განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002174899
№1/ბ-126-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--- ა-–---–ას ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონი, დაბა შორაპანი, ზ.გ------–--ის ქუჩა N9;
აღწერილობით ნაწილი:
ჯ--- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ--- კ-------ე 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–- ბ---–----ესთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში. 2017 წლის 10ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ჯ--- კ-------ეს, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, მეუღლესთან, მ-----–- ბ---–----ესთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თავში რამოდენიმეჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, ასევე წაქცეულს, რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხები გვერდებისა და ფეხების არეში. განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ-----–- ბ---–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ჯ--- კ-------ე 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–- ბ---–----ესთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში. 2017 წლის 11ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ჯ--- კ-------ეს, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, მეუღლესთან, მ-----–- ბ---–----ესთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ორივე ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა ორივე მკლავზე. განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ-----–- ბ---–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ჯ--- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის (1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი - 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ ჯ--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 11 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ-----– ხ--------ის მიერ, რომელთაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის მ-----–- ბ---–----ის ჩვენებებით; მოწმეების - თ----–- კ-------ის, ლ-----------------------–--------------------------------------------------ის ჩვენებებით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით მ-----–- ბ---–----ის მიმართ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით, საქმეში არსებული სხვა მასალებით და მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ისა და მისი ინტერესეის დამცველი ადვოკატის - მ-----– ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი ჯ--- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ჯ--- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის (1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი - 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ ჯ--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 11 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათლით;
ჯ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის - ჯ--- კ-------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული დასავლეთ მხარისა და სამხრეთ მხარის ფანჯრის მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის - ჯ--- კ-------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD-R“ დისკზე, რომელიც ერვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
საქართველოს შს სამინისტროს სსიპ 112-ის დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი ელექტრო აუდიო ჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე