განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
110100117002142222
ინსტანცია
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117002142222

№1/ბ-20-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ე-–-----ას ძე უ--------------–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–ევში;

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ---- უ--------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–ევში, ა-–---------ე მა------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამავე სოფელში მცხოვრები რ----ი უ--------------–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-–---------ე მა------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით რ---- უ--------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ---- უ--------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---- უ--------------–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის ა-–---------ე მა------ის ჩვენებებით; მოწმეების: პ----------–--------------–-----------–---–ის ჩვენებებით; რ----ი უ--------------–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ რ---- უ--------------–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ზიანის აუნაზღაურებლობა, პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, რაც ასევე განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის № 1019აპ-09 გადაწყვეტილებით.

მსჯავრდებულ რ---- უ--------------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი რ---- უ--------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

რ---- უ--------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

რ----ი უ--------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, რ----ი უ--------------–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რ----ი უ--------------–ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული 168 სმ სიგრძის უჟანგავი ლითონის სამი ცალი კუთხოვანა, 201 სმ სიგრძის უჟანგავი ლითონის ფურცლის ორი ცალი კუთხოვანა, 202 სმ სიგრძის და 7 სმ სიგანის უჟანგავი ლითონის ფურცელი და 125 სმ სიგრძის და 6 სმ სიგანის უჟანგავი ლითონის ფურცელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე