განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117002153359
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002153359

№1/ბ-15-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- რ-----ის ძე ბ----------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბაღდათის რაიონის სოფელ ნ-------ში;

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- ბ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 1600 საათიდან 1700 საათამდე დროის მონაკვეთში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა კ---- ბ----------ემ ბაღდათის რაიონის სოფელ ნ-------ში, მის საცხოვრებელ სახლში არაერთგზის შვილზე ნ----- ბ----------ეზე განახორციელა ფსიქიკური ძალადობა კერძოდ: აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ასევე ემუქრებოდა ცემით, რის შედეგადაც ნ----- ბ----------ე განიცდიდა სისტემატიურ მუქარას შეურაცხყოფას და დამცირებას რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 2300 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ნ-------ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა კ---- ბ----------ემ მის საცხოვრებელ სახლში არაერთგზის შვილზე ნ----- ბ----------ეზე კვლავ განახორციელა ფსიქიკური ძალადობა კერძოდ: აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც ნ----- ბ----------ე განიცდიდა სისტემატიურ მუქარას შეურაცხყოფას და დამცირებას რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენით კ---- ბ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

კ---- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ---- ბ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ----- ს--–----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---- ბ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ---- ბ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეთა: მ-----–--------------–----------------------------------ის ჩვენებებით; დაზარალებულ ნ----- ბ----------ის ჩვენებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, განაჩენებით კ---- ბ----------ის მიმართ, შემაკავებელი ორდერით, ცნობით ნასამართლობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ კ---- ბ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ კ---- ბ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- ს--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი კ---- ბ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

კ---- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

კ---- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ---- ბ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

კ---- ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე