განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
040100118002288536
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-377-2018 წელი

№040100118002288536

g a n C i n e b a

saqarTvelos saxeliT

11 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ------– გ-------–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

შ------– გ-------–---ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ლ--------------–----–----------------–----–---ში, მსჯავრდებუ-ლია ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

შ------– გ-------–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 10 აგვისტოს, 22 საათზე, დ.ლ------–-----------–-----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ პირუტყვისა და ფრინველთა სადგომთან, შ------– გ-------–---მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ხ-------ს. კერ-ძოდ, სცემა მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და უკბინა მარცხენა ხელის მტევანზე. შ------– გ-------–---ის ქმედების შედეგად, მ------ ხ-------მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაა-საჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ------– გ-------–---ის მიმართ შეფარდებული განაჩენის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის მქონეა და წინა საქმეზეც დაზა-რალებული ისევ მ------ ხ-------ი იყო, მის მიერ არ არის ანაზღაურებული დაზარალე-ბულზე მიყენებული ფიზიკური ზიანი. შ------– გ-------–---ისათვის შეფარდებული ჯა-რიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ შ------– გ-------–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ------– გ-------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გა-რემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბა-მისად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნა-წილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება და-ინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ით-ვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გა-რემოებებს, კერძოდ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონიმიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.....

სასამართლო სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს შ------– გ-------–---ის წარსულ ნასამართლობას. იგი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 120-ე მუხლით, იგივე პირის – მ------ ხ-------ის მიმართ და მაშინაც შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ------– გ-------–---ისათვის დანიშნულმა ნაკლებად მკაცრმა სასჯელმა ვერ უზრუნ-ველყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელება, რის გამოც მიიჩნევს, რომ მას უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ შ------– გ-------–---ი აღიარებს და ინა-ნიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შ------– გ-------–---ს უნდა ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

შ------– გ-------–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

შ------– გ-------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

შ------– გ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

პირობითი მსჯავრის პერიოდში, შ------– გ-------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლის გან-ხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, შ------– გ--------–---ს დაეკისროს მოვალეობად არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრო-ბაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili