განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
060100117002223290
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-187-2018 წელი

№060100117002223290

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

19 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ------ გ---–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ------ გ---–--ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ს-----------------------------–----–---------ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ზ------ გ---–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.

– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვილიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ზ------ გ---–--ემ, საყოფაცხოვრე-ბო საკითხებზე წარმოშობილი განაწყენებისას, ს------------------------------–---–----------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელი ხელზე დარტყა და ფრჩხილებით ხელზე ჩამოკაწრა დედას ლ------ გ---–--ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზი-კური ტკივილი.

2017 წლის 14 ნოემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, ზ------ გ---–--ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი განაწყენებისას, ს------------------------------–---–---------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელი ხელზე დაარტყა და ფრჩხილებით ხელ-ზე ჩამოკაწრა დედა ლ------ გ---–--ეს, რის შემდეგაც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპო-ბით, კერძოდ ცეცხლში დაწვით. აღნიშნულით ლ------ გ---–--ეს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ--- გ--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ------ გ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ სასამართლომ არასწორი და ცალმხრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ნ--- ა------ემ, მ------- ტ--–----ემ, მ------ ტ--–----ემ და გ--------- ხ------მ აჩვენეს, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს საღამოს საათებში გაიგონეს, რომ ლ------ გ---–--ე ხმამაღლა ყვირო-და და და შველას ითხოვდა. ამბობდა, რომ მისმა შვილმა ზ------ გ---–--ემ ცემა. მას ხელზე მართლაც აღენიშნებოდა სილურჯე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახ-მად ლ------ გ---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინაღმდეგებიან დად-გენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერ-ტმა შ----- თ------ემ მოწმის სახით დაკითხვისას. გამომძიებელმა დ----- ფ--–----მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა,რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულმა ლ------- გ---–--ემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ზ------ გ---–--ის მხრიდან მასზე გან-ხორციელებული ძალადობის შესახებ.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ზ------ გ---–--ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე მ------- ტ--–----ემ პირველი ინსტანციის სასამაპრთლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ლ------ და ზ------ გ---–--ეები ცხოვრობენ მის მეზობლად. 2017 წლის 14 ნოემბერს, სახლში ყოფნისას გაიგონა კივილი. როდესაც მივიდა ნახა, რომ ლ. გ---–--ე კიოდა ზ. გ---–--ე კი მას აწყნარებდა, თუმცა ლ------ უფრო უმატებდა კივილს და მის-კენაც კი გაიწია. იძახდა მიშველეთ მკლავსო, თუმცა არავის სახელს არ აბობდა. შემდეგ იქ მივიდნენ მისი მეუღლე და სხვა მეზობლებიც. იგი შეეცადა გასაუბრებოდა და დაემ-შვიდებინა ლ. გ---–--ე და აჰყვა მას ზემოთ, თუმცა ლ------მ არაფერზე უპასუხა და უთ-ხრა, რომ მათი საქმე არ იყო და გადასულიყვნენ გადაღმა. მას ლ. გ---–--ისათვის დაზია-ნება არ შეუნიშნავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ ტ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ზ------ გ---–--ის მე-ზობლად. 2017 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე გაიგონა კივილის ხმა. როდესაც მივიდა ნახა რომ ლ------ გ---–---ე კიოდა ხელი დამარ-ტყაო. ზ. გ----–--ეც იქ იყო, თუმცა არაფერს ცუდს არ აკეთებდა. ლ. გ---–--ე ამბობდა ამ წუთას დამარტყაო. ხელზე გალურჯებული ეტყობოდა, არ გავდა იმწუთს დარტყ-მულს. მას ცემის ფაქტი არ უნახავს. იქ ასევე მივიდნენ ნ--- ა------ე და გ--------- ხ------.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--------- ხ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, დახლოებით საღმოს ცხრა-ათ საათზე გაიგონა ყვირილი. გამოიხედა დაინახა, რომ ლ. გ---–--ე იდგა ქუჩაში და ყვიროდა მიშველეთო. დაახლოებით 20 წუთში მიდია ლ. გ---–--ესთან ზ. გ---–--ეც იქ იყო, ასევე მეზობლებიც. ლ. გ---–--ესთან არ უსაუბ-რია. გაიგო რომ თქვა ზ--------მ მცემაო. ლ. გ---–--ისათვის დაზიანება არ შეუნიშნავს და ასეთი ფაქტის შესახებ ადრე არაფერი გაუგია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- ა------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, დაახ-ლოებით საღამოს 8-9 საათზე სახლში ყოფნისას შემოესმა ლ------ გ---–--ის ყვირილის ხმა მიშველეთო. როდესაც იქ მივიდა ლ. გ---–--ემ მას უთხრა, რომ ზ--------მ სცემა და აჩვენა სიშავე ხელზე. როდის სცემა ზ. გ---–--ემ არ უკითხავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტარციის სასამართ-ლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ გამომძიებელ მ. დ---–-–---–ის დად-გენილების საფუძველზე ჩაატარა ლ. გ---–--ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სხეულის დათვალიერებით ლ. გ---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ასახა შესაბა-მის დასკვნაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დ----- ფ--–----მ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს პოლიციაში გამოცხადდა ლ------ გ---–--ე და განაცხადა, რომ შვილმა ზ. გ---–--ემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. მან გამოკითხა ლ.გ---–--ე, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ზ. გ---–--ე ემუქრებოდა მოკვლით. დაათ-ვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა ზ. გ---–--ის შვილი. თავად ზ. გ---–--ე დააკავეს 8 დღის შემდეგ, რომელმაც უარყო ცემის ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- უ------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ვ---- თ---------ესთნ ერთად ზ------ გ---–--ე დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქუტირში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვე-ვის ადგილი მდებარეობს ს------------------------------–---–---------ში და წარმოადგენს ლ------ გ---–--ის საცხოვრებელ სახლს. სახლი არის ერთსართულიანი კაპიტალურად ნასენები ე.წ. ბელეტაჟის სახლი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე პირ-მა ლ------ გ---–--ემ მიუთითა სახლის უკანა ნაწილზე სამზარეულო ოთახში სადაც მას ჯამრთელობის დაზიანებები მიაყენა მისმა შვილმა ზ------ გ---–--ემ. შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების დროს საქმისათვის მშვნელობის მქონე ნივთი ან საგანი ამოღე-ბული ვერ იქნა.

(ს.ფ. 3-8)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგე-ნილია, რომ 15.11.17წ. 02:57 03:14 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ლ------ გ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სის-ხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთების სახით სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზა-ცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მო-უშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თა-რიღს.

(ს.ფ. 15–17)

დაზარალებულმა ლ------ გ---–--ემ და არასრულწლოვანმა მოწმე ს--- გ---–--ემ პირ-ველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ისარგებლეს მათთვის საპროცესო კო-დექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის – ზ------ გე--–---ის მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრუ-ლად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სა-სამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა და ექსპერტის დაკითხვის ოქმი, მაშინ, როცა არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას. სააპელაციო პა-ლატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ არის უტყუარად დადასტურებული, რომ ლ------ გ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზ------ გ---–--ის ქმედებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალ-დებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი ზ------ გ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ზ------ გ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ზ------ გ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ------ გ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მო-ეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ---- მ-----–--ის (პირადი ნომე-რი 1----------) საკუთრებაში არსებულ, ვ---ს მუნიციპალიტეტის, სოფელი შ-------ში მდებარე უძრავ ქონებას (ზონა 3---------------------------–------------------------------------) – 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულე-ბიდან ერთი თვის ვადაში

განემარტოს გამართლებულ ზ------ გ---–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili