განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-768-2018 წელი
№820100118002606508
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
28 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქ უთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ------ თ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ------ თ----------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–-–--------ებში (სოფ. ხ--–----------), მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომ-ბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
თ------ თ----------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოს-პობის და ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გა-უჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 12 სათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში, თ------ თ----------ემ მის საქმიანობასთან დაკავშირებით ურთიერთშე-ლაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობითა და ნავის დაზიანებით დაემუქრა ა-–---------- ს--------–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვ-ლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ------ თ----------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიღიო თ------ თ----------ის პიროვნული მახასიათებლები, რომ ის არ არის კანონ-მროჩილი. მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ ქვეყანაში მიიღო მასიური ხასიათი.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ------ თ----------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ------ თ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ თ-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ თ------- თ----------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის წარსულში ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ასევე გა-ითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალის-წინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხა-სიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მი-ზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩე-ნით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი თ------ თ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ------ თ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რა-იონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ------ თ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
თ------ თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გა-უქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა 1000 (ათასი) ლარი, დაუბრუნდეს გირაოს შემ-ტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili