განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002161906
№1/ბ-51-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ბ------ის ძე გ------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბაღდათი, ხალხთა მ----------ის ქ.№1-ში;
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ გ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------ გ------ე 1976 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა 1954 წელს დაბადებულ თ----- ბ-----–---–თან, რომელთანაც ერთაც ცხოვრობდა ქ.ბაღდათში სახალხო მ----------ის ქუჩის №1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 4 შვილი, რომელთაგან ერთი, 1979 წელს დაბადებული გ---- გ------ე დაბადებიდანვე არის შუზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ამ პერიოდიდან გ------ გ------ეს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, რადგან მისი აზრით გ---- გ------ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა განაპირობა ორსულობის პერიოდში თ----- ბ-----–---–ის მიერ საკუთარი თავის არასათანადოდ მოვლამ და ალკოჰოლური სასმელების სისტემატურად მიღებამ; ამ და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გარდა, გ------ გ------ეს მეუღლესთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა იმიტომაც, რომ გააჩნდა ეჭვი მეუღლის მხრიდან მისი შესაძლო ღალატის შესახებ. დასახელებული მიზეზების გამო, 2017 წლის 13 აგვისტოს, განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, გ------ გ------ემ გადაწყვიტა თავისი მეუღლის მოკვლა სახლში არსებული სანადირო თოფის გამოყენებით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე გ------ გ------ემ ქ.ბაღდათში, თ----- მეფის ქუჩის №15-ში მდებარე თავის სახელოსნოდან წამოიღო სანადირო თოფისათვის განკუთვნილი 16 მმ კალიბრის ერთი ვაზნა, დაბრუნდა სახლში, თავის შვილის, ჯ---- გ------ის საძინებელ ოთახში დაეუფლა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ, „იჟ -კ“ მოდელის NY-----, 16 მმ კალიბრის ერთლულიან სანადირო თოფს, მოათავსა მასში ზემოხსენებული ვაზნა და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს მეუღლის მიმართულებით გასროლის განსახორციელებლად. დაახლოებით 19:00 საათზე, როცა გ---- და მ--–---- გ------ეების საძინებელ ოთახში მყოფი თ----- ბ-----–---–ი დადგა ზურგით სამზარეულოში გასასვლელი ღია კარის მიმართ, გ------ გ------ემ სამზარეულო ოთახიდან, დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან, სანადირო თოფიდან დამიზნებით გაისროლა თ----- ბ-----–---–ის მიმართულებით, რის შედეგად ამ უკანასკნელს გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ ბეჭის ხაზზე მიაყენა შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა. მიღებული მძიმე ჭრილობის გამო, თ----- ბ-----–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო გ------ გ------ემ დანაშაულის იარაღი დადო სამზარეულო ოთახში შესასვლელი კარის უკან, ხოლო შემდეგ 20:10 საათზე ბრალის აღიარებით გამოცხადდა ბაღდათის შს რაიონულ სამმართველოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გ------ გ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ------ გ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 13 აგვისტოდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ------ გ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ--–---- კ-------–---ის მიერ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------ გ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენისთანავე ბრალის აღიარებით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. არ არის ადრე ნასამართლევი, არის 83 წლის ასაკს მიღწეული, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ძალიან მძიმე.
ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ჯ-------------------------------------------------------–------------------------------–------------------------------------------------–----–------------------------–------–------------------------------------------------------------------------–---–-----–-----------------------------------------–----------–------------–------------–---–--------–----------–---–-------–------------------------------------------------------–--------------------------------------------–---–------–--------------------------–------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, გ------ გ------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის №1---- დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №6---- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №2------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------ გ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ გ------ გ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------ გ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გ------ გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ------ გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ------ გ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 აგვისტოდან.
გ------ გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი მასრა; მინის ნამსხვრევები; მოთეთრო ფილტრიანი სიგარეტი პირველის ნამწვი; მკრთალი მოყავისფრო ფერის ლაქების ნიმუში. ოთახში შესასვლელი კარებიდან 2,5 მეტრში, დაახლოებით ოთახის შუა ნაწილში, იატაკზე არსებული მრგვალი ფორმის მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში; გვამის ზურგით მიყრდნობის ადგილიდან, კედლიდან აღებული სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუში; სისხლის გუბედან აღებული სისხლის ნიმუში; ორფრთიანი ხის კარების სხვადასხვა ადგილიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; მეტალოპლასტმასის ფანჯრის გარეთა მხრიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; ამავე ფანჯრის შიგნითა მხრიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; ბრალდებულ გ------ გ------ისაგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში; ნერწყვის ნიმუში; თავის თმის ნიმუშები; მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაბეჭდები, გადატანილი დაქტილობარათზე; მ--–---- და ჯ---- გ------ეებისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები და მარჯვენა მარცხენა ხელებიდან აღებული ანაბეჭდები, გადატანილი დაქტილობარათზე; გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ის გვამისაგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, თავის თმის ნიმუშები, სისხლის ნიმუში; მარჯვენა და მარცხენა ხელის ნაღჭის ნიმუშები ერთ დაქტილობარათზე; გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ის გვამისაგან ამოღებული საფანტის მარცვლები და კონტეინერი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.
გ------ გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი; ტელეფონის დამმუხტველი; მოყავისფრო ყდიანი პატარა ბლოკნოტი; პლასტმასის სავარცხელი; ლითონის საკიდზე აცმული გასაღები; გ------ გ------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი; პსპ აფთიაქის პლასტიკური ბარათი და ფულადი თანხა 179 ლარი და 40 თეთრი; ბრალდებულ გ------ გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს გ------ გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მ--–---- გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მ--–---- გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
გ---- გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს გ---- გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ, ჯ---- გ------ის სახელზე რეგისტრირებულ ერთლულიან სანადირო თოფს, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - როგორც დანაშაულის იარაღს, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუკეთდეს საპროცესო კონფისკაცია.
გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელები, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მ--–---- გ------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მოთეთრო ნაჭრის ფარდა; ერთი მოთეთრო და ერთი მოყავისფრო ფერის ფარდა; მოშავო-მოთეთრო ტარიანი საოჯახო დანა; გამჭვირვალე მინებიანი სათვალე, ლეიბის მოცისფრო ფერის შალითა, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის, თ----- ბ-----–---–ის გვამის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაციები გადატანილი 03 ცალ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე