განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
050100118002304126
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-308-2018 წელი

№050100118002304126

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

15 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ---- ძ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ---- ძ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ო-----------------------------––---------------ში მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლე-ბის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ---- ძ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახური დანაშაულისათ-ვის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რაც სიცოცხლი-სათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრ-თელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და-ბა ნასაკირალში მცხოვრები გ---- ძ-------ე, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა თა-ვის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მამამ – ზ------ ძ-------ემ დაუწყო ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაზეც შენიშვ-ნა მისცა გ---- ძ-------ემ და სთხოვა, რომ შეეწყვიტა მათ მიმართ აგრესია. მიუხედავად გაფრთხილებისა, ზ------ ძ-------ემ კვლავ განაგრძო ოჯახის წევრების შეურაცხყოფა და მეუღლეს გ-----–- ძ-------ეს ხელი დაარტყა ხელზე, რაზეც განაწყენდა გ---- ძ-------ე და იძალადა მამაზე - ზ------ ძ-------ეზე, კერძოდ ჩაავლო ხელი, მიიზიდა მისკენ და თავი ჩაარტყა სახეში. გ---- ძ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი ზ------ ძ-------ეს განუვითარდა მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის ხაზოვანი მო-ტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა შუა მესამედში, დაჟეჟილი ჭრილობა მარცხე-ნა ყვრიმალის არეში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის და-ზიანებთა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- ძ-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა გ---- ძ-------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. გ---- ძ-------ემ ნაცვლად იმისა, რომ მშობლებს შორის კონფლიქტი განემუხტა არაძალისმიერი მეთოდებით, იმდენად დი-დი აგრესია გამოხატა მამის მიმართ, რომ მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები და აიძულა იგი გაქცეულიყო სახლიდან. გ---- ძ-------ის მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ---- ძ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---- ძ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ---- ძ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიერ გათვალისწი-ნებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით და-დგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და გ---- ძ-------ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი გ---- ძ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ---- ძ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ---- ძ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერ-თი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ---- ძ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 07 იანვრიდან 2018 წლის 10 იანვრამდე.

მსჯავრდებულ გ---- ძ-------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პა-ტიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, გ---- ძ-------ის (პირადი ნომერი 3----------) საკუთრებაში არსებულ, 2000 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურ-ნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე ო------------------–----–-------------------------–ში (სარეგისტრაციო მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა –--------------, კოდი 2--------------------------–-----------------------–------------------) და დაუბ-რუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე და 66-ე მუხლებისა და „არასა-პატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili