განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
330100119002911787
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002911787

საქმე №1ბ/948-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------------------–------------–--–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: თბილისი, მ-------------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, რ------------------–--–-------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით ნ-------------–--–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით

 

მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ნ-------------–--–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, თბილისში, რ------------------–--–------–ი, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ნ-------------–--–--–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ 77 წლის მამას, ა---------–------–--–--–---–ს, თავის არეში ჩაარტყა სამზარეულოს ხის სკამი. აღნიშნულის შედეგად, ა---------–-----–--–--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ ჭრილობა შუბლის არეში და ძლიერი სისხლდენისა და ტკივილის გამო ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკა „ნ--------------–--ში, ხოლო ნ--------------–--–--–---–ი ცდილობდა რა მიმალვას, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ ნ-------------–--–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ ნ-------------–--–--–---–ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ნ-------------–--–--–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ. რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული. გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-------------–--–--–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-------------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა---------–-----–--–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - თ---------–-–---–----------------------------–-------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ-------------–--–--–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ალკოტესტის შემოწმების შედეგებით, სამედიცინო ცნობებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოება, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ-------------–--–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნ-------------–--–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მასვე შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 01 (ერთი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ნუგზარ ჯიმშელეიშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 დეკემბრიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ერთი ცალი ბალიშის ჩიხოლი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ პაკეტად; ერთი ცალი დაზიანებული სკამი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ პაკეტად; ერთი ცალი მეტალის ხანჯალი, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი