განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002179045
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-38-2018 წელი

№080100117002179045

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

8 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- ბ---------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ბ---------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ---–----------------–--------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 90 საათის ვადით, რაც 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 ოქტომ-ბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და განე-საზღვრა 75 (სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- ბ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 17 ოქტომბერს დაახლოებით 15 საათზე ქ. წ---–-------–--------------–ის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ბ---------მ იძალადა მეუღლეზე – მ----- ნ--–-----ეზე, კერძოდ მუშტებით ცემა თავისა და მუცლის არეში, აღ-ნიშნულის შედეგად მ----- ნ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი----- მ–----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯა-ვრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალა-დობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება და გ------- ბ---------სათვის დანიშნული სა-სჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პი-რველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- ბ---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინე-ბული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგე-ნილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლ-საწინააღმდეგო შედეგი და გ------- ბ---------ს შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებ-ლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვა-ლისწინებით შეუმსუბუქდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 75 (სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დე-კემბრის განაჩენი გ------- ბ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- ბ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- ბ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით;

გ------- ბ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 75 (სამოცდა-თხუთმეტი) საათის ვადით.

გაუქმდეს გ------- ბ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გადახდილი გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახ-მად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნუ-ლი სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili