განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
050100115001206256
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-245-2018 წელი

№050100115001206256

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – შ----- ჩ----ის,ადვოკატის – გ------- დ---–-–---–ის,მსჯავრდებულის – ი----- ი--–----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე გა-ნიხილა ი----- ი--–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი----- ი--–----ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ლ----------------------------–-----------–-ში, მსჯავრდებულია (დაუს-წრებლად) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი----- ი--–----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუ-მენტის გამოყენებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 01 ნოემბერს, ო------------------–----–---------------------ში, ი----- ი--–----მა, რომელიც მართავდა „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით A---------, საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა ყალბი მართვის მოწმობა №------------.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი----- ი--–----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა გ------ დ---–-–---–მა, რომლებიც ითხოვენ ი----- ი--–----ის მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტვირებით, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების დ----- გ--------ის, მ------ შ------ისა და ლ----- ა----–--ის ჩვენე-ბების ანალიზი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ იძლევა ცალ-სახა და კატეგორიულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ი----- ი--–----მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული კანონსაწინააღმდეგო ქმედება. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ი----- ი--–----ის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით მოპოვებული ვერ იქნა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ი----- ი--–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გი-ორგი დ---–-–---–ს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვენ ი----- იალ-დინის მიმართ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის შეფარდებას, შემდეგ კი მის შემცირებას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ შ----- ჩ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განა-ჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩი-ვარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა ი------ ი--–----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და სადაოდ არ გაუხდია საქმეში არსებული მტკიცებულე-ბები.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ი----- ი--–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- ი--–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი----- ი--–----მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, აგრეთვე გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადე-ნის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ი----- ი--–----ს განესაზღვროს ისეთი სახის სასჯელი, რაც არ იქნება დაკავ-შირებული თავისუფლების აღკვეთასთან და რომლითაც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება და მას უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი----- ი--–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასა-მართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ი----- ი--–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯა-რიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდე-ნობით.

ი----- ი--–----ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე.

ი----- ი--–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცება – დათვალიერების ოქმით ამოღებული მართვის მოწმობა №------------, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili