განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
110100117002184158
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-125-2018 წელი

№110100117002184158

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

26 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ----- ს-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

დ----- ს-----–--ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ზ------------------------------–-–----–------ში, მსჯავრდებუ-ლია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვ-ლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მა 120 (ასოცი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

დ----- ს-----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზ-რახ მსუბუქი ხარისხის დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყა-როში, თ----- ნ--------ის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში, განაწყენების ნიადაგზე, ამავე სოფელში მცხოვრებმა დ----- ს-----–--ემ მუშტი დაარტყა სახის არეში თ----- ნ--------ეს და წააქცია ძირს, რის შემდეგაც დ----- ს-----–--ემ განაგრძო რა თ----- ნ--------ის ცემა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი ამ უკანასკნელს სახისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედებით თ----- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშ-ლით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს დ----- ს-----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულ თ----- ნ--------ესთან და არ აქვს ანაზღაურებული მისთვის მიყენებული ზიანი. დ. ს-----–--ემ ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა თ----- ნ--------ეს. რად-გან დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული, არ-სებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი. დ. ს-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულის ხსაიათს, სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ დ----- ს-----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- ს-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ----- ს-----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღ-ნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და დ----- ს-----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალა-ტას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშა-ულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დ----- ს-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

დ----- ს-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

დ----- ს-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დ----- ს-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძ-ველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით; ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა-ზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრ-დებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ნივთმტკიცებები – თ----- ნ--------ის ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის სვიტერი და შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ნაცრისფერი ზოლებით, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიო-ნულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ----- ნ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ;

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქუდი, რო-მელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განა-დგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili