განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-60-2018 წელი
№020100117002221190
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
16 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს----- ბ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ს----- ბ------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ზ-----------------------------–--------–---–ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ს----- ბ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რა-მაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ზ--------–--------------–--ის ქუჩაზე, ს----- ბ------ემ რამდენიმეჯერ დაარტყა ნაჯახი სხეულის სხვადასხვა არეში ლ-- მ---------ეს, რომელთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მუდ-მივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგად ლ-- მ---------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----- ბ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ს----- ბ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს----- ბ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარე-მოება, რომ ს----- ბ------ის მიერ ლ-- მ---------ის მიმართ ძალმომრეობით ქმედებას არა-ერთხელ ჰქონდა ადგილი, რომ ის ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის, ასევე გა-ითვალისწინა ს----- ბ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხა-სიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგი, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი და-ნაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სასჯელი დაუნიშნა და-ნაშაულის რეციდივიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად დანაშაულის რეცი-დივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნა-წილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სააპელაციო პალატა სრუ-ლად ეთანხმება ს----- ბ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს და მიიჩნევს, რომ არ არსე-ბობს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლი-ლების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი ს----- ბ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ს----- ბ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს----- ბ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ს----- ბ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
ს----- ბ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – ს----- ბ------ის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი ნაჯახი, ლ-- მ---------ის და ს----- ბ------ის სისხლის ნიმუშე-ბი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლი-ციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ლ-- მ---------ის ტანსაცმელი: შავი ფერის პიჯაკი, შავი ფე-რის ტყავის წყვილი ჩექმა, შავი ფერის ნაჭრის მოკლე კაბა და რუხი ფერის გრძლსახე-ლოიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნ-დეს დაზარალებულ ლ-- მ---------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შე-მდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili