განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-209-2018 წელი
№110100118002301973
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
4 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- ბ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- ბ------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---------–--------------------–-------–----–ში, მსჯავრ-დებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და შეფარდებული აქვს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ბ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ხ---------–--------------------–------–----–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ბ------ე არასრულწლოვანი დისშვილების ა-----– და ა-------- ი------–----–ების თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნ------- ბ------ეს. ამავე დროს ი-----–- ბ------ემ, სათვალე და საფერფლე ესროლა ნ------- ბ------ეს, რო-მელსაც ნასროლი ნივთები არ მოხვდა. ამის შემდეგ, ი-----–- ბ------ე ცდილობდა ტე-ლევიზორის ხელში აღებას, რა დროსაც თ-- ბ------ე შეეცადა მის შეჩერებას, რის გამოც, განაწყენებულმა ი-----–- ბ------ემ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავებზე დას – თ-- ბ------ეს. დის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ნ------- ბ------ემ უსაყვედურა ი-----–- ბ------ეს, რის შემდეგაც, ი-----–- ბ------ემ, განაწყენების ნიადაგ-ზე ხელი მოუჭირა კისერში ნ------- ბ------ეს, რა დროსაც თ-- ბ------ე შეეცადა ი-----–- ბ------ის დაწყნარებას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა, ხელი დაარტყა კისერში თ-- ბ------ეს. აღნიშნული ქმედებებით თ-- ბ------ემ და ნ------- ბ------ემ გა-ნიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-----–- ბ------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სას-ჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაი-თვალისწინა ი-----–- ბ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამო-წვეული შედეგი. მან არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მია-ყენა დედას. ი-----–- ბ------ის მიმართ წარსულში გამოყენებული იყო შემაკავებელი ორდერი, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი და-ნაშაულის თავიდან აცილების მყარი გარანტი. ი-----–- ბ------ისათვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- ბ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ბ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–- ბ------ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლო-ბის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვა-ლისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ი-----–- ბ------ეს შეუფარდა საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებ-ლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარ-დებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით და-ნიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი ი-----–- ბ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- ბ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ბ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდნ, 2018 წლის 26 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ი-----–- ბ------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით;
ი-----–- ბ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესა-ბამისად, გაუქმდეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის №--------- განჩინებით გ------- ბ------ის (პ/ნ 5----------), თ-- ბ------ის (პ/ნ 5----------), ი-----–- ბ------ის (პ/ნ 5----------), მ------- ბ------ის (პ/ნ 5----------) და ნ------- ბ------ის (პ/ნ 5----------) საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე და-დებული ყადაღა (მდებარე: ხ---------–-------------------–-------–----–-, საკადასტრო კოდით N------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სათვალე და საფერფლე, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმარ-თველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის აუდი ჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili