განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
110100118002404626
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-361-2018 წელი

№110100118002404626

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

22 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო---- გ--–-–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ო---- გ--–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---------–--------------------–------------ში, მსჯავრდებულია ზეს-ტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩათვლი-ლი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ო---- გ--–-–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 08:30 საათზე, ხ---------–--------------------–------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ო---- გ--–-–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სამ-ჯერ დაარტყა მუშტი მუცლის, კისრისა და ზურგის არეში, მეუღლეს – გ---–----- გ---–-–---–ს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო---- გ--–-–---–ის მიმართ მკაცრი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა ო---- გ--–-–----–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. კერძოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედება განახორციელა მეუღლის მიმართ, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება. ნაკლებად მკაცრი სასჯე-ლის პირობებში რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ ო---- გ--–-–---–ი მომავალში ჩაიდენს ანალოგიურ დანაშაულს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ო---- გ--–-–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ო---- გ--–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო---- გ--–-–---–ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლო-ბის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისა-ზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფ-ლიქტში კანონთან, არის 75 წლის და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (აქვს პროსტატის სიმსივნე და გადის მკურნალობას). სასამართლოს მიერ გათვალისწინებუ-ლი იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგე-ნილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ო---- გ--–-–---–ს შეუფარდა თავისუფლების აღკვე-თა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სა-უარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი ო---- გ--–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ო---- გ--–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ო---- გ--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ო---- გ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვ-ლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ო---- გ--–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტრო-ლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით;

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili