განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.02.2019
საქმის ნომერი
330310015725715
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
23.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

B

საქმე №3ბ/2047-15

საქმე № 330310015725715

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 თ------ალი, 2016 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი- მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- უ------

 

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ----- უ------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- N--- ბრძანება, ნ----- უ------სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მისი ბათილად ცნობის დღიდან; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე - ნ----- უ------სათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1 ნ----- უ------ს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და მის სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

2.2 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის #307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 01 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელე ნ----- უ------მ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსარჩელე დაიბადა 1----–--–----------–------------–-- 1--- წელს გადავიდა ს------ში, 1--- წლამდე. 1--- წელს დაქორწინდა ჩ-------–---ს რაიონში მცხოვრებ პირზე - ა-------–- ყ--–-----ზე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად და 1--- წლიდან ცხოვრობს ჩ-------–---ს რაიონში.

 

2.3 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- №--- ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 2----------

№------------ მოხსენებითი ბარათი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმ ფაქტს, რომ პირს იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (იხ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თ-------–-- განჩინება ბს-1227-1213(კ–11).

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ არასწორად მიწოდებული წერილობითი ახსნა-განმარტება და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ს ადმინისტრაციული ერთეულიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მოქალაქე ნ----- უ------ 1--- წლიდან 1--- წლამდე არ ცხოვრობდა სოფელ ხ------ში. ამდენად, არსებული სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 1----იანი წლების მოვლენებამდე, არა ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის III თავით. რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალები და მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის არ არის საკმარისი, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 1----იანი წლების მოვლენებამდე არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ ჩ-------–---ს რაიონი წარმოადგენდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ს------ის, სოფ. შ-----–--ის ქ. 8-, ბინა 3- შექმნილი ვითარების გამო იძულებით დატოვა.

 

2.6 სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 1------------- წერილით, ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 2---------–-----–---ა და ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------დან სასამართლოს მიერ გამოთხოვლი ინფორმაციით დგინდება, რომ მოსარჩელე 1--- წლიდან 1--- წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8-. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმეთა წერილობითი ახსნა - განმარტებები (იხ. ს.ფ. 99-101) რომელთა განმარტებით, მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8--ში. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას, რადგან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა არა ჩ-------–---ს რაიონი, არამედ ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8-.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- ბრძანება N--- მოსარჩელე ნ----- უ------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.

 

2.7 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სახეზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- N--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აბსოლუტური და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1 აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადაო საკითხი. აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას. აპელანტმა მიიცნია, რომ სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებები, ასევე მის მიერ წარმოდგენილი თითოეული დოკუმენტი.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე წარმოადგენდნს ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროისათვის. ნ----- უ------ არ წარმოადგენდნს ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელს, არამედ ის მოცემულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ჩადიოდა პერიოდულად. თუ გავიზიარებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით, მაშინ ყველა ის პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროებით, კონკრეტული მოვალეობის შესრულების მიზნით (სასწავლებლად, სამუშაოდ, მივლინებით, ხანგძლივად სამკურნალოდ და სხვა) იყო გარკვეული პერიოდი გადაადგილებული, უნდა მივიჩნიოთ რომ აღნიშნული ტერიტორია მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო და მივანიჭოთ დევნილის სტატუსი მოსარჩელის მსგავსად, რომელმაც ს------ში 1----1--- წწ. გაატარა, მის მიერვე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. კანონის ამგვარი განმარტება არასწორად მიინია სამინისტრომ, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა თაობაზე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას მთავარ საფუძვლად დაუდო და უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 2------------- წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ ნ----- უ------ 1----იან წლებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა მოცემულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. აპელანტს მიაჩნია, რომ აბსოლიტურად არალოგიკური და გაუგებარია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით, როდესაც ეს ინფორმაცია ნამდვილად არ ადასტურებს ნ----- უ------ს მუდმივად ცხოვრების ფაქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ინფორმაციის საპირწონედ საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული წარმოების დროს თავად ნ----- უ------ს მიერ გაკეთებული და დადასტურებული ფაქტი 1--- წლიდან ჩ-------–---ს რაიონში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია მის დაოჯახებასთან. მესამე პირი, მის მიერ სასამართლოში გაკეთებული ახსნა-განმარტებით, ასევე მხარს უჭერს სამინისტროს პოზიციას ნ----- უ------ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რასაც ამყარებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 2------------------------- წერილით, რომლის თანახმად ნ----- უ------ს საბოლოო რეგისტრაციის ფაქტი 1----იან წლებამდე ფიქსირდება 1--- წელს ჩ-------–---ს რაიონში. მოცემული გარემოებების საპირწონედ ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის ზემოხსენებულ წერილზე მითითება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელშიც საერთოდ არ არის განმარტებები გაკეთებული როგორ, რის საფუძველზე მიიღეს მოცემული ინფორმაცია, რა გარემოებები გამოიკვლიეს ადმინისტრაციული წარმოების დროს, არასაკმარისია მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადგენად და იმის მისაჩნევად, რომ პირი იყო ს------ის მუდმივი მაცხოვრებელი 1----იანი წლების მოვლენებამდე, მითუმეტეს, როდესაც საქმეში არსებობს ამ გარემოების საწინააღმდეგო ზემოხსენებული ინფორმაცია.

 

3.2. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ნ----- უ------ დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 1--- წლიდან. მის ფაქტიურ და იურიდიულ საცხოვრებელ მისამართად დევნილობამდე პერიოდში, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, დაფიქსირებული იყო ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. N8-, ბინა N--.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის N307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 1აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის დროს, უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიერ ეჭვი იქნა შეტანილი მისთვის მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის კანონიერებაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე. ნ----- უ------ს საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ნ----- უ------ 1----იანი წლის მოვლენებამდე ფაქტიურად არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ დაუტოვებია იძულებით, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო). ნ----- უ------სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გამოიცა მინისტრის 2--- წლის 1- თ-------–-- N--- ბრძანება.

 

მთავარი გარემოება, რასაც სამინისტრო დაეყრდნო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, იყო თავად ნ----- უ------ს მიერ მოწოდებული წერილობითი ახსნა-განმარტება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე 1----იანი წლების მოვლენების დროისათვის. კერძოდ, თავად მოსარჩელის განმარტებით, ის დაიბადა 1----–--–----------–------------–-- 1--- წელს გადავიდა ს------ში 1--- წლამდე. 1--- წელს, მისი განცხადებით დაოჯახდა, დაქორწინდა ჩ-------–---ს რაიონში მცხოვრებ პირზე - ა-------–- ყ--–-----ზე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად. მისივე განცხადებით 1--- წლიდან ცხოვრობს ჩ-------–---ს რაიონში.

 

სამინისტროს მიერ სადაო არ გამხდარა, ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ვინაიდან განმცხადებელმა თავად დაადასტურა პირადი წერილობითი ახსნა განმარტებითა და მასზე ხელმოწერით, რომ 1----იანი წლებისათვის არ წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მუდმივ მაცხოვრებელს, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გახდა მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის კანონიერი საფუძველი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „რეგისტრაციის დროს, თუ არსებოს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის ან/და სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანი გადამოწმება.“ მოცემული სამართლებრივი ნორმის თანახმად სამინიტროს ჰქონდა უფლებამოსილება რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე შეეტანა ეჭვი ნ----- უ------სათვის მინიჭებული დევნილის სტატუსის კანონიერებაში და გადაემოწმებინა სტატუსის მინიჭების საფუძვლები. შესაბამისად სამინისტროს ქმედება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმების თაობაზე კანონიერია.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, 1-ლი პუნქტის თანახმად „იძულებით გადაადგილებლ პირად დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ან/და ადამიანის უფლელბების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.“ მოცემულ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმასთან, რომლის თანახმადაც იმპერატრიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც ნ----- უ------ს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისივე მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, არ წარმოადგენდა ქ. ს------ი და თავისთავად ნ----- უ------ არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა იგი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და ახსნილი არ არის, სადაოდ გამხდარი აქტი (ან მისი ნაწილი) მოსარჩელის რომელ კანონიერ უფლებას ან ინტერესს აყენებს უშუალო ზიანს ან მის რომელ უფლებას ზღუდავს უკანონოდ.

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი,მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, "1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2.დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს". მოსარჩელის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს." შესაბამისად მითითება, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე არის დაუსაბუთებელი _ არ შეესაბამება რეალობას.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ". მოცემულ ნორმასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.4. ნ----- უ------ს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და მის სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის #307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 01 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელე ნ----- უ------მ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსარჩელე დაიბადა 1----–--–----------–------------–-- 1--- წელს გადავიდა ს------ში, 1--- წლამდე. 1--- წელს დაქორწინდა ჩ-------–---ს რაიონში მცხოვრებ პირზე - ა-------–- ყ--–-----ზე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად და 1--- წლიდან ცხოვრობს ჩ-------–---ს რაიონში.

 

4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- №--- ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 2---------- №------------ მოხსენებითი ბარათი.

 

4.7. საქმეში წარმოდგენილია ს------ის ს---------------–-------------------------------------------–--––----–-----–-------- დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ნ----- უ------ სწავლობდა ს------ში მდებარე აღნიშნულ ინსტიტუტში 1---------–ლებში და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 198- წლის 0--------–-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს მხოლოდ შემდეგს:

 

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც საგულისხმოა, რომ კანონმდებელი იყენებს ცნებას ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” და არა ,,რეგისტრაციის ადგილი” ან ,,საცხოვრებელი ადგილი” და ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან იგი გამომდინარეობს სწორედ აღნიშნული კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის არსიდან. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დავას განსახილველ შემთხვევაში სწორედ ნ----- უ------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს.

 

4.14. დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის III თავით. რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.

 

4.15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ----- უ------ს სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მოქმედებაც შეწყდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- N--- ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 20---–-–----------------- განცხადებით 1--- წელს გათხოვდა ჩ-------–---ში და გათხოვების შემდეგ ცხოვრობდა აღნიშნულ რაიონში. ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა, რადგან მოპასუხის აზრით მოსარჩელე გათხოვებიდან 1--- წლამდე ცხოვრობდა ჩ-------–---ს რაიონში.

 

4.16. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ს ადმინისტრაციული ერთეულიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მოქალაქე ნ----- უ------ 1--- წლიდან 1--- წლამდე არ ცხოვრობდა სოფელ ხ------ში. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მასალები და მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის არ არის საკმარისი, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 1----იანი წლების მოვლენებამდე არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ ჩ-------–---ს რაიონი წარმოადგენდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ს------ის, სოფ. შ-----–--ის ქ. 8-, ბინა 3- შექმნილი ვითარების გამო იძულებით დატოვა.

 

4.1-. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უტყუარად ვერ დგინდება დევნილის სტატუსი ჩამორთმევის საფუძვლის არსებობა, ამ სტატუსის არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიღების გამო, ვინაიდან ნ----- უ------ს განმარტებიდან, მოწმეთა ჩვენებებიდან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან საპირისპირო გარემოებები იკვეთება.

 

4.18. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ს------ის ს---------------–-------------------------------------------–--––----–-----–-------- დიპლომზე, რომელიც ადასტურებს, რომ ნ----- უ------ სწავლობდა ს------ში მდებარე აღნიშნულ ინსტიტუტში 1---------–ლებში და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 198- წლის 0--------–-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. ამდენად, აპელანტის ვარაუდი, რომ ნ----- უ------ 1--- წლიდან 1--- წლამდე ცხოვრობდა ცხოროწყუს რაიონში არ შესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.19. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 1------------- წერილით, ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 2---------–-----–---ა და ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------დან სასამართლოს მიერ გამოთხოვლი ინფორმაციით დგინდება, რომ მოსარჩელე 1--- წლიდან 1--- წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8-. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმეთა წერილობითი ახსნა - განმარტებები (იხ. ს.ფ. 99-101) რომელთა განმარტებით, მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8--ში. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას, რადგან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა არა ჩ-------–---ს რაიონი, არამედ ქ. ს------ი, შ-----–--ის ქ. #8-.

 

4.20. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- თ-------–-- ბრძანება N--- მოსარჩელე ნ----- უ------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1 ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი - ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები : მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი