განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-329-2018 წელი
№010100118002283801
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------ ბ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ------ ბ----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–-----------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ------ ბ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 05 დეკემბერს, გ------ ბ----–--ემ ქ. ბ------–---------------------------ში მდე-ბარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ხე-ლების დარტყმებით თავის მეუღლეს ფ------- შ--–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყო-ფა, რის შედეგადაც ფ------- შ--–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ------ ბ----–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა გ------ ბ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, დანიშნუ-ლი სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს და პიროვნებას, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------ ბ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------ ბ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ ბ----–--ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლო-ბის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალე-ბულთან. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კო-დექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანა-შაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და გ------ ბ----–--ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პი-რობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შე-ფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი გ------ ბ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------ ბ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------ ბ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------ ბ----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 05 იანვრიდან 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით, გ------ ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გა-დახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (დასტური №---------) დაუბრუნდეს მის შემ-ტანს ე------ ბ----–--ეს (პირადი ნომერი 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის პერიოდში გ------ ბ----–-–--ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili