განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002153932
N1/ბ-461-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის
ადვოკატის - ნ------ ბ-------–იას მონაწილეობით,მსჯავრდებულის - კ---- ლ------–---–ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- ბ-----ის ძე ლ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი; პირადი ნომერი: №6----------, საქართველოს მოქალაქე; დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები - ქ.ქუთაისი, ნ---------- შესახვევი N12, ბინა N34.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კ---- ლ------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ნიკეას მეორე შესახვევი N18 ა-ში განთავსებულ ავტოსადგომზე, კ---- ლ------–---–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა------- ბ----–---–ს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2001 წლის 27 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენით კ---- ლ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ზ“ „კ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. 2017 წლის 18 სექტემბერს საღამოს საათებში ქუთაისში ნიკეას მეორე შესახვევი N18,ა-ში ავტოსადგომზე კ---- ლ------–---–ი ატარებდა დანას, რომელიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით კ---- ლ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ---- ლ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- ლ------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი - ქთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ--------- ლ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20186 წლის 29 ივნისის განაჩენში და კ---- ლ------–---–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მოწინააღმდეგე მხარეს მსჯავრდებულ კ---- ლ------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატ - ნ------ ბ-------–იას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ა------- ბ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს-ს დირექტორი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ნიკეას მეორე შესახვევის 18ა-ში. 2017 წლის 18 სექტემბერს მის სამოქმედო ობიექტზე იმყოფებოდნენ ის და მისი შვილი. ღამის ათი საათი იქნებოდა, მეშვიდე სართულიდან მისი მისამართით იგინებოდა კ---- ლ------–---–ი, ,,გამოდი გარეთო“. მისი გარეთ გასვლის შემდეგ გაჩუმდა, გინების ხმა აღარ ისმოდა. შემდეგ შებრუნდა ისევ ობიექტზე და ამის შემდეგ კ----მ მიაკითხა, შევიდა ეზოში. მან კ----ს მიუთითა, რომ გარეთ გასულიყო, რადგან იქ შემოსვლა არ შეიძლებოდა. კ---- მას ეკითხებოდა, რატომ არ მითხარი ჩემი ოჯახობა თუ მუშაობდა შენს ნათესავთანო. მოწმის განმარტებით, მან კ----ს უთხრა: ,,რომც ვიცოდე, რა ჩემი საქმეა, მით უმეტეს არც ვიცნობ და არც ვიცი ვინ არისო“. კ.მ-------–---–ი მას ეუბნებოდა: ,,უნდა მოგკლაო“, მას შეეშინდა. ამ ფაქტს შეესწრო მისი შვილი ბ---------ი, მეტი არავინ არ იყო. შემდეგ მივიდა პოლიცია. მოწმის განმარტებით, მას დანას უტრიალებდა კ.მ-------–---–ი და ემუქრებოდა უნდა მოგკლაო.
მოწმე ბ----- ე-–----მ განმარტა, რომ არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2017 წლის 18 სექტემბერს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ მუქარის ფაქტზე. მის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა დაზარალებული ა------- ბ----–---–ი, ბ--------- ბ----–---–ი და კ---- ლ------–---–ი. მოწმეთა ჩვენებებიდან ზოგადად ირკვეოდა, რომ კ---- ლ------–---–ის ქმედებით ა------- ბ----–---–ს შეექმნა რეალური შიში იმასა, რომ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, ანუ ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს. იმავე საღამოს კ---- ლ------–---–ის თანხმობითვე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა დანა, რომელიც თან ჰქონდა ამ ფაქტის დროს. ამოღებულ დანას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ეს დანა წარმოადგენდა ცივ იარაღს.
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ---- ლ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ზემოთ მოყვანილი ორი მოწმის (ა------- ბ----–---–ის და ბ----- ე-–----ს) ჩვენებების გარდა დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ბ--------- ბ----–---–ის, თვით კ---- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, ამოღებული დანით, ბალისტიკური ექსპერტიზის N43/ცვ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ კ---- ლ------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ კ---- ლ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღება მიაპყრო მისი ქმედებით გამოწვეულ შედეგს, ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და თვლის, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილება.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ---- ლ------–---–ი ნასამართლობის მქონეა, მის მიმართ სასჯელთა შეკრების დროს გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ - რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენში კ---- ლ------–---–ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება.
კ---- ლ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა 600 (ექვსასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და კ---- ლ------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
კ---- ლ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე