განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
050100116001526882
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-57-2018 წ.

(050100116001526882)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - მ------ ნ--------ის,ადვოკატის - ს----- ა-------ის,მსჯავრდებულის - გ----–- მ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----–- ე-----ის ძე მ------ის მიმართ, პირადი № 4----------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ფ-------–-----------------------

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ----–- მ------ემ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, ყალბი ვალუტის გასაღების მცდელობა. რაც გამოიხატა შემდეგში:

გ----–- მ------ემ, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ასევე გასაღების მიზნით ინახავდა ყალბ 100 ლარიან კუპიურას. 2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ლანჩხუთში, ნ--–----------- ქუჩაზე ყოფნისას, გ----–- მ------ემ სცადა სავაჭრო ჯიხურში ყალბი 100 ლარიანი კუპიურის გასაღება, თუმცა გამყიდველმა ე-–---- თ---–----–---–მა შეამჩნია, რომ კუპიურა იყო ყალბი და დაუბრუნა. აღნიშნულის შემდგომ, გ----–- მ------ე შევიდა იქვე მდებარე ს---------–------ში და კვლავ სცადა ყალბი 100 ლარიანის გასაღება, გამყიდველმა ს-–- თ-----–---–მა ეჭვი შეიტანა აღნიშნული კუპიურის სინამდვილეში და დაუბრუნდა გ----–- მ------ეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენით გ----–- მ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ----–- მ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი ) წლის ვადით.

გაუქმდა მსჯავრდებულ გ----–- მ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მსჯავრდებულ გ----–- მ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 04 დეკემბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----–- მ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს----- ა-------მა, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ----–- მ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენში არასრულადაა ასახული მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ის ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს საერთოდ იგნორირებულია სასამართლოს მიერ. საქმში არსებული მტკიცებულებათა უმრავლესობა არის ურთიერთსაწინააღმდეგო და აშკარად იკვეთება შეთხზული ჩვენებების ვერსია, აქედან გამომდინარე სასამართლომ არაობიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა მტკიცებულებები. კანონიერ ძალის მქონე მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს და გაზიარებული არ უნდა იქნას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილება და გ----–- მ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმნეტის/ მტკიცებულების საფუძველზე ამოღებული ნივთმტკიცება 100 ლარიანი კუპიურა არა იურდიული ძალის მქონედ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება. საქმეში არ ასრებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა იმისათვის, რომ მიღბულ იქნას გ----–- მ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ნ--------ემ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გ----–- მ------ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ - მსჯავრდებულ გ----–- მ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ს----- ა-------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ე, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გ. მ------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ----–- მ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე-–---- თ---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გამყიდველად ს---------–------ "ი---------" ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. 2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 5 საათზე, მაღაზიაში შევიდა მსუქანი მამაკაცი, რომელსაც კოკა-კოლა და ძეხვის შეძენა უნდოდა. მამაკაცმა მას გაუწოდა 100 ლარიანი კუპიურა, რომლის დანახვისას მან უთხრა, რომ აღნიშნული კუპიურა ყალბი იყო. რის გაგონებაზე მამაკაცმა პარკი დადო და დატოვა მაღაზია. მოგვიანებით დაინახა პოლიციელები მ--–---- ჩ----- და გ--------–--ე, რომელსაც საბუთები ეკავა ხელში, შეჩერებული ყავდათ მსჯავრდებული და სურათს უღებდნენ მისთვის მიწოდებულ კუპიურას. მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მისთვის ყალბი 100 ლარიანი კუპიურის მიცემას, გ----–- მ------ე ყოფილა, სახელი და გვარი მაშინ გაიგონა როდესაც პოლიციელებს მსჯავრდებულმა უთხრა მისი ვინაობის შესახებ. მოწმის განმარტებით მან გაიგონა ს-–- თ-----–---–ის და ა------ ს--------–--ეს საუბარი, რა დროსაც ს-–-მ უთხრა ა------ს, რომ მსჯავრდებულს ყალბი კუპიურა ჰქონდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ს-–- თ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლანჩხუთში, ი--------- ბაზარში, კერძოდ ყიდის ყველს. ასევე მიმართავენ მეორე სახელით შ------ა. მასთან მივიდა გ----–- მ------ე და უთხრა, რომ ყველის ყიდვა უნდოდა. მისცა 5 ლარის ღირებულების ყველი. მამაკაცმა კი მიაწოდა 100 ლარიანი კუპიურა. ხურდას ვიდრე დაუბრუნებდა უთხრა, რომ ყალბი იყო 100 ლარიანი კუპიურა, რადგან ხელში არ მოეწონა, კუპიურა იყო პატარა და დამცავი ნიშნები არ ქონდა. გ----–- მ------ემ ყველი დააბრუნა და წავიდა. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა უფროსს, ა------ ს--------–--ეს, რომელმაც აცნობა პოლიციის თანამშრომელ მ--–---- ჩ-----ს. რამდენიმე წუთში მივიდა მ--–---- ჩ-----, ამ დროს გაიგო, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო გ----–- მ------ე. მ--–---- ჩ-----მ, დაურეკა რ----- გ--------–--ეს, რომ მისულიყო. მცირე ხანში მივიდა მეორე პოლიციელი გ--------–--ე. გ----–- მ------ეს, ჯიბედან ამოუღეს 100 ლარიანი კუპიურა, დადეს თეთრ ქაღალდზე და გადაუღეს სურათი.

 

მოწმის სახით დაკითხულ შპს "ს---------–------ი ი---------" მენეჯერ ა------ ს--------–--ის განმარტების თანახმად, მის დაწესებულებაში 2016 წლის 21 აგვისტოს შევიდა გ----–- მ------ე, რომელიც მივიდა შ----------ან (ს-–- თ-----–---–თან), სურდა ყველის ყიდვა და მიაწოდა თანხა. შ------ამ უთხრა, რომ გადაცემული კუპიურა იყო ყალბი და დაუბრუნა. თავად დაინახა აღნიშნული ფაქტი, რადგან იდგა მათგან 2 მეტრში და დაურეკა მ--–---- ჩ-----ს. გ----–- მ------ე გავიდა მათი ტერიტორიიდან და მალევე მ--–---- ჩ-----მ გააჩერა იგი. მცირე ხანში მივიდა პოლიციელი რ----- გ--------–--ე, რომელმაც შეადგინა ოქმი და სურათი გადაუღო 100 ლარიან კუპიურას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლანჩხუთის რ-------–--------------–---------------------------–-- რ----- გ--------–--ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში. ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, სადაც შევიდა შეტყობინება, რომ პიროვნება ცდილობდა ყალბი 100 ლარიანი კუპიურის გასაღებას. მ--–---- ჩ----- გავიდა შემთხვევის ადგილას, იქედან დაურეკა და შეატყობინა, რომ პიროვნება, რომელზეც მიიღო ინფორმაცია, იყო გ----–- მ------ე. მოწმემ განმარატა, რომ კომპიუტერში შენახულ დადგენილების ბლანკზე, მიუთითა გ----–- მ------ის სახელი და გვარი. 2 წუთში მივიდა გ----–- მ------ესთან. ქალაქ ლანჩხუთში ნ--–----------- ქუჩაზე მდებარე ს---------–------ „ი---------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, ქ. ფოთში, წმ----------------------------–- მცხოვრებ გ----–- მ------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი მ--–---- ჩ-----, რომლის მიერაც გ----–- მ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ტანთცმული ცისფერი ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა, რომელზეც იკითხება ნომერი G--------, რის შემდგომ ამოღებული 100 ლარიანი კუპიურა დასურათებული და მოთავსებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 3-----–----- ბეჭდით. გ----–- მ------ეს პირადი ჩხრეკისას ზემოთაღნიშნული 100 (ასი) ლარიანი კუპიურის გარდა მას სხვა რაიმე ნივთი ან საგანი არ გააჩნდა. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 16:25 საათზე და დასრულდა 16:45 საათზე. პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია გ----–- მ------ის, პირადი ჩხრეკის მონაწილე მ--–---- ჩ----ის და პირადი ჩხრეკის ჩამტარებლი და ოქმის შემდგენის რ----- გ--------–--ის მიერ. პირადი ჩხრეკის ოქმს ერთვის გ----–- მ------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული

100 (ასი) ლარიანი კუპიურის ფოტოსურათები.

 

იგივი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლანჩხუთის რაიონული ს-----------–-----------------------------------–-- მ--–---- ჩ-----მ და განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 4 საათზე დაუკავშირდა ა------ ს--------–--ე და უთხრა, რომ მისთვის უცნობი პირი ყველის გამყიდველს თავაზობდა ყალბ 100 ლარიან კუპიურას. მიღებული ინფორმაცია მიაწოდა სამორიგეო ნაწილს და რ----- გ--------–--ეს. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 2 წუთში მივიდა ს---------–------თან, სადაც მიწოდებული აღწერილობით და ა------ ს--------–--ის მითითებით, შეაჩერა გ----–- მ------ე და დაადგინა მისი ვინაობა. მცირე დროის გასვლის შემდეგ მივიდა რ----- გ--------–--ე, რომელმაც მიიტანა საბუთები. გ----–- მ------ეს განუმარტეს მისი უფლებები და ამოიღეს მისგან ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ სურათები გადაუღო ამოღებულ კუპიურას.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ----- ფ---–---–--–--ლის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოზე რიცხული ავტომანქანით, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ------- ი--------თან და მოწმე გ----–- მ------ესთან ერთად, მოწმე გ----–- მ------ის წერილობითი თანხმობით და მითითებით, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით, გამოცხადდნენ ნ--–----------- ქუჩაზე მდებარე შპს „ს---------–------ ი---------“ შენობასთან, რა დროსაც გ----–- მ------ემ მიუთითა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით მოვაჭრე ჯიხურის შენობაზე და განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს, შეეცადა 100 ლარიანი კუპიურით გამყიდველისაგან შეეძინა ერთი ცალი ძეხვი და ერთი ლიტრიანი ბოთლი კოკა-კოლა. აღნიშნულის შემდეგ გ----–- მ------ემ მიუთითა შპს „ს---------–------ ი---------“ შენობაში შესასვლელ კარზე და განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ვერ შეძლო ჯიხურის გამყიდველის მოტყუება, აღნიშნული კარების გავლით, შევიდა შპს „ს---------–------ ი---------“ შენობაში, ყალბი 100 ლარიანი კუპიურით, ერთი კილოგრამი ყველის შესაძენად. აღნიშნულის შემდეგ, გ----–- მ------ემ მიუთითა დახლზე და განმარტა, რომ აღნიშნულ დახლზე მოვაჭრე ქალბატონისგან, მისი კუთვნილი 100 ლარიანი კუპიურით, შეეცადა შეეძინა ერთი კილოგრამი ყველი და როცა ეს ქალბატონიც მიხვდა, რომ კუპიურა იყო ყალბი, აღნიშნული 100 ლარიანი კუპიურა ჩაიდო ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში და შეეცადა მიმალვას, რა დროსაც შეჩერებულ იქნა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ და მისგან ამოღებულ იქნა აღნიშნული 100 ლარიანი ყალბი კუპიურა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების გ----–- მ------ის, ვ------- ი--------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელის და ოქმის შემდგენის, დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ფ---–---–--–--ლის მიერ. ოქმზე შენიშვნა არ არის დაფიქსირებული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც გ----–- მ------ემ მიუთითა ჯიხურზე, სადაც ცდილობდა შეეძინა ერთი ცალი ძეხვი და კოკა-კოლა. ფოტოსურათზე აგრეთვე აღბეჭდილია დახლი, რომელზეც მიუთითებს გ----–- მ------ე, სადაც ცდილობდა ერთი კილოგრამი ყველის შეძენას ყალბი 100 ლარიანი კუპიურით. მოწმე დ----- ფ---–---–--–--ლმა განმარტა, რომ მ--–---- ჩ-----მ ტელეფონით დაურეკა რ----- გ--------–--ეს და უთხრა მამაკაცის სახელი და გვარი, რომ პიროვნება იყო გ----–- მ------ე. რ----- გ--------–--ემ, წინასწარ დაბეჭდა დოკუმენტში სახელი და გვარი. მოწმის განმარტებით გ----–- მ------ე არ უარყოფდა, რომ ყალბი 100 ლარიანი კუპიურა იყო მისი.

იგივი ფაქტობრივი გარემოება დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- ი--------მა.

 

№2------ შეტყობინებით, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი მ--–---- ჩ-----, ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოს და აცნობა, რომ ს---------–------ი „ი---------“ დაცვის უფროსმა ა------ ს--------–--ემ შეატყობინა, რომ ბაზარში უცნობმა პირმა, ყველის გამყიდველ ქალბატონს, შ------ა თ-----–---–ს, ყველის სანაცვლოდ მისცა ყალბი ასლარიანი კუპიურა და გავიდა ბაზრობის შენობიდან. უცნობი პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ტანთ ეცვა თეთრი ფერის მაისური ლურჯი ზოლებით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ფეხზე ეცვა შავი ფერის ჩუსტები, თავზე ეხურა ცისფერი კეპი. შეტყობინებას რეზოლუცია დაედო 2----------–--–- 16:20 საათზე.

 

2016 წლის 21 აგვისტოს, შსს ლ---------------------–--------------–-----------------------------–-- რ----- გ--------–--ემ გამოსცა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, რომლითაც გ----–- მ------ეს უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა, რადგან მას გააჩნდა ყალბი ასლარიანი კუპიურა. გ----–- მ------ეს პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქალაქ ლანჩხუთში, ნ-–----------- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ი---------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დადგენილება ხელმოწერია რ----- გ--------–--ეს და გ----–- მ------ეს მიერ. დადგენილებაში ნაბეჭდი სახით არის მითითებული გამომძიებლის და გასაჩხრეკი პირის სახელი და გვარი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ----- კ-------ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი 2016 წლის 24 აგვისტოს დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ერთი ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით: G--------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურას.

 

მსჯავრდებულ გ----–- მ------ის განმარტებით, მას რუსეთიდან გაუგზავნეს 50 დოლარი და სურდა გადახურდავება. იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, არ იცოდა სად იყო სავალუტო ჯიხური და კითხა მისთვის უცნობ ტაქსის მძღოლს სად შეიძლებოდა თანხის დახურდავება. აღნიშნულმა პირმა, 50 დოლარის სანაცვლოდ შეთავაზა 120 ლარი, რასაც დათანხმა. 20 ლარი გადაუხადა ტაქსის მძღოლს ქალაქ ლანჩხუთამდე ჩაყვანისთვის, ხოლო 100 ლარი დარჩა მას. ლანჩხუთში სურდა ნათესავთან მისვლა და გადაწყვიტა შეეძინა სურსათი. გ----–- მ------ემ მიუთითა, რომ იმყოფებოდა სავაჭრო ჯიხურში სადაც სურდა ძეხვის და დასალევის შეძენა, თუმცა გამყიდველმა უთხრა, რომ არ ქონდა 100 ლარის ხურდა, რის გამოც დატოვა ჯიხური. აღნიშნულის შემდგომ შეეცადა ქალბატონისგან შეეძინა ყველი, თუმცა ასევე, ხურდის არ ქონის გამო, უარი უთხრეს თანხის მიღებაზე. მისივე ჩვენებით, არც ერთ ქალბატონს არ გამოურთმევია 100 ლარიანი კუპიურა. როდესაც გამოვიდა სავაჭრო ცენტრიდან და განაგრძო სვლა, მაშინ დაეჭვდა 100 ლარიანი კუპიურის ნამდვილობაში, რა დროსაც დააკავა პოლიციელმა. პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოიღეს 100 ლარიანი კუპიურა, რომელსაც აწვდიდა დაზარალებულებს. გ----–- მ------ემ განმარტა, რომ იმყოფებოდა ტექნობუმის შენობასთან, მივიდა პოლიციის მანქანა, ჩასვეს ავტომანქანაში, წაიყვანეს პოლიციაში და დაკითხეს. გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი, რადგან სათვალე არ ქონდა. გ----–- მ------ემ განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი, მასში მითითებულ ადგილზე არ შეუდგენიათ.

 

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ გ----–- მ------ის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ყალბი ფულის ნიშნის გამოყენებას. მოწმეების: ე-–---- თ---–----–---–ისა და ს-–- თ-----–---–ის ჩვენებები პირდაპირი ხასითის მტკიცებულებებია, რომლებიც დაწვრილებით აღწერენ განვითარებულ მოვლენას. მათი განმარტებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ----–- მ------ემ ნამდვილად მიაწოდა მათ ყალბი ასლარიანი კუპიურა, თუმცა ორივე მათგანმა ეს შენიშნა და უკან დაბრუნებისას უთხრეს კიდეც დაბრუნების მიზეზი მ------ეს.

აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებები შევსებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებებითაც, რომლებიც ასევე ადასტურებენ მომხდარ ფაქტს. მოწმე პოლიცილეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა საკმარისად სანდოა და სარწმუნო მატერიალური ფაქტის დასადგენად.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას პროცესუალური დოკუმენტების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არასანდოობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რომ მასზე დაყრდნობით ფაქტის დადასტურება ან უარყოფა არაგონივრული და მიზანშეუწონელი იყოს.

სასამართლო ასევე მსჯელობას იქონიებს იმის შესახებ რამდენად იცოდა გ----–- მ------ემ კუპიურის სიყალბის შესახებ. საქმის მასალებისან დასტურდება, რომ მან ერთი და იგივე ქმედება განახორციელა ორჯერ, ჯერ სურსათის მაღაზიაში, შემდეგ კი ყველის შეძენისას. როცა ე-–---- თვალაბეიშვლმა მას კუპიურა უკან დაუბრუნა, მ------ეს არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, მან დატოვა შეძენილი პროდუქტები, აიღო დაბრუნებული კუპიურა და დატოვა მაღაზია.. ნაცვლად იმისა, რომ გ----–- მი------- თავად გამოეძახებინა სამართალდამცავი ორგანო და შეეტყობინებინა მისი დარღვეული უფლების შესახებ, თუკი დარწმუნებული იყო მისი კუთვნილი ასლარიანის ნამდვილობაში, მან უსიტყვოდ დატოვა მაღაზია და კვლავ გაიმეორა იგივე ქმედება.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ასპექტზე. ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მათი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან, მაშასადამე დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და ის დასრულებულად ითვლებოდა ყალბი ფულის კუპიურის გადაცემისთანავე. თუმცა ბრალდების მხარის მიერ თავიდანვე მ------ის მხრიდან ყალბი ფულის გასაღებას, - მცდელობის კვალიფიკაცია აქვს მიცემული. პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს წარდგენილი ბრალდების დამძიმება არ შეუძლია. დაუშვებელია იმაზე მძიმე კვალიფიკაციით პირის ბრალდება ვიდრე მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი, თუნდაც აშკარა იყოს მისი ჩადენა. პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ----–- მ------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ----–- მ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს----- ა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ----–- მ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

გ----–- მ------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

გ----–- მ------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ----–- მ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი ) წლის ვადით.

 

გაუქმდეს მსჯავრდებულ გ----–- მ------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

მ

სჯავრდებულ გ----–- მ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 04 დეკემბრიდან.

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტა:

 

- 100 ლარიანი ყალბი კუპიურა, სერიითა და ნომრით G--------, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- გ----–- მ------ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------------–-–-----------------------–---------------------– სამმართველოში, დაუბრუნდეს გ----–- მ------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე