განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-313-2018 წელი
№080100118002245125
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ-------- ბ---------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ-------- ბ---------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ---–--------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ-------- ბ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 03 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–----------------------ში არსებულ რესტორან „ბ------–-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-------- ბ---------მ ხელი ჰკრა მ-----– ბ-----ეს, რა დროსაც მ-----– ბ-----ე დაეცა და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა მოჰყვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ-------- ბ---------მ და მისი ინტერესების დამცველმა ად-ვოკატმა ლ---- ე---–----–---–მა, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბ-------- ბ---------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებენ იმ მო-ტივირებით, რომ ბ-------- ბ--------- აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანა-შაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი ავად-მყოფი მშობლები და ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ბ-------- ბ---------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ-------- ბ---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ-------- ბ---------ს მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლო-ბის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვა-ლისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ბ-------- ბ---------ს შეუფარდა თავისუფ-ლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხა-რისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით და-ნიშნული სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი ბ-------- ბ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ-------- ბ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ-------- ბ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ბ-------- ბ---------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 18 აპრილიდან.
ბ-------- ბ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა თ------ ლ--–---–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე (ქ. თ--------–-ში საკადასტრო კოდი 3-----------.), გა-ნაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili