განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
010100117001968419
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001968419

№1/ბ-212-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ე

ადვოკატის - ბ------ ბ-----ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - ა---------- პ---–------ის დასწრების გარეშე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------- ე----ის ძე პ---–------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელს პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, პ. მე-–---–---–ის ქ.N58, ბინა N42, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, პ. მე-–---–---–ის ქუჩა N91, ბინა N8

 

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------- ე----ის ძე პ---–------ის ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის 17 მარტს, დღის საათებში, ა---------- პ---–------მა, მორგებული გასაღების - გამღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, მ-------–--ის ქუჩა N2, ბინა N18-ში მდებარე, ნ---- კ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ა---------- ე----ის ძე პ---–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა და ამოერიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ა---------- ე----ის ძე პ---–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ა---------- პ---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 მაისიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, არისტარ პ---–------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ა-–---------ე ძ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ა---------- ე----ის ძე პ---–------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ბ------ ბ-----ეს რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ---- კ-------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ-------–--ის ქ.N2, ბინა N18-ში. სახლის ქვემოთ, პირველ სართულზე აქვს სასურსათო მაღაზია, სადაც თავადვე მუშაობს და ატარებს ძირითად დროს. დილით სახლიდან გასვლისას ყოველთვის კეტავს ბინის კარს და გასაღებს ორჯერ ატრიალებს. 2017 წლის 17 მარტს საღამოს სახლში დაბრუნებულმა გასაღების მხოლოდ ერთხელ გადატრიალების შემდეგ შეძლო ბინის შესასვლელი კარის გაღება, ბინაში შესულმა კი იატაკზე ფეხსაცმლის კვალი შენიშნა, რაც წესით არ უნდა ყოფილიყო, სახლი გულდასმით ჰქონდა დალაგებული, ამიტომ ეჭვი შეეპარა, რომ გაქურდეს. მაშინვე ფულის და ძვირფასეულობის შესანახ კარადას მიაშურა, სადაც პატარა სათლში ეწყო ეს ნივთები. ნახა, რომ ადგილზე არც ფული იყო და არც ძვირფასეულობა. დარეკა პოლიციაში და შეატყობინა ქურდობის ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ ადგილზე. გამომძიებელმა, ექსპერტების მონაწილეობით, სრულყოფილად დაათვალიერა ბინის ყოველი კუთხე. ექპერტებმა დაამუშავეს ფულის და ოქროულობის შესანახი ადგილი კარადაში და აღმოაჩინეს ანაბეჭდები. ასევე ამოღებულ იქნა კარის საკეტის გულა. სულ მოპარული აღმოჩნდა 3000 ლარი, ოქროს სამკაულები ძვირფასი თვლებით, ბრინჯაოს მონეტა, წარწერით "WASHINGTON", ვერცხლის ბეჭედი და ბიჟუტერია - ერთი წყვილი საყურე. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას ამოიცნო მსგავსი აღწერილობის ნივთებიდან სწორედ ეს სამი ნივთი.

2017 წლის 17 მარტს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, მ-------–--ის ქუჩა N2, ბინა N18-ში, რომლის კარი არის ღია მდგო----ეობაში, ხოლო კარების საკეტს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. საძინებელ ოთახში კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული კარადის კარების ზედაპირიდან, სადაც დაზარალებული ფულს და ძვირფასეულობას ინახავდა, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამი ცალი ხელის კვალი. ასევე ამოღებულ იქნა ბინის შესასვლელი კარების საკეტის გულა. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტ - კრიმინალისტების მიერ.

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ზ----- მ------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- კ-------ის შეტყობინების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 2017 წლის 17 მარტს დაიწყო გამოძიება საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. საძინებელ ოთახში მდგარი პატარა კარადის ზედაპირიდან, სადაც ნ. კ-------ის განმარტებით ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას, კრიმინალისტებმა ამოიღეს თითის კვლები. ამოღებულ იქნა ასევე შესასვლელი კარის საკეტის გულა.

აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტმა გელა გაბაიძემ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 17 მარტს გამომძიებელ მ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტებმა დაასურათეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, დაქტილოფხვნილით დაამუშავეს ადგილები, სადაც შესაძლოა ყოფილიყო თითის კვლები. კარადის კარის შიგნითა და გარეთა ზედაპირიდან, სადაც დაზარალებული, მისივე განმარტებით, ინახავდა ოქროულობას და ფულს, ამოიღეს თითის სამი კვალი.

საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 მარტისდაქტილოსკოპიური ექსპერტიზის Nდ--- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 17 მარტს, ქ. ბათუმში, მ-------–--ის ქუჩა N2, ბინა N18-ში მდებარე, ნ---- კ-------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით ამოღებულ ერთ ცალ დაქტილოფირზე გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ერთი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ, 1968 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ, ა---------- ე----ის ძე პ---–------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის. დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო---- კ---------ემ, რომელმაც განმარტა, რომ არ არსებობს დასკვნის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდის და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არსებული თითის ანაბეჭდის იდენტურობის ნიშნები მტკიცეა და მკაფიო. აღნიშნული ანაბეჭდების 14 ინდივიდუალური ნიშანი დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ როდესაც 9-10 ნიშნის არსებობაც საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად.

2017 წლის 30 მარტს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინაში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მისაღებ ოთახში არსებული კარადაზე მდგარი ფიალიდან საყურე, ოქროსფერი შეფერილობის, დერეფანში საკიდზე დაკიდული ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი ცალი ვერცხლისფერი ბრელოკი, ოვალური ფორმის, წარწერით: „Washington„, მეორე გვერდზე გამოსახულია „თეთრი სახლი“. ასევე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმიჩკები“, რკინის დეტალი - ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩა მრავალპირიანი, მოგრძო ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით, გასაღებების აცმა (ცამეტი ცალი გასაღებით) ნივთები დალუქულ იქნა ადგილზევე. ჩხრეკა ჩატარდა ა---------- პ---–------ის თანდასწრებით, ექსპერტ-კრმინალისტების - მ------ მ-------ის, კახაბერ დამენიას, გამომძიებლის - ბ----ის ხ-–---იას და თარჯიმანის - დიანა დოღანის მონაწილეობით. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, ა. პ---–------ის რაიმე შენიშვნა არ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ოქმს ერთვის ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტო-ილუსტრაცია.

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზ----- მ------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ა.პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩაატარა თარჯიმნის და ექსპერტ-კრიმინალისტების, ასევე პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლის ბ----ის ხ-–---იას მონაწილეობით. ჩხრეკის დაწყებამდე თარჯიმნის დახმარებით პ---–------ის გააცნო დადგენილება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის თაობაზე, შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული, გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები, მათი კონკრეტული ადგილების მითითებით სრულად ასახა ჩხრეკის ოქმში, ყველა ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე. პ---–------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით, თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ჩხრეკის ოქმს და მოაწერა ხელი. ექსპერტ-კრიმინალისტები ახდენდნენ ფოტო- გადაღებას, შესაბამისად, ჩხრეკის პროცესი სრულად არის დასურათებული.

მოწმე ბ----ის ხ-–---იამ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს გამომძიებელ ზ----- მ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ - კრიმინალისტები და თარჯიმანი. პ---–------ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ბინაში მისვლისთანავე გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ოქროსფერი საყურე, ვერცხლისფერი ბეჭედი, ბრელოკი, წარწერით - „Washington“. ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „ატმიჩკა“, ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩები, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით, გასაღებების აცმა.

აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელმა - კახაბერ დამენიამ, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს პოლიციის მესამე განყოფილებდან შემოსული გამოძახების საფუძვლზე, ექსპერტ-კრიმინალისტ მ------ მ-------ესთან ერთად გავიდა ქ. ბათუმში, მე-–---–---–ის ქუჩაზე, სადაც დახვდა გამომძიებელი ზ----- მ------–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ ა---------- პ---–------ის ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გამომძიებელთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომელი ბ----ის ხ-–---ია და თარჯიმანი. ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა პ---–------ის თანდასწრებით, რომელსაც თარჯიმანი უთარგმნიდა ყველაფერს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ოქროსფერი საყურე, ვერცხლისერი ბეჭედი, ბრელოკი, წარწერით - „Washington“. ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „ატმიჩკა“, ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩები, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით და გასაღებების აცმა. ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით პ---–------ს პრეტენზია არ ჰქონია.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ - კრიმინალისტმა მ------ მ-------ემაც. მისი განმარტებით, ა---------- პ---–------ი სრულად ადევნებდა თვალს ჩხრეკის მიმდინარეობას. ჩხრეკა ერთდროულად არ ტარდებოდა მთელ ბინაში. ყველანი ერთად იმყოფებოდნენ ჯერ ერთ ოთახში, სადაც ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები დაილუქებოდა, შემდეგ გადადიოდნენ ერთადვე სხვა ოთახში და უკვე იქ ატარებდნენ ჩხრეკას. ა. პ---–------ს ჩხრეკის მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

2017 წლის 19 აპრილს შედგენილი, დაზარალებულ ნ---- კ-------ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი, ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ნივთიდან დაზარალებულმა ამოიცნო ა---------- პ---–------ის ბინიდან ამოღებული საყურე.

2017 წლის 19 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთიდან დაზარალებულმა ასევე ამოიცნო ე.წ. „ბრელოკი“ ინგლისური წარწერით Washington d.c., რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს, ქ.ბათუმში, მ-------–--ის ქუჩა N2-ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა მოპარული.

იმავე დღეს, 2017 წლის 19 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით თანახმად, ამოცნობისას დაზარალებულმა ნ---- კ-------ემ ამოიცნო ვერცხლისფერი ბეჭედი, მის წინაშე წარდგენილი სამი ერთმანეთის მსგავსი ბეჭდისგან.

2017 წლის 18 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ნ---- კ-------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია და აღინიშნა ის ვიდეო-კამერები, რომლებიც მ-------–--ის და მისი მოსაზღვრე ქუჩების ტერიტორიას აფიქსირებს. ოქმის თანახმად, ასეთია შპს „ქოინჯულარის“ ვიდეო-კამერა, რომელიც მიმართულია იმედაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთისკენ, იმედაშვილის და მ-------–--ის ქუჩების მხრიდან. ოქმს თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინების საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2017 წლის 17 მარტის 1000 საათიდან 2200 საათამდე დროის მონაკვეთში. აღნიშნული ვიდეო ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 17 მარტს 14:45:46 სთ-ზე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავს ბრალდებულს, მოძრაობს იმედაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთის მხრიდან და გადის კადრიდან 14:48:48 საათზე.

შპს „ქოინჯულარის“ წარმომადგენელმა ი----ი ვ----ემ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებს გადასცა 2017 წლის 17 მარტის ვიდეო- ჩანაწერები, რომლებზეც ასახული იყო მათი შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია. ჩანაწერები საკმაოდ კარგი ხარისხისაა, აფიქსირებს მცირე პერიმეტრს, სულ 15 მეტრია კამერის მხედველობის არე და თავისუფლად შეიძლება პირის იდენტიფიცირება. სასამართლოს განჩინების წარდგენამდე, პოლიციის თანამშრომებს კამერების ჩანაწერები არ უნახავთ, მხოლოდ სიტყვიერად სთხოვეს ხელმძღვანელობას 17 მარტის ჩანაწერები არ წაეშალათ და შეენახათ.

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასამართლო -ტრასოლოგიური ექსპერტიზ-ის 2017 წლის 10 აპრილის Nტ-37 დასკვნის თანახმად, ნ---- კ-------ის ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულა გამართულ მდგო----ეობაშია, მის გარე ზედაპირზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება, ის გახსნილია მორგებული გასაღებით - გამღებით.

ამავე სამსახურის სასამართლო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 აპრილის Nტ--- დასკვნის თანახმად, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დეტალები არის: საკეტის გულა, ცამეტი ცალი გასაღები, ორი ცალი ბრტყელტუჩა, ერთი ცალი სახრახნისი, ერთი ცალი გირაკი - ტისკი, ექვსი ცალი გამღები - ,,ატმიჩკა”.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების ავტორმა, ექსპერტმა რ---–---- გ-----ემ, სასამართლოს განუმარტა, რომ ე.წ. „ატმიჩკა“ არის ქარხნული წესით დამზადებულ ნივთი, რომელზეც კუსტარულად არის შეტანილი ცვლილება, გადაკეთებულია. მაგ: გაქლიბული ან მომრგვალებული აქვს თავი, გაკეთებული აქვს კბილი და ა.შ. ზოგადად ეს ნივთები, ასეთი გადაკეთების შემდეგ გამოიყენება საკეტის გახსნისთვის. პ---–------ის ბინიდან ამოღებულ „ატმიჩკები“, სწორედ ამგვარი ნივთებია. ასეთი „ატმიჩკები“ გასაღების გარეშე აღებს საკეტს. თუ მას კუსტარულად გაკეთებული აქვს კბილები, „ატმიჩკა“ ითვლება - „გამღებად“. ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინის კარები სწორედ „გამღებით“ იყო გაღებული.

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულება - ა---------- პ---–------ის ჩვენება.

ა---------- პ---–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია ქურდობა და არაფერი აკავშირებს დაზარალებულთან და მისი ბინის ქურდობისას მოპარულ ნივთებთან. პოლიციის თანამშრომლებმა კანონის დარღვევით ჩაატარეს მისი ბინის ჩხრეკა. დარწმუნებულია, რომ ნივთები, რომლებიც, თითქოსდა, ამოიღეს ჩხრეკისას - საყურე, ბეჭედი, ბრელოკი, მის ბინაში სწორედ პოლიციის თანამშრომლებმა მიიტანეს და მერე თავადვე ამოიღეს, ეს ნივთები ადრე არასდროს უნახავს. ჩხრეკისას არ მონაწილეობდა თარჯიმანი, მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ატარებდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, მაგრამ თარჯიმნის გარეშე და შესაბამისად, არ იცის რა არის მასში დაფიქსირებული.

პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, ურთიერთ - თავსებადია და ერთგვაროვნად ადასტურებენ, რომ ა.პ---–------ის მიერ ჩადენილ იქნა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულ ნ---- კ-------ის, მოწმის სახით დაკითხული: ზ----- მ------–--ის, ბ----ის ხ-–---იას, კახაბერ დამენიას, მ------ მ-------ის, გელა გაბაიძის, რ---–---- გ-----ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის Nდ--- დასკვნით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით სასამართლო -ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nტ-37 და Nტ--- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა---------- პ---–------ისმა 2017 წლის 17 მარტს, მორგებული გასაღების - გამღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ბათუმში, მ-------–--ის ქ.N2, ბინა N18-ში მდებარე, ნ---- კ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს. მსჯავრდებულმა არისტრახ პ---–------ისმა აღნიშნული ქმედებით ჩაიდინა ჩანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქმეში ,,ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება, მხოლოდ შეთანხმებული, საკმაოდ ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმციებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------- პ---–------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა---------- პ---–------ის მიერ დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების ქურდობის ფაქტს, ვინაიდან მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ამასთან პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ნ---- კ-------ის ბინიდან მოპარული ნივთები, რომლებიც ა---------- პ---–------ის ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 40 ლარის ღირებულების, ხოლო სხვა ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით ა---------- ე----ის ძე პ---–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მუხლის ამ ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა---------- ე----ის ძე პ---–------ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი ა---------- ე----ის ძე პ---–------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ა---------- ე----ის ძე პ---–------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნას და ამოერიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ა---------- ე----ის ძე პ---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 მაისიდან.

ა---------- პ---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკის და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ასევე შპს „ქოინჯულარის“ ვიდეო-ჩანაწერები, რაც დისკების სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჭერი, ხელის კვლები, საკეტის გულა და გასაღები, ა---------- პ---–------ის ნერწყვის ნიმუში, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. „ატმიჩკა-გამღები“, „ტისკი“ და სხვა საგნები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლის ბეჭედი, ბრელოკი და საყურე, რომლებიც ასევე ინახება გამოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ---- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე