განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100117001830459
№1/ბ-249-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაის
მოსამართლე თ---------- სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - კ---- ს-----ის
გამართლებულის - ბ------ ლ--–--ის
ადვოკატის - მ-----– ხ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------ ჟ----–---ს ძე ლ--–--ის მიმართ, დაბადებული: 22.05.1--- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ-----------ოში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 2000 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში, ბ------ ლ--–--ემ, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, ზ---- ბ------–--ეს მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, ასევე მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი არაშემავალი ჭრილობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 2000 საათზე, როდესაც ბ------ ლ--–--ემ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, ზ---- ბ------–--ეს მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, ასევე მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი არაშემავალი ჭრილობა იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით ბ------ ლ--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი, რომელმაც მისი გაუქმება და ბ------ ლ--–--ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმის შედეგებით დაინტერესებული და ბ------ ლ--–--ის „მხარდამჭერი“ მოწმეების სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები არ არის თანმიმდევრული. ჩხუბის დროს მისვლის მომენტში არსებული ვითარების შესახებ, ი-----–-, გ--- და გ----- ლ--–--ეები განმარტავენ, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაინახეს ბ------ ლ--–--ე წაქცეული ჰყავდა ზ---- ბ------–--ეს და ურტყამდაო, ხოლო ქვა მოგვიანებით აიღო ხელში, როდესაც მომხდარის გამო შემთხვევის ადგილზე ხალხი შეიკრიბაო. ჩვენების მიცემისას ბ------ ლ--–--ეს არ უთქვამს, რომ მას ზ---- ბ------–--ე ზემოდან აჯდა და ასეთ მდგომარეობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ნაწილი მიუთითებდა. ასევე ბ------ ლ--–--ის განმარტებით „თავის არეში რაღაც მძიმე ხვდებოდა, შემდეგ შეხედა, რომ ზ----ს ხელში ქვა ეჭირა“. თუ მას ზ---- ბ------–--ე თავში ქვას ურტყამდა და ისიც რამოდენიმეჯერ, ამ შემთხვევაში ბ------ ლ--–--ე აუცილებლად მიიღებდა დაზიანებებს. აღნიშნული სრული სიცრუეა და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ, რადგან სამედიცინო დასკვნის თანახმად ბ------ ლ--–--ეს თავის არეში ერთი დაზიანებაც კი არ ჰქონდა მიღებული. მას მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რომლებსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლა. ასევე გასათვალისწინებელია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბ------ ლ--–--ეს ყველა დაზიანება აღენიშნება წინა მხრიდან, ხოლო ერთადერთი დაზიანება, რომელიც გულმკერდის უკანა მხარეს აქვს მიღებული ხანდაზმულობით არ შეესაბამება მომხდარ თარიღს. შესაბამისად, სოფლის გრუნტიან გზაზე, მაშინ როდესაც როგორც მოწმეების ნაწილი განმარტავს ფიზიკურად მასზე ძლიერი ზ---- ბ------–--ე ზემოდან აჯდა და ურტყამდა, აუცილებლად მიიღებდა სხეულის უკანა მხარეს დაზიანებას, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბ------ ლ--–--ემ დანა გამოიყენა ჩხუბის დროს, რის გამოც მის მიერ ჩადენილი დანაშაული აშკარაა და არ ჯდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ბ------ ლ--–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ-----– ხ--------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ზ---- ბ------–--ემ განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბერში ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში, თავის დასთან. 2016 წლის 13 ნოემბერს, დილით იმყოფებოდა მეგობართან. როდესაც სახლში დაბრუნდა, და - მ--- ლ--–--ე ეუბნებოდა შვილს - თ------- ლ--–--ეს, მიეტანა თოხი, რომელიც ყანის ნაკვეთში დარჩა. მან უთხრა მ---ს, რომ ის მიიტანდა. წავიდა მისი კუთვნილი მანქანით და მიიტანა თოხი. როდესაც სახლში დაბრუნდა, თ------მა უთხრა, ჩქარა რატო დადიხარ გზაზეო და აღნიშნულთან დაკავშირებით შეეკამათა მას (დაზარალებულის განმარტებით, მანქანას ჩქარა ატარებდაო დაურეკა და უთხრა ბ------ ლ--–--ის შვილმა ი-----–- ლ--–--ემ, გააღიზი--- და ჭკუიდან გადაიყვანა თ-------). აღნიშნულის შემდეგ, დაჯდა მანქანაზე და დააპირა მეგობართან, მ-–---- თ--------ესთან წასვლა. მანქანა დაახლოებით 20-30 კმ. საათი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ბ------ ლ--–--ე შეახტა მანქანას და ჩამოკაწრა სახეზე. საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეეჯახა ჭიშკარს. ასევე, ბ------მა მანქანას დაუშინა ქვები და შეახტა ე.წ. „კაპოტზე“ და დააზი---. ზ. ბ------–--ემ მანქანა ადგილზე მიატოვა, მოერიდა კონფლიქტს და წავიდა მ-–---- თ--------ესთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სუფრაზე ყოფნის დროს, სიგარეტი აღარ ჰქონდა, რის გამოც წავიდა მაღაზიაში. გზაში დაურეკა ი-----–- ლ--–--ემ (ბ------ ლ--–--ის შვილმა) და უთხრა ჩასულიყო უბანში. როდესაც მიუახლოვდა დის - მ--- ლ--–--ის სახლს, გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ მანქანასთან ხალხი იყო შეკრებილი, მოერიდა კვლავ სიტუაციის დაძაბვას და მიბრუნდა უკან, ისე რომ სიგარეტზეც აღარ წასულა. უკან დაბრუნებისას უკვე დაბნელებული იყო, დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა, შენიშნა ვიღაც, რომელიც ფარნით მოძრაობდა. როდესაც იმ დროისთვის მისთვის უცნობი მიუახლოვდა, იგრძნო დარტყმა და ტკივილი მარცხენა მხარეს, როდესაც გაუსწორდა, დაინახა ი-----, იგივე ბ------ ლ--–--ე, რომელსაც მიმართა „იურა შე ხარ?“, რა დროსაც, რამდენიმე, დაახლოებით 2-3 წამში იგრძნო მეორე დარტყმა გულმკერდის არეში. აღნიშნულზე დაიძახა, „მგონი დამჭრა“, რაზეც ეზოდან გამოვიდნენ მეზობლები და დაეხმარნენ მას. თავდაპირველად გამვლელი მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოს მიმართულებით, ხოლო შემდეგ სასწრაფოს მანქანაში გადასვეს. დაზარალებულის განმარტებით სრულიად მოულოდნელად დაარტყა დანა ბ------ ლ--–--ემ მას ორჯერ, მაშინ როდესაც უკან ბრუნდებოდა მ-–---- თ--------ესთან, დარტყმების დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, მისი ძმა - ზ---- ბ------–--ე ცხოვრობდა მასთან სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში. 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- და მისი შვილი თ------- მუშაობდნენ ყანაში, რა დროსაც ნაკვეთში დარჩათ თოხი. ვინაიდან დასჭირდა თოხი, ზ---- წავიდა მისი კუთვნილი მანქანით თოხის მოსატანად. როდესაც დაბრუნდა სახლში, თ------მა უსაყვედურა ზ----ს, რატო დადიოდა ჩქარა გზაზე (აღნიშნული უთხრა ტელეფონზე ი-----–- ლ--–--ემ, ბ------ ლ--–--ის შვილმა). როდესაც ზ---- სახლში დაბრუნდა, მას უკან მიყვნენ ბ------, ი-----–- და ნ---- ლ--–--ეები. მანქანით ჩქარა სიარულზე საუბარს მოყვა დაძაბულობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზ---- ბ------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაუმტვრიეს მანქანა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჯ-------ი ლ--–--ემ ზ---- წაიყვანა მ-–---- თ--------ესთან. ხმაურზე და ჩხუბზე გახდა ცუდად, რის გამოც მეზობლებმა შეიყვანეს სახლში და რა მოხდა აღნიშნულის შემდეგ უცნობი იყო მისთვის, ვიდრე პატრულის თანამშრომელი არ მივიდა მათთან სახლში და არ უთხრა, რომ მის ძმას ჰქონდა ორი ღრმა ჭრილობა და გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მეორე დღეს მივიდა საავადმყოფოში და ნახა ძმა. როგორც შემდგომ გაიგო, როდესაც ზ---- იმყოფებოდა მ-–---- თ--------ესთან დაურეკა ი-----–- ლ--–--ემ და თხოვა შეხვედრა. ზ---- წასულა შესახვედრად. როდესაც მიახლოვებია სახლს, ეზოში ხმაური რომ იყო აღარ შესულა, დაბრუნებულა უკან. როდესაც მიდიოდა მ-–----სთან, ბ------ ლ--–--ეს ორჯერ დაურტყამს დანა მისთვის.
მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ლ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, შეშის დამზადებაში ეხმარებოდა ნათესავს (მამის ბიძაშვილს), გ----- ლ--–--ეს. საღამოს კი უნდა დამსხდარიყვნენ ვახშმად. როდესაც სახლში გადავიდა, გაიგონა მანქანის გავლის ხმა ორჯერ, რა დროსაც დაურეკა თ------ ლ--–--ეს და უთხრა, ბიძამისისთვის გამოერთმია მანქანის გასაღები. საღამოს, როდესაც გადავიდა გ----- ლ--–--ესთან (გ----- და თ------ ლ--–--ეები ცხოვრობენ ერთ ეზოში), გაიგონა თ------ ლ--–--ის და ზ---- ბ------–--ის კამათის ხმა, რომლებიც მანქანით ჩქარა სიარულის გამო ჩხუბობდნენ, ზ---- იგინებოდა ლ--–--ეების გვარის მისამართით. მივიდნენ თ------თან დასაწყნარებლად. ასევე, შეიკრიბნენ მეზობლებიც, რომლებიც ცდილობდნენ თ-------ს დამშვიდებას. ზ---- დაჯდა საჭესთან და მანქანით დაეჯახა სახლის ჭიშკარს. მოწმის განმარტებით, როდესაც მამამისი - ბ------ ლ--–--ე წავიდა სახლში, დაახლოებით 2-3 წუთში გაიგონეს მისი ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. გაიქცნენ ქუჩაში, რა დროსაც დაინახეს, რომ ზ---- ბ------–--ე ურტყამდა ბ------ ლ--–--ეს. ბ------ ლ--–--ე იყო გულაღმა წაქცეული ძირს, ხოლო ზ---- ზემოდან იყო გადამჯდარი მასზე და ურტყამდა. როდესაც მივიდნენ, გ--- ლ--–--ემ ზ---- მოაცილა ბ------ს. ზ----ს ხელში ეჭირა ქვა და იძახდა „არ მომეკაროთ, თორემ გესვრითო“. მოწმის განმარტებით, როდესაც მამამისი - ბ------ ლ--–--ე წამოაყენა, ზ---- კი მისგან დაახლოებით 20 მეტრით იყო დაშორებული, 2-3 წუთში თქვა ზ----მ, „მგონი დამჭრაო“. მეორე დღეს მამამისისგან შეიტყო, რომ როდესაც წავიდა იგი სახლისკენ, გზაში დახვდა ზ---- ბ------–--ე, რომელმაც შეაგინა და დაუწყო ცემა. ბ------ი ვეღარ იგერიებდა ზ----ს, რის გამოც ორჯერ დაარტყა დანა.
მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში. საღამო ხანს ხმაური შემოესმა, გარეთ გასულმა, დაინახა, რომ ზ---- ბ------–--ის მანქანა იყო ჭიშკარს დაჯახებული. შევიდა მათთან ოჯახში და იკითხა თუ რა მოხდა. იქ, ადგილზე შეკრებილი იყვნენ მეზობლები და თ-------ს დაწყნარებას ცდილობდნენ. მოგვიანებით, გაიგეს ხმა, რომ ვიღაც შველას ითხოვდა. როდესაც მივიდნენ აღნიშნულ ადგილზე, დაინახეს, რომ ბ------ ლ--–--ე იყო წაქცეული მიწაზე, ზ---- ბ------–--ე ედგა თავზე და ჩხუბობდნენ, ზ---- ურტყამდა ბ------ს. მოწმის განმარტებით, ლ--–--ეების ოჯახიდან ჯერ ზ---- გავიდა, ხოლო შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში წავიდა ბ------ი. ბ------ის წასვლიდან კი რამდენიმე წუთში გაიგონეს ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ზ----მ უთხრა „მგონი დამჭრესო“. ბ------მა უთხრა, რომ ვეღარ უმკლავდებოდა ზ----ს, რის გამოც ამოიღო დანა და დაარტყა.
მოწმის სახით დაკითხულმა გ----- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური, გარეთ რომ გაიხედა (ცხოვრობენ ერთ ეზოში), დაინახა თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე, რომლებიც ჩხუბობდნენ მანქანით სწრაფად სიარულის გამო, რა დროსაც ზ---- ბ------–--ე იგინებოდა ლ--–--ეების გვარის მისამართით. აღნიშნულზე, მათ ეზოში შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ თ-------ს დაწყნარებას. რამდენიმე ხანში, როდესაც თვითონაც გავიდა გარეთ, გაიგო, რომ ისმოდა ბ------ის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ბ------ ლ--–--ე ღობესთან, ძირს იყო წაქცეული, ზ---- ბ------–--ე კი აჯდა ზემოდან და ურტყამდა. მოწმის განმარტებით ზ------- მ------–-–---–ი და გ--- ლ--–--ე მივიდნენ პირველად მათთან და გააშველეს ისინი, ზ----, როდესაც წამოაყენეს ქვა ეჭირა ხელში და იგინებოდა. როდესაც გაიყვანეს გვერდზე, ამბობდა, რომ დაჭრილი იყო.
მოწმის სახით დაკითხული ზ------- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა გ----- ლ--–--ის ოჯახში, სადაც სვამდნენ. გაიგონეს ხმაურის ხმა, კერძოდ, ჩხუბობდნენ თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე. თ------- ზ----ს საყვედურობდა თუ რატომ ჯდებოდა საჭესთან ნასვამი. კონფლიქტის დროს, ზ---- დაჯდა მანქანაზე და დაეჯახა ჭიშკარს. როდესაც ზ---- გადავიდა მანქანიდან, დატოვა უბანი. კონფლიქტის გამო, თ-------ს ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები და საუბრობდნენ. რამდენიმე ხანში ბ------ ლ--–--ე მათ დაემშვიდობა და წავიდა სახლში. ბ------ის წასვლიდან, რამდენიმე წუთში შემოესმათ ბ------ის ხმა, რომელიც დახმარებას და შველას ითხოვდა. გაიქცნენ და როდესაც მივიდნენ ადგილზე, დაინახა, რომ ბ------ი წაქცეული იყო ძირს, ზემოდან აჯდა ზ---- ბ------–--ე, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ურტყამდა ბ------ს. მისვლისას, ზ---- წამოდგა ფეხზე, დადგა დაახლოებით 10-15 მეტრში და იძახდა „არ მომეკაროთ, თორემ ქვას გესვრითო, დაჭრილი ვარ მგონიო“. მოწმის განმარტებით, როდესაც ხმაური გაიგეს, ისმოდა ზ----ს გინების ხმა, რომელიც აგინებდა ბ------ს დედის მისამართით, ხოლო ბ------ი ითხოვდა შველას.
მოწმის სახით დაკითხული თ---------- ლ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, მათთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში ცხოვრობდა მისი ბიძა - ზ---- ბ------–--ე. 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- ბ------–--ესთან მოუვიდა შეკამათება, ვინაიდან ეს უკანასკნელი საჭესთან ნასვამი იჯდა და მოძრაობდა სწრაფად. მათ შორის ხმამაღალი საუბარი მიმდინარეობდა, რის გამოც ეზოში შეიკრიბა დაახლოებით 15 კაცამდე, მეზობლები. საუბრისას გაბრაზებული ზ---- ბ------–--ე, დაჯდა მანქანაზე და შეეჯახა ჭიშკარს. მანქანიდან გადმოსული ზ.ბ------–--ე, მეზობლის ბიჭებმა გაარიდეს სიტუაციას. კონფლიქტის გამო, დედამისი მ--- ლ--–--ე გახდა ცუდად და შეიყვანეს სახლში, ხოლო ბიძამისი და რამდენიმე ბიჭი გარეთ საუბრობნენ. ცოტახანში, გარეთ რომ გამოიხედა, ეზოში არავინ იდგა. როგორც შემდგომ ზ------- მ------–-–---–ისგან გაიგო, ზ---- ბ------–--ე დახვდა ბ------ ლ--–--ეს და ცემა. ბ------მა, ვინაიდან ვერ იგერიებდა ზ----ს, დანა დაარტყა ამ უკანასკნელს. მოწმის განმარტებით, ზ---- ბ------–--ე არის მაღალი, სპორტული აღნაგობის და ძლიერი პიროვნება. იგი თითქმის ყოველდღე არის ნასვამი და აგრესიული, მომართული ჩხუბისთვის.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- ხ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, საღამო ხანი იყო, ზ---- ბ------–--ე სახლში მივიდა ნასვამი, მანქანა მიიყვანა ჩქარა. სახლში რომ შემოვიდა, მისმა მეუღლემ - თ---------- ლ--–--ემ უსაყვედურა, ნუ დადიოდა სწრაფად. ეს არ მოეწონა ზ---- ბ------–--ეს და წავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, მოუვიდათ, შეკამათება, აღნიშნულზე, გაბრაზდა ზ---- და მანქანა დააჯახა ჭიშკარს. აღნიშნულის შემდეგ ზ---- წავიდა სახლიდან და აღარ უნახავს. როგორც შემდგომ გაიგო, ზ.ბ------–--ე დაჭრილი იყო.
მოწმის სახით დაკითხული მ-----–- ლ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე კამათობდნენ. ვინაიდან 2 თვით ადრე ზ----სა და მის მეუღლეს - გ----- ლ--–--ეს შორის მომხდარი იყო უთანხმოება და არ ელაპარაკებოდნენ ზ----ს, არც თვითონ გასულა და არც მეუღლე გაუშვა გარეთ. როდესაც სიტუაცია მიწყნარდა, გ.ლ--–--ე გავიდა გარეთ და როდესაც დაბრუნდა სახლში, უთხრა, რომ ბ------ ლ--–--ემ დაჭრა ზ---- ბ------–--ე. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ რატომ მოხდა დაპირისპირება ბ------სა და ზ----ს შორის და რატომ დაჭრა ბ------მა ზ----.
მოწმის სახით დაკითხული მ------ ლ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც თ------ ლ--–--ის სახლიდან მოესმა ყვირილის ხმა. გარეთ გასულმა დაინახა მეზობლები, თუმცა სიბნელის გამო ვერ გაარჩია ისინი. გაიგო ქალის ყვირილის ხმა, რომელიც სასწრაფოში დარეკვას ითხოვდა. აღნიშნულის გამო დარეკა 112-ში და ითხოვა სასწრაფოს დახმარება. მოწმის განმარტებით, როგორც შემთხვევიდან მესამე დღეს გაიგო, ბ------ ლ--–--ემ დაჭრა ზ---- ბ------–--ე. ვინაიდან იყო ქაოსი და ვერ გაერკვა სიტუაციაში, 112-ში დარეკვის დროს კი უთხრეს, რომ გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, დაუდევრობის გამო. 112-ის ოპერატორს უთხრა, რომ დაზარალებული დაეცა რკინაზე და იყო დაჭრილი.
მოწმის სახით დაკითხული თ-------- ლ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, საღამოს საათებში, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, სახლამდე არმისულს, გზაში შეხვდნენ ზ---- ბ------–--ე, ზ------- მ------–-–---–ი და გ--- ლ--–--ე. უთხრეს, რომ ზ---- იყო დაჭრილი და უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში. ჩაისვა მანქანაში და გაემართა საავადმყოფოსკენ. თუმცა გზაში შეხვდა სასწრაფო დახმარების ა/მანქანა და იქ გადასვეს ზ---- ბ------–--ე. მოწმის განმარტებით, ზ---- გზაში ანერვიულებული იყო, ილანძღებოდა ბ------ ლ--–--ის მისამართით. როგორც შემდგომ გაიგო, ბ------მა მას დანა დაარტყა.
მოწმის სახით დაკითხული მ-----– თ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- ბ------–--ე დილით იყო მასთან მისული და დალიეს ლუდი. აღნიშნულის შემდეგ კი ზ---- მასთან არ მისულა. ზ---- მანქანით შენიშნა დაახლოებით 1500 საათზე, რომელმაც მანქანით აიარა და ჩაიარა მისი სახლის წინ. მეორე დღეს, თ------ ლ--–--ისგან გაიგო, რომ ზ---- ბ------–--ე დახვდა ბ------ ლ--–--ეს, დაუწყო ჩხუბი და ცემა, რა დროსაც ბ------ ლ--–--ემ მოგერიების მიზნით დანა დაარტყა მას.
მოწმის სახით დაკითხული ზ----- კ----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ფ---------–-“ ქირურგის თანამდებობაზე. 2016 წლის 13 ნოემბერს, საავადმყოფოში მიყვანილი იქნა პაციენტი ზ---- ბ------–--ე, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის არეში, ძუძუს დრდვილთან და მუცლის არეში, ჭიპის ქვედა მხარეს. პაციენტს ჩაუტარა ოპერაცია, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე გადიოდა მკურნალობას სტაციონარში.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- ს--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს, მან აუღო სისხლის ნიმუში ზ---- ბ------–--ეს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა სათანადო ოქმი რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე აღებული ნიმუში ადგილზევე იქნა დალუქული გამომძიებლის მიერ.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის კ--- ღ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა ბ------ ლ--–--ე, დანიშნა ბ.ლ--–--ის მიმართ სამედიცინო და ალკოჰოლური ექსპერტიზები, ბ.ლ--–--ისგან ამოიღო დანა და ტანსაცმელი, ასევე ექსპერტ ზ.გ--–-–---–ის მონაწილეობით აუღო ნერწყვის, ფრჩხილის და ანაწმენდის ნიმუშები.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ---- ც------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა ექსპერტები - ლ---- მ-----–---–ი, ნ---- ო---ე, გ----- მ-------–---–ი და ი--- მ--–-------ა.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს, ექსპერტის ზ------ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოახდინა ფოტოგადაღება. ასევე, ავტომანქანა „სუბარუს“ დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღო წინა სავარძლიდან მიკრონაწილაკები, საჭიდან - ჩიხოლი, სიჩქარის გადაცემის კოლოფის სახელურიდან ანაწმენდი. ასევე, ბ------ ლ--–--ეს აუღო ნერწყვის და ფჩხილის ნიმუშები, და მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის კ-------–- ბ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: საავადმყოფოში დაკითხა ზ---- ბ------–--ე და ექთნის მონაწილეობით აიღო სისხლის ნიმუში, ამოღებული და დათვალიერებული იქნა ზ.ბ------–--ის ტანსაცმელი. დაათვალიერა და ამოიღო საავადმყოფოში ზ.ბ------–--ის მოთავსების ამსახველი დოკუმენტაცია - სამედიცინო ჟურნალი, დაკითხა მოწმეები.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ა-----– ა---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ბ------ ლ--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო მიკრონაწილაკები და ავტომანქანა. დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, როგორც ბ------ ლ--–--ის, ასევე, ზ---- ბ------–--ის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხული გამართლებულის - ბ------ ლ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლის ეზოში, რა დროსაც თ------ ლ--–--ის ეზოდან შემოესმა ყვირილის ხმა. წავიდა თ.ლ--–--ის სახლისკენ და როდესაც მიუახლოვდა, დაახლოებით 15-20 მეტრიდან დაინახა, რომ თ------- ეკამათებოდა ბიძას, ზ---- ბ------–--ეს და ეუბნებოდა წასულიყო იქედან, ნუ არცხვენდა. დაინახა, რომ ზ.ბ------–--ე ჩაჯდა მანქანაში, დახია მანქანა ოთხი მეტრით უკან და შეეჯახა ჭიშკარს. მანქანიდან გადმოსული ზ---- კი მეზობლის ბიჭებმა წაიყვანეს. როდესაც ადგილზე მივიდა, აწყნარებდა განერვიულებულ თ.ლ--–--ეს. რამდენიმე ხანში დაბრუნდნენ ბიჭები, რომლებმაც ზ---- წაიყვანეს და მის კითხვაზე თუ სად წავიდა ზ----, უპასუხეს, რომ ზ---- ზესტაფონის მარშუტკას გააყოლეს და იქ აღარ მივიდოდა. როდესაც დაღამდა, შვილს ი-----–-ს უთხრა, რომ სახლში მიდიოდა და გაემართა. გზაში, სანამ სახლამდე მივიდოდა, დაინახა ზ---- ბ------–--ე, რომელმაც მის დანახვაზე, დაიღრიალა, მივარდა, ეძგერა, ორივე ხელი მოხვია, აწია და მუხლებით დაანარცხა ძირს, დაუწყო ცემა. ცემის დროს, თავის არეში რაღაც მძიმე ხვდებოდა, შემდეგ შეხედა, რომ ზ----ს ხელში ქვა ეჭირა. ვინაიდან ვერ შეძლო ზ---- ბ------–--ისგან თავის დაღწევა, ვეღარც ფიზიკურად უძალიანდებოდა, ამოიღო შარვლის მარჯვენა ჯიბეში შენახული დანა და მოგერიების მიზნით დაიწყო ზ---- ბ------–--ის მიმართულებით ქნევა, ამავდროულად ითხოვდა დახმარებასა და შველას. ბ.ლ--–--ის განმარტებით მოგეროების დროს, როდესაც ზ.ბ------–--ის მიმართულებით იქნევდა დანას, არ იცის ამ უკანასკნელს მოხვდა თუ არა დანა. როდესაც ძირს დაანარცხა ზ.ბ------–--ემ, გულაღმა ამოტრიალდა და შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ფიზიკურად მასზე მაღალ და ძლიერ ზ.ბ------–--ის დარტყმებს ვეღარ იგერიებდა და იძულებული გახდა დანა ეხმარა. როდესაც ადგილზე მივიდნენ მეზობლები დასახმარებლად, ძლივს გააზავეს ისინი, ზ---- ურტყამდა მას. მხოლოდ მას შემდეგ თქვა დაჭრილი ვარო, რაც მოაშორეს და ქვა გააგდებინეს ხელიდან გამშველებლებმა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნის თანახმად, 14.11.2016წ. 04:48-05:04 სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ბ------ ლ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ნაპრალისებური ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,8X0,2სმ. კიდეებში და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო- ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X1,2სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,5X0,3სმ. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო ფერის მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2,5X2,2სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთვე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი თითოეული ზომით: 0,4X0,2სმ და 0,3X0,1სმ.) - განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 იანვრის სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის N000153917 დასკვნის თანახმად, ბ------ ლ--–--ე დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ------ ლ--–--ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ბ------ ლ--–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ბ------ ლ--–--ე იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 თებერვლის ტრასოლოგიური და ცივი იარაღის შესახებ ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, ზ---- ბ------–--ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, პულოვერი, შარვალი, ქამარი) მაისურს და პულოვერს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც და ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნაში მითითებულ ზ---- ბ------–--ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა განლაგების ლოკალიზაციის მონაცემებს. შარვალზე, ქამარზე დაზიანება არ აღინიშნება. ,,ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილ” სპორტულ მოსაცმელს და შარვალს ექსპლუატაცი----- ხასიათის ცვეთის ნიშნების გარდა, სხვა რაიმე განსხვავებული მორფოლოგიური მქონე დაზიანება არ აღენიშნება. 2. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დასაკეცი კონსტრუქციის დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი. „ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 1,2% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეები - ზ---- ა-------ე, თ----- ბ--------–---–ი, გ------- გ-------–-–---–ი, თ------ ჭ-----, ჟ------ ფ-----ა, ნ-----–---- ს-------ია, ვ------- ჟ----–---–---ი, ა---- ტ-----–--ე, დ----- მ-------ე, გ----- მ-------–---–ი, ც----- გ--------ე, ნ---- მ---ი, ლ---- მ-----–---–ი, ნ---- ო---ე, ი--- მ--–-------ა; ზ---- ბ------–--ის ტანისამოსის დათვალიერების ოქმი; პაციენტთა რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერების ოქმი და ჟურნალის 68-ე გვერდის ქსეროასლი; ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილი დასაკეცი დანის დათვალიერების ოქმი; ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილი ტანისამოსის დათვალიერების ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დაკსვნა ზ---- ბ------–--ის მიმართ; ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დაკსვნა; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N3------- დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N10/ს დასკვნა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N000365017 დასკვნა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს ბ------ ლ--–--ის მიერ ზ---- ბ------–--ის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, რის გამოც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ბ------ ლ--–--ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: ქმედებაში, მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მნიშვნელობა არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს ასევე არ აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასაწყვეტია მთავარი საკითხი: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისთვის, ანუ განსახილველ შემთხვევაში ბ------ ლ--–--ის ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მიჩნეული. საპელაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გრემოებები სამართლებრივად, როგორც წესი, ფასდება საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, რომლებიც ასევე შესაძლებელია გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულებების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს ბ------ ლ--–--ის მიერ ზ---- ბ------–--ის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, რის გამოც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ბ------ ლ--–--ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახლში მიმავალი ბ------ ლ--–--ეს გზაში დახვდა ზ---- ბ------–--ე, რომელიც და იგი ძირს წააქცია და ცემა დაუწყო: ბ. ლ--–--ეს თავში ხვდებოდა რაღაც მძიმე. შენიშნა, ზ. ბ------–--ეს ხელში ეჭირა ქვა. ბ. ლ--–--ე თავდამსხმელიდან თავის დაღწევას და წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც, თავის გადარჩენის მიზნით შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო თანქონებული დანა და მოგერიების მიზნით ზ. ბ-----–--ის მიმართულებით იქნევდა. იმავდროულად ყვიროდა და შველას ითხოვდა (გამართლებულის ჩვენება).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ბ. ლ--–--ეს სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ნაპრალისებური ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, კიდეებში და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო ფერის მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთვე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი) - განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
როდესაც ბ------ი წავიდა თ------ ლ--–--ის სახლიდან, რამდენიმე ხანში, თ------ ლ--–--ის ეზოში შეკრებილმა მეზობლებმა გაიგონეს ბ------ ლ--–--ის ხმა, რომელიც შველას და დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ბ------ ლ--–--ე წაქცეული იყო მიწაზე, ღობესთან და თავზე აჯდა ზ---- ბ------–--ე, რომელიც ცემდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც ზ---- მოშორდა ბ------ს, მას ხელში ეჭირა ქვა და იქ მისულებს უთხრა „არ მომეკაროთ, თორემ გესვრით ქვას, მგონი დამჭრა ამან“. ადგილზე მისულმა პირებმა, გარვეული ძალისხმევის შემდეგ შეძლეს და ზ.ბ------–--ეს ხელიდან გააგდებინეს ქვა (მოწმეების გ--- ლ--–--ის, გ----- ლ--–--ის, ზ------- მ------–-–---–ის, ი-----–- ლ--–--ის ჩვენებები). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ფიზიკურად და ასაკის მიხედვით ზ---- ბ------–--ე და გამართლებული - ბ------ ლელაზე რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ბ------ ლ--–--ე მომხდარი ფაქტის დროს თითქმის 65 წელს მიღწეული იყო, აღნაგობით კი საშუალოზე ოდნავ დაბალი, გამხდარი და სუსტი, ხოლო ზ---- ბ------–--ე - 46 წლის, მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ფიზიკურად ბ------ ლ--–--ეზე ძლიერი პიროვნება, რაც დასტურდება იმითაც, რომ იგი მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებისა კვლავინდებურად აგრძელებდა ბ------ ლ--–--ის ცემას და მისი ქმედება აღკვეთილი იქნა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე მისული თვითმხილველთა აქტი----- ჩარევის შედეგად, ხოლო დაჭრის ფაქტის შესახებ თქვა მაშინ, როცა ბ------ ლ--–--ეს, დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილით მოაშორეს.
პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა აუცილებელი მოგერიების ოთხივე პირობა - მართლწინააღმდეგობა, იმწუთიერება, რეალურობა, რელევანტურობა. ბ------ ლ--–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ------ ლ--–--ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo’’, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებუ-ლია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბ------ ლ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ------ ლ--–--ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში და გამართლდეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით ბ------ ლ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ბ------ ლ--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ბ------ ლ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის N12/5-2017 განჩინებით, ბ------ ლ--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ------------ო, საკადასტრო კოდით №3-----------), დადებული ყადაღა;
ბ------ ლ--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუში, ბ------ ლ--–--ის ფრჩხილის ნიმუში, ბ------ ლ--–--ის ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუში, ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-
მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საჯდომიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საჯდომიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „SUBARU“- 17 მარკის ავტომანქანის გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდი, ბ------ ლ--–--ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ---- ბ------–--ის და ბ------ ლ--–--ის ტანისამოსი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს და ბ------ ლ--–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბ------ ლ--–--ის დასაკეცი დანა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ------ ლ--–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანის საჭის ჩიხოლი, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ---- ბ------–--ის „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N------, რომელიც განთავსებულია ქ.ზესტაფონში, სტაროსელკის ქუჩა N41-ში მდებარე სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე