განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-16-2018 წელი
№080100117002153104
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
25 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ------ ჩ------–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ----- ჩ------–---ი, დაბადებული 1-----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები დ-----–------–-------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ზ----- ჩ------–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ხე-ტყის ყალბი ელექტრო-ნული სასაქონლო ზედნადების დამზადებისათვის გასაღების მიზნით და გამოყენებისათ-ვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
შპს „ს----“-ს (ს/ნ 4--------) დირექტრმა ზ----- ჩ------–---მა 2----–-–---------–--ს ყალბად დაამზადა ხე-ტყის №---------- ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომლის საქონ-ლის სიაში 5,83 მ3 ხის მასალის (ფიცარი – 3,22 მ3, ძელაკი – 2,61 მ3) ფირნიშის ნომრებად მი-უთითა №----------, №----------, №----------, №-----------, №----------, №----------, №----------, №---------- ფირნიშების შესახებ ყალბი მონაცემები, ასევე აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა ხე-ტყის №----------, №----------, №---------- ელექტრონული სასაქონლო ზედნადე-ბის შესახებ ყალბი მონაცემები.
აღნიშნული ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შპს „ს----“ ახორციე-ლებდა ხის მასალის (ფიცარი, ძელაკი) მიწოდებას შპს „პ-–-----სთვის“ (ც/ნ 4--------) ლ---------------------–---------ს დასახლებიდან ქ. ოზურგეთის მიმართულებით, რა დროსაც 2----–-–---------–--ს №---------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნა-დებით მოძრავი „MAN“-ის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით G-------- შეჩერე-ბული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ხ-----------–----–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქუთაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრა პროკურორმა დ-------- ჩ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ზ----- ჩ------–---ისათვის დანიშნული ჯარიმის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, ასევე მისთვის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული „MAN“-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით G--------) სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდ-ლოდ ჩამორთმევას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ზ----- ჩ------–---მა „MAN“-ის მარკის, G-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანა გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად – 2----–-–--------–--ის №---------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედ-ნადებით ხე-ტყის გადასატანად. ზ----- ჩ------–---ის მიმართ დანიშნული ჯარიმა ვერ უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ზ----- ჩ------–---ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-------–---–მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებები და მოთხოვნა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზ----- ჩ------–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----- ჩ------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----- ჩ------–---ისათვის სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადე-ნილ დანაშაულს, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კო-დექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ზ----- ჩ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად შეესა-ბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდე-ბულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული, „MAN“-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით G--------), სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყო-ფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვე-ტილებაში დაადასტურა სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის - ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა, თუმცა განმარტა, რომ: „ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამასთან, აღნიშნული მუხლი სასამართლოს რიგ ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ:
ა) პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, სახეზე არის თუ არა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი. ასეთად, სადავო ნორმის მიხედ-ვით, ჩაითვლება მხოლოდ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონება, ანუ ჩამორთმევის აუცილებლობის გამართლებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ზუსტად ის გარემოებაა, რომ კონკრეტული ქონების მიზნობრივი გამო-ყენება მოხდა ან მოხდება დანაშაულის ჩასადენად.
მაშასადამე, საუბარია ისეთ ნივთებზე, რომლებიც გასულია ნორმალური სამოქალაქო ბრუნვიდან – მათი ხელშეწყობით ჩადენილ იქნა დანაშაული ან მათი გამოყენება გამიზნუ-ლია ასევე დანაშაულის ჩასადენად. ბუნებრივია, ეს გარემოება უტყუარად დადგენას მოი-თხოვს, რაც კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს ევალება.
ბ) დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ეს საჭირო უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტე-რესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა ზემოაღ-ნიშნული პირობები. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად, მან უნდა გაარკვი-ოს, არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუ-ვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს სასამართლომ აუცილებ-ლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება: ასეთი ქონების არ ჩამორთმევით, რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან ასაცილებლად შემოღებულია ნორმა; ასევე ძალზე ზუსტად უნდა განჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნე-ბი.“
მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერ მფლობელობაში არსებული, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომან-ქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებას-თან მიმართებაში. ამასთან, ავტომანქანის ჩამორთმევის საჭიროება არ არსებობს სახელ-მწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თა-ვისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნო-ემბრის განაჩენი ზ----- ჩ------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ----- ჩ------–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ----- ჩ------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ----- ჩ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – 2017 წლის 20 ივლისს ზ----- ჩ------–---იანიდან ამოღებული „MAN“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G--------, დაუბრუნდეს მის კანო-ნიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას, როგორც დანაშაულის საგანი, 2----–-–---------–--ს ყალბად დამზადებული ხე-ტყის №---------- ელექტრონული, სასაქონლო ზედნადებით ტრანსპორტირებული 5,83 მ3 ხის მასალა (ფიცარი - 3,22 მ3, ძელაკი - 2,61 მ3), რომლისთვისაც ფირნიშის ნომრებად მითითე-ბული ჰქონდა №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №---------- ფირნიშების შესახებ ყალბი მონაცემები, ასევე აღ-ნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმნტებად მითითებული ჰქონდა ხე-ტყის №----------, №----------, №---------- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების შესახებ ყალბი მონაცემები, შემდგომი დროული განკარგვის მიზნით გადა-ეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ქ.თბილისი, გულუ-ას ქუჩა N4).
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili