განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
120100119002822535
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002822535

საქმე №1ბ/653-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის

ადვოკატის: ზ---------------ის

მსჯავრდებულის: ა-----–---–-----ის, ა---------–-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–----–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ რეგისტრირებულის: ბ------------------------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით; ა---------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ რეგისტრირებულის: ბ-----------------------------------------–----------------- დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 120-ე მუხლით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით:

 

ა-----–---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ’ ’და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ა---------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (05.12.2018 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----–---–-----ემ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-----–---–-----ემ ა---------–-----ესთან ერთად 2018 წლის 5 დეკემბერს დაახლოებით 15:00 საათზე ბ--------------------------------------–--------–-------------- ეზოში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გ---------------–-----–--–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ--------–--–---ს მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში, რამოდენიმეჯერ მუჭი და ჯოხი გადაარტყა ზურგზე, რამაც გ---------------–-----–--–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ორივე მათგანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. ა----------–------მ გ--------–--–---ს მარჯვენა მუჭი დაარტა სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი ზურგის, თავის, კისრისა და მარჯვენა ბეჭის არეში, შემდეგ ფიცრის ნაჭერი ესროლა თავის არეში რითაც გ--------–--–---მ მიიღო დაზიანება, თავის არეში ჭრილობა, რამაც გ--------–--–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

ა---------–-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა---------–-----ემ ა-----–---–-----ესთან ერთად 2018 წლის 5 დეკემბერს დაახლოებით 15:00 საათზე ბ-------------------------------------–----------–--------------- ეზოში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გ---------------–-----–--–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ--------–--–---ს მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში, რამოდენიმეჯერ მუჭი და ჯოხი დარტყა სხეულისა და თავის სხადასხვა ნაწილში, ხოლო მ--–-----–--–---ს ჯოხი დაარტყა ზურგზე, რამაც გ---------------–-----–--–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ორივე მათგანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. ა----------–------მ გ---------–--–---ს მარჯვენა მუჭი დაარტა სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი ზურგის, თავის, კისრისა და მარჯვენა ბეჭის არეში, ფიცრის ნაჭერი ესროლა თავის არეში, რითაც გ--------–--–---მ მიიღო სხეულის დაზიანება, თავის არეში ჭრილობა. რამაც გ--------–--–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს ა---------–-----ეს და ა-----–---–-----ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან მათთვის სასჯელი, - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-----ის და ა-----–---–-----ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ა---------–-----ის და ა-----–---–-----ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტოცხრილთან ერთად, გ---------------–-----–--–-----ის, ა------ და ა-----–---–-----ეების, გ----------------–---–--------------–--–--–---–---–------------------–--–---–-----–--–-----------–---–-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულებისათვის ჯარიმის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებათა განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მათ, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს დამნაშავის დასჯა, არამედ, სასჯელის ერთ-ერთ მიზნად მიჩნეულია სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა კი თავის თავში გულისხმობს დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ა-----–---–-----ემ და ა---------–-----ემ თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა-----–---–-----ემ და ა---------–-----ემ სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მათ უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-----–---–-----ის და ა---------–-----ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულთა სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი ა-----–---–-----ის და ა---------–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო მათთვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----–---–-----ის და ა---------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი ა-----–---–-----ის და ა---------–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.

 

ა-----–----–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა2000ლარისოდენობით.

 

ა---------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (05.12.2018 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა-----–----–-----ის და ა------ ბ-–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებული.

 

გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 2000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი ა-----–---–-----ე (პ/ნ 1----------- თანხა გადახდილია 2019 წლის 24 იანვარს საქართველოს ბანკში) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი ა---------–-----ე (პ-------------- თანხა გადახდილი იქნა 2019 წლის 24 იანვარს საქართველოს ბანკში) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ხის ჯოხი და მუქი ფერის ლამინატის ფიცრის ნატეხი, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ჯარიმის გადახდის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, კონტროლს განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი