განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
110100118002375621
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-293-2018 წელი

№110100118002375621

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

31 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-----– დ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ა-----– დ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. თ--------–-–-----------–--------------ში, მსჯავრდებულია ზესტა-ფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-ორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლე-ბის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მა 200 (ორასი) საათის ვადით;

aRwerilobiTi nawili:

ა-----– დ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ თ--------–-–-----------–--------------ში, საკუთარ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-----– დ--------ე ეკამათებოდა მეუღლეს - ლ--–- ზ-------ეს, რომელსაც თხოვდა საძინებელ ოთახში შესვლას. ამ დროს 15 წლის მ-–---- დ--------ემ მამას - ა-----– დ--------ეს არ მისცა ლ--–- ზ-------ის საძინებელ ოთახში შეყვანის შესაძლებლობა, რის გამოც გაბრა-ზებული ა-----– დ--------ე გავიდა სახლის ეზოში. მ-–---- დ--------ე და ლ--–- ზ--------ე ა-----– დ--------ეს თხოვდნენ სახლში შესვლას, რა დროსაც ა-----– დ--------ემ წი-ნასწარი შეცნობით, არასრულწლოვან შვილს – მ-–---- დ--------ეს, რომელიც იმყოფებო-და სახლის აივანზე, სახის არეში ესროლა „ჰუავის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მას მოხვდა სახეში, ცხვირზე და მარცხენა თვალის არეში. ა-----– დ--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით, მ-–---- დ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკი-ვილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-----– დ--------ის მიმართ რეალური საპატიმრო სასჯელის შეფარდებას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. კერძოდ ა-----– დ--------ემ ძალადობრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვნის მიმართ. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცი-ლებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. ნაკლებად მკაცრი სასჯელის პირობებში რეალურად არსებობს საფრთხე იმისა, რომ ა-----– დ--------ე მომავალში ჩაიდენს ანალოგიურ დანა-შაულს. მის მიმრთ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია მსჯავრდებულის რესოციალიზაციაც.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა-----– დ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-----– დ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-----– დ--------ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგა-დოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. ოჯახში ცხოვ-რობს მეუღლესთან, 2 შვილთან, მშობლებთან ერთად და არის ოჯახის ერთადერთი მარ-ჩენალი (მეუღლე არ მუშაობს, ხოლო მშობლები პენსიონერები არიან). სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზა-ნი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ა-----– დ--------ეს შეუფარდა თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამო-საცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის სა-ფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებ-ლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებუ-ლი სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი ა-----– დ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა-----– დ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა-----– დ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

ა-----– დ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გადა-წყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა-ვალ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, განაჩენის აღსრულები-დან ერთი თვის ვადაში.

ა-----– დ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 17 თებერვლიდან, 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ა-----– დ--------ეს დაეკისროს მოვალეობა: პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორი-ენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდე-ლი ვადის განმავლობაში ა-----– დ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციე-ლება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ად-გილის მიხედვით; ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტრო-ლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები – ლ--–- ზ-------ის მიერ 112-ში განხორციე-ლებული ზარის აუდიოჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული ა-----– დ--------ის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თერჯოლის შსს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili