განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
020100117001910382
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-572-2018წ.

(020100117001910382)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ი-–-- ტ-------ს,მსჯავრდებულის - ნ---- ა------ს,ადვოკატის - ბ------ ყ-----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ---- ა------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ლ--------–--------------

 

აღწერილობითინაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ნ---- ა------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2006 წლის 18 მაისს, ქ.ზუგდიდში, მ------ ჯ---------სა და ნ---- ა------ს შორის დაიდო თანხის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---- ა------მ მ------ ჯ---------ს გადასცა 4000(ოთხიათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 5000(ხუთიათასი) აშშ დოლარი უნდა გადაეცა 2007 წლის ნოემბრის თვეში, რის შემდეგაც მ------ ჯ---------ს ნ---- ა------სთვის უნდა დაერეგისტრირებინა ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------–---------------------

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ------ ჯ---------სა და ნ---- ა------ს შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულება, მ------ ჯ---------ს ნ---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისრა 6798 ლარის გადახდა, ხოლო მ------ ჯ---------ს მიერ აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში ქ.ზუგდიდში, ჩი-------------------–-------------------- გამოთხოვილ იქნა ნ---- ა------ს მფლობელობიდან.

 

მიუხედავად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ნ---- ა------მ, იმ მიზნით, რომ თავის საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ქ.ზუგდიდში, ჩ----------------------–- მდებარე მ------ ჯ---------ს სარგებლობაში არსებული ბინა N2-- დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2012 წლის 29 ივნისით დათარიღებული ბი-------------------------------------------------, რომელშიც მიუთითა, რომ ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ამხანაგობის წევრები და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- საერთო საკუთრებაში არსებული 69.7 კვ.მ დამხმარე ფართის ნ---- ა------სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბი--------------------------------------------------ის მიხედვით თითქოსდა კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. 2012 წლის 06 ივლისს ნ---- ა------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი - ბი-------------------------------------------------, რის საფუძველზეც მოითხოვა ქ.ზუგდიდში, ჩი-------------------–---------------------ზე ქონებრივი უფლების დარეგისტრირება. ვინაიდან ნ---- ა------ს მიერ წარდგენილი ბი------------------------------------------------- შედგენილი იყო კანონმდებლობის დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ნ---- ა------ს დაევალა წარმოედგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი.

 

აღნიშნულის შემდეგ, 2012 წლის 22 ივლისს ნ---- ა------მ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამ---------------------------- რომელშიც მიუთითა, რომ 2012 წლის 22 ივლისს ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- საერთო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სათავსის ნ---- ა------სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბ----------------------------------------------------- მიხედვით თითქოსდა კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. 2012 წლის 26 ივლისს ნ---- ა------მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა აღნიშნული შინაარსით ყალბი დოკუმენტი - ბი--------------------------------------------------- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება ქ.ზუგდიდში, ჩი-------------------–---------------------ზე, რის შედეგადაც მ------ ჯ---------ს მიადგა 20000(ოციათასი) აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი.

 

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 31 აგვისტოს ნ---- ა------მ 20000(ოციათასი) აშშ დოლარის საფასურად გაასხვისა ქ.ზუგდიდში, ჩი-------------------–-------------------- ს-------- დ------–--ზე.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:

 

ნ---- ა------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ნ---- ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით (პირველი ქმედება);

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ---- ა------ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან;

 

ნ---- ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 06 თვის ვადით (მეორე ქმედება);

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ---- ა------ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან;

 

ნ---- ა------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- ჯ-----მ, რომელიც ითხოვს განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და ნ---- ა------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის მასალებისა და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენი-–--, რომ ნ---- ა------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ჯ--------ს ჩვენებით, საჯარო რეესტრის ეროვნული საგაგენტოდან გადმოგზავნილი მასალებით და ამოღებული კრების ოქმებით. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლოში ასევე დაკითხული იქნენ კრების ოქმში მითითებული თითქოსდა კრების თ-------------- თ-- გ---------- და მოწმეები ზ. წ---------, ა. ა---–---, გ. ჯ-------–--, ზ. გ-------, რ. ა------ე, თ. კ-----------,კ. გ---------ი, ჯ. კ-----–---–--, რ. შ-----, ზ. ა-----, ლ. ა-----------, ვ. წ----–-----, ზ. შ----- და მ. ა----–---, ყველა მათგანმა სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ მათ რაიმე სახის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც კი სმენიათ ამხანაგობის კრების შესახებ. ამდენად, აშკარა და ნათელია, რომ ბრალდებულმა ნ---- ა------მ იმ მიზნით, რომ თავის საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ბინა, ისარგებლა დაზარალებულ მ------ ჯ-------ას მძიმე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობით, შეიმუშავა თაღლითური გეგმა და საჯარო რეესტრის მოტყუების გზით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით აღასრულა კიდეც. ასევე საყურადღებოა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მ------ ჯ-------ას და ნ---- ა------ს შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულება. ამდენად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ნ---- ა------მ ჩაიდნა თაღლითობა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-–-- ტ-------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ნ---- ა------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ------ ყ-----–---–ს, რომელებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------ ჯ---------ს ჩვენების თანახმად, იგი მეუღლე ბ------ ჯ---------სთან ერთად რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ფ---------ს ქარხანაში. მეუღლეს დამსახურების მიხედვით, სამსახურმა, ქარხნის ადმინისტრაციამ 1989 წელს საჩუქრად გადასცა ფ---------ს დასახლებაში, ჩ--------------------ში ბინა, რომელშიც რამოდენიმე წელი ცხოვრობდა. ამის შემდგომ, მ------ ჯ---------მ გადაწყვიტა ბინის გაყიდვა, იგი მიყიდა ნ---- ა------ს. ბ------ ჯ---------სათვის ბინის ჩუქების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა---------– ა---–---ს ჩვენების თანახმად, იგი 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჩ-------------------, ბ--------ში. ის არ იცნობს ჯ----------ის ოჯახს. რაც შეეხება ნ---- ა------ს, მას იცნობს, იგი მისი მეზობელი იყო. ასევე, მოწმე იცნობს ზ----- წ---------ს, ზ---– გ-------ს, რ-----ი ა------ეს, გ------ ჯ-------–--ს, თ------ კ----------ს, რ------ი შ-----ს, მ-----ი ქ--------ს, ისინი ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში. მოწმემ განმარტა, რომ ამხანაგობა ,,მასპინძელთან’’ შეხება არ ჰქონია, მას ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხულ ვ-–-------- ჭ---------ას ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჩი--------------–-------------–- 2004 წლიდან. ბ------ ჯ---------ს ოჯახს ის არ იცნობს, თუმცა აკავშირებს ნაცნობობა ნ---- ა------სთან. ასევე, იგი იცნობს ზ----- წ---------ს, ა---------– ა---–---ს, გ------ ჯ-------–--ს, რ-----ი ა------ეს, რ------ შ-----ს, ზ---– გ-------ს, მურმანი ბაგათელიას, მ-----ი ქ--------ს, ზ----- ა-----ს. ისინი მისი მეზობლები არიან. მოწმის განმარტებით, მას ამხანაგობა ,----------–-’’-ს შესახებ გაუგია, თუმცა ამხანაგობასთან შეხება არ ჰქონია, ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მას არც ნ---- ა------სათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ბ----- ბ-----ს ჩვენების თანახმად, რომელმაც ის ცხოვროვბს, ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში 2005-2006 წლიდან. არ იცნობს ბ------ ჯ---------ს ოჯახს, ხოლო ნ---- ა------ს იცნობს, როგორც მის კორპუსში მცხოვრებ მეზობელს. მოწმემ განმარტა, რომ 2012 წლის 29 ივნისის №1 ოქმში მითითებულ პირებს, კერძოდ, ზ----- წ---------ს, გ------ ჯ-------–--ს, ზ---– გ-------ს და სხვებს იცნობს, ისინი მისი მეზობლები არიან. ქ.ზუგდიდში, ჩ----------------------ში ამხანაგობა ,----------–-’’-ს არსებობის შესახებ მისთვის უცნობია, შესაბამისად, ასეთი ამხანაგობის კრებაში მითითებულ მეზობლებთან ერთად მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ქ--------ს ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში დაახლოებით 2011 წლიდან და იცნობს ნ---- ა------ს, რომელიც ცხოვრობდა ჩ-------ის ქუჩაზე, ასევე იცნობს ზ----- წ---------ს, ა---------– ა---–---ს, გ------ ჯ-------–--ს, რ-----ი ა------ეს და სხვა მეზობლებს. მოწმის განმარტებით, ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე კორპუსში ამხანაგობა ,----------–-’’-ს არსებობის შესახებ არ სმენია და ამ ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია. არც ნ---- ა------სათვის ფართის გადაცემის პროცესში ყოფილა ჩაბმული.

 

მოწმის სახით დაკითხულ ვ------- წ----–-----ს ჩვენების თანახმად, დაახლოებით 15 წელია იგი ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში. ჯ----------ის ოჯახს არ იცნობს. ნ---- ა------ს შესახებ კი იცის, რომ იგი ცხოვრობდა მის მეზობლად ჩ-------ის ქუჩაზე მდებარე ბინაში, მეორე სართულზე. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ასევე ზ----- წ---------, ა---------– ა---–---, გ------ ჯ-------–--, ზ---– გ-------, რ-----ი ა------ე, რ------ი შ-----, ვ-–-------- ჭ---------ა და სხვები. მოწმის განმარტებით, ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე კორპუსში ამხანაგობა ,----------–-’’-ს არსებობის შესახებ არ სმენია და ამ ამხანაგობის კრებაში ზემოთ აღნიშნულ მეზობლებთან ერთად მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხულ თ-- გ----------ს ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში. ის ამხანაგობა ,----------–-’’-ს შესახებ ინფორაციას არ ფლობს. ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა - ლ----------------მ, ლ---–--------, თ------ კ----------მა, ზ---– გ-------მ, ზ------ წ---------მ, კ----–-- გ---------მა, რ------ შ-----მ, ზ------ ა-----მ, გ------ ჯ-------–--მ, რ-----ი ა------ემ, ზ----- შ----- და ჯ------ კ-----–---–--მ.

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ნ---- ა------მ დაადასტურა, რომ ოქმი შედგა ისე, რომ ამხანაგობის კრება არ ჩატარებულა.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ--- ს-----–--ს ჩვენების თანახმად, 1989 წელს იყო ფ---------ს ქ----------------------- ქ. ზუგდიდში, ჩ-------ის ქუჩაზე მდებარე ფ---------ს ქარხნის ბალანსზე არსებულ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში გადაეცა ბინა ბ------ ჯ---------ს საცხოვრებლად.

 

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლის გ----- გ----ის ჩვენების თანახმად, იგი იძიებდა ბრალდებულ ნ---- ა------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ------ ჯ---------ს საკუთრების უფლებას №-------ზე, მის მიერ მოპოვებული ვერ იქნა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 09 ივნისს მიღებულია გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

-მ------ ჯ---------მ და ნ---- ა------მ 2006 წლის 18 მაისს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მ------ ჯ---------მ მიიღო 4000 აშშ დოლარი, მან იკისრა ვალდებულება, რომ დამატებით (2007 წლის ნოემბრის ბოლოსათვის) 5000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ ნ---- ა------ს გადაუფორმებდა საცხოვრებელ ბინას, მდებარეს - ქ. ზუგდიდი, ჩ-------ის ქუ--------------------------------------------------

-მხარეთა ეს შეთანხმება გაფორმდა სანოტარო წესით და დაიდო თანხის გადაცემის ხელშეკრულება.

 

-4000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ მ------ ჯ---------მ ბინა მფლობელობაში გადასცა ნ---- ა------ს.

 

-ნ---- ა------ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში.

 

-ნ---- ა------ს მ------ ჯ--------სათვის დამატებით 5000 აშშ დოლარი არ გადაუცია, ბინის გაფორმება არ მომხდარა.

 

სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ---- ა------მ, რომელმაც მოითხოვა 2006 წლის 18 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

 

საპასუხოდ ასევე სარჩელი აღძრეს მ------ ჯ---------მ და ბ------ ჯ---------მ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ზიანის ანაზღაურების ანგარიშში თანხის ჩათვლისა და გამოსახლების მოთხოვნით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგან სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითება, რომ მ------ ჯ--------- წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს და ქონებაზე საკუთრების უფლებას გადასცემს ნ---- ა------ს. საქმის მასალების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე გამოკვეთილი არ არის, თუმცა ბ------ ჯ--------- და მ------ ჯ--------- არიან სადავო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელები და მათ არ შეუწყვეტიათ არაპირდაპირი მფლობელობა ბინაზე.

 

სს ,,ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების’’ 2006 წლის 29 დეკემბრისს №4--------------- სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ზუგდიდში, ჩ-------ის ქუჩაზე მდებარე ს---–----------–--------------------------------–---------------------------–--------------------------ს ბალანსზე, მაგრამ აღნიშნულ სახლში ბ------- არ ირიცხება აღნიშნული გაერთიანების ბალანსზე. იგი წარმოადგენს ფ---------ს ქარხნის სასტუმროს. ქარხანაში გარკვეული პერიოდის მანძილზე მუშაობდა მ------ ჯ---------ს მეუღლე ბ------ ჯ---------. ფ---------ს ქარხნის ადმინისტრაციის თანხმობით აღნიშნულ ბინაში 1989 წლიდან წლების მანძილზე ცხოვრობდა ბ------ ჯ--------- ოჯახთან ერთად.

 

სასამართლომ შეაფასა რა მითითებული გარემოებები, ნ---- ა------ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მ------ ჯ---------სა და ნ---- ა------ს შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულება. მ------ ჯ---------ს ნ---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისრა 6798 ლარის გადახდა. ასევე მ------ ჯ---------ს და ბ------ ჯ---------ს სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ზუგდიდი, ჩ-------ის ქ.----------------ამოთხოვილ იქნა ნ---- ა------ს მფლობელობიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ.

 

დადგენი-–--, რომ 2012 წელს საჯარო რეესტრში ამხანაგობა ,----------–-’’-ს სახელზე ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში მ------------------ რეგისტრაციის შემდგომ ამხანაგობას ამ ბინის ფლობის უფლება მ------ ჯ---------სათვის არ მიუნიჭებია.

 

ასევე, დადგენი-–--, რომ 2012 წელს ქ. ზუგდიდში, ჩ----------------------–- მ----------------- იყო ნ---- ა------ს სარგებლობაში.

 

ნ---- ა------ს მიერ ბინის თავის სახელზე რეგისტრაციის მიზნით 2012 წლის 29 ივნისით დათარიღებული ყ--–----------------------------------------------------------–----------------------------–-–---------–---------------------ს გამოყენების პერიოდში, ოქმებით გათვალისწინებული ქონება - ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე №------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე, №-------- ოქმებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- შესახებ მითითება განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე N29 ბინის მესაკუთრე იყო ამხანაგობა "მ--------–-.

 

დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №--------------------------–---------------------–----–--------------------–----–-----------------------------------------------------------–-----------------------------------–------------------) მრავალბინიანი კოპრუსის მობინადრეთა კრების №---------------------------–---------------–-–----- რეგისტრირებულია ბმა ,----------–-’’-ს ბინათმესაკუთრეთა სახელზე. აღნიშნული ბინის შემადგენელი ნაწი-–-- ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში, მესამე სადარბაზოში, მეორე სართულზე მდებარე 6--------------------------------–--------–-----------------------–-------------------------

 

2012 წლის 06 ივლისს ნ---- ა------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ზემოთ მითითებულ, ქ. ზუგდიდში, ჩ--------------------ში, მესამე სადარბაზოში, მეორე სართულზე მდებარე 69,7 კვ.მ. დამხმარე ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და განცხადებას დაურთო 2012 წლის 29 ივნისით დათარიღებული, ბმა ,----------–-ს’’ სახელით შედგენილი და მის მიერ ხელმოწერილი №-------- ასევე შენობის აზომვითი ნახაზი. ოქმზე კრების თავმჯდომარის სახით ხელს აწერს ნ---- ა------.

 

ოქმში მითითებულია, რომ ქ.ზუგდიდში, ჩ--------------------ში მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ამხანაგობის წევრები და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- საერთო საკუთრებაში არსებული 69.7 კვ.მ დამხმარე ფართის ნ---- ა------სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბი--------------------------------------------------ის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 61- 68, 378).

 

ვინაიდან ნ---- ა------ს მიერ წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N1 შედგენილი იყო კანონმდებლობის დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუ------------------------–--------------------------- წლის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ნ---- ა------ს დაევალა წარმოედგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 69).

 

აღნიშნულის შემდეგ, 2012 წლის 26 ივლისს ნ---- ა------მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2-----–-–-----------–----------------------, რომელზეც ამჯერად მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება. ოქმში მიეთითა, რომ 2012 წლის 22 ივლისს ქ.ზუგდიდში, ჩ-------ის ქუჩა N---–- მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ--------–---- საერთო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სათავსის ნ---- ა------სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბ----------------------------------------------------- მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 72-76, 289).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მფლობელობა ქონებრივი უფლებაა, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგლამენტირებული ინსტიტუტია, რაც 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნიშნავს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვებას. ფაქტობრივი ბატონობა კი გულისხმობს იურიდიულ ბატონობას და არა ფიზიკურ შემხებლობას.

 

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსით მფლობელობა გამიჯნულია სხვა ქონებრივილი უფლებისაგან - საკუთრებისაგან, რაც უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრე, მფლობელობის დაცვა უნდა მოხდეს იქ, სადაცაა საკუთრების ვარაუდი და უარი უნდა ითქვას მის დაცვაზე იქ, სადაც არაა ასეთი ვარაუდი ანუ როდესაც დგება მითითებული ინსტიტუტების ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, უპირატესობა ენიჭება საკუთრების უფლება, რამეთუ საკუთრება უფრო მაღლა მდგომი, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციის ფორმებს გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლითაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.06.2009 წლის გადაწყვეტილების გარდა №-------ზე მ------ ჯ---------ს ქონებრივი უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №--------------–----- დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი, რომლითაც კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

მითითებული ნორმატიული აქტის შესაბამისი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა №-------ზე მ------ ჯ---------ს კანონიერი მოსარგებლეობის შესახებ, ამ უკანასკნელს არ გააჩნია.

 

სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ №-------- საჯარო რეესტრში ბინათმესაკუთრეთა თანასაკუთრებაში რეგისტრაციით, მ------ ჯ---------ს შეუწყდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მფლობელობის უფლება.

ამხანაგობის მხრიდან მ------ ჯ---------სათვის №-------- ფლობის მინიჭების ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა, რომ სადავო ბინა იყო ბრალდებულ ნ---- ა------ს სარგებლობაში.

ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებით მ------ ჯ---------ს ზიანი არ მიდგომია, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ ნ---- ა------ს ქმედებაში არის სსკ-ის 362-ე მუხლის შემადგენლობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მისი ქმედება.

 

სსს კოდექსის 362-ე მუხლის თანახმად, დასჯადია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. მაშასადამე, დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტები, რაშიც იგულისხმება ისეთი საბუთი, რითაც პირმა შეიძლება სარგებელი ნახოს და რასაც შეიძლება მოყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, თავად ბრალდებულის განმარტებით დადგენილია, რომ 2012 წლის 2------------------–-–---------–---------------- კრება არ ჩატარებულა, ამხანაგობის წევრებს ანუ ჩ--------------------ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს კრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მითითებული რიცხვებით დათარიღებული №-------- ოქმები ყალბია, რამეთუ ისინი არ შეიცავენ ნამდვილ მონაცემებს.

 

№------- ხელი მოაწერა ბრალდებულმა ნ---- ა------მ, რის შემდგომაც აღნიშნული დოკუმენტი ბრალდებულმა 2012 წლის 06 ივლისს წარადგინა საჯარო რეესტრში ოქმში მითითებული №-------- რეგისტრაციის მიზნით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და ასკვნის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ნ---- ა------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, მართალია ნ---- ა------ს მიმართ ბრალდება ითვალისწინებდა დიდი ოდენობით ზიანს, თუმცა სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ქმედების სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) შეფასება დაუშვებელია, რამეთუ ამით დამძიმდება ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა გამომდინარე იქედან, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ჯარიმას არ ითვალისწინებს.

 

მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს ქმედების გადაკვალიფიცირება შეუძლია იმავე ხარისხის ან მსუბუქ ბრალდებაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ პირის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბრალდებულის ქმედებამ იმაზე მეტი შინაარსი არ შეიძინოს, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოაყალიბა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ნ---- ა------ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნა :

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------- ჯ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ---- ა------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ნ---- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით (პირველი ქმედება);

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ---- ა------ გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან;

 

ნ---- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 06 თვის ვადით (მეორე ქმედება);

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ---- ა------ გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან;

ნ---- ა------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაქმებულია. გაუქმდეს ნ---- ა------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის (----------- განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული

გირაოს უზრუნველსაყოფად ლონდარა შამუგიას (პი---------------------------------–-----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2----------–-–------------------–-–---------------------, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე