განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001215534
№1/ბ-100-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ----- ჭ------ის
მსჯავრდებულის - ქ----- ი-------ის
ადვოკატის - პ----- ბ---–----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ----- ვ-–--------ის ძე ი-------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. პირადი ნომერი: 6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაღლაკონი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ქ----- ი-------ემ ჩაიდინა მოხელის მიერ ფულის მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, კერძოდ:
2012 წლის 01 აგვისტოს N01-05/38(65) ბრძანებით ქ----- ი-------ე, აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 07 დეკემბერს N55 დადგენილებით დამტკიცებული "აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქ/პუნქტის შესაბამისად დაინიშნა სსიპ "ა--------------------------–------–---------------------------------–--–---------–---–ის (რეინჯერი) თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.
მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ხე-ტყის დაცვა უკანონო ჭრისგან და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირების განხორციელება.
2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი ქ----- ი-------ე რამდენჯერმე შეხვდა თავის ნაცნობს ი-----–ი ი-----ას. საუბარში ქ----- ი-------ემ ი-----–ი ი-----ას აუხსნა, რომ იგი არის ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი და დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სამსახურეობრივ ფუნქციას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის დაცვა და გამოვლენილ სამართალდარღვევაზე რეაგირების განხორციელება. მიუხედავად აღნიშნულისა მან გამოთქვა მზადყოფნა მასზედ, რომ ქრთამის სახით ფულის გადახდის შემთხვევაში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დაამზადებს დიდი რაოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს და აღნიშნული უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის მიზნით გამოწერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს წაბლის ჯიშის საშეშე მერქანზე, აგრეთვე აღნიშნულ სამართალდარღვევისათვის არ მიიღებს სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან გადასცემს ი-----–ი ი-----ას. დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისათვის და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ ქ----- ი-------ემ ქრთამის სახით მოითხოვა 4500 ლარი, საიდანაც 500 ლარი მისთვის გადაცემა მოითხოვა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 4000 ლარის გადახდა სამასალე მერქნის ი-----–ი ი-----ასთვის გადაცემის შემდგომ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ქ----- ი-------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით ქ----- ი-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლინაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია).
ქ----- ი-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1.000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ, ქ----- ი-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ქ----- ი-------ის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად მიიჩნია, რომ ქ----- ი-------ემ მოსთხოვა და მიიღოფული ფული ი-----–ი ი-----ასაგან, მისთვის სასარგებლო ქმედების განხორციელების პირობით, მაგრამ ამ ქმედებას არ თვლის ქრთამის აღებად, არამედ თვლის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. რომელი დასკვნის საფუძველსაც აძლევს ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმად ქ----- ი-------ე მოითხოვს 500 ლარს მუშებისთვის.
ბრალდების მხარე თვლის, რომ ზემოაღნიშნული არის სასამართლოს ინტერპრეტაცია. ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში და სააღრიცხვო ბარათში არსად არ არის საუბარი იმაზე, რომ ქ----- ი-------ის მიერ მოთხოვნილი 500 ლარი განკუთვნილი იყო მუშებისათვის.
დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ქ----- ი-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს საქმეში არსებული მტკიცებულებები (ქ----- ი-------ის დაკითხვის ოქმი, ი-----–ი ი-----ას დაკითხვის ოქმები, ვ-–-------- მ----–--ის დაკითხვის ოქმი, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის 2012 წლის 01 აგვისტოს N01-05/38(65) ბრძანება, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩრეკის ოქმი, ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათი და საქმეში არსებული მტკიცებულებებით) მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა პირს შეერაცხოს ბრალად წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად დანაშაულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–ი ი-----ა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა მას შემდეგ, რაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ქ----- ი-------ის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
ბრალდების მხარე ქ----- ი-------ეს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ მან (მოხელემ) პირდაპირ მოითხოვა და მიიღო ფული, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ი-----–ი ი-----ას სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება - მიეწოდებინა სამასალე მერქანი.
პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რათა პირს ბრალად შეერაცხოს წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ ქ----- ი-------ემ მოსთხოვა და მიიღო ფული ი-----–ი ი-----ასგან მისთვის "სასარგებლო ქმედების" განხორციელების პირობით, მაგრამ ეს ქმედება არის არა ქრთამის აღება, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამორჩენის მიღების მიზნით, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა-თვის მიღებული დასკვნის საფუძველი გახდა საქმეში არსებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სააღრიცხვო ბართი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ითხოვს ქ----- ი-------ე თანხას 500 (ხუთასი) ლარამდე და იქვე ამბობს, რომ ხსენებული თანხა მას ესაჭიროება მერქნის დამზადებაზე სამი დღის განმავლობაში მომუშავე მუშებისათვის და ასევე საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტების გაფორმებისათვის.
პალატა განსაკუთრებით ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ მიუხედავად ქ----- ი-------ის თანამშრომლობისა, გამოძიება არც კი დაინტერესებულა მსჯავრდებულის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე: არ გამოუკითხავთ ზემოთნახსენები მერქნის დამამუშავებელი პირები და არ დაინტერესებულან იმ ადგილით - არსებობდა თუ არა ხსენებული წაბლის ჯიშის მერქანი მითითებულ ტერიტორიაზე და სინამდვილეში მიმდინარეობდა თუ არა მისი დამზადების პროცედურები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდაოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ, არ არის საკმარისი და ვერ გამოდგება მსჯავრდებულ ქ----- ი-------ის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების დასადასტურებლად.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ქ----- ი-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია).
ქ----- ი-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ, ქ----- ი-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით , სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
ქ----- ი-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული მ-----------------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ს----ის ქუჩა N4, ბინა N3 (ზონა - ბათუმი 0---------------------------–---------------------------------------) - 28.000 (ოცდარვაათასი ათასი) ლარის წილს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის ამსახველი ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
- ქ----- ი-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 500 ლარი - ხუთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე