განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
050100118002589361
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002589361

საქმე №1/ბ-616-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ნ--------ი, 2018წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - რ----- შ----ის,მსჯავრდებულის - ზ---- ა----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- ვ-–-- ძე ა----–---–ის მიმართ,დაბადებული: 197- წლის 2- ნ--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ც----–------ი,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ა----–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ---- ა----–---–ი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი ზ---- ა----–---–ი, 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 05 ივლისამდე დროის შუალედში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც----–------ში, საცხოვრებელ სახლში და საცხოვრებელი სახლის გარეთ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას, უმიზეზოდ, სისტემატიურად შეურაცხყოფდა დედას - ზ----ა ა----–---–ს და მამას - ვ-–- ა----–---–ს, მოიხსენიებდა მათ უდიერად, ლანძღავდა აუგი სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით. აღნიშნულით, დაზარალებულები განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას და დამცირებას. 2018 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე ზ---- ა----–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეზობლებსა და მშობლებს. ზ---- ა----–---–ის დაწყნარების და უფრო მძიმე შედეგის თავიდან არიდების მიზნით, დედამ - ზ----ა ა----–---–მა და მამამ - ვ-–- ა----–---–მა გადაწყვიტეს დახმარებისათვის მობილური ტელეფონით დაკავშირებოდნენ სამართალდამცავებს. აღნიშნულით კიდევ უფრო გაღიზიანდა ზ---- ა----–---–ი და ჯერ ქუჩაში, ხოლო შემდეგ სახლში, მშობლებს დედას - ზ----ა ა----–---–სა და მამას - ვ-–- ა----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა და დამცირება.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით ზ---- ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ე" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ზ---- ა----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ზ---- ა----–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი არის მსუბუქი, ვინაიდან ზ---- ა----–---–მა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა იგივე ხასიათის დანაშაული ჩაიდინა და ისევ იძალადა მის მშობლებზე. საქმის გარემოებებიდან, ნასამართლობიდან და დაზარალებულების პოზიციიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალური სასჯელის დანიშვნა არ არის სამართლიანი და საკმარისი სასჯელის მიზნების განხორციელებისთვის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსაჯვრდებულისაგან კვლავ არის მოსალოდნელი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- შ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ე" ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ზ----ა ა----–---–ის, ვ-–- ა----–---–ის, გ------------------ და ი---------–------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ნასამართლობის შესახებ ცნობით, გურიის პრობაციის ბიუროს ინფორმაცით, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წინა განაჩენით ზ---- ა----–---–ს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მიუხედავად ამისა, პირობითმა მსჯავრმა ვერ იქონია მასზე პრევენციული ზეგავლენა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. ასეთ ვითარებაში, დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით პალატის აზრით ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი ზ---- ა----–---–ის მიმართ შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ და მას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ე" ქვეპუნქტებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი და მას საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ზ---- ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ზ---- ა----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი -01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ---- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ზ---- ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან -2018 წლის 05 ივლისიდან.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება აუდიო ჩანაწერის დისკი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე