განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002119143
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-264-19 15 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ქ. ბ-------- მ----–----–-------- მ----- მ--- ჭ------ თ------ ა----–--- ვ-–- ხ--------–---–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, თ------ ა----–----------, ქ. ბ-------- მ----–----–-------- მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დამატებით, 10690,65 ლარის გადახდის დაკისრება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ქ. ბ-------- მ----–----–-------- მერიის სასარჩელო მოთხოვნა თ------ ა----–---ზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თ------ ა----–---ს, ქ. ბ-------- მ----–----–-------- მერიის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს გადახდა 1187,85 ლარის ოდენობით;
3. მხარეები განთავისუფლდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს წარმომადგენლის მითითებით, ,,თვითმმართველი ქალაქ ბ-------- ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბ-------- საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის №-- განკარგულების და 2009 წლის 18 მარტის №-- განკარგულების საფუძველზე, 2010 წლის 04 თებერვალს, ერთის მხრივ, ქ.ბ-------- მ-----სა და, მეორეს მხრივ, თ------ ა----–---ს შორის, დაიდო ,,სამუშაოთა განხორციელების დადასტურებისა და მის შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმადაც, ქ.ბ-------- მ-----მ აიღო ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ქ.ბ------–-------------–-----------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე თ------ ა----–---- სასარგებლოდ, 75 კვ.მ. ფართის მანსარდული სართულის დაშენება.
ამავე ხელშეკრულებით, თ------ ა----–---ს დაეკისრა ვალდებულება, ქ.ბ------–-------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ქ.ბ-------- მერიის მიერ, მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, ქ.ბ-------- მერიისათვის გადაეხადა ერთ კვ.მ.-ზე 200 ლარი, სულ 15000 ლარი.
ქ. ბ-------- მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული დანართით. კერძოდ, თ------ ა----–--- ვალდებული იყო:
2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1500 ლარი;
2010 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2011 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2011 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2012 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2012 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2013 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2014 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2014 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი.
2010 წლის 04 თებერვალს, ქ.ბ-------- მ-----სა და თ------ ა----–---ს შორის ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტის“ 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თ------ ა----–---- მიერ, წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბ-------- მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2010 წლის 04 თებერვალს, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დადასტურდა ქ.ბ-------- მერიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
ქ.ბ-------- მერიის საფინანსო სამსახურის მიერ, თ------ ა----–---- მიმართ გადახდილი და გადასახდელი თანხების დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ მას, ქ.ბ-------- მერიის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 15000 ლარი.
წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების მიხედვით, თ---------- ა----–---ს გადახდილი აქვს 9500 ლარი. ქ.ბ-------- მერიის წინაშე არსებულ დავალიანების დაანგარიშების საფუძველზე, ძირი თანხის სახით დასაფარ თანხას წარმოადგენს 5500 ლარი. ჯამურ დავალიანებას პირგასამტეხლოს ჩათვლით წარმოადგენს -18099.00 ლარი.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი ადასტურებს, რომ მას, შეთანხმების თანახმად, 2014 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა გადაეხადა 15000 ლარი, საიდანაც გადახდილი აქვს 9500 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 5500 ლარი, რომელსაც უმოკლეს ვადაში დაფარავს. თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისი მძიმე ავადმყოფობით.
მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას-ვადაგადაცილებულ დღეზე-0.1%-ს და მიიჩნნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან წარმოდგენილი სარჩელით არ ირკვეოდა, რამდენია პირგასამტეხლო, ან რომელი წლიდან არის დაანგარიშებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 04 თებერვალს, ერთის მხრივ, თვითმმართველი ქალაქ ბ-------- მ-----სა და მეორეს მხრივ, თ------ ა----–---ს შორის, გაფორმდა ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქის - ბ-------- ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ქ.ბ-------- მ-----მ აიღო ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბ------–-------------–---------------------ში მდებარე, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე თ------ ა----–---- სასარგებლოდ, 75 კვ.მ. საერთი ფართის მანსარდული სართულის დაშენება.
ამავე აქტით, თ------ ა----–---ს დაეკისრა ვალდებულება, ქ.ბ------–-------------–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ.ბ-------- მერიის მიერ, მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, ქ. ბ-------- მერიისათვის გადაეხადა 1 კვ.მ.-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 15000 ლარი.
ქ. ბ-------- მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული დანართით. კერძოდ, თ------ ა----–--- ვალდებული იყო:
2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1500 ლარი;
2010 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2011 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2011 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2012 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2012 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2013 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი;
2014 წლის 15 ივნისამდე - 1500 ლარი;
2014 წლის 15 დეკემბრამდე - 1500 ლარი.
2.2. 2010 წლის 04 თებერვალს გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტით“ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტის თანახმად, თ------ ა----–---- მიერ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას, ქ. ბ-------- მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.3. დადგენილია, რომ თ------ ა----–---მ დაარღვია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. კერძოდ, მის მიერ გადასახდელი 15000 ლარიდან, სასამართლოში სარჩელის წარმოდგენამდე, ანუ 2017 წლის 6 ოქტომბრამდე გადახდილი იქნა, მხოლოდ 9500 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ გადახდილი იქნა დარჩენილი-5500 ლარი.
ეს თანხები მოსარჩელის მიერ ჩაითვალა ძირი დავალიანების დაფარვაში.
შესაბამისად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის, შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს-11 878,50 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400, 417-420-ე მუხლებზე და განმარტა:
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო- ვალდებულებითი ურთიერთობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თ------ ა----–---- მიერ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ქ. ბ-------- მერიის სასარგებლოდ, ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%-ს გადახდაზე.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია თანხის გადახდის ვადები და მის მიერ, ძირი დავალიანება სრულად დაიფარა სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერი.
2.5. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ ვინაიდან, არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან, მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად, არსებობდა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
2.6. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფდა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებდა პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევდა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1 %-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა 11 878,50 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემცირება 10-ჯერ, ანუ 0,01 %-მდე და მოპასუხე თ------ ა----–---- მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო, ნაცვლად 11 878,50 ლარისა, განისაზღვრა 1187,85 ლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია, სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალქო კოდექსის 420-ე მუხლის პირობებით და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 1187,85 ლარამდე. მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაზედაც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია დადგენილ სტანდარტებთან მიმართებაში და რომ, იგი მხარეებს აყენებს არათანაზომიერ პირობებში და ქ. ბ-------- მ----- ამ ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდით მიიღებს არათანაზომიერად დიდ სარგებელს-არასწორია. სასამართლოს არ უმსჯელია და არ გაუთვალისწინებია ის რისკები, რაც ბიუჯეტმა მიიღო ამ თანხის სწრაფი და ეფექტური ამოღების შეუძლებლობის გამო. შესაბამისად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით- 10690,65 ლარის დამატებით დაკისრება გონივრულია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ.ბ-------- მ----–----–-------- მერიის სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.4.-2.6. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (ნარდობის), ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 417-420-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა. 4.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილი 5500 ლარი, მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევით, სარჩელის წარდგენის შემდგომ, რაც ჩაითვალა დავალიანების ძირ თანხაში. 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არის შეთანხმებული. 4.6 პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.8. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, გრაფიკით განსაზღვრული ნარდობის საფასურის ნაწილის - 5500 ლარის, დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ყოველდღიურად ამ თანხის 0.1%-ს, რაც ჯამურად შეადგენს 11878,50 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაკისრებული აქვს 10-ჯერ, 0.01 %-მდე შემცირებული-1187,50 ლარი. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურებულია დავალიანება ძირი თანხის ნაწილში, ამასთან არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, ზიანის წარმოშობის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (1187,50 ლარი) სრულად უზრუნველყოფს მენარდის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემკვეთს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,1 %-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს მენარდის გამდიდრებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 1187,50 ლარამდე დასაბუთებულია. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ქ.ბ-------- მ----–----–-------- მერიის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ქ.ბ-------- მ----–----–-------- მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ.ბ-------- მ----–----–-------- მ----- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბ-------- მ----–----–-------- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე