განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100117002190460
N1/ბ-449-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდო----ე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა---- მ--------ს
მსჯავრდებულის - პ----- ბ------–---–ის
ადვოკატის - კ--- კ--–--–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- ო----ის ძე ბ------–---–ის მიმართ პ/ნ 5----------, დაბადებული 1--- წლის 08 მარტს, საქართველოს მოქალაქეს, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ.გორი, ლ------ის ქ.N9-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, ი-----–---–ის ქ.N6-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით პ----- ბ------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 2030 საათზე, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი №3--ში მდებარე რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში პ----- ბ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის დარტყმით ნ------ დ-------ეს მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მაგრამ პ----- ბ------–---–მა განზრახვა სისრულეში ვერ მიიყვანა, რადგან შემთხვევის შემსწრე პირების დროული ჩარევისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ნ------ დ-------ე გადაურჩა სიკვდილს.
2017 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 2030 საათზე, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი №3--ში მდებარე რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში, პ----- ბ------–---–მა, ცივი იარაღის - დანის, გამოყენებით, მარჯვენა მტევნის მესამე თითის, საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე დაზიანებები მიაყენა გ------- ა---–--ეს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენით პ----- ბ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----- ბ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ოქტომბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - პ----- ბ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ--- კ--–--–---ს მიერ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ პ----- ბ------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარე თვლის, რომ სასამართლომ ობიექტურად ვერ შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი და სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებები. მსჯელობა პ----- ბ------–---–ის და ნ------ დ-------ის ჩვენებების შეფასების ნაწილში აშკარად მიკერძოებულია, ვინაიდან საქმეში გამოკვეთილი იყო ამ შეფასების უარმყოფი სხვა გარემოებები, ასევე არსებობდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ნ------ დ-------ე, მ------- გ--------ე, გ------ი ქ------–--ე, ჯ----–--- თ---------ე, ა---- კ------ე და გ------- ა---–--ე არიან გონიოს მაცხოვრებლები - მეზობლები, ბავშვობის მეგობრები, კარგი ნაცნობები, თუმცა სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მათი მრავალწლიანი ერთობლივი ურთიერთობა, პ----- ბ------–---–ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების ანალიზისას. სასამართლოს შეფასების უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.
დაცვის მხარეს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მ------- გ--------ისათვის, გ------ი ქ------–--ისთვის, ჯ----–--- თ---------ისთვის და ა---- კ------ისთვის რამდენიმე მეტრიდან შესამჩნევი გახდა ბ------–---–ის ხელში დაჭერილი დანა და ვერ შეძლეს გ.ა---–--ის დანახვა. ცალსახაა, რომ გ.ა---–--ის შემთხვევის ადგილზე არყოფნის თუ ვერ დანახვის ნაწილში ისინი ცრუობენ.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული პ----- ბ------–---–ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იმ პირების მიერ, რომლებსაც სასამართლომ დაუინტერესებელი მოწმეების სტატუსი მიანიჭა. პ----- ბ------–---–ი აღნიშნავს, რომ ე.წ. „გამშველებლები“ (ტაქსის მძღოლები) მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და როდესაც ყელში მოუჭირეს და ვეღარ სუნთქავდა სწორედ ამ დროს შეეცადა დანის მოქნევით მათგან თავის დაღწევას, სწორედ ამ მოქნევისას მიიღო დაზიანება გ------- ა---–--ემ, რის შემდეგაც მათ ხელი გაუშვეს პ----- ბ------–---–ს და ინერციით ის შეეჯახა დ-------ეს და წაიქცნენ ერთად, სწორედ ამ წაქცევისას მიიღო დაზიანებები ნ------ დ-------ემ.
გამომდინარე ზემოთქმულიდან აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სახეზეა უმნიშვნელო საბაბით განპირობებული კონფლიქტი, რომელსაც მოყვა ნ------ დ-------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც სამართლებრივად უნდა შეფასდეს როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. სწორედ ამგვარი ვითარება დგინდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობიდან გამომდინარე, პირველ რიგში კი თვით დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც გადმოსცემს მათი შემთხვევითი შეხვედრისა და საუბრის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
- აპელანტს, მსჯავრდებულ - პ----- ბ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - კ--- კ--–--–---ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
- სახელმწიფო ბრალმდებელს - ა---- მ--------ს, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე მ------- გ--------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ პ----- ბ------–---–თან ერთად მუშაობდა რესტორან-კლუბ ,,დენიზში“ დაცვის თანამშრომლად. პ----- ბ------–---–ს შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა შელაპარაკება კლუბის წინ მომუშავე ტაქსის მძღოლთან. 2017 წლის 08 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე დაახლოებით 2030 საათზე რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში გავიდნენ სასაუბროდ და მალე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და კამათის ხმა. რესტორნიდან გასვლისას კი დაინახა, რომ რესტორნის ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე და მათთან გასაშველებლად მისვლამდე დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა დაახლოებით ორჯერ დაარტყა ნ------ დ-------ეს ხელი და ორივენი დაეცნენ მიწაზე. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები და შეძლეს გაშველება. გაშველების შემდეგ კი დაინახა, რომ ნ------ დ-------ე იყო დაჭრილი, ხოლო ბ------–---–ს ხელი ჰქონდა სისხლიანი.
მოწმის სახით დაკითხული (დაზარალებულის) გ------- ა---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ოქტომბერს დაახლოებით 2030 საათზე იგი მივიდა რესტორან-კლუბ ,,დენიზიში“ და დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ რესტორნის ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე. მან ასევე დაინახა, პ----- ბ------–---–ის მიერ ნ------ დ-------ისთვის ორჯერ დანის დარტყმა, ხოლო მას დანა პ----- ბ------–---–მა დაარტყა იმ დროს, როდესაც ნ------ ა---–--ის დაჭრის შედმდეგ მიდიოდა რესტონრის მიმართულებით.
მოწმის სახით დაკითხული გ------ი ქ------–--ეის ჩვენებით დადგენილია, რომ პ----- ბ------–---–თან ერთად მუშაობდა რესტორან-კლუბ ,,დენიზში“ დაცვის თანამშრომლად. 2017 წლის 08 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე დაახლოებით 2030 საათზე რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში გავიდნენ სასაუბროდ და მალე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და კამათის ხმა. რესტორნიდან გასვლისას კი დაინახა, რომ რესტორნის ეზოში პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე კამათობდნენ. ამ დროს პ----- ბ------–---–მა მარჯვენა ხელით ამოიღო ჯიბიდან დანა და ნ------ დ-------ეს ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ ზურგის არეში და ორივენი დაეცნენ. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ როგორც იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები, ისე თვითონ და შეძლეს გაშველება. გაშველების შემდეგ კი დაინახა, რომ პ----- ბ------–---–ს ხელში ეჭირა სისხლიანი დანა და იგი წავიდა რესტორნის მიმართულებით, დაჭრილი ნ------ დ-------ე კი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული ჯ----–--- თ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს საღამოს იმყოფებოდა რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში და იჯდა საკუთარ ავტომანქანაში. მისგან მოშორებით პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში და მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში რაღაც საგანი ეჭირა, სავარაუდოდ დანა, დაარტყა ნ------ დ-------ეს და ორივენი დაეცნენ. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ როგორც იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები, ისე თვითონ, მათ შეძლეს გაშველება და დაჭრილი ნ------ დ-------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული ა---- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს საღამოს იმყოფებოდა რესტორან-კლუბ ,,დენიზში“, ამ დროს რესტორნის ეზოში პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-------ე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც მეტალის საგანი, ორჯერ დაარტყა ნ------ დ-------ეს.
ვინაიდან მხარეებმა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი მიიჩნიეს უდავოდ, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა პრეიუდიციულ მტკიცებულებად და მათი გამოკვლევა არ მომხდარა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №0-------- სამედიცინო დასკვნით, ნ------ დ-------ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, კერძოდ: აღენიშნება სამი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში - პირველი ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიდიოკლავიკულარ ხაზზე მეოთხე-მეხუთე ნეკნთა სივრცეში ზომებით 1X1 სმ-ზე; მეორე ჭრილობა 14X2 სმ-ზე წინა და შუა აქსილარულ ხაზზე გარდიგარდმო მეოთხე მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში სისხლდენით კუნთების მასიური დაზიანებით, რომელიც შემავალია გულმკერდის ღრუში, კორანცანგი შედის გულმკერდის ღრუში; მესამე ჭრილობა აღინიშნება ბეჭის ხაზზე მეექვსე ნეკნთაშუა სივრცეში, დაახლოებით 4X1,5 სმ-ზე.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დადასტურებულ იქნა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტ ღ-------ი უჩ----–---–ის მიერ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 ნოემბრის №0-------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ------ დ-------ის გრძელსახელოებიანი მაისურის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო-მუქი რუხი ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ პ----- ბ------–---–ის მაისურის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. ნ------ დ-------ის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პ----- ბ------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური-სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პ----- ბ------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ დანის პირზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-------ეს. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. დანის ტარზე არსებული ბიომასალის პროფილის, ნ------ დ-------ის სისხლის ნიმუშის და პ----- ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილები იდენტურია.
პ----- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ შარვალზე და მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-------ეს.
ნ------ დ-------ის კუთვნილ შარვალზე, ორ ცალ მთლიანობადარღვეულ მაისურზე, საცვალზე და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-------ეს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ნოემბრის №0--------დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, გ------- ა---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მარჯვენა მტევნის მე-3 თითის, საფრხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზემო მესამედში, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დადასტურებულ იქნა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტ მ-----ა მ---------–ის მიერ.
პ----- ბ------–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო ნ------ დ-------ის მკვლელობის მცდელობის ნაწილში და განმარტა, რომ მას ნ------ დ-------ისთვის დანა არ დაურტყამს. დანა იხმარა მხოლოდ ერთხელ, როდესაც გ------- ა---–--ე მას ზურგიდან ახრჩობდა და თავდაცვის მიზნით დაარტყა სწორედ გ------- ა---–--ეს ხელში. მისივე განმარტებით ჩხუბის დროს ნ------ დ-------ე იდგა მის წინ და წაიქცა ნ------ დ-------ესთან ერთად, შემდეგ წამოდგა და ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ნ------ დ-------ის დაჭრის შესახებ, დატოვა შემთხვევის ადგილი. დაცვის მხარემ ნ------ დ-------ის დაჭრა დაუკავშირა წაქცევას და მიიჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება წარმოადგენდა გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას. პ----- ბ------–---–მა დაადასტურა, რომ მან დაარტყა დანა გ------- ა---–--ეს, ამავდროულად განმარტა, რომ მას ჩხუბი მოუხდა სწორედ გ------- ა---–--ესთან და იგი უკნიდან ახრჩობდა, ამიტომ დაარტყა დანა ხელში.
მოწმის სახით დაკითხვის დროს (დაზარალებულმა) ნ------ დ-------ემ სასამართლო სხდომაზე უარყო პ----- ბ------–---–ის მხრიდან მისი დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს რესტორან-კლუბ ,,დენიზის“ ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და გ------- ა---–--ე, ხოლო თვითონ იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად მივიდა მათ გასაშველებლად. იგი იდგა პ----- ბ------–---–ის უკან, პ----- ბ------–---–ი წაიქცა მასთან ერთად მაგრამ მისი განმარტებით პ----- ბ------–---–ს მისთვის დანა არ დაურტყამს.
სააპელაციო პალატა იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას პ----- ბ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნები პ----- ბ------–---–ის უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ----- ბ------–---–ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მომხდარი შემთხვევის ირგვლივ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებას, რომელთა მიხედვითაც დგინდება შემდეგი: მ------- გ--------ის ჩვენების მიხედვით მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა დაახლოებით ორჯერ დაარტყა ნ------ დ-------ეს ხელი და ორივენი დაეცნენ მიწაზე. გაშველების შემდეგ კი დაინახა, რომ ნ------ დ-------ე იყო დაჭრილი, ხოლო ბ------–---–ს ხელი ჰქონდა სისხლიანი. გ------- ა---–--ის ჩვენების მიხედვით მან დაინახა, პ----- ბ------–---–ის მიერ ნ------ დ-------ისთვის ორჯერ დანის დარტყმა, ხოლო მას დანა პ----- ბ------–---–მა დაარტყა, როდესაც ნ------ ა---–--ის დაჭრის შედმდეგ მიდიოდა რესტონრის მიმართულებით. გ------ი ქ------–--ის ჩვენებით მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა მარჯვენა ხელით ამოიღო ჯიბიდან დანა და ნ------ დ-------ეს ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ ზურგში და ორივენი დაეცნენ. ჯ----–--- თ---------ის ჩვენების მიხედვით მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში რაღაც საგანი ეჭირა, სავარაუდოდ დანა, დაარტყა ნ------ დ-------ეს და ორივენი დაეცნენ. ა---- კ------ის ჩვენების მიხედვით მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც მეტალის საგანი, ორჯერ დაარტყა ნ------ დ-------ეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ------ დ-------ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. გ------- ა---–--ის პირადი შემოწმების მონაცემებით გ------- ა---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მარჯვენა მტევნის მე-3 თითის, საფრხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზემო მესამედში, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მ------- გ--------ე, გ------ი ქ------–--ე, ჯ----–--- თ---------ე, ა---- კ------ე და გ------- ა---–--ე არიან ნ------ დ-------ის ბავშვობის მეგობრები, მეზობლები, კარგი ნაცნობები და მათ მიერ პ----- ბ------–---–ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების ანალიზისას პირველი ინსტანციის სასამართლოს უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა. დაცვის მხარის გაცხადებული არგუმენტაცია მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას, ვინაიდან, თვით დაზარალებულ ნ------ დ-------ეს მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მიუცია, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები საქმით დაინტერესებული პირები არ ყოფილან და შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს გადმოსცემენ სრული სიზუსტით. შესაბამისად, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია ასევე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ------ დ-------ის დაჭრის ფაქტის დასაბუთებისათვის სარწმუნო იყოს, ამ უკანასკნელის ჩვენება მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ის პოზიციას, მან თავი ნაწილობრივ ცნო წარდგენილ ბრალში დამნაშავედ და განმარტა, რომ დანა იხმარა მხოლოდ ერთხელ, როდესაც გ------- ა---–--ე მას ზურგიდან ახრჩობდა და თავდაცვის მიზნით დაარტყა ხელში. ჩხუბის დროს ნ------ დ-------ე იდგა მის წინ და იგი წაიქცა ნ------ დ-------ესთან ერთად, შემდეგ წამოდგა და ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ნ------ დ-------ის დაჭრის შესახებ, დატოვა შემთხვევის ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს აზრით პ----- ბ------–---–ის ხსენებული ჩვენების ნაწილი, მის მიერ ნ------ დ-------ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდის უარყოფის თაობაზე, არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობი-დან და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის კრიტერიუმს. მისი ეს ვერსია მოსალოდნელი პასუხისმგებლისგან თავის არიდების მიზნით არის მოგონილი და სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებებზე, რომ 1) ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ------ დ-------ის გრძელსახელოებიანი მაისურის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო-მუქი რუხი ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ პ----- ბ------–---–ის მაისურის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. ნ------ დ-------ის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პ----- ბ------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; 2) ბიოლოგიური (გენეტიკური-სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პ----- ბ------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ დანის პირზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-------ეს. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. დანის ტარზე არსებული ბიომასალის პროფილის, ნ------ დ-------ის სისხლის ნიმუშის და პ----- ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილები იდენტურია; 3) პ----- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ შარვალზე და მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-------ეს. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასწორია პ----- ბ------–---–ის ჩვენება, როცა იგი განმარტავს, რომ მას ნ------ დ-------ისთვის დანა არ დაურტყამს.
ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება პ----- ბ------–---–ის მიერ ნ------ დ-------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
რაც შეეხება პ----- ბ------–---–ის მიერ გ------- ა---–--ისათვის მარჯვენა მტევნის მე-3 თითის, საფრხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზემო მესამედში, დაზიანებების მიყენებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, აღნიშნული დადასტურებულია, როგორც ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ასევე თვით პ----- ბ------–---–ის ჩვენებითაც.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ--- კ--–--–---ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პ----- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და პ----- ბ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ოქტომბრიდან.
პ----- ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, პ----- ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ა---–--ის, ნ------ დ-------ის სისხლის და ნერწყვის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დანა - განადგურდეს; პ----- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანსაცმელი, ნ------ დ-------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს; ორი ცალი კომპაქტდისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე