განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002331462 (3ბ/143-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო----–-ა თ---------–---–ი
წარმომადგენელი - თ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ო----–-ა თ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. იგი დევნილად რეგისტრირებულია გორში, ი-------–---–-------------–---–----------------’’.
2.2. 2017 წლის 26 იანვარს ო----–-ა თ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: გორი, ი-------–---–--------------------------------–---------------ი’’. კითხვარში აღნიშნულია, რომ ოჯახის თვიური ხარჯები საშუალოდ შეადგენს 445 ლარს, ხოლო შემოსავალი შეადგენს 447 ლარს (პენსია - 180 ლარი, სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) - 60 ლარი, საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავალი - 200 ლარი, სხვა შემოსავალი (პოლიტრეპრესირებული) – 7 ლარი).
2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ ო----–-ა თ---------–---–ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 4 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში (სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა) - 3 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა. შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ ო----–-ა თ---------–---–ს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი (ერთი სტატუსის შეწყ.) და შვილიშვილი (დასადგენი). განაცხადს აკეთებს მარტო. ასევე მითითებულია, რომ განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი გორში, მერეთის საკრებულოში, რომელზეც 08/06/2015 ამონაწერით რეგისტრაცია გაუქმებულია. შვილს ნ--–-------------ს გააჩნდა საკუთრება - გორი, თ-------------------------------------- (74.00 კვ.მ.), რომელიც 11/02/2010 წელს გაასხვისა ნ------–-------–---–--ე. მ------------------ს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ,,კოდის ჩასახლებაში.
2.4. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 12 სექტემბერს გამოცხადნენ ო----–-ა თ---------–---–ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - გორში, ი-------–---–----------------------------ში, სადაც ადგილზე დახვდნენ განმცხადებელი და მისი შვილი ნ--–-------------. მათი განმარტებით, ო----–-ა თ---------–---–ი აღნიშნულ მისამართზე იმყოფება 1991 წლიდან. 1994 წელს მერეთის საკრებულომ დროებით სარგებლობაში გადასცა მას უძრავი ქონება, რომელიც გაიფორმა 2012 წელს. ამჟამად ფლობს ზ-----ე, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო. ნ--–-------------მ განმარტა, რომ მან ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო ბინა დეიდისგან - ნ---------------სგან. ვინაიდან ბინა ფორმალურად იყო გაფორმებული და ბინის მიღებაში უშლიდა ხელს დევნილთა სამინისტროსგან, გაასხვისა დის ბ--–------------ის შვილზე - ნ------–-------–---–--ე, რომელიც ცხოვრობს გორში, თ-----------------ში საკუთარ ბინაში. ასევე მიუთითა, რომ იგი გასხვისებულ ბინაში ქირით ცხოვრობს და დისშვილს უხდის ქირის თანხას 150 ლარს 2010 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების (მისამართი - გორი, თ-------------------------------–------ ბინა (ს/კ - 6------------------) მესაკუთრეს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენდა ნ--–------------- (04.02.2010 წლის მდგომარეობით), ხოლო 11.02.2010 წლის ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გახდა ნ------–-------–---–ი. საქმეში წარმოდგენილი 23.10.2012 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი დგინდება, რომ გორის რაიონში, მერეთის საკრებულოში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) მესაკუთრეს წარმოადგენდა ო----–-ა თ---------–---–ი, ხოლო 08.06.2015 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე.
2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულებით დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახს (სარეგ. №---------) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მშობლების საკუთრებაში არსებულ კოტეჯში ცხოვრების გამო (დააკლდა: სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა; დაემატა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმი - 1,5 ქულა).
2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №--), ქალაქ გორში, ა-–-----–------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი - 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.
2.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის №---------- ცნობით დგინდება, რომ ო----–-ა თ---------–---–ი (პირადი ნომერი - 5----------) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობის თანხას.
2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №----- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი: 5----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მიმდინარე პერიოდზე რეგისტრირებული არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
2.11. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. იმავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. იმავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელის/მოხელეების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული მოხელეები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული განყოფილების ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სამინისტროს ვებგვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების უფროსი სამსახურებრივი ბარათით დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები მოცემულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლში. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №6 და დანართი №7-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაციის შევსება. შევსებული აპლიკაციის საფუძველზე, სამინისტრომ ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახს მიანიჭა 4 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №--), ქალაქ გორში, ა-–-----–------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი - 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.
2.13. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე“, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება. მოპასუხე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში არსებულ კოტეჯში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის ოჯახი ამ ეტაპზე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა და პრიორიტეტი სხვა დევნილ ოჯახებს მიენიჭათ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - გორი, ს----–---–-------------------------------–----------–--ა) მეზობლის - ი------------–---–-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე, ბინა №17-ში ცხოვრობს 28 წელია და ო----–-ა თ---------–---–იც ამავე დროით ცხოვრობს მუდმივად მითითებულ მისამართზე; გორში, ი-------–---–-------------ში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ო----–-ა თ---------–---–ის მეზობელმა - ნ-------------მ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისათვის - 2018 წლის 05 თებერვლის მდგომარეობით, მოსარჩელის და მისი შვილის ნ--–------------ის სახელზე საკუთრება აღარ ირიცხებოდა (ს.ფ. 18; 86-89). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება და აღნიშნა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმატიული თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები - დევნილის მიერ საცხოვრებელი პირობების გაუარესების ან/და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა სხვა ალტერნატიულ ფართში (კოტეჯში) და შესაბამისად, არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და ფართის არსებობა, ასევე არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოცემული მოტივით საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა. საქალაქო სასამართლო დაეყრდნო საქათველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებაში და განმარტა, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს დაავალა ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ უსწორობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის, არასწორია სასამართლოს განმარტება, თითქოს სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელეს ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით და ის არგუმენტები, რომელიც სასამართლოს მოჰყავს გადაწყვეტილების მიღებისას, უსაფუძვლოა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადაო საკითხი. აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას. სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება. იმავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც ამ შემთხვევაში დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, ვთვლით რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით, რომელიც მოითხოვს აქტის სრულფასოვან დასაბუთებას და რომელი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოგახსენებთ, იმ გარემოებების შესახებ, თუ რა გვაძლევს საფუძველს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს დაუსაბუთებლად: მოსარჩელემ საცხოვრებლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს, საცხოვრებელი ფართის მიღების თობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ შეფასდა ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. პირველადი წინასწარი შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 4 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1) სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა; 2) მარტოხელა პენსიონერი - 1 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის ოჯახის განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა მონიტორინგი ოჯახის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. 2017 წლის 12 სექტემბერს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდება მისი შვილის _ ნ--–------------ის საცხოვრებელ ბინაზე, გორში, თ-------------------------------–-----------------ზე. მოცემული საცხოვრებელი ფართი, ამავე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ირიცხებოდა ნ--–------------ის საკუთრებად და გადაფორმებულ იქნა მის დისშვილზე - ბ--–------------ის შვილზე - ნ------–-------–---–--ე. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უარი ეთქვა მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას და მის ოჯახს გააჩნია თავშესაფარი.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებების და დევნილთა უფლება-მოვალეობის მომწესრიგებელი ნორმა არის ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულების დასაქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და მინისტრის 2013წ. 9 აგვისტოს N320 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესი, ამავე ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელშიც განსახლების სხვადასხვა ეტაპებია გათვალისწინებული, რადგან იგი მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სამინისტრო თავის მხრივ დადგენილი ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს, რადგან ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად. მე-13 მუხლის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. მინისტრის N320 ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება). იგი ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მითითებული ნორმის 4-ე მუხლი ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის 8-ე პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; (16.09.2015 N-----) ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 4 მუხლის ,,პ" პუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. მე-3 მუხლის ,,ე“ პუნქტი: დევნილთა საკითხების დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ. ვ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მე-12 პუნქტის თანახმად, კი შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით.
3.4. აპელანტის განმარტებით, სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. უნდა განვმარტო, რომ საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი, ხოლო ქირას, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს უხდიან რეგულარულად, რათა კმაყოფილი იყოს მესაკუთრე და სამინისტროს თანამშრომლების მისვლაზე ყოველ ჯერზე დაადასტურონ ცხოვრების ფაქტი, ამ შემთხვევაში - ქირის არსებობის შემთხვევაში- აპლიკაციის შევსებისას მათ ემატებათ ქირის ქულა, რაც ემატება რეალურად არსებულ ქულებს, როგორც ყველასათვის ცნობილია რაც უფრო მაღალია ქულა მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ისევ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია. ახლახანს გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია, პირები, რომლებიც სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ უთანხმდებიან მესაკუთრეებს შეიტანონ სარჩელი გამოსახლების მოთხოვნით (გამოსახლების შემთხვევაში აპლიკანტი იღებს 3 ქულას), ხოლო სასამართლო პროცესის პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები - დევნილები ცნობენ სარჩელს. ძალიან ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იქცევიან ამდაგვარად, რადგან წლების წინ, როდესაც არ არსებობდა განსახლების პერსპექტივა გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოში წარმოებულ დავებში მოპასუხე მხარე - დევნილები ბოლო წუთამდე არ თმობდნენ პოზიციებს და წაგების შემთხვევებში ასაჩივრებდნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე ხშირია ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც, დევნილი ავსებს მარტო განაცხადს, თითქოსდა მისი შვილები არ ცხოვრობენ მასთან და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მის შვილებთან ერთად ერთ ოჯახად, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მსგავსი მაგალითები უსასრულოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელთა გამოყენებაც ხელოვნურად იწვევს ქულის მომატებას და რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო, როდესაც განსახლების წესი იქმნებოდა. ვინაიდან ასეთი შემთხვევები მრავლადაა, სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი არ შეუწყოს ოჯახების ხელოვნურ გაზრდას, ამასთან საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელიც ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი და ასევე ნაწილობრივ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. იგი დევნილად რეგისტრირებულია გორში, ი-------–---–-------------–---–----------------’’.
4.2. 2017 წლის 26 იანვარს ო----–-ა თ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: გორი, ი-------–---–--------------------------------–---------------ი’’. კითხვარში აღნიშნულია, რომ ოჯახის თვიური ხარჯები საშუალოდ შეადგენს 445 ლარს, ხოლო შემოსავალი შეადგენს 447 ლარს (პენსია - 180 ლარი, სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) - 60 ლარი, საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავალი - 200 ლარი, სხვა შემოსავალი (პოლიტრეპრესირებული) – 7 ლარი).
4.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ ო----–-ა თ---------–---–ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 4 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში (სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა) - 3 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა. შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ ო----–-ა თ---------–---–ს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი (ერთი სტატუსის შეწყ.) და შვილიშვილი (დასადგენი). განაცხადს აკეთებს მარტო. ასევე მითითებულია, რომ განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი გორში, მერეთის საკრებულოში, რომელზეც 08/06/2015 ამონაწერით რეგისტრაცია გაუქმებულია. შვილს ნ--–-------------ს გააჩნდა საკუთრება - გორი, თ-------------------------------------- (74.00 კვ.მ.), რომელიც 11/02/2010 წელს გაასხვისა ნ------–-------–---–--ე. მ------------------ს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ,,კოდის ჩასახლებაში.
4.4. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 12 სექტემბერს გამოცხადნენ ო----–-ა თ---------–---–ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - გორში, ი-------–---–----------------------------ში, სადაც ადგილზე დახვდნენ განმცხადებელი და მისი შვილი ნ--–-------------. მათი განმარტებით, ო----–-ა თ---------–---–ი აღნიშნულ მისამართზე იმყოფება 1991 წლიდან. 1994 წელს მერეთის საკრებულომ დროებით სარგებლობაში გადასცა მას უძრავი ქონება, რომელიც გაიფორმა 2012 წელს. ამჟამად ფლობს ზ-----ე, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო. ნ--–-------------მ განმარტა, რომ მან ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო ბინა დეიდისგან - ნ---------------სგან. ვინაიდან ბინა ფორმალურად იყო გაფორმებული და ბინის მიღებაში უშლიდა ხელს დევნილთა სამინისტროსგან, გაასხვისა დის ბ--–------------ის შვილზე - ნ------–-------–---–--ე, რომელიც ცხოვრობს გორში, თ-----------------ში საკუთარ ბინაში. ასევე მიუთითა, რომ იგი გასხვისებულ ბინაში ქირით ცხოვრობს და დისშვილს უხდის ქირის თანხას 150 ლარს 2010 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების (მისამართი - გორი, თ-------------------------------–------ ბინა (ს/კ - 6------------------) მესაკუთრეს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენდა ნ--–------------- (04.02.2010 წლის მდგომარეობით), ხოლო 11.02.2010 წლის ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გახდა ნ------–-------–---–ი. საქმეში წარმოდგენილი 23.10.2012 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი დგინდება, რომ გორის რაიონში, მერეთის საკრებულოში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) მესაკუთრეს წარმოადგენდა ო----–-ა თ---------–---–ი, ხოლო 08.06.2015 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე.
4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულებით დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახს (სარეგ. №---------) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მშობლების საკუთრებაში არსებულ კოტეჯში ცხოვრების გამო (დააკლდა: სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა; დაემატა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმი - 1,5 ქულა).
4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №--), ქალაქ გორში, ა-–-----–------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი - 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.
4.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის №---------- ცნობით დგინდება, რომ ო----–-ა თ---------–---–ი (პირადი ნომერი - 5----------) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობის თანხას.
4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №----- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი: 5----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მიმდინარე პერიოდზე რეგისტრირებული არ არის.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
4.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. იმავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. იმავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელის/მოხელეების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული მოხელეები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული განყოფილების ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სამინისტროს ვებგვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების უფროსი სამსახურებრივი ბარათით დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
4.11. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები მოცემულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლში. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №6 და დანართი №7-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. მოსარჩელის მიერ მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაციის შევსება. შევსებული აპლიკაციის საფუძველზე, სამინისტრომ ო----–-ა თ---------–---–ის ოჯახს მიანიჭა 4 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №--), ქალაქ გორში, ა-–-----–------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ო----–-ა თ---------–---–ის (პირადი ნომერი - 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.
4.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებით“ განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება. მოპასუხე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში არსებულ კოტეჯში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის ოჯახი ამ ეტაპზე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა და პრიორიტეტი სხვა დევნილ ოჯახებს მიენიჭათ.
4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. გორში, ს----–---–-------------------------------–----------–---ში, როგორც დევნილი, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ ფართში მუდმივად და თუ ცხოვრობდა მშობლების საკუთრებაში არსებულ კოტეჯში. შესაბამისად, დასადგენია, მოსარჩელის ოჯახი ამ ეტაპზე გადაუდებელ განსახლებას საჭიროებდა თუ არა და პრიორიტეტი სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მას უნდა მინიჭებოდა თუ არა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, თითქოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მოსარჩელე ო----–-ა თ---------–---–ის გორში, ს----–---–-------------------------------–----------–---ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც არსებობდა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია უტყუარად მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მისამართზე უტყუარად არ ცხოვრების ფაქტი, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს ხელახალ შესწავლასა და გამოკვლევას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხი იმის შესახებ, ო----–-ა თ---------–---–ი ქ. გორში, ს----–---–-------------------------------–----------–---ში მუდმივად ცხოვრებდა თუ არა, უნდა გაირკვეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ხელახალი შესწავლის, ასევე ახალი მტკიცებულებების მოძიების შედეგად. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სხვა მტკიცებულებებთან ერთად ასევე იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ო----–-ა თ---------–---–ის აბონენტის ბარათზე ელექტროენერგიის საფასურის გადახდის თაობაზე და ამ მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად დაადგინოს, დასტურდება თუ არა ზემოაღნიშნულ ფართში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაკითხოს ქ. გორში, ს----–---–----------ის მეზობლები იმის დასადგენად, ო----–-ა თ---------–---–ი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული ბინის მუდმივ მაცხოვრებელს. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა სხვა ზომა საქმის გარემოებების დასადგენად, მოიძიოს ყველა საჭირო მტკიცებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ო----–-ა თ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო----–-ა თ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 05 თებერვლის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე