განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100114586319
საქმე №1/ბ-208-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ შ----- ქ---–---–ის,ადვოკატის - ზ---- პ------ი მონაწილეობით,ღი- სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ა-----–-- ასული გ-----------ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 13 ნ--------ს, ს--------ს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ----------- ქუჩა N55/23, ბინა#8,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ------ გ-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზი-ნება, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვი- და სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვი-. ასევე პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზი-ნება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვი-, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 15 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23 მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გ------ გ-----------მა პოლიციის თანამშრომლებზე წინააღმდეგობის გაწევის დროს ქვის დარტყმით ჩაამსხვრი- და გაანადგურა 160 ლარად ღირებული, პოლიციის მუშაკის - მ--–---- დ-------ის კუთვნილი ”ოპელის” მარკის, სახ. №-------, ავტომანქანის წინა საქარე მინა.
2015 წლის 19 ი-ნვარს, გ------ გ-----------მა, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებულ, დ----- ხ---------ს კუთვნილ ”მერსედესის” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით W------, ავტომანქანაზე დააზი-ნა ძრავის სახურავზე არსებული "მერსედესის" ემბლემა და წინა საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მი-ყენა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზი-ნი.
2014 წლის 15 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გ------ გ-----------ი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით იქ მყოფი მეზობლების მიმართ. გამოძახებაზე მისულ პოლიციის მუშაკებს - ი-----–- ტ----ეს და მ--–---- დ-------ეს, რომლებიც მოუწოდებდნენ წესრიგისაკენ, ძალადობით და ძალადობის მუქარით გაუწი- წინააღმდეგობა, ესროლა ქვები, ი-----–- ტ----ეს შემოახი- სამსახურებრივი ფორმის პერანგი.
2016 წლის 25 აპრილს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23 კორპუსის სადარბაზოში, გ------ გ-----------მა ხის ნაჭრის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზი-ნება მი-ყენა ა------- ხ----------ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვი-.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
გ------ ა-----–-- ასული გ-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 19 ი-ნვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ------ ა-----–-- ასული გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი-თასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ გ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2500 (ორი-თასხუთასი)ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2014 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 21 ივლისამდე და 2016 წლის 29 მაისიდან 2016 წლის 31 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------ გ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებული-.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენში და გ------ გ-----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდი), 353-ე მუხლის პირველი, 120-ე მუხლით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. ასევე ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისს გ------ გ-----------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, შეტანილი თანხის 500 ლარის ოდენობით, სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს არგუმენტი გ------ გ-----------ის სსკ-ის 187-ე მუხლის გამართლების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ნივთის არა ცალკეული ღირებულება, არამედ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზი-ნი. პირს ბრალად შეერაცხა(მ-–----- დ-------ის ავტომობილის ეპიზოდი) ავტომობილის წინა საქარე მინის დაზი-ნება. დაზი-ნებული მინა წარმოადგენდა ზოგადად ავტომობილის შემადგენელ ნაწილს, რაც შეეხება უშუალოდ მინას, მას როგორც ავტომობილის შემადგენელ ნაწილს გააჩნი- ერთადერთი დანიშნულება და ცალკე აღებულ მინას ნივთობრივი ღირებულება არ გააჩნი-. ამდენად, გ. გ-----------ის ქმედებამ საგნობრივი ღირებულება დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად შეუმცირა ავტომობილს, რადგანაც მან ჩამსხვრი- სწორედ ამ ავტომობილის შემადგენელი ნაწილი - საქრე მინა. ამდენად მინის ღირებულებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღდგენითი სამუშაოების ღირებულებაც, რადგან ბრალდებულის ქმედებამდე, ნივთის პირვანდელ მდგომარეობამდე მოსყვანად და საქარე მინის ფუქციონალურად დანიშნულების ადგილზე გასანთავსებლად საჭირო იყო გარკვეული სამუშაოების შესრულება, რომლის გარეშეც მინის აღდგენა ავტომობილზე ვერ მოხდებოდა. შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა აღდგენითი სამუშაოების ღირებულებაც, რადგანაც ექსპერტიზის ჩატარებისას მიღებული იქნა მხედველობაში ზემოაღნიშნული გარემოებები. ამდენად დანაშაულის შედეგად მიყენებულ ზი-ნში იგულისმება არა მხოლოდ დაზი-ნებული საგნის საბაზრო ღირებულება, არამედ უნდა შეფასდეს დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზი-ნი კომპლექსურად. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ აღდგენითი სამუშაოების და მის ღირებულებას, იგი მყარადა დაკავშირებული ბრალდებულის ქმედებით გამოწვეულ შედეგთან და მისი ხარჯვითი მხარე ორგანულად არის დაკავშირებული მინის ჩამსხვრევით გამოწვეულ ზი-ნთან, ანუ, რომ არა ბრალდებულის ქმედება სახეზე ვერ იქნებოდა აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯების გაწევა. ამდენად, აღდგენითი სამუშაოებით გამოწვეული ზი-ნი არ წარმოადგენს დამოუკიდებლად შეფასების საგანს და პირდაპირ სამართლებრივ კავშირში- ჩადენილ დანაშაულთან, როგორც თანმდევი შედეგი. ანალოგიური მდგომარეობაა დ----- ხ---------ს ავტომობილის ნაწილშიც.
რაც შეეხება სასჯელის ზომას, სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო, როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე საშიშროება, სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამაძიმებელი გარემოებები და აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად დანიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39 მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
2014 წლის 17 ივლისს, გ------ გ-----------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფრდა გირაო 1000 ლარის ოდენობით. გ------ გ-----------ის მიმართ მოხდა გირაოს თანხის 50% ანუ 500 ლარით უზრუნველყოფა და იმავე დღს გათავისუფლდა პატიმრობიდან. გ------ გ-----------ს აღნიშნულის შემდეგ ბრალი წარედგინა ახალი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად ბრალდებულმა განსახილველ საქმეზე დაარღვი- აღკვეთის ღონისძიება, რადგანაც ჩაიდინა ახალი დანაშაული. ამდენად მის მიმართ შეფარდებულმა აღკვეთის ღონისძიებამ გირაომ ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილი იყო აღკვეთის ღონისძიების დარღვევის შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ.
აპელანტი - მსჯავრდებულ გ------ გ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ---- პ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ------ გ-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზი-რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ თუ როგორ არის შედგენილი დაკავების ოქმი გამომძიებლის მიერ, რატომ არ იქნა ასახული დაკავების ოქმში გ. გ-----------ისათვის მიყენებული დაზი-ნები, რაც ვიზუალურად ადვილად შესამჩნევი იყო. დაკავების ოქმის გაყალბება მიზანმიმართულად განხორციელდა, რათა გ. გ-----------ი მიეცათ პასუხისგებაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნი- ის გარემოება, რომ გ. გ-----------ს დაზი-ნებები აღენიშნებოდა (რაც დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით), თუმცა ყურადღება არ გაამახვილა, თუ რატომ არ იქნა ასახული დაკავების ოქმში აღნიშნული დაზი-ნების შესახებ.
რაც შეეხება გ. გ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების ამ ნაწილში სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები გაიზი-რა მხოლოდ მათი გულისტკივილიდან გამომდინარე, რომ გ. გ-----------ს ბევრი ძაღლი ჰყავს და ცხოველების მიმართ მომეტებული სიყვარულის გრძნობით გამოირჩევა, რაც მეზობლებისათვის შემაწუხებელი გარემოება აღმოჩნდა, შესაბამისად არ შეიძლება აღნიშნული ჩვენებები გაზი-რებული იქნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის გამოტანილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საფუძვლად უდევს მხოლოდ ეჭვი, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უნდა გადაწყდეს მხოლოდ ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლოს მიერ იქნა უგულებელყოფილი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებს შ----- ქ---–---–ს და, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------ გ-----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ---- პ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მი-ჩნი-, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ გ-----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით, დადასტურებულად მი-ჩნი- საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულმა მ--–---- დ-------ის ჩვენების თანახმად, მუშაობდა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2014 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში, მეწყვილე ი-----–- ტ----ესთან ერთად ახორციელებდა შემოვლას სამოქმედო ტერიტორი-ზე, რა დროსაც განყოფილების მორიგისგან მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა N55-ში იყო კონფლიქტი მეზობლებს შორის. სიტუაციის გასარკვევად მაშინვე მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც ბრალდებული გ-----------ი ჩხუბობდა და ილანძღებოდა მეზობლების მისამართით. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა ყვირილი და უწმაწური სიტყვებით მეზობლების ლანძღვა, უკვე პოლიციელებს დაუპირისპირდა ფიზიკურად, ურტყამდა ხელს, მათ მიმართ დაიწყო ლანძღვა-გინება. პოლიციელების მორიგ მოწოდებაზე დამშვიდებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ, უფრო გაიზარდა მისი აგრესი-, მივარდა ტ----ეს, დაუწყო პერანგზე ქაჩვა და შემოახი-, ხოლო დ-------ეს ქვები ესროლა. აიღო საკმაოდ მოზრდილი ქვა, მის მანქანას ესროლა და წინა საქარე მინა ჩაუმტვრი-. ვინაიდან გ-----------ის აგრესი- არ იკლებდა და მისი დამშვიდება შეუძლებელი ხდებოდა, გადაწყვიტეს დაეკავებინათ პოლიციის მიმართ გაწეული წინააღმდეგობის გამო. როგორც იქნა შეძლეს გ-----------ის ფიზიკური წინააღმდეგობის დაძლევა და დააკავეს, რის შესახებაც შეატყობინეს განყოფილების მორიგეს. მოვიდა გამომძიებელი, რამდენიმე პოლიციელისგან შემდგარ ახალ ჯგუფთან ერთად. გამომძიებელმა შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებული გ-----------ი, რომელიც დაკავების შემდეგაც არ მშვიდდებოდა და აგრძელებდა ლანძღვას, გადაიყვანეს განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ავტომანქანა, რომლითაც იმ დღეს პოლიციელები გადაადგილდებოდნენ და გ-----------მა ქვით დააზი-ნა, დ-------ის კუთვნილება იყო, მეწყვილესთან ერთად სამოქმედო ტერიტორი-ზე ამ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. საქარე მინის გამოცვლა და ახლის დამონტაჟება, დაახლოებით 170 ლარამდე თანხა დაჯდა.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ----- ხ---------ს ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ----------- ქ. N55/23-ში გ------ გ-----------ის მეზობლად. ეს უკანასკნელი მესამე, ხ--------- კი მეოთხე სართულზე ბინადრობს. გ-----------ს მათ ბინაში მცხოვრებ არც ერთ მეზობელთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ყველას ეჩხუბება, ლანძღავს, უშლის მესამე სართულზე მისი ბინის წინ გავლას. 2015 წლის ი-ნვრის თვეში ხ--------- სტუმრებს ელოდა, გ------ გ-----------ის აგრესიული ხასი-თიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვალა მათ ქვემოთ დახვედროდა და ისე მიეცილებინა თავის ბინამდე, თუმცა თავი მაინც ვერ აარიდა გ-----------თან შეხვედრას და შეურაცხმყოფელი სიტყვებიც მოისმინა როგორც მისი, ასევე სტუმრების მიმართაც. გ------ის ლანძღვას არ მი-ქცი- ყურადღება და სახლში შევიდა. ოდნავ მოგვი-ნებით, მეუღლის მოწოდებაზე ფანჯრიდან გადაეხედა, დაინახა, როგორ მოტეხა გ-----------მა ხ---------ს კუთვნილ "მერსედესის" მარკის ავტომანქანაზე ემბლემა, ურტყა მანქანის წინა საქარე მინას და დააზი-ნა. სახლის ფანჯრიდან უძახდა ბრალდებულს თავი დაენებებინა მისი მანქანისთვის, გ-----------ი გაიქცა. 200 ლარამდე ზი-ნი მიიღო ავტომანქანის დაზი-ნების შედეგად, სარემონტო ხარჯების ჩათვლით, თუმცა არ ითხოვს ზი-ნის ანაზღაურებას, მხოლოდ ის სურს, თავი დაანებოს გ-----------მა და მისცეს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა.
მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ტ----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2014 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში მეწყვილე მ--–---- დ-------ესთან ერთად სამოქმედო ტერიტორიის შემოვლისას, განყოფილების მორიგისგან მიიღეს შეტყობინება მ----------- N55/23-ში მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ გ------ გ-----------ი, რომელიც უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა მეზობლებს. არ დაემორჩილა არც პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას დამშვიდებულიყო, უფრო აგრესიული გახდა, პოლიციელების მიმართ დაიწყო ლანძღვა. პასუხად მიიღო გაფრთხილება, დამშვიდებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით. ამ გაფრთხილებამ უფრო გაზარდა გ-----------ის გაღიზი-ნება, მივარდა ტ----ეს, ქაჩვა დაუწყო პერანგზე და შემოახი-, შემდეგ ქვების სროლა დაიწყო პოლიციელების მისამართით, ქვა ესროლა მ--–---- დ------ის ავტომანქანასაც, დაუზი-ნა წანა საქარე მინა. ყვიროდა, იგინებოდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა პოლიციელებს. ყველანაირად შეეცადნენ ქალბატონის მიმართ არ გამოეყენებინათ მკაცრი ზომები, არაერთხელ მოუწოდეს დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა არასათანადო ქცევა, თუმცა ამაოდ, ამიტომ დააკავეს ბრალდებულის სახით, პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობის გამო. დაკავების შესახებ შეატყობინეს განყოფილების მორიგეს, გამოძახეს გამომძიებელი, რომელიც საკმაოდ მალე მოვიდა, ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი, რის შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ს-----–--ა გ------------მ და ლ------ ლ----ემ განმარტეს, რომ გ------ გ-----------ის მიერ 2014 წლის 14-15 ივლისის ღამეს გამოძახებაზე გასული პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანის ქვით დაზი-ნების ფაქტი დაინახეს.
მოწმის სახით დაკითხული ლ------ ლ----ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს გ-----------ის და ხ---------ს ბინაში, ორივე მათგანი მისი მეზობელი-. გ-----------თან ყველას ცუდი ურთიერთობა აქვთ, რადგან სრული-დ უმიზეზოდ აყენებს სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მეზობლებს და არ ძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. 2015 წლის 19 ი-ნვარს სახლის აივანზე გასული ფენდა სარეცხს, რა დროსაც დაინახა ეზოში მდგარ, დ----- ხ---------ს ავტომანქანასთან როგორ მივიდა "გაბრაზებული ნაბიჯებით" გ------ გ-----------ი, მოაგლიჯა ავტომანქანის ემბლემა და ჩატეხა წინა საქარე მინა. ხ---------ბმა ფანჯრიდან უყვირეს გ------ს, რის შემდეგ ის გაიქცა სახლის უკანა ეზოსკენ. მოწმის ლ. ლ-------ს განმარტებით ისიც გ-----------ის მეზობელი- და სხვების მსგავსაც მასაც უწევს გ-----------ის უმიზეზო აგრესიის და მუქარების ატანა. 2014 წლის ივლისში შეესწრო როგორ ლანძღავდა და ემუქრებოდა გ------ი მეზობელ ს-----–--ა გ------------ს, ჩემი ბინის წინ ნუ დადიხარო, ს-----–--ა კი სთხოვდა გაეტარებინა, თავის ბინაში შეეშვა. გ------ის ამ ყვირილის და ლანძღვის დროს პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. ორნი იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ გ-----------ის დამშვიდებას, თუმცა მათაც მი-ყენა შეურაცხყოფა, ლანძღა, აგინა, აფურთხა, ხელები ურტყა, შემდეგ ქვები ესროლა მათაც და იმ მანქანასაც, რომლითაც პოლიციელები მივიდნენ, ერთ-ერთს პოლიციელის ფორმაც შემოახი-. ორმა მამაკაცმა ძლივს შეძლო მისი შებოჭვა და მანქანაში მოთავსება, თუმცა მანქანაშიც არ წყნარდებოდა, ყვიროდა. პოლიციელებს მისთვის არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენები-თ, ყველანაირად შეეცადნენ დაემშვიდებინათ, თუმცა შემდეგ იძულებული გახდნენ დაეკავებინათ და წაეყვანათ.
მოწმის ლ------ ლ----ის განმარტებით, 2016 წლის აპრილის თვეში ისიც შეესწრო მეზობლებს - გ------ გ-----------სა და ა------- და ი---- ხ----------ებს შორის მომხდარ კონფლიქტს. სადარბაზოდან ხმაური შემოესმა, გავიდა გარეთ და გაიგონა როგორ უყვიროდა გ------ი ხ----------ებს, მესამე სართულის კიბის უჯრედზე მდგომმა დაინახა როგორ აირბინა გ------მა მეორე სართულზე, კედელთან დადებული ხის ნაჭერი აიღო და ისევ ქვევით გაიქცა, გაიგონა ა-------ს ნათქვამი - არ დამატყაო, შემდეგ კი ა-------ს შეყვირების ხმა მოესმა. როგორც მოგვი-ნებით ა-------სგან შეიტყო, ხის ნაჭერი ხელში ჩაარტყა გ------მა და ნეკა თითი დაუზი-ნა.
მოწმის სახით დაკითხული ო-–--- ი-------ს ჩვენების თანახმად, 2015 წლის 19 ი-ნვარს სტუმრად იმყოფებოდა დ----- ხ---------ს ოჯახში. გაიგონა შეჰყვირა ხ---------ს მეუღლემ, ი--- ი------ამ აივანზე გასვლისას, ვიღაცას უძახდა - თავი დაანებეო. გადაიხედეს ფანჯრიდან და დაინახეს ხ---------ბის მეზობელი გ------ გ-----------ი, რომელსაც დ-----ის ავტომანქანის ემბლემა მოეგლიჯა, ხელში ეჭირა და იმ ემბლემას ურტყამდა მანქანის წინა საქარე მინას. როგორც ჩანს მანაც გაიგონა ფანჯრიდან ყვირილი, მიხვდა, რომ დაინახეს და გაიქცა უკანა ეზოსკენ. ხ---------ს სახლში მყოფები ეზოში ჩავიდნენ და დაათვალიერეს დაზი-ნებული ავტომანქანა, გამოიძახეს პოლიცი-.
მოწმის სახით დაკითხული ს-----–--ა გ------------ს ჩვენების თანახმად, იგი იმავე ბინაში ცხოვრობს, სადაც ბრალდებული გ-----------ი და დაზარალებული ხ---------. 2015 წლის 19 ი-ნვარს, ნათლისღებას, სტუმრად იყო დ----- ხ---------ს სახლში, სუფრის გაშლაში ეხმარებოდა ოჯახის წევრებს. დ-----ი სტუმრების დასახვედრად წავიდა, რადგან გ-----------ი თავს ესხმის ბინაში სტუმრად მისულ ადამი-ნებს და აშინებს მათ. დ-----მა სტუმრები სახლში მიიყვანა, გ------მა სადარბაზოში რაღაცეები იყვირა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევი-თ. სამზარეულოში შესულმა გ------------მ ფანჯრიდან დაინახა როგორ გამოვარდა ბინიდან გ-----------ი, მივარდა ხ---------ს ავტომანქანას, ემბლემა მოაგლიჯა, შემდეგ წინა საქარე მინას ურტყა. დაუძახეს ფანჯრიდან - მოშორდი მანქანას, რას აკეთებო, დ-----მა პოლიცი- გამოიძახა. მოწმის განმარტებით, 2014 წლის ივლისში, ღამით, მცირეწლოვან შვილთან ერთად შევიდა სადარბაზოში და აპირებდა ბინაში ასვლას. სრული-დ შემთხვევით შეხვდნენ გ-----------ს, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა. დაუთმო გზა, გაატარა და დაიწყო ბავშვთან ერთად კიბეებზე ასვლა, რა დროსაც მოულოდნელად ზურგში იგრძნო დარტყმა და მოესმა გ-----------ის ყვირილი, რომლიც უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა მასაც და მის პატარა შვილსაც. ბავშვი ხელში აიყვანა და ცდილობდა ბინაში სწრაფად ასვლას, რომ თავი დაეღწი- გ-----------ის აგრესიისგან, თუმცა ის არ მოეშვა, უკან მისდევდა შეურაცხმყოფელი შეძახილებით. დედამ და მეზობლებმა გაიგონეს ყვირილი, გამოვიდნენ სადარბაზოში, ბავშვი გამოართვეს, როგორც იქნა შეასწრო სახლში და პოლიცი- გამოიძახა. პოლიციის ორი თანამშრომელი მალევე მივიდა გამოძახებაზე, მოუყვა მათ მომხდარის შესახებ. პოლიციელები გ-----------ის ბინასთან მივიდნენ და დაუკაკუნეს, თუმცა ის კარს არ აღებდა, პოლიციელებმა აუხსნეს ვინ იყვნენ და სთხოვეს კარის გაღება, გ------მა კარი გააღო, ამ დროს სახლიდან პატარა ლეკვი გამოიქცა, გ------ი მას გაეკიდა ეზოში და პოლიციელებიც მას მიყვნენ. ამის შემდეგ უკვე ეზოში განვითარდა მოვლენები. პოლიციის თანამშრომლები მშვიდად ესაუბრებოდნენ გ-----------ს, მან კი ყვირილი დაიწყო, ლანძღავდა მათ, დაგხოცავთო, ემუქრებოდა. პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ თუ არ დამშვიდდებოდა და კვლავ განაგრძობდა არაადექვატურ ქცევას, გადაიყვანდნენ განყოფილებაში. ამის შემდეგ უფრო გაღიზი-ნდა, თავს დაესხა პოლიციელებს, ურტყამდა მათ, ჩაებღაუჭა და ერთ-ერთს პერანგის სამხრეები დაახი-, ქვები ესროლა მათაც და პოლიციელების მანქანასაც. ძლივს შეძლო ორმა მამაკაცმა მისი შებოჭვა და მანქანაში ჩასმა, შემდეგ სხვა პოლიციელებიც მოვიდნენ. გ------ი მანქანაშიც არ ისვენებდა, ყვიროდა და მანქანიდან გადმოხტომას ცდილობდა.
იგიგვე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი--- ი------ამ.
მოწმის სახით დაკითხული ზ--- ტ----------ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ----------- ქ. N55/23, ბინა N4-ში. ბრალდებული გ-----------ი მეზობელი-, თუმცა მასთან ურთიერთობას ყველა მეზობელი ერიდება, რადგან აგრესული-. 2014 წლის ივლისის თვე იყო, როდესაც სადარბაზოდან ხმაური შემოესმა, მიხვდა, რომ რომელიმე მეზობელს შველა სჭირდებოდა გ-----------ისგან, გავიდა სადარბაზოში და დაინახა როგორ მისდევდა ს-----–--ა გ------------ს გ------ გ-----------ი ლანძღვა-გინებით, თან ხელს ურტყამდა. გ------------ ბავშვით ხელში ცდილობდა გაქცეოდა მას, შეასწრო სახლში და კარი დაკეტა, თუმცა გ-----------ი არ დაწყნარდა, კარზე უბრახუნებდა გარედან და ყვიროდა, გ------------მ პოლიცი- გამოიძახა. მალე მოვიდა პოლიციის ორი თანამშრომელი, საცხოვრებელი ბინის ეზოში, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ დაეწყნარებინათ გ-----------ი, რომელიც უკვე მათ მიმართ გამოხატავდა აგრესი-ს, უყვიროდა, ლანძღავდა, ქვებს სროდა, ერთ-ერთს პოლიციელს ფორმა შემოახი-, მანქანას, რომლითაც პოლიციელები მოვიდნენ, ქვა ესროლა და მინა ჩაუმტვრი-. შემდეგ პოლიციელების მეორე მანქანაც მოვიდა, გ-----------ი მანქანაში ჩასვეს, პოლიციელებმა კი რაღაცის წერა დაიწყეს. გ-----------ი მანქანაშიც არ მშვიდდებოდა, ორივე მხრიდან პოლიციელები დაუსხდნენ და ისე წაიყვანეს, მანქანა ქანაობით მიდიოდა, ცხადი იყო, რომ გ------ი მანქანაშიც აგრძელებდა იგივეს. თავად პოლიციის თანამშრომლებს არც ერთ მომენტში გ-----------ის მიმართ არ გადაუჭარბები-თ ძალისთვის, არ მიუყენები-თ ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ დამშვიდებას ცდილობდნენ და იგერიებდნენ მის შემოტევებს.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველო პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მ-----– ა--–--ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 15 ივლისს პოლიციის თანამშრომლების ი-----–- ტ----ის და მ--–---- დ-------ის მიერ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა მათ მიერ ბრალდებულის სახით გ------ გ-----------ის დაკავებას, გავიდა დაკავების ადგილას, შეადგინა დაკავების ოქმი. დაკავებული გ-----------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხული ზ---- ს-----ის ჩვენების მუშაობდა აჭარის და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის ცვლის უფროსად. 2014 წლის 15 ივლისის ღამით იზოლატორში მოსათავსებლად მიიყვანეს დაკავებული გ------ გ-----------ი, რომელსაც გარეგნული დათვალიერებისას აღენიშნებოდა ორივე ხელის მაჯაზე, მკლავზე, მხრებზე, ლოყაზე მცირე ნაკაწრები და სიწითლეები. დაკავებულმა განმარტა, რომ ეს დაზი-ნებები მიიღო დაკავების პროცესში. ს-----ემ შეადგინა დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და ასახა მასში ეს დაზი-ნებები.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ა------- ხ----------ას ჩვენების თანახმად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ----------- ქ. N55/23, ბინა N3-ში, პირველ სართულზე. დაახლოებით 5-6 წელი- მათ კორპუსში დასახლდა ბრალდებული გ------ გ-----------ი, რომელმაც აუტანელი გახადა მეზობელის ყოფა, სრული-დ უმიზეზოდ ჩხუბობს, ქვებს ისვრის, იფურთხება. 2016 წლის 25 აპრილს, შუადღისას, სახლში მეუღლესთან ერთად მყოფს კარზე ბრახუნი მოესმა. მეუღლემ კარი გააღო, კართან იდგა გ-----------ი, რომლიც ყვიროდა და ხელებს იქნევდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ი---- ხ----------ას. მივიდა მათთან, შუაში ჩადგა და ცდილობდა დაემშვიდებინა გ------ი, თუმცა ვერაფერს გახდა, ის კვლავ აგრძელებდა უმიზეზო ლანძღვას, უცებ გაიქცა ზემოთ, კიბეზე, წამებში უკანვე მობრუნდა ხის ფიცრით ხელში და დაიწყო მისი მოქნევა ხ----------ების მისამართით. ფიცარი მარჯვენა ხელზე დაარტყა ა-------ს, რაც ძალი-ნ ეტკინა, თუმცა მოახერხა და ფიცარი ხელიდან წაართვა გ------ს, მეუღლეს კი პოლიცი- გამოაძახებინა. მალე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გ-----------ი განყოფილებაში წაიყვანეს. ხ----------მა კი პოლიკლინიკას მი-შურა, აღმოჩნდა რომ თითი ამოვარდნილი ჰქონდა და საჭირო გახდა თაბაშირის დადება. მომხდარის შემდეგ გ-----------ის ქცევა არ შეცვლილა, ის დღემდე აგრესიული- ყველა მეზობლის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხული ი---- ხ----------ას ჩვენების თანახმად. იგი არის დაზარალებული ა------- ხ----------ის მეუღლე. 2016 წლის 25 აპრილს შუადღის საათებში მათი საცხოვრებელი ბინის კარზე გაისმა ბრახუნი. გააღო კარი, კართან მეზობელი გ------ გ-----------ი იდგა და ყვიროდა, ილანძღებოდა უწმაწური სიტყვებით, იფურთხებოდა. ა-------ც მივიდა კართან, რა ხდებაო გ------ს კითხა, თუმცა ეს უკანასკნელი არ ჩერდებოდა, ისტერიულად აგრძელებდა ლანძღვას. უცებ გაიქცა ზემოთ და მაშინვე ჩამობრუნდა უკან ხის ფიცრით ხელში, დაიწყო მისი მოქნევა და მარჯვენა ხელში ჩაარტყა ა-------ს, რომელმაც მაინც მოახერხა და წაართვა ხელიდან ეს ფიცარი, ცოლს კი უთხრა პოლიცი-ში დაერეკა. ძალი-ნ მალე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გ------ი განყოფილებაში წაიყვანეს, ხ----------ებმა კი პოლიკლინიკას მი-კითხეს, რადგან ა-------ს ძალი-ნ აწუხებდა ტრავმა. აღმოჩნდა რომ მარჯვენა ხელის ნეკა თითი ამოვარდნილი ჰქონდა და თაბაშირში ჩაუსვეს.
მოწმის სახით დაკითხული ი- ფუტკარაძის ჩვენების თანახმად, გ-----------ის და ხ----------ების მეზობლად ცხოვრობს მ----------- N55/23-ში. 2016 წლის აპრილის თვეში მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სადარბაზოში შეესწრო ხ----------ებსა და გ-----------ს შორის ინციდენტს, კერძოდ, ხ----------ების ბინის კართან დაინახა როგორ ეჩხუბებოდა ა-------ს და ი----ს გ-----------ი, რომელსაც ხელში ხის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა და ცდილობდა მათთვის დაერტყა. მოახერხა კიდეც, ხელზე დაარტყა ა-------ს, კიდევ ცდილობდა დარტყმას, თუმცა ა-------მ მისი წართმევა მოახერხა, რის შემდეგ გროგორი-ნი ეზოში გაიქცა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23-ში მდებარე მრავალსართული-ნი საცხოვრებელი სახლის ეზოში პირველ სადარბაზოსთან მდგარ მოვერცხლისფრო ფერის ”ოპელის” მარკის ავტომანქანას, სახ. №------- , დაზი-ნებული აქვს წინა საქარე მინა, მისი შუა ნაწილი არის გატეხილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, მ----------- ქუჩა №55/23-ში მდებარე მრავალსართული-ნი საცხოვრებელი სახლის ეზოში პირველ სადარბაზოსთან მდგარ მოწითალო-მოშინდისფრო ფერის ავტომანქანას ”მერსედესის” მარკის, სახ. W------, დაზი-ნებული აქვს წინა საქარე მინა, მოტეხილი აქვს მარკის აღმნიშვნელი ემბლემა.
2014 წლის 16 ივლისის N----- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--–---- დ-------ის ავტომანქანის წინა საქარე მინის ღირებულება განისაზღვრა 110 ლარით, სარემონტო - აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 50 ლარით. სულ ზი-ნის ოდენობამ შეადგინა 160 ლარი.
2015 წლის 22 ი-ნვრის N---- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- ხ---------ს ავტომანქანის წინა საქარე მინის ღირებულება 100 ლარით, ხოლო ავტომობილის სამარკო ემბლემის ღირებულება 10 ლარით განისაზღვა. სარემონტო - აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 50 ლარით. სულ ზი-ნის ოდენობამ შეადგინა 160 ლარი.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ------ გ-----------ი დაკავებულ იქნა 2014 წლის 15 ივლისს 00:46 საათზე მ----------- ქუჩა N55/23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში პოლიციის თანამშრომლების მიმართ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე.
2014 წლის 15 ივლისით დათარიღებული დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერებული იქნა მოწმე ი-----–- ტ----ის მიერ წარმოდგენილი პოლიციის ფორმის პერანგი, რომელიც არის ლურჯი ფერის, ორივე მხრის არეში აღენიშნება დაზი-ნებები, მოგლეჯილი- სამხრეები.
2014 წლის 16 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სამხრეზე და პერანგზე არსებული დაზი-ნებები არის წყვეტის, რღვევის და ხევის სახით, წარმოქმნილი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით , რომელიც შედგენილი- 2014 წლის 15 ივლისს, 03:45 საათზე, დასტურდება, რომ გარეგნული დათვალიერებისას გ-----------ს აღენიშნებოდა ორივე ხელის მაჯაზე, მკლავზე, მხრებზე, ლოყაზე მცირე ნაკაწრები და სიწითლეები.
საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2016 წლის 11 მაისის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდი-თ, დასტურდება, რომ ა------- ხ----------მა იმავე დღეს - 2016 წლის 25 აპრილს მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, დაესვა დი-გნოზი: მარჯვენა მტევნის V თითის საფრჩხილე ფალანგის ამოვარდნილობა. დაზი-ნება მიყენებული- რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას გ------ გ-----------ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ გ------ გ----------- მიერ ჩადენილი ქმედებით სახეზე იქნებოდა სსკ-ის 187-ე მუხლის დისპოზიცი- - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ან განადგურების ისეთი შემთხვევა, როდესაც სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან უშუალოდ ნივთის ღირებულება, რომელიც დაზიანდა ან განადგურდა, უნდა აღემატებოდეს 150 ლარს.
სააპელაციო პალატა შესაბამისად ვერ გაზიარებს დაცვის მხარის აპელაცი-ს მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლი-. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზი-რებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასი-თი და ზომა, სამართლი-ნობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლი-ნი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------ გ-----------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლი-ნი- და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ------ გ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---- პ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------ ა-----–-- ასული გ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 19 ი-ნვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ------ ა-----–-- ასული გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ გ-----------ს დანაშაულთა
ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი)ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2014 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 21 ივლისამდე და 2016 წლის 29 მაისიდან 2016 წლის 31 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------ გ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, დ----- გ------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება - პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე