განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002389872
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002389872

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7456-18 28 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - მ----- ნ----

წარმომადგენელი - ა-----– მ-----–---

 

მოწინააღმდეგე მხარე – ა-----–--- მ--–---

წარმომადგენელი - ზ---- ბ-------

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხეების მ----- ნ----სა და შ----------------------------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1-------––------–----ს შესაბამისი ეკვივალენტით ლარში გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-----–--- მ--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ----- ნ---- დაეკისრა ა-----–--- მ--–---ს სასარგებლოდ 1-------––------–----ს გადახდა შესაბამისი ეკვივალენტით ლარში; ა-----–--- მ--–---ს მოთხოვნა შ--------------------------ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:

 

5. აპელანტის განმარტებით, 2----–-–------------------–ეთანხმების თანახმად, მ----- ნ---მა ვალდებულება აიღო მოსარჩელისათვის „უმოკლეს ვადაში“ დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში გადახდილი 3------------------–---------ი და არა 3------------------–---------ის ეკვივალენტი აშშ დოლარი. შესაბამისად, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მოპასუხისათვის დაეკისრებინა თანხის გადახდა აშშ დოლარის, ან, თუნდაც, სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ფულის ერთეულში. ამასთან, შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული თანხის დაბრუნების ვადა. „უმოკლეს ვადაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ორი თვე, ისე - ორი წელიწადი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. მოსარჩელე ა-----–--- მ--–---ა და მოპასუხე მ----- ნ----მ დაარსეს შ-----------------------. თანაბარი, 50-50%-იანი წილის მფლობელებად განისაზღვრნენ მხარეები, ხოლო კომპანიის დ-------------- - მ----- ნ----. სამეწარმეო საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ს------ი დ----------ს - „U-“ - შეძენა და მისი გამოყენება ეკონომიკური დანიშნულებით, რისთვისაც ა-----–--- მ--–---ა განახორციელა შენატანი 3------------------–----------ს (11 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ოდენობით.

 

9.2. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------------ს სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების თანახმად: „...ვინაიდან მხარეებს დაგეგმილი ჰქონდათ ს------ი დ---------- U-“-ს ერთობლივად შეძენა და მისი საერთო ბიზნესში გამოყენება, რისთვისაც ე---–--- მ--–---მ გადაიხადა 3-------------------–---------- - დ----------ს ღირებულების ნახევარი, მაგრამ იგი უარს აცხადებს ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე, მ----- ნ----ი ვალდებულებას იღებს, უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს მას ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა, ხოლო ა-----–-რ მ--–--- უარს აცხადებს აღნიშნულ დანადგართან დაკავშირებით ნებისმიერ უფლებაზე და მისი სრულფასოვანი მფლობელი იქნება მ----- ნ----...“

 

10. 2----–-–------------–- ა-----–--- მ--–---ა სასამართლოს მიმართა და დაზუსტებული სარჩელით მ----- ნ----სა და შ------------------------ისათვის მის სასარგებლოდ 1-------––------–----ს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

 

11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

11.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ა-----–--- მ--–---ა და მ----- ნ----ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც, მ----- ნ---მა აიღო ვალდებულება, ა-----–--- მ--–---ს მიერ გაცემული თანხა გამოეყენებინა იმგვარად, რომ მათი საერთო ბიზნესის მიზნებისათვის ი-------ან დ----------ს ჩამოტანა უზრუნველეყო.

 

11.2. ა-----–--- მ--–---ა და მ----- ნ----ს შორის წარმოშობილი ურთიერთობა - ერთი მხრივ, მოსარჩელის მხრიდან თანხის გადაცემის, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის მიერ ი-------ან პ---–-----------–- დ----------ს ჩამოტანის ვალდებულება, არც ერთი მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებით დგინდება, რომ ა-----–--- მ--–---ს მიერ შეთანხმებით განსაზღვრული თანხა - 3------------------–---------- გადახდილია პირადად მოპასუხე მ----- ნ----ს მიმართ, რასაც ადასტურებს აღნიშნული შეთანხმების ფორმულირება - მასში ცალსახადაა მითითებული, რომ ა-----–--- მ--–---მ გადაიხადა 3------------------–----------, რომელიც წარმოადგენს 1-------––------–----ს ეკვივალენტს.

 

11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი ფორმა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს. ვალის აღიარებად ჩაითვლება მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება. თუ წერილობითი დოკუმენტებიდან ან მოვალის მოქმედებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ (16.01.2012 წ. სუსგ №ას-1768-1748-2011 საქმეზე).

 

11.4. განსახილველ შემთხვევაში, ა-----–--- მ--–---ა და მ----- ნ----ს შორის დადებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება, რომლითაც მ----- ნ---- უარს აცხადებს ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე და იღებს ვალდებულებას, უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს ა-----–--- მ--–--- ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა - 3------------------–----------, პალატის მოსაზრებით, აკმაყოფილებს ვალის აღიარებისათვის სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით დადგენილ ყველა კრიტერიუმს და იგი ა-----–--- მ--–--- მ----- ნ----ს მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს.

 

11.5. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის მიმართ 3------------------–----------ს სანაცვლოდ, 11000 აშშ დოლარის (შემდგომ დაზუსტებული სარჩელით - 1-------––------–----ს) დაკისრება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ იმ დროს არსებული კურსის შესაბამისად 10.842 აშშ დოლარი მიიღო. სარჩელს ერთვის ი----------–-----------------–---------–---ს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 1---------–-------------------------–-. 5---------–--–- ი------------–----------------–-----––------–-----–-----------------–----------------------------–--–--------------------––-. ამავე დღეს ვალუტის კურსი ი----------–-----------------–-----–--------–---------–- შეადგენდა 3--------------------------------------------–----

 

11.6. განსახილველ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი არც თანხის ოდენობა და არც შესრულების ვალუტა. ამასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შესაგებელში დასახელებული ფაქტების, როგორც სარჩელისაგან თავის დაცვისა და მისი შედავების უმთავრეს პროცესუალურ შესაძლებლობაზე. ამ კონტექსტში, პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან განმარტებებზე. კერძოდ:

„შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“. (სუსგ. საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პუნქტი 200-202).

 

მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა ყურადღებას ამახვილება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე (ტ.1.ს/ფ 35), რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი11 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეს ევალებოდა არა მ----- ნ----სათვის, არამედ ი----------–------ რ-------–---–-----------------------ვის, საიდანაც მხარეებს პ---–-----------–- მ-------დ---------- უნდა შეესყიდათ. თუკი უზენაესის სასამართლოს დიდი პალატის განჩინების დასაბუთებას მივუსადაგებთ ამ კონკრეტულ გარემოებას, ცხადი ხდება, რომ მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა სარჩელს დასახელებული ფულადი ერთეულის ნაწილში ანუ ფაქტს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა სწორედ 1-----------–---ის დაბრუნების თაობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტმა უკვე არც თანხის მიღების ფაქტი გახადა სადავოდ, თუმცა თავისი შედავება ნომინალიზმის პრინციპის გამოყენების დაუშვებლობაზე დაამყარა, რაც მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით სადავო არ გამხდარა. სკ 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნომინალიზმის პრინციპის გამოყენების წინაპირობები ჩამოთვლილია თავად მუხლის ნორმატიულ შემადგენლობაში. კერძოდ, ეს დასაშვებია მხოლოდ გარემოებების არსებითი ცვლილებისას (სკ-ის 398-ე მუხლი), როდესაც დღის წესრიგში დგება ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობა შეცვლილი გარემოებებისადმი (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-7-6-2010, 6 ივლისი, 2010 წელი). მაშასადამე, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა ამ გარემოებათა მითითებისა და მტკიცების ტვირთი, კერძოდ, იმის დადასტურების ვალდებულება, რომ სკ 389-ე მუხლის ნორმატიულად დაგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობდა - არ გაზრდილა ან შემცირებულა ფულის კურსი, არ შეცვლილა ვალუტა (არსებითად შეცვლილი გარემოებები). მას კი შესაგებელში და არც საქმის მომზადების ეტაპზე, საკუთარი მტკიცების ფარგლებში, ამ თვალსაზრისით შედავება არ განუხორციელებია.

 

ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ შეუდავებელი, გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელეს მოპასუხისადმი გააჩნია არა 3------------------–--------ის, არამეს სწორედ 1-------––------–----ს (დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში დაკორექტირებული თანხა) მოთხოვნის უფლება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- ნ----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი