განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
100100118002345090
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-247-2018 წელი

№100100118002345090

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ---- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ---- გ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------------------–------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამო-საცდელი ვადით;

aRwerilobiTi nawili:

ზ---- გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 19 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდ-ში ჭ----------------–----–----------------–------ში მცხოვრებმა ზ---- გ--------ემ, ოჯახუ-რი ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფეხმძიმე მეუღლეს მ------ მ------–---–ს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც მ------ მ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ფ-------- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. ზ---- გ--------ის მიერ ჩადენილია ოჯახური ძალადობა ორსული მეუღლის მიმართ და არსებობს მის მიერ მო-მავალში ახალი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საშიშროება. ზ---- გ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მსჯავრ-დებულის პიროვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავ-რდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ---- გ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---- გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ---- გ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზა-რალებულს, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. სასამართლოს მიერ გათვალისწი-ნებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერ-ხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ზ---- გ--------ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯე-ლი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრ-დებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სას-ჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი ზ---- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ---- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ---- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთ-ვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზ---- გ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო – 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 13 თებერვლის ჩათვლით – 06 (ექვსი) დღე;

მსჯავრდებულ ზ---- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის №--------–- განჩინებით, ჭ----------------------------–---–--ში მდებარე, ა------ მოდება-ძის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა ს-------------------------–----------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 1945.00 კვ/მეტრი) დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრო-ბაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელ-თა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ზ---- გ--------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili