განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
010100117002234566
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-130-2018 წელი,№010100117002234566

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

18 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----–--- წ---------ს,ადვოკატის – პ----- ბ---–----ის,მსჯავრდებულის – გ------- კ------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ------- კ------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- კ------–---–ი, დაბადებული 2----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, არასრული-საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნა-სამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. თ---–--–-------------------------------ში, მსჯავრდე-ბულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლი-ლი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- კ------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისა და ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ------- კ------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, გამოსაყენებლად ვარგისი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის „პსმ“ სისტემის უნომრო პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა ქ. ბათუმში და რომელიც ამოღებული იქნა 2017 წლის 30 ივლისს მისი პირადი ჩხრეკის დროს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრეს პროკურორმა ა----–--- წ---------მ, მსჯავრდებულმა გ------- კ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ.

პროკურორი ა----–--- წ--------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- კ------–----–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- კ------–---–ი თავიდან არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი.

აპელანტი გ------- კ------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გ------- კ------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას ჯარიმით, რასც ასაბუთებენ იმ მოტივრებით, რომ გ------- კ------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, იგი დასაქმებულია და გააჩნია შემოსავალი, შესაბამი-სად მას ჰქონდა ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა. იგი დაკავების მომენტიდან აღიარებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, იგი არის საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- კ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს პ----- ბ---–----ეს, რომლებიც ითხოვენ გ------- კ------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯე-ლის შეცვლას ჯარიმით.

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელიც ითხოვს გ------- კ------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრ-დებულ გ------- კ------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალი-ფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწი-ლით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- კ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ------- კ------–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომ დანაშაუ-ლის ჩადენის დროს ის იყო არასრულწლოვანი, ასევე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგი, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და გ------- კ------–---–ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სას-ჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ან სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი გ------- კ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივ-რები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- კ------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- კ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღ-ვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც არასრულ-წლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეუმ-ცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არა-სრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთ-ვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სას-ჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- კ------–---–ს სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- კ------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 30 ივლისიდან 2017 წლის 05 სექტემბრამდე.

გ------- კ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინების საფუძველ-ზე დადებული ყადაღა ლ---–- კ------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძ-რავი ქონების, მდებარე – ქ. თ---–-----–------------------------------ში (ზონა -------–------, სექტორი -------–---------, კვარტალი ----, ნაკვეთი ---------, კოდი -----------, საკადასტრო კოდი -----------------------------) – 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩე-ნის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულ გ------- კ------–---–ის ყოფაქცევაზე კონ-ტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს, რო-მელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამარ-თლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili