განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
020100117001783300
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001783300

№1/ბ-69-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატაის

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ----- პ----ას

გამართლებულის - რ-----ი ნ-----იას

ადვოკატების - ნ----- ს---------ი-მ------–--ას და მ----–-- კ-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-----ი ს---------ის ძე ნ-----იას მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, გ--------–ის ქ.№5, ბ.40.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, ქ. ფოთში, გ--------–ის ქუჩა N5 ბინა N40-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საქართველოს შ-----------------------------–-------------------------------------–--------------------------------------–----------------------------–----------------------------------–-----------------------------------------------------–---–-- განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა რ-----ი ნ-----იამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით განზრახ მიაყენა ჭრილობა თავის ქალიშვილს - ი-–---ა ნ-----იას და მეუღლეს - ლ---–- ნ-----იას, რასაც მოჰყვა ი-–---ა ნ-----იას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ლ---–- ნ-----იას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 25 დეკემბერს საღამოს ქ. ფოთში, გ--------–ის ქუჩა N5 ბინა N40-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ი-–---ა ნ-----იამ და ლ---–- ნ-----იამ მიიღეს ჭრილობები, თუმცა მათთვის ჭრილობების რ-----ი ნ-----იას მიერ მიყენება გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით რ-----ი ნ-----ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ----ას მიერ, გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, რომელმაც მისი გაუქმება და რ-----ი ნ-----იას საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ დ----- პ----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ რ-----ი ნ-----იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ნ----- ს----------მ------–--ას და მ----–-- კ-------ის რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ლ---–- ნ-----იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 დეკემბერს დაახლოებით 1830 საათზე, ქ. ფოთში, გ--------–ის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში როდესაც მივიდა რ-----ი ნ-----ია, ი-–---ა ნ-----იამ უსაყვედურა ალკოჰოლის მიღების გამო, ვინაიდან იგი ავად იყო. ამ დროს ეს უკანასკნელი სამზარეულოში დანით ხორცს ჭრიდა. იგი ანერვიულდა და დანის ერთი ასმით დაიჭრა მარჯვენა ხელი. დანა მარცხენა ხელში ეკავა რადგანაც მემარცხენეა. რ. ნ-----ია მომხდარის გამო განიცდიდა, როგორ მოგივიდა ესო, იდგა და უყურებდა. ლ---–- ნ-----ია სამზარეულოდან დერეფანში გავიდა და იქ დაჯდა, სადაც სისხლი წამოუვიდა. რ.ნ-----იასთან შელაპარაკება არ ჰქონია. პოლიციელებსაც განუმარტა, რომ ხელი გაიჭრა, რ. ნ-----იას მისთვის ხელი არ დაურტყამს, რაიმე ზეწოლა არ განუხორციელებია და ხელში არც დანა არ კავებია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ი-–---ა ნ-----იას ჩვენებით დადგენილია, რომ ი-–---ა ნ-----ია არის მისი დედა. 2016 წლის 25 დეკემბერს, ქ. ფოთში, გ--------–ის ქუჩა №5-ში ლ---–- ნ-----იამ, საჭმლის გაკეთების დროს დანით ხელი გაიჭრა, რომელსაც დანა მოწმის განმარტებით თვითონ გამოართვა და ალბათ ამ დროს მასაც გაეჭრა მარცხენა ხელი. სასწრაფო დახმარება როდესაც მივიდა მათთან მაშინ შეამჩნია ი-–---ამ, რომ ხელი ჰქონდა გაჭრილი. მამამისი - რ-----ი ნ-----ია როდესაც სახლში მივიდა, მას უკვე ხელი გაჭრილი ჰქონდა. ლ---–- ნ-----იამ დაზიანება როცა მიიღო, რ.ნ-----ია იქ არ იმყოფებოდა, არც დანა არ უნახავს მის ხელში და არც შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დედამ უამბო მას, რომ საჭმელს ვაკეთებდი და ამ დროს გავიჭერი ხელიო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ნ-----იას ჩვენებით, დადგენილია, რომ ლ---–- ნ-----ია მისი დედაა, ხოლო ი-–---ა ნ-----ია მისი და არის. 2016 წლის 25 დეკემბრის სარამოს, როდესაც გაეღვიძა ნახა ლ---–- ნ-----იას და ი-–---ა ნ-----იას ორივეს ხელი, რომ ჰქონდათ გაჭრილი, ხოლო როდესაც მამამისი-რ-----ი ნ-----ია სახლში მოვიდა ლ. ნ-----იას და ი. ნ-----იას უკვე ორივეს ხელი გაჭრილი ჰქონდათ. აღნიშნულ გარემოებათა შესახებ იგივე უამბო გამოძიებელსაც.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- ნ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---–- ნ-----ია, არის მისი დედამთილი. 2016 წლის 25 დეკემბერს ლ.ნ-----იას სისხლი სდიოდა ხელიდან, ამ დროს რ-----ი, ლ---–- და ი-–---ა ნ-----იები მისაღებ ოთახში იყვნენ. როგორც იცის, ლ---–- ნ-----ია ანერვიულდა რ-----ის სიმთვრალის გამო და შემთხვევით გაიჭრა ხელი, ხოლო ი-–---ა ნ-----იამ თუ როგორ გაიჭრა ხელი არ იცის. რ.ნ-----იას ხელში დანა არ უნახავს, მას არავისთვის არ მიუყენებია დაზიანება. გამომძიებელსაც უთხრა, რომ არ უნახავს დანა და არ იცის, რომელი დანით მიიღეს დაზიანებები.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------- ქ-------ის და კ------- ჭ---------ას ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 25 დეკემბერს წავიდნენ რესტორან კაპარჭაში. 17 საათისთვის დაიშალნენ. რ-----ი ნ-----ია მათთან ერთად იყო, რომელმაც დალია ალკოჰოლური სასმელი და სამსახურში დაბრუნების მერე თქვა, მთვრალი ვიყავი და არაფერი არ მახსოვსო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------ ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მორიგემ რაციით გადმოსცა 21-22 საათზე, ქალბატონი დაზიანებით არისო საავადმყოფოში მიყვანილიო, რის გამოც მივიდნენ საავადმყოფოში. იქვე რ-----ი ნ-----იაც, რომელიც იმყოფებოდა, რომელსაც ეტყობოდა იყო ნასვამი. თ. ფ-----სთან საუბრის დროს რ.ნ-----იამ განუცხადა,რომ შელაპარაკება მომივიდა მეუღლესთან, დანა მეკავა ხელში და წართმევისას მიიღო დაზიანებაო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების: ლ------ ლ---------ას, ლ--–- დ-----ას, ბ------ ჭ-------ს, მ-----ა ჭ----------ის, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მალტაყვის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლიის - თ------ ფ-----ს, ექსპერტის - შ----- თ------ის ჩვენებებით, ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ საღამოს გ--------–ის ხუთი ნომრიდა შევიდა შეტყობინება-გამოძახება ჭრილობის შესახებ. ადგილზე მისვლისას დაჭრილ ქალბატონს ორივე ხელის თითები ჰქონდა გადახვეული, რომელმაც განუცხადად, რომ სამზარეულოში სადილის მომზადებისას მიიღო დაზიანება. 20 საათისთვის სასწრაფო დახმარების მანქანით ასევე შემოიყვანეს ი-–---ა ნ-----ია. ლ------ ლ---------ამ რეგისტრატორს სთხოვა, გადაეცა შეტყობინება პოლიციისათვის, რადგან მათი დაზიანენბები მიიჩნია საეჭვოდ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ჟ---იას, თ------ ბა---–--ას და გ------ი ბ-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს დილით იზოლატორში შეყვანისას ბრალდებულს აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები ფერდზე, უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქონდა. გამოიძახეს 112-ის ბრიგადა. დათვალიერებას ესწრებოდა ექიმი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანებები ნაკაწრების სახით. ბრალდებულმა თქვა, რომ დაზიანებები მიიღო ოჯახში კონფლიქტის შედეგად.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივით თანაშემწე-გამომძიებლის - ზ----- ე-–------ას ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ნ--- ნ------ს თანხმობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი ექსპერტთან ერთად. სამზარეულოდან ამოიღეს დანა. სისხლის ლაქები იყო მისაღებ ოთახში. ნ--- ნ------მ მიუთითა დაჭრის ადგილი და უთხრა ცოლ-შვილი დაჭრა რ. ნ-----იამო. დანა კარადაზე იდო. ნ--- ნ------მ უთხრა, რომ ამ დანით დაჭრა რ.ნ-----იამ დაზარალებულები, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ გარეცხა დანა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლელა მანიას ჩვენებით დადგენილია, რომ ნ--- ნ------ს თანხმობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელმაც უთხრა, რომ სამზარეულოში დანით დაჭრა მისმა მამამთილმა თავისი ცოლი, მერე კი გარეცხა დანა, რადგან სისხლიანი იყო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----ა ჭ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის 112-ის ექთანი. ექიმთან და მძღოლთან ერთად მივიდა გამოძახებაზე ქ. ფოთში, გ--------–ის ქ.№5-ში. ადგილზე დახვდათ დასისხლიანებული ქალი. ქალს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელი და მარცხენა ბეჭი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ლ---–- ნ-----იამ მიიღო მარჯვენა მტევნის IV-V თითების მომხრელი მყესების მთლიანი გაგლეჯვა.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ლ---–- ნ-----იას მარჯვენა მტევნის IV-V თითების მომხრელი მყესების მთლიანი გაგლეჯვა ხელის გულის დონეზე, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

მოწმის სახით დაკითხულმა შ----- თ------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა დასკვნის სისწორე.

სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნის თანახმად, ი-–---ა ნ-----იას მარჯვენა მტევნის მე-4 თითის, მარცხენა მტევნის მე-4 და მე-3 თითების ნაკვეთი ჭრილობები - განვითარებულნი არიან მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - შ----- თ------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა დასკვნის სისწორე.

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ვერ დაადასტურეს რ-----ი ნ-----იას მიერ დაზარალებულების: ლ---–- და ი-–---ა ნ-----იებისათვის დანის დარტყმის ფაქტი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა აღნიშნულმა დაზარალებულებმა და მომხდარი ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებმა, განმარტეს, რომ დაზარალებულების დაჭრაში რ-----ი ნ-----იას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში პალატა აფასებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ რ-----ი ნ-----იას მიერ დაზარალებულების ლ---–- და ი-–---ა ნ-----იებისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენების ჩადენის ფაქტი დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ რ. ნ-----იას მიერ დანაშაულის ჩადენას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია არსებული მტკიცებულებების თავისუფალი შეფასებით და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების არსებობისას წარმოუდგენელია ესა თუ ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების შესახებაც გაუქარწყლებელი ეჭვი არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივით თანაშემწე-გამომძიებელი ზ----- ელარჯია და შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი თ------ ფ----- განმარტავენ ნ--- ნ------ს მონათხრობს, მისი მამამთილის - რ-----ი ნ-----იას მიერ ი-–---ა ნ-----იასათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ლ---–- ნ-----იას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით მიყენების ფაქტზე, ხოლო ნ--- ნ------მ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ როგორც თვითონ იცის, ლ---–- ნ-----ია ანერვიულდა რ.ნ-----იას სიმთვრალის გამო და შემთხვევით გაიჭრა ხელი, ხოლო ი-–---ა ნ-----იამ თუ როგორ გაიჭრა ხელი არ იცის. რ. ნ-----იას ხელში დანა არ უნახავს, მას არავისთვის არ მიუყენებია დაზიანება. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. მაშინ როცა, ხსენებული პირდაპირი მოწმე უარყოფს ამ ინფორმაციის სისწორეს, შესაბამისად სასამართლოს არ მიეცა საშუალება დაყრდნობოდა ნ. ნ------ს ჩვენებას, ამიტომ აღნიშნული პოლიციელთა ჩვენებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავად ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) რ-----ი ნ-----იას მიერ განხორციელებული რაიმე ქმედება. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ გამომძიებელთა ირიბი ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. იმ შემთხვევაშიც კი თუ პოლიციელთა ჩვენებები არ იქნებოდა ირიბი სახის მტკიცებულება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით პოლიციის მუშაკთა ჩვენებებს გააჩნიათ მცირე მტკიცებულებითი ძალა თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ ნ--- ნ------მ სასამართლოში განაცხადა რ.ნ-----იას ხელში დანა არ მინახავსო და მას არავისთვის არ მიუყენებია დაზიანებაო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ დაზარალებულებს ი-–---ა და ლ---–- ნ-----იებს რ-----ი ნ-----იამ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,120-ე მუხლით რ-----ი ნ-----იას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ-----ი ნ-----იას ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებების ნაწილში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - დ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - დ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით რ-----ი ნ-----იას მიმართ დარჩეს უცვლელად.

რ-----ი ნ-----ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

რ-----ი ნ-----იასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №12/775-16 განჩინებით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ი-–---ა ნ-----იას, ლ---–- ნ-----იას, რ-----ი ნ-----იას, რ----- ნ-----იას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ფოთი, გ--------–ის ქ.N5/40 (საკადასტრო კოდი 04.01.10.662.01/040), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

რ-----ი ნ-----იას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

ნივთმტკიცებები: სისხლისმაგვარი ლაქა და სისხლის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; დანა და ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე