განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100117002097849
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-77-2018 წელი

№010100117002097849

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – შ----- ქ---–---–ის,მსჯავრდებულის – დ----- კ---–--–--ის, მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- კ---–--–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

დ----- კ---–--–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–------------------------–------–--–--ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს სადისტრიბუციო ქსელში საქმიანობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

დ----- კ---–--–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სამსახურებრივი მდგომა-რეობის გამოყენებით სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო მითვისები-სათვის, როცა ეს ნივთი (ფულადი თანხა) იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

დ----- კ---–--–--ე 2017 წლის 06 თებერვლიდან 2017 წლის 18 აპრილამდე პერიოდში მუშა-ობდა შპს „ნ---------“-ის აჭარის რეგიონში პ-------–---ის პოზიციაზე. წარმოადგენდა კომპა-ნიის მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყო-ფებოდა საზოგადოების ფულადი სახსრები. დ----- კ---–--–--ემ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, საქონლის რეალიზაციი-დან მიღებული, შპს „ნ---------“-ის კუთვნილი, 3709.01 ლარი, რითაც შპს „ნ---------“-ს მიადგა ამ ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს დ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ დ----- კ---–--–--ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ასევე წარმოადგენს ანგარებითი ხასიათის ქმედებას. მისი ქმედე-ბით „ნ---------“-ზე მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. სასამართლომ არ გაითვა-ლისწინა ის გარემოება, რომ ზედმეტად მსუბუქი სასჯელის დანიშვნით ვერ მოხდება დანა-შაულის პრევენცია, პირიქით, შესაძლოა ერთგვარად კიდეც მოხდეს მსჯავრდებულის და სხვა პირების წახალისება მსგავსი დანაშაულის ჩასადენად, რაც ზიანს მიაყენებს პატიოსან მეწარმე სუბიექტებს და კერძო კომპანიებს.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ შ----- ქ---–---–ს, რომელიც ითხოვს დ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ დ----- კ---–--–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასა-ჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მსჯვრდებულებმა დ----- კ---–---–--ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. გარდა მსჯავრ-დებულ დ----- კ---–--–--ის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ ბრალად შერაცხული დანა-შაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების ერ-თობლიობით. კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- დ---–--ის ჩვენებით, მოწმეების – მ------ ჯ--------ის, ა------ ქ-------ის, ი----- ი------ის, დ--–- ბ-----ის ჩვენებე-ბით; გ------- დ---–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით – ორმოცი ერთეული ელექ-ტრონული სასაქონლო ზედნადებით, სადიტრიბუციო ბარათით და კომპანიის საბანკო ანგა-რიშზე შეტანილი თანხის ქვითრით და აღნიშნული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქ-მით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ დ----- კ---–--–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- კ---–--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----- კ---–--–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქო-ნეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ოჯახი. სასამართლოს მიერ გათვა-ლისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და დ----- კ---–--–--ეს ძირითად სასჯელად შეუფარდა ჯა-რიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სას-ჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბ-რის განაჩენი დ----- კ---–--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

დ----- კ---–--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

დ----- კ---–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარ-გებლოდ.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სადისტრიბუციო ქსელში საქმიანობის უფლება.

მსჯავრდებულ დ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

ნივთმტკიცებები – ორმოცი ერთეული ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, სადის-ტრიბუციო ბარათი და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის ქვითარი, რომლე-ბიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვა-დით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili