განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
170100119002958960
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119002958960

საქმე №1ბ/944-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–--------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, უმუშევრის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: წ--–--------------------–--------ა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით მ--–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი, რაც იმავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარი.

 

მ--–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, წ--–---------–----–----------------–--------–-, მ--–------------ეს შეკამათება მოუვიდა მეზობელ გ------–-----------თან, რაც გადაიზარდა გ------–---------ის მხრიდან მ--–------------ის მეუღლის, მ-----–----------ს აუგად მოხსენიებაში. აღნიშნულით განაწყენებულმა მ--–------------ემ შურისძიების მოტივით, თანნაქონი ჯოხის სახის არეში არაერთჯერადი დარტყმით, გ------–----------- მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშიძემ, რომელმაც მოითხოვა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მ--–------------ის მიმართ სასჯელის სახედ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნება და მისი დამოკიდებულება დანაშაულისა და დაზარალებულისადმი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--–------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ--–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების - გ------–---------ის, ნ-----–------------------------–---------------------------------------------------------------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ნივთმტკიცებით, ასევე მათთან დაკავშირებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები, რომ მან დანაშაული შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის ვიქტიმურობა, მ--–------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ--–------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ--–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი, რაც იმავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 600 ლარი.

 

მ--–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის არსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს მ--–------------ეს.

 

ნივთმტკიცებები: ხის ჯოხი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მ--–------------ისა და გ------–---------ის ტანსაცმელი, იმავე ვადაში დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი