინ არ დაიცვა არც კანონმა და არც პროკურორმა, ამჯერად კი მისთვის არსებითი მნიშვნელობის არ იყო როგორ მოიქცეოდა. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს იგი, რომ პოლიცია მისითაა დაინტერესებული და რატომ უნდა ჩაედოთ მისთვის ნარკოტიკი, მან განმარტა, რომ პირველი დაკავების დროს, რასაც ვალერი გეგუჩაძე ესწრებოდა, ასევე გ------- კაჭარავა იყო და სწორედ კაჭარავასგან მიიღო მან შეთავაზება „დაგვაჭერიე არჩილ არჩაია და შენ იქნები გარეთო“, რაზეც უარი განუცხადა. არჩაია მისი ბავშვობის მეგობარია. ადვოკატის კითხვაზე, მისი სამუშაო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა თუ არა მართლაც ჩადება და რისგან იყო გამოწვეული მისი საჭიროება, მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ჯ-----–---–მა გაიხსენა 2005-2006 წლები, როდესაც კრიმინალებისა და სერიოზული დამნაშავეების მიმართ ჰქონდა მსგავს რამეს ადგილი, გამონაკლისების არსებობისას.
2017 წლის 2 აგვისტოს N0------- პატაკით, 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით სამსახურებრივი მივლინების შესახებ MIA 0-------, დოკუმენტით MIA 4--- 0-------, რომლის თანახმად, პატაკს რეზოლუცია დაედო 2017 წლის 2 აგვისტოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის MIA 4------------ წერილით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ-------- მ------–---–ი, ამავე დეპარტამენტის მუშაკები - რ----- ქ-----–--ე, დ----- ს-----ე, თ---------- თ---------ე, რ----- ბ------ და კ------- კ------ე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით ერთი დღით მივლინებული იყვნენ ქ. თბილისში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც (დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარდა) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შენიშვნა: თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა შეუძლებელია, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისათვის იგი არაინფორმაციულია და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ იქნა ჩატარებული. დაქტილოსკოპიურ კვლევას ექვემდებარება პოლიეთილენის პარკი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ბ---- ნ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დათვალიერდა 2017 წლის 2 აგვისტოს ბ------- ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 13 ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ასევე წებოვან გვერდებიანი თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ნაჭერი, რაშიც მოთავსებული იყო ზემოაღნიშნული ტაბლეტები და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ღია ფერის წარწერებიანი პარკი, მობილური ტელეფონი და ე.წ. ბორტკომპიუტერი, რომლებიც ამ ნივთების ნიშნებით და აღწერილობით იგივე აღმოჩნდა, რაც მითითებული იყო ბ------- ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმში.
ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას ბ------- ჯ-----–---–მა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილ უცხოენოვანი წარწერებით თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკთან დაკავშირებით, რომელსაც მთლიანობა ჰქონდა დარღვეული, განმარტა, რომ სწორედ ეს პარკი ეჭირა ხელში დაკავებისას, რომელშიც ედო ბორტკომპიუტერი, რომელზეც ამჩნევია მანქანის ზეთის კვალი.
სააპელაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ბ------- ჯ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული დასკვნები ბ. ჯ-----–---–ის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით) უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ------- ჯ-----–---–ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ხ---–------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 02 აგვისტოს მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისში გულუას ქუჩაზე განთავსებულ ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ბ-------ი ჯ-----–---–ი და პ---–- კ-----ე, რომელთაც თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები; ამავე დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის - მ----- შ-----–--ს ჩვენებით დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე მან გამოძიება დაიწყო 2017 წლის 02 აგვისტოს. პატაკში არსებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოქალაქე ბ. ჯ-----–---–ი და პ. კ-----ე იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში და მათ ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის - რ----- ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბ. ჯ-----–---–მა გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის დადგენილების გაცნობის შემდეგ, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე განმარტა, რომ მის ხელთ არსებულ პარკში იყო 13 აბი და ნატეხები ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული იყო გადაკეცილ დოლბანდში, შეფუთული და შემდეგ პოლიეთილენის პარკში; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის დ----- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე განხორციელდა პ. კ-----ისა და ბ. ჯ-----–---–ის ჩხრეკა, სადაც ბ------- ჯ-----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში; წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის - ნ-------- მ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. თბილისში, ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, როდესაც ბ.ჯ-----–---–ს განუმარტეს, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის და სთხოვეს წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალებები, ბ------- ჯ-----–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი, გადაკეცილი დოლბანდი და ზედ იყო 13 აბი და აბის ნატეხები სუბოქსინი; ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილის - კ------- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ქალაქ თბილისში ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე ბ. ჯ-----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებები: 13 აბი და აბის ნატეხები, რომელიც მოთავსებული იყო ღია ფერის, თეთრ დოლბანდისმაგვარ ნაჭერში, რამდენიმეჯერ გადაკეცილი, შემდეგ კი ცელოფანში მოთავსებული, ა/მანქანის ნაწილთან ერთად. მას ცელოფანი ეკავა ხელში, დოლბანდი ამოიღო და გადასცა გამომძიებელს; დეტექტივ - რ----- ქ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ორთაჭალის ავტოსადგურზე, დადგენილების გაცნობის შემდეგ ბ------- ჯ-----–---–მა, ჩხრეკის ოქმში გააკეთა ჩანაწერი, რომ თანახმა იყო პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და ნებაყოფლობით წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის შემდეგ ბ------- ჯ-----–---–მა, განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა მის ხელთ არსებულ შავი ფერის პარკში, ამოიღო პარკიდან და წარმოადგინა გადაკეცილი დოლბანდი. დოლბანდში იყო ექვსკუთხა ფორმის მოთეთრო ფერის ტაბლეტები, 13 მთელი ტაბლეტი და კიდევ ნატეხები. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - თ---------- თ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. თბილისში, ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, შეაჩერეს ბ. ჯ-----–---–ი და პ. კ-----ე, რომლებსაც განუმარტეს უფლებები. ბ------- ჯ-----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში.
პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს მან ნებაყოფლობით წარმოადგინა მის ხელთ არსებული პოლიეთილენის პარკი, სადაც მოთავსებული იყო თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული, ექვსკუთხედი ფორმის, მოთეთრო 13 ცალი ტაბლეტი წარწერით N8 და ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები, რაც ამოღებული იქნა.
საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 4 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „N8“ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტების ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10792 გრამს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული იქნა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, ბ-------ი ჯ-----–---–ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა, იგი პოლიციელებმა ჩაუდეს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოკვლეული პ---–- კ-----ის ჩვენებით, მას არ დაუნახავს ბ-------ი ჯ-----–---–ის მიერ პოლიციისათვის ხელიდან ხელში ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი. პ. კ-----ემ ასევე დაადასტურა მის ჩვენებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და განმარტა, რომ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იყვნენ, ხელმოწერისას გამომძიებელს ჰკითხა რაზე მაწერინებთ ხელს, უნდა წავიკითხოო, ხოლო პასუხად მიიღო, რომ ეჩქარებოდათ, მასში ისეთი არაფერი ეწერა, მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ არაფერი აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგო და თანახმა იყო ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები, დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რაიმე სახის კანონდარღვევა ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა, რაც ასევე დასტურდება თვით ბ.ჯ-----–---–ის ჩვენებით, რომ მან ,,ამოიცნო თავისი ხელმოწერები დოკუმენტებზე”. ამასთან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ ბ-------ი ჯ-----–---–ს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებულნი ბ-------ი ჯ-----–---–ის დაკავებით და აბრალებენ დანაშაულის ჩადენას.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ №0-------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ბ-------ი ჯ-----–---–ის ხელის თითის კვლები, დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა, სააპელაციო სასამართლო აფასებს რა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, ყურადღებას მიაპყრობს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ბ---- ნ------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც განმარტებულია, რომ თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა იყო შეუძლებელი, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისთვის იგი იყო არაინფორმაციული და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ ჩატარებულა. ექსპერტის განმარტებით, მოცემული თეთრი ფერის მატერია იყო ფოროვანი ზედაპირის მქონე, რაზეც თითის კვალი არ რჩება. დამუშავების შემდეგ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია ადამიანმა პოლიეთილენის პარკს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ მასზე არ დარჩეს კვალი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ხელიდან არ იქნა გამოყოფილი საკმარისი რაოდენობის ნივთიერება, ამ შემთხვევაში ოფლი. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საკვლევ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები არ აღმოჩნდა, არ გულისხმობს კატეგორიულ უარს, რომ პირს აღნიშნულ პარკთან შეხება არ ჰქონია.
რაც შეეხება პ---–- კ-----ის ჩვენებას, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სრულად და მიიჩნევს, რომ პ---–- კ-----ე არ იყო გულწრფელი, იგი თავისი ჩვენებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს მის მეგობარს - ბ-------ი ჯ-----–---–ს და გადაასხვაფეროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის რეალური გარემოებები, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე და ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარემ არ შეასრულა მისი შუამდგომლობის საპასუხო მითითება შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად სათანადო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. ასევე მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე, განაცხადა ბ. ჯ-----–---–ზე პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ტაბლეტების მისთვის ჩადების თაობაზე, რაც წარმოადგენს უარის თქმის საფუძველს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს; პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურებულია მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და პოლიციელთა მხრიდან ბ-------ი ჯ-----–---–ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება - ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარის მხოლოდ აპელირება, რომ ნარკოტიკული საშუალება ბ. ჯ-----–---–ს პოლიციელებმა ჩაუდეს, ის, რომ პ---–- კ-----ეს არ დაუნახავს ბ-------ი ჯ-----–---–ის მიერ პოლიციისათვის ხელიდან ხელში ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ბ------- ჯ-----–---–ის ხელის თითის კვლები, დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა, (მაშინ, როდესაც ექსპერტი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი), ეჭვქვეშ არ აყენებს საქმეში არსებულ, ბ-------ი ჯ-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებათა სანდოობას და არ წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით დასტურდება, რომ ბ-------ი ჯ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ----- ჩ-------ის და გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბ-------ი ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ-------ი ჯ-----–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------ი ჯ-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბ-------ი ჯ-----–---–ს, სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის გამო, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.
ბ-------ი ჯ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ-------ი ჯ-----–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 02 აგვისტოდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხედი ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,,N8’’ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, რომლებიც წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებსა და ტაბლეტის ნატეხებს და რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10972 გრამს და ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ბ-------ი ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი და შავი ფერის მობილური ტელეფონი NOKIA, მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, იმეი კოდით 3--------------, რაც ინახება საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე