განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-373-2018 წელი
№050100118002411116
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
12 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ----- კ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ----- კ------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ო--------------------–------------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაი-ონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ლ----- კ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბერში ო-----------------–----–----------------–-----------ში მცხოვრებ-მა ლ----- კ------ემ ცოლად შეირთო ქ.ო----------–----------------------ში მცხოვრები ხ-------- გ--------ე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში ლ----- კ------ე მასთან არა-რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------- გ--------ეს, ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანო-ბის საბაბით არ აძლევდა უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელე-ფონით და ესარგებლა სოციალური ქსელით, ამასთან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, რითაც აყენებდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 23:45 საათზე ქ. ო----------–----------ის ქუჩაზე ლ------ კ------ემ განაწყენებულმა იმით, რომ ხ------- გ--------ემ უარი უთხრა მასთან საც-ხოვრებელ სახლში დარჩენაზე, ჯერ შეურაცხყო და დაამცირა იგი, ხოლო შემდეგ კი იძალადა მასზე, კერძოდ პირზე ააფარა ხელი და ასევე ხელი დაარტყა მარცხენა მკლავ-ზე, რის შემდეგაც ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელიდან გასტაცა კუთვნი-ლი მობილური ტელეფონი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ლ----- კ------ის მხრი-დან განხორციელებული ქმედების შედეგად კი ხ------- გ--------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ----- კ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა ლ----- კ------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. იგი არის ალკოჰოლური სას-მელის აქტიური მომხმარებელი, არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილება აქვს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ, ასეთი პიროვნების მიმართ დანიშნული პი-რობითი სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ----- კ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ----- კ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ----- კ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწი-ნებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერ-ხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ლ----- კ------ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი ლ----- კ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ----- კ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ----- კ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ----- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
ლ----- კ------ეს პირობითი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პა-ტიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 10 მაისამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების და „არასაპატიმ-რო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესა-ბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება – „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინა-ხება დაზარალებულ ხ------- გ--------ესთან, დარჩეს მის საკუთრებაში, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili