განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100118002679192
საქმე №1ბ/625-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნაზ----------–---–-ს
ადვოკატების: გე-–--------ს, სო------------–---, თამ----------–--–---–-ს
მსჯავრდებულის: შა-–---–--–---–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ შა-–---–--–---–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გე-–--------ს და სო------------–--- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შა-–---–--–---–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ----------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით, შა-–---–--–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის და 1(ერთი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–- სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 სექტემბრიდან.
შ--–---–--–---–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, დ------------–--------------------------ში მდებარე სახლთან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შა-–---–--–---–---–-ა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე ოჯახის წევრს - მამას - სი-----–--–---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელზე განაწყენებულმა ცულის გამოყენებით განზრახ დააზიანა სი-----–--–---–---–ის კუთვნილი „--------------------------------------- ავტომანქანის 320 ლარის ღირებულების საქარე მინები, კერძოდ, წინა საქარე მინა, წინა მარჯვენა კარის მოძრავი და სტაციონარული (ფიგურული) მინა, შუა კარის მინა, მარჯვენა გვერდის დიდი ზომის მინა, მარცხენა კარის მოძრავი მინა და მარცხენა გვერდის დიდი ზომის ორი ცალი მინა, რითაც აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით მამას, სი-----–--–---–---–ს მიაყენა 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შა-–---–--–---–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს შა-–---–--–---–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომანქანა შეძენილი იყო შა-–---–--–---–---–-ს დედის - და-–-----------------ს კუთვნილი თანხით ოჯახის საერთო სარგებლობისათვის. ავტომანქანა დოკუმენტურად არ წარმოადგენდა სი-----–--–---–---–ის საკუთრებას. გამოძიების მიერ ვერ იქნა დადგენილი ავტომანქანის მესაკუთრე, რომელიც თუნდაც ზეპირსიტყვიერად მაინც დაადასტურებდა, რომ მან საკუთრების უფლება გადასცა ვინმეს. რაც შეეხება მოწმე თე---------------------ს, მან განმარტა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებით გარიგების დადების პროცედურებში სი-----–--–---–---–თან ერთად მონაწილეობდა შა-–---–--–---–---–-, რომელმაც შეძენისას ტექნიკურად შეამოწმა იგი. დაზიანებული ავტომანქანის ოჯახის საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაადასტურა მოწმე თე--------------–-–---–--ც. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, რომ შა-–---–--–---–---–-ა დააზიანა სხვისი საკუთრება. ასევე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შა-–---–--–---–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის განზრახვა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ასევე, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: თ---------------–-–---–------------------------------------------–---–---------------–----------------------------–---–-----–-------------–---–---------------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნიმუშს აღების ოქმით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტთა ჩვენებებით და ნივთიერი მტკიცებულებებით, ასევე, თავად მსჯავრდებულის განმარტებით უტყუარად დგინდება, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს, შა-–---–--–---–---–-ა ნაჯახის გამოყენებით დააზიანა „-------------------------ის მარკის ავტომანქანა სახ. №-------- რითაც გამოიწვია 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კანონმდებლის მიერ ხაზგასმითაა მითითებული, რომ ნივთის დაზიანებამ ან განადგურებამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ გამოიწვიოს, ნივთი უნდა იყო სხვისი. განსახილველი დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია, როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე დამნაშავე შეიძლება მოქმედებდეს არაპირდაპირი განზრახვით, როდესაც მას არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება ასეთ შედეგს. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, იგი შეიძლება იყო შურისძიება, წყენა და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შა-–---–--–---–---–-ს მიერ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა არა მხოლოდ სი-----–--–---–---–ის, არამედ თავად ბრალდებულის საკუთრებასაც და შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი - სხვისი ქონება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თე--------------–-–---–-- დაადასტურა, რომ შა-–---–--–---–---–-ს მიერ 2018 წლის 9 სექტემბერს დაზიანებული „ფ--------------------“ მარკის მიკროავტობუსი ეკუთვნის სი-----–--–---–---–ს, რომელიც პირადად მან იყიდა თე--------------------ნ და წლების განმავლობაში თვითონ სარგებლობდა. ავტომანქანას ყოველთვის მართავდა სი-----–--–---–---–ი და შა-–---–--–---–---–- არასოდეს უნახავს მის საჭესთან. სი-----–--–---–---–ი შვილიშვილების სკოლაში წასაყვანად და სხვა საოჯახო საქმეებისთვის იყენებდა ავტომობილს. მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც იგი უთითებს ავტომანქანის ოჯახის კუთვნილებაზე, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულში იგულისხმება სი-----–--–---–---–ის მიერ ავტომანქანის გამოყენება ოჯახის საჭიროებისამებრ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თე-----------------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 4-5 წლის უკან დაბა თ------–- მცხოვრები ბა------–--–------–-–---–-----ნ შეიძინა „ფ--------------------- მარკის, ლ------- ფერის ავტომანქანა, თუმცა მისი რეგისტრაცია მოწმის სახელზე არ მომხდარა. ავტომანქანა თავად ბა------–--–------–-–---–-ს სახელზე არ იყო რეგისტრირებული და ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით ავტომანქანის შეძენისას სავალდებულო არ არის ახალი მესაკუთრის სახელზე მისი აღრიცხვა, ამიტომ შეძენისას ავტომანქანა მას თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია. ბა------–--–------–-–---–-ა ავტომობილის ტექნიკური პასპორტი გადასცა მას. შეძენიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა თე-----------------მ 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარად მიჰყიდა დაბა თ------–- მცხოვრებ სი-----–--–---–---–ს. მოწმემ ნათლად განმარტა, რომ სი-----–--–---–---–ი პირადად მივიდა მასთან და პირადად მოურიგდა ავტომანქანის საფასურზე. სი------–--–---–---–ს მან უთხრა, რომ ავტომანქანა მის სახელზე არ იყო დარეგისტრირებული და შეძენილი ჰქონდა ბა------–--–------–-–---–-----ნ. ასევე, განუმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო მოენახა ბა------–--–------–-–---–-, რომელიც დაეხმარებოდა მანქანის მის სახელზე გაფორმებაში, მაგრამ ამის სურვილი სი-----–--–---–---–ს არ გამოუთქვამს. მოგვიანებით სი------–--–---–---–ის ოჯახის წევრებიც იყვნენ მისულები ავტომანქანის სანახავად, როგორც ახსოვს შა-–---–--–---–---–-ც იყო მისული, თუმცა თანხა პირადად სი-----–--–---–---–მა გადაუხადა და ავტომანქანაც მას გაატანა. ფულის გადაცემის და ავტომანქანის წაყვანის მომენტში შალ---–--–---–---–-ს მათთან ყოფნის ფაქტი მოწმეს არ ახსოვს; ახსოვს, რომ იმ მომენტში მასთან იყო სი-----–--–---–---–ი. ამ უკანასკნელს გადასცა მან ავტომანქანის პასპორტიც. ამის შემდეგ მოწმე ავტომანქანას დაბა თ------–- ხედავდა პერიოდულად, რომელსაც ყოველ ჯერზე მართავდა სი-----–--–---–---–ი.
თიანეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ი--------------–---–-----–-------------–---–---------------------–---–-- დაადასტურეს, რომ როგორც დაზარალებულმა სი-----–--–---–---–მა მათთან განცხადების მიმართვის შემდეგ და ასევე, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას განმარტა, „-------------------------ის მარკის ავტომანქანა იყო სწორედ მისი კუთვნილება და მისმა შვილმა დაუზიანა კუთვნილი ავტომანქანის მინები, რომლის უფლებაც მას არ ჰქონდა. მოწმე იუ------------–---–-ა ასევე დაადასტრუა, რომ როდესაც სი-----–--–---–---–ი გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში და დაწერა განცხადება ავტომანქანის დაზიანების თაობაზე, მან ჰკითხა შ--–---–--–---–---–-აც ხომ არ გააჩნდა საკუთრების უფლება აღნიშნულ ავტომანქანაზე, რაზეც სი-----–--–---–---–მა განუმარტა, რომ ავტომანქანა იყო მისი შეძენილი, მას ეკუთვნოდა მხოლოდ და მის შვილს მისი ნებართვის გარეშე ავტომანქანით სარგებლობის უფლება არ გააჩნდა. ლე------------–---–მა და იო-----------–---–მა კი დაადასტურეს, რომ ავტომანქანით სარგებლობისას დანახული ჰყავთ მხოლოდ სი-----–--–---–---–ი და მის საჭესთან შა-–---–--–---–---–- არასოდეს უნახავთ. როგორც ლე------------–---–ისათვის ცნობილია, ბრალდებულს მართვის მოწმობაც არ აქვს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სი-----–--–---–---–ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პირი „ჰ---–------“ მარკის ა/მანქანით, სახ. ნომრით „V------“-ით გაემგზავრნენ დაბა თ------–-, თ---------------------ში. სი-----–--–---–---–ის მითითებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლთან გამავალ გზაზე, სადაც სი-----–--–---–---–ის განმარტებით გაჩერებული ჰყავდა მისი კუთვნილი ფ-------------------- მარკის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით „O-------, რომლის მინებიც, მთლიანობაში 8 ცალი მინა, ჩაუმსხვრია შვილმა შა-–---–--–---–---–-ა ხის ტარიანი ცულით. სი-----–--–---–---–მა ექსპერიმენტის მონაწილეებს ასევე მიუთითა ა/მანქანის დგომის ადგილზე, სადაც მიწაზე ყრია უსწორმასწორო კიდეებიანი მინის ნამსხვრევები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა სი-----–--–---–---–ის საკუთრებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებული სი-----–--–---–---–ი ნათლად უთითებს, რომ სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა შა-–---–--–---–---–-ა. აღნიშნული მტკიცებულებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ავტომანქანის სი-----–--–---–---–ის საკუთრებაში არსებობის შესახებ სრულ შესაბამისობაშია მოწმეების თე-----------------ს და თე---------------–-–---–-ს ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ავტომანქანით სი-----–--–---–---–ი სარგებლობდა. მათ შორის საოჯახო საქმეებისთვის იყენებდა ავტომობილს დაზარალებული, თუმცა მოწმეები არ გულისხმობენ, რომ ავტომობილი იყო ოჯახის ყველა წევრის საკუთრება. როგორც მათ განმარტეს, შა-–---–--–---–---–- ავტომანქანით არ სარგებლობდა. ამასთან, თე-----------------მ მხარეთა კითხვაზე არაერთხელ დაადასტურა, რომ იგი ავტომობილის ფასზე მოურიგდა, ავტომანქანა თავისი პასპორტით გადასცა და მისი ღირებულება გამოართვა სი-----–--–---–---–ს.
ამდენად, პალატის მიერ ვერ მიიჩნევა სარწმუნოდ დაცვის მხარის მსჯელობა, რომ ბრალდებულის მიერ დაზიანებული ავტომანქანა წარმოადგენდა სი------–--–---–---–ისა და შა-–---–--–---–---–-ს საერთო საკუთრებას. დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით აშკარაა, რომ „-------------------------ის მარკის ავტომანქანა, სახ. №-------- იყო მხოლოდდამხოლოდ სი-----–--–---–---–ის საკუთრებაში და ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე მასზე არანარი უფლება არ გააჩნდა ბრალდებულ შ--–---–--–---–---–-.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ავტომანქანის მესაკუთრე, რომელიც დაადასტურებდა რომ მან ნამდვილად გადასცა ვინმეს საკუთრების უფლება, აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება წინააღმდეგობაში მოდის თავად დაცვის მხარის ვერსიასთან, რომლის თანახმადაც, ავტომანქანა იყო როგორც სი-----–--–---–---–ის, ასევე შა-–---–--–---–---–-ს საკუთრებაში. პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება საკითხს, თუ ოფიციალურად ვინ იყო დარეგისტრირებული დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრედ, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა სი-----–--–---–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში. ამ უკანასკნელმა გადაიხადა შეძენისას ავტომანქანის ღირებულება და თვითონ ეწეოდა მის ექსპლუატაციას.
გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, დაზარალებულ სი-----–--–---–---–ის ნოტარიულად დამტკიცებულ განცხადებაზე, სადაც ის მიუთითებს, რომ მის შვილთან, შა-–---–--–---–---–---ნ არანაირი პრეტენზია არ გაჩნია და არც მომავალში არ ექნება მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, რა დროსაც მან დააზიანა „ ჩემი კუთვნილი ავტომობილი“.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითაც კი დასტურდება, რომ დაზიანებული ავტომანქანა წარმოადგენდა დაზარალებულის და არა ერთობლივ საკუთრებას, რაც თავის მხრივ ადასტურებს აპელანტი პოზიციის დაუსაბუთებლობას.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შა-–---–--–---–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შა-–---–--–---–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შა-–---–--–---–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. შა-–---–--–---–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით და 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–- სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 სექტემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ შა-–---–--–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის ლაქები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტარგატეხილი ცული, შა-–---–--–---–---–-ს სისხლის ნიმუში, რომლებიც დალუქული სახით ინახება თ---------–- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
- ერთი ცალი „DVD” დისკი, დალუქული 01 პაკეტად, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
- ავტომანქანა „F----------------------“, სახ. №-------- რომელიც განთავსებულია თ---------–- რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სი-----–--–---–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი