განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
140100119002868101
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN140100119002868101

საქმე №1ბ/852-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნა----------–--ს

მსჯავრდებულის: გი----------–--–---–-ს

ადვოკატის: ეკ-------------–-----–---–-ს

 

მონაწილეობით,გ------ რაიონული პროკურორის მოადგილის მო--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გი---------–-----------------–--–---–-ს მიმართ, დაბადებული 20---–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პ/N 5----------- არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ------ რაიონის სოფელ ო-----–--–ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით, გი----------------–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა-მისად, არასრულწლოვან გი----------–--–---–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი;

გი------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 იანვრიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით.

გი----------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 27 იანვარს, გვიანი ღამის საათებში, გი----------–--–---–მა და გი-------------–-–---–მა უკანონოდ შეაღწიეს ქალაქ გ----–------------–------------ ე.წ. “ს--------------------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ირ--------------ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ცდილობდნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ფულად თანხას და საკვებ პროდუქტებს, რა დროსაც მათ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წაასწრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რის გამოც გი----------–--–---–მა და გი------------–-–---–მა ვეღარ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა. მათი ქმედებებით დაზარალებულ ირ-------------ს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ რაიონული პროკურორის მოადგილემ მო--------------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. გი----------–--–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეეების: ირ--------------ს, ი-----–--------------------------------–---------–----------–----–---–--------------------------------------–------- არასრულწლოვან გი------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინების ოქმებით, გი----------–--–---–-სა და გი------------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გი----------–--–---–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბარლდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმების გათვალისწინებით, გი----------–--–---–ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი და მის მიმართ რეალურად მოსახდელი საპატიმრო სასჯელის განსზაღვრის გარეშე შესაძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ რაიონული პროკურორის მოადგილის მო--------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი-----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გი----------–--–---–ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი;

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი----------–--–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

5. გი------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 იანვრიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით;

6. გი----------–--–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროს შემდეგი მოვალეობების შესრულება:

-შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

-პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე - 20:00 საათიდან 08:00 საათამდე;

-დაევალოს ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის მკურნალობის კურსების გავლა;

-პროფესიული განათლების მიღების მიზნით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში სწავლის დაწყება;

7. პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გი----------–--–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს, გი----------–--–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------ რაიონი, სოფელი ორ---–--ი;

8.ნივთიერი მტკიცებულებების საქმეზე დართული საგნების და ნივთების საკითხი, გადაწყდეს შემდეგნაირად:

-გი----------–--–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, ბეჭედი და მობილური ტელეფონი;

- სათვალის მოსათავსებელი ყუთი და სათვალე;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სასურსათო მაღაზიიდან ამოღებული ნატურალური წვენი, სამი პაკეტი ხინკალი, საკეტი მოწყობილობა და თანხა 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარის და 80(ოთხმოცი) თეთრის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

-სუნის ნიმუშები, ხელის კვლები და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი