განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
020100117001915578
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001915578

N 1/ბ-74-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე - თ---------- სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ--- ჯ-----ს

მსჯავრდებულის - ნ------ ს------იას

ადვოკატის - მ--------ა ბ-----ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------ თ------ის ძე ს------იას მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მისამართი: წალენჯიხის რაიონის სოფელი ფ-----–ანში.

 

აღწერილობით ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ნ------ ს------იას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 მარტს ნ------ ს------იამ უკანონოდ შეაღწია ქ. ზუგდიდი, თ---------–--ის ქუჩა N30-ში მცხოვრებ თ------ ძ-----ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ნივთებს: კომპიუტერი, სანადირო თოფი, ღვთისმშობლის ხატი, დანა-ჩანგლის ნაკრები, ველოსიპედი და სხვა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ნ------ ს------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თ---------–--ის აღკვეთა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ნ------ ს------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------ა ბ-----ას მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და წარდგენილ ბრალდებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნ------ ს------იას გამართლებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ მხარეს - ნ------ ს------იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ--------ა ბ-----ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

პროკურორ მ--- ჯ-----ს, რომლებმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---------–--ის ქუჩა N3-ში და წარმოადგენს მ--- ქ-------ძ-----ას საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახის ფანჯრის ქვეშ იატაკიდან გააქტიურებული ნახშირის საშუალებით ამოღებული იქნა სუნის ნიმუში. ასევე ამოღებულ იქნა 2 ცალი თმის ბოჭკო, ანაწმენდის ნიმუშები, დაქტილოფირი და 6 ცალი ხელის კვალი. ამოღებული ნივთები წარედგინა ამოღებაში მონაწილე პირებს და ადგილზე დაილუქა.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 31 მარტს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–ანში გამომძიებელ ჯ---- ზ-------ას მიერ რ--------- დ-----–---–ის, გ------- ბ-----ას და მ----–-- ნ-------ს მონაწილეობით ჩატარდა ნ------ ს------იას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადიდან ამოღებულ იქნა შუშის ნაკეთობა მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც შუშის ქვედა მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი. ამავე კარადიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი ოთხკუთხა ფორმის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია დანა-ჩანგალი. ყუთი შიგნიდან შემოსილია შავი ფერის ნაჭრით, ხოლო ნაჭრის ქვევით არის მინაწერი ,,მ---’’. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული ნივთები და საგნები დაილუქა და შეიფუთა.

2017 წლის 31 მარტის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ ზ---- ლ------ს მონაწილეობით ნ------ ს------იასაგან მისივე თანხმობით ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

2017 წლის 31 მარტის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ექსპერტ ზ---- ჯ---–------ს მონაწილეობით ნ------ ს------იას თანხმობით ნ------ ს------იასგან მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ხელის კვლები, რომელიც გადატანილ იქნა ერთ ცალ დაქტილოსკოპიურ ბარათზე.

2017 წლის 31 მარტის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, გ----- კ-------ას მონაწილეობით ნ------ ს------იას თანხმობით ნ------ ს------იასგან აქტივირებული ნახშირის საშუალებით მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, თ------ ძ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 მარტს გაქურდეს. სახლში შესვლისთანავე ნახა მუყაოს ყუთი, რომელიც მანამდე მეორე სართულზე ჰქონდა. წინა დღეს, როცა სახლი გამოკეტა, ეს ყუთი იქ არ დაუტოვებია. მეორე სართულზე ავიდა და ნახა, რომ კომპიუტერული მოწყობილობები არ იყო ადგილზე. მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ სახლი გაქურდული იყო. მეუღლე მოვიდა. მეტალო პლასტმასის ფანჯარა გამოწეული იყო. მიხვდა, რომ იქიდან შევიდა ქურდი. ჩავიდა სარდაფში. იქედან დანა-ჩანგლის ნაკრები და ხატი იყო წაღებული. ზევით ავიდა ისევ, სადაც არ დახვდა ბაბუის ნაქონი თოფი, სამხედრო ზურგჩანთა, ზეწრები, ქურთუკი, ბავშვის მედლები, ველოსიპედი, ვაზნები, 2 მრავალფუნქციური დანა. ამოიცნო დანა-ჩანგლის ნაკრები და ხატი. დანა-ჩანგლის ნაკრებზე ამოტვიფრული იყო სახელი მ---, რითიც ამოიცნო ნაკრები. ხატი ამოიცნო პატარა მომტვრეული ადგილით და ღილაკით, რომლითაც ანათებდა ხატი შიგნიდან.

მოწმის სახით დაკითხული მ--- ქ-------ძ-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ 27 მარტს საღამოს 700 საათამდე მეუღლესთან, თ------ ძ-----ასთან და შვილებთან ერთად თ---------–--ის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, მათ სახლში. წამოსვლის დროს სახლის კარები ჩაკეტეს, შუქი ჩააქრეს და წავიდნენ მეორე სახლში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. 28 მარტს სამს------ში დატოვა მეუღლემ, ხოლო 15 წუთში დაურეკა, რომ სახლი გაქურდესო. 5 წუთში მივიდა და ნახა, რომ სახლში არეული და გადმოყრილი იყო ყველაფერი. აბაზანაში ფანჯარა ღია იყო, ასევე სამზარეულოს ფანჯარა ქვედა სართულზე გამოღებული ხოლო, სხვა ფანჯრები კი დაკეტილი დახვდათ. კომპიუტერი, თოფი, დანა-ჩანგალი, ღვთისმშობლის ქანდაკება, ველოსიპედი, ქურთუკი, კომპიუტერი და სხვა ნივთები იყო წაღებული. რითაც სულ 4000 ლარამდე ზიანი მიადგათ. ზიანი მათთვის არ აუნაზღაურებიათ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ---------- ბ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ თ---------–--ის ქუჩა N30-ში გამოცხადდა 2017 წლის 28 მარტს და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ხელის კვლები, ანაწმენდის ნიმუშები და თმის ბოჭკოები. კინოლოგებიც იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ოჯახის დიასახლისი ესწრებოდა აღნიშნულ მოქმედებებს, დაზარალებული თ------ ძ-----აც იყო სახლში. დააფიქსირეს საიდან ამოიღეს კვლები, რასაც ფოტოილუსტრაციებიც ადასტურებს.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-------- ჩ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ სუნის ნიმუში ქილით მიიღო დალუქულ მდგომარეობაში. ქილით დალუქული სუნის ნიმუში სხვა ნიმუშებთან მოთავსდა და 3-ჯერ მოხდა შემოწმება. საბოლოოდ დადგინდა, რომ პირველი სართულის აბაზანის იატაკიდან აღებული სუნი იდენტურია ბრალდებულის სუნის ნიმუშის. 3 სხვადასხვა ძაღლით მუშაობენ. თუ იდენტურად დააფიქსირა სამივე ძაღლმა, მაშინ იწერება დასკვნა იდენტურობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ----- წ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 31 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქურდობა ჩაიდინა ნ------ ს------იამ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ა---- კ-----ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ზ----- წ-----–--სგან გაიგო, ქურდობის ნ------ ს------იას მიერ ჩადენის შესახებ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ---- ჯ---–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი დაცული დახვდათ, კინოლოგები მუშაობდნენ. დაელოდნენ მათ, რის შემდეგაც ამოიღეს თმის ნიმუში, ხელის კვლები, ანაწმენდები. თმა ამოიღეს სახლსა და ღობეს შორის ფანჯრის წინ, ღრიჭოდან. ადგილზე დალუქეს ყველაფერი. თითის კვლებს სურათები გადაუღო და უკან მიაწერა, თუ საიდან არის ისინი ამოღებული.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ----- კ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------ ს------იასაგან აიღო სუნის ნიმუში, რომელმაც თანხმობა გამოთქვა. რაც დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------- ბ-----ას ჩვენებით დასტურდება, რომ ესწრებოდა ფ-----–ანში სახლის ჩხრეკას. სამზარეულოდან ამოიღეს ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი, და ღვთისმშობლის ხატიანი ნაკეთობა. ჩხრეკას თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ნ------ ს------იას დედა, რომელმაც უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე. ჩხრეკისას სამნი იყვნენ სულ. სხვები არ შესულან სახლში. პოლიციის თანამშრომლები გარეთ იყვნენ, არ შემოსულან.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ-- გ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულისგან აიღო ნერწყვის და თმის ნიმუშები. ზ---- ჯ---–------ც მონაწილეობდა ექსპერტის სახით ნიმუშის აღებაში. ნერწყვი აიღეს ბიოლოგიური ჩხირით მხოლოდ ერთხელ, რაც ექსპერტმა დალუქა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ჯ---- ზ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ.ს------იას სახლის ჩხრეკა ჩაატარა თვითონ. ჩხრეკის დროს ჭურჭლის კარადის ქვედა უჯრაში ნახეს დანა-ჩანგლის ნაკრები რომელსაც წარწერაც ჰქონდა და ღვთისმშობლის ნაკეთობა. ბრალდებულის დედამ ხელი არ მოაწერა ოქმს, რადგან არ იცოდა ეს ნივთები საიდან აღმოჩნდა მათთან. სახლის ჩხრეკაში მხოლოდ სამნი მონაწილეობდნენ, ხოლო სხვები გარეთ იდგნენ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 28 მარტს ყვითელ ლენტით შემოკავებულ შემთხვევის ადგილზე მივიდა, შევიდა სააბაზანო ოთახში, სადაც მცირე ზომის სარკმელი იყო გამოღებული და იატაკზე აშკარად ეტყობოდა ფეხის კვალი. აღნიშნულ ადგილზე დაყარა აქტივირებული ნახშირი, დალუქა ქილა, მონაწილეებმა ლუქს ხელი მოაწერეს. ოჯახის დიასახლისისაგან გაიგო, რომ ამ ადგილას არავინ არ შესულა, რის შემდეგაც აიღო სუნის ნიმუში. ჯერ მან აიღო სუნის ნიმუში, ხოლო შემდეგ ექსპერტებმა აიღეს სხვა ნიმუშები.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ----–-- ნ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 31 მარტს მონაწილეობას ღებულობდა ბრალდებულის სახლის ჩხრეკაში, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ დაზარალებულის სახლიდან ამოღებული ნივთები იქ ინახებოდა. გამომძიებელმა გააცნო დადგენილება ნ.ს------იას დედას, რომელმაც ჩხრეკის ნება მისცა მათ და ამის შემდეგ ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, სადაც სასადილო ოთახის კარადიდან ამოიღეს ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ქანდაკება მარჯვენა მხარე მოტეხილი სანათით, დანა-ჩანგლის ნაკრები, რომელსაც შიგნით ეწერა სახელი მ--- და ეს ნივთები ადგილზე დალუქეს. ბრალდებულ ნ.ს------იას დედამ ხელი არ მოაწერა არაფერს, ამბობდა, ჩვენი არ არის ეს ნივთები და არ ვიცით საიდან მოვიდაო.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ--- რ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 მარტს ნ------ ს------ია მასთან იყო სახლში, პატარა ოთახში ეძინა. მისი წასვლა არ გაუგია. 30 მარტს დაბრუნდა ისევ და იმ ღამითაც დარჩა მასთან. მეორე დღეს სახლში რომ მივიდა, ნ.ს------ია იქ არ იყო. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული მისი სახლიდან წავიდა 27 მარტს და დაბრუნდა 30 მარტს. მოწმემ აღნიშნული არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისმა შვილმა უთხრა, რომ 27 მარტს ეძინა მის სახლში. ამიტომ ბრალდებული მისი სახლიდან 27-ში კი არა, 28-ში წავიდოდა. გამოძიებაში დაკითხვისას იმიტომ თქვა 27-ში წავიდაო, რომ წასული ეგონა, მაგრამ შვილმა უთხრა, რომ თურმე 27-შიც მათთან ყოფილა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ვ--–------ ა-–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს ბრალდებული მის სახლში მივიდა 22 საათზე, ხოლო 31 მარტს ნ------ ს------იასთან ერთად დააკავეს ქ. ზუგდიდში და წაიყვანეს ნაწულუკუში, რის მერეც გადაიყვანეს ფოთში და ათი დღით დააპატიმრეს გინების გამო.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული რ--------- დ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 31 მარტს 1730 საათზე 2 მანქანა გაჩერდა მისი სახლის წინ. დაახლოებით ათი პოლიციელი შევიდა მათ ეზოში და უთხრეს, თქვენი შვილი დაჭერილია და სახლი უნდა გავჩხრიკოთო. წავიდა მეზობლების დასაძახებლად, დაბრუნებულს 1 პოლიციელი მაგიდასთან დახვდა, მეორე სამზარეულოდან გამოდიოდა. ამ უკანასკნელმა უთხრა, შენს მესამე ბიჭს ვეძებდი და იმიტომ შევედი სამზარეულოშიო, მაშინ, როცა მას მესამე ბიჭი არ ჰყავს. პოლიციელებმა მოიარეს ყელა ოთახი და ბოლოს გამოიტანეს ნივთები, უთხრეს, ხელი არ ახლო, შენი შვილის ანაბეჭდი იქნება ზედო. მერე ნახა, რომ პოლიციელებს ჩანთა ჰქონდათ თან, რითიც სავარაუდოდ მოიტანეს ეს ხატის სურათი და დანა-ჩანგლის ნაკრები მის სახლში. სახლში მის შესვლამდე გამოუტანიათ და მაგიდაზე დაუდიათ პოლიციელებს ეს ნივთები. მეუღლეც სახლში იყო იმ დროს, მაგრამ სხვა ოთახში. სამზარეულოს კარადიდან ამოიღეს დანა-ჩანგლის ნაკრები, რომელიც გარედან შავი იყო. მეორე ნივთი შუშასავით იყო. მას არ გაახედეს, თუ რა იყო მასში მოთავსებული. ნივთები დაულუქავად წაიღეს პოლიციელებმა. ჩხრეკისას თვითონ დაჰყვებოდა პოლიციელებს.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ------ ს------იას ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციელების მის სახლში მისვლისას მუშაობდა ყანაში, რომელიც არის სახლიდან 50-60 მეტრით დაშორებული. ხალხის ჩოჩქოლი გაიგო, გამოვიდა და სახლში პოლიციელები დაინახა დაახლოებით ათამდე პოლიციელი იყო მის ეზოში. მეუღლესთან ერთად შევიდა სახლში. ერთი პოლიციელი მაგიდასთან იჯდა, მეორე უკანა კარიდან გამოდიოდა. ჩემოდანი გამოიტანეს პოლიციელებმა ოქროსფერი. შიგნით დანა-ჩანგალი იყო. პროტესტი გამოხატა, ეს საიდან მოვიდა, აქ არ ყოფილაო უთხრა პოლიციელებს. ერთი კარადა დგას სამზარეულოში, რომელთანაც ყოველდღე აქვთ შეხება და ეს ნივთები მანამდე არ ყოფილა იქ. მათ ფაქტიურად არაფერი არ გაუჩხრეკიათ, მხოლოდ შედიოდნენ ოთახებში და ათვალიერებდნენ. მეზობლებისთვისაც უნდოდა დაძახება მაგრამ პოლიციელებმა ამის ნება არ მისცეს. დაახლოებით 1 საათი დაჰყვეს მათ სახლში პოლიციელებმა. ნივთები არ დაულუქავთ. ეჩხუბა პოლიციელებს, ეს ნივთი ჩვენს სახლში არ იყოო. 3 მანქანით იყვნენ პოლიციელები. 31 მარტს ჩხრეკა ჩატარდა 15 საათის შემდეგ. ნივთები რომ ნახეს, თქვეს, ეს არისო დაკარგული, ხელი არ მოკიდო, შენი შვილის ანაბეჭდი არისო ზედ. ნივთების ამოღებისას ოთახში პოლიციელებთან ერთად მეუღლე და თვითონ იმყოფებოდა, მაგრამ უშუალოდ მათი პოვნისას პოლიციელთან არავინ არ ყოფილა. მისაღებ ოთახში პატარა კარადა დგას, რომელშიც არ შეუხედავთ. ჩხრეკას 5-6 პოლიციელი ატარებდა. ჩხრეკის დროს მისი მეზობლები: ზაალ შონია და ე-–------ ფ----- შევიდნენ მასთან სახლში.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ე-–------ ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტი იყო, მისი სახლიდან 20 მეტრში არის ნ. ს------იას სახლი და მანქანების ხმა გაიგონა. რ--------- დ-----–---–ი იძახოდა, მეზობლებო, მოდით ჩქარაო. 5-7 წუთში მივიდა. 2 მანქანა იდგა ჭიშკართან. თვითონ როცა მივიდა, უკვე ამოღებული იყო ნივთები. რ--------- დ-----–---–მა თქვა, კარადიდან ამოიღესო, მაგრამ იმ კარადასთან დღეში ათჯერ მიდიან და უცხო ნივთი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, იმ კარადაში არ შეინახავდნენ მოპარულ ნივთს. თ------ ს------ია სახლში მოვიდა მის შემდეგ. ნივთები უკვე ამოღებული იყო. თ------ ს------იამ როცა ნახა, რომ რ--------- დ-----–---–ი პოლიციელებს ეჩხუბებოდა, ისიც წაეკინკლავა მათ. რატომ შეხვედით სახლშიო, ეჩხუბებოდა რ--------- დ-----–---–ი პოლიციელებს. ეზოში ათამდე პოლიციელი იყო, ხოლო სახლში იქნებოდა 2-3. ყველამ გამოთქვა პრეტენზია ნივთის პოვნის ადგილთან დაკავშირებით. სახლის შემდეგ სხვა ნაგებობები არ დაუთვალიერებიათ. ამოღებული ნივთები პოლიეთილენის პარკში იდო როცა მიჰქონდათ პოლიციელებს. მერე თქვეს, დანა-ჩანგალი იყოო. დოკუმენტების შედგენა არ უნახავს. უნდოდა სახლში შესვლა, მაგრამ არ შეუშვეს. თ------ ს------ია მასთან ერთად იდგა, სახლში არ შესულა. მას აკავებდა, რადგან გაფიცხებული იყო, ის ოთახში არ შესულა, თუმცა შეიძლება რაღაც მომენტში შევიდა, რადგან სახლისკენ იწევდა.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №3---- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვლებიდან ხელის გულის N1 კვალი იდენტურია ნ------ თ------ის ძე ს------იას მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშისა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–- მა-–----მ დაადასტურა დასკვნის სისწორე.

2017 წლის 1 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------ ძ-----ამ ამოიცნო ოთხკუთხა ფორმის შუშის ნაკეთობა მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით.

2017 წლის 1 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------ ძ-----ამ ამოიცნო ოთხკუთხა ფორმის ყუთი მასში მოთავსებული დანა ჩანგლით.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა N30-ში მცხოვრებ თ------ ძ-----ას საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სახლის პირველ სართულზე მდებარე სააბაზანო ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის ნიმუში იდენტურია ნ------ ს------იასაგან აღებული სუნის ნიმუშისა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-------- ჩ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით ,,ოთხკუთხა ფორმის შუშის ნაკეთობა მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით’’ მოთავსებულ მინის ნაკეთობაზე არსებული ბიომასალის და პაკეტში წარწერით ,,ვერცხლისფერ ოთხკუთხა ფორმის ყუთი მასში მოთავსებული დანა-ჩანგლის ნაბორით’’ მოთავსებულ ჩემოდანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ ს------იას.

ექსპერტების: შ-----------–-------------------------–--ის მიერ დადასტურებულ იქნა მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ნ------ ს------იას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს და ბრმად გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების, პოლიციელთა მიერ მიცემული არასარწმუნო ჩვენებები. ასევე განაჩენის გამოტანის დროს სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს და უდანაშაულო ნ. ს------ია ცნო დამნაშავედ. პალატის აზრით ყოველივე აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ხსენებულ მტკიცებულებებს.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ არგუმენტებს, იმის თაობაზე, რომ ნ. ს------იას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელი ხასიათის, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით არსებული მტკიცებულების ვარგისიანობის თაობაზე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და მსჯავრდებულის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან საჩივარში მოყვანილი ამონარიდები არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში გავლენას იქონიებდა ნ------ ს------იას დანაშაულობა/უდანაშაულობაზე, შესაბამისად ნათელია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია ნ------ ს------იას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ.

პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ბიოლოგიურიექსპერტიზის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №3---- დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

პალატა სრულად ეთანხმება ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, ურთიერთ თავსებადია და ერთგვაროვნად ადასტურებენ, რომ ნ------ ს------იამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, მოწმის სახით დაკითხული: დაზარალებულ - თ------ ძ-----ას, მ--- ქ-------ძ-----ას, თ---------- ბ-----ას, მ-------- ჩ---–--ის, ზ----- წ-----–--ს, ა---- კ-----ს, ზ---- ჯ---–------ს, გ----- კ-------ას, გ------- ბ-----ას, თ-- გ---------ის, ჯ---- ზ---------ს, გ------- კ---------ის, მ----–-- ნ------ს, გ--- რ------ის, ი-----–- მა-–----ს, მ-------- ჩ------ის, შ-----------–-------------------------–--ის ჩვენებებით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №3---- დასკვნით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ------ ს------ია ქ. ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა N30-ში მდებარე თ------ ძ-----ას საცხოვრებელ სახლიდან ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ კომპიუტერს, სანადირო თოფს, ღვთისმშობლის ხატს, დანა-ჩანგლის ნაკრებს და ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. რომელი ქმედებითაც მან ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმეში ,,ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება, მხოლოდ შეთანხმებული, საკმაოდ ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმციებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ------ ს------იას მიმართ გამოტანილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ------ ს------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------ა ბ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

 

ნ------ ს------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თ---------–--ის აღკვეთა.

ნ------ ს------იას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

ნ------ ს------იასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის №12/463-17 განჩინებით 20000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ლაშა სამუშიას, ლერი სამუშიას, მზიურ სამუშიას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემში (საკადასტრო კოდი 47.02.35.121), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცებები: დაქტილოფირები და ხელის კვლები, გადატანილი წებოვან ლენტზე, ნერწყვის, თმის, ანაწმენდის, სუნის კვალის ნიმუშები, თმის ბოჭკო განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; შუშის ნაკეთობა მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით და დანა-ჩანგლის ნაკრები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე