განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-271-2018 წელი
№100100118002294526
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
31 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ----- ნ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ----- ნ------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------–----–----------------–------------ში, მსჯავრდებუ-ლია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით დანიშნული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
დ----- ნ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე ჭ----------------–----–----------------–------------ში, საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ნ------ემ, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ--- ვ-–--ეს წლების განმავ-ლობაში აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას და გაღიზიანებული იყო ხსენებულ დღეს მეუღლისაგან მიღებული შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, ხელის გამოყენებით ცემა მას სახის და თავის არეში, რის შედეგადაც მ--- ვ-–--ეს განუვი-თარდა სისხლნაჟღენთები და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად; დ-----ი ნ------ის ძალადობრივი ქმედებებით მ--- ვ-–--ემ ფიზიკური ტკი-ვილი განიცადა და გამოიწვია ტანჯვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს დ----- ნ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რაც არ იქნება პირობით ჩათვლილი. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ----- ნ------ის ქცევა არის იმპულსური და არაკონტროლირებადი, რასაც სამომავლოდ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგიც მოჰყვეს. დ-----ი ნ------ის მიმართ და-ნიშნული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმე-დების სიმძიმის პროპორციული. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერ-კეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩა-დენა და მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა დ----- ნ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ დ----- ნ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- ნ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----- ნ------ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქო-ნეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მი-ზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დ----- ნ------ეს შეუფარდა თავი-სუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეე-საბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დ----- ნ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a:
დ----- ნ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- ნ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ დ-----ი ნ------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით – 03 (სამი) დღე;
მსჯავრდებულ დ-----ი ნ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ვ-–-------- ბ----------ეს (პ№-----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili