განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
050210019002365091
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050210019002365091

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-174-19 03 ივლისი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ალ---- სი-------–---, ირ---–- მუ------ კა-- ჩა--–--–---–- შპს ,,და------- დ----------------“ მა----- ო----–---

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ალ---- სი-------–---ს და ირ---–- მ-------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი;

- მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე - ირ---–- მუ------ 2013 წლის 07 დეკემბრიდან დასაქმებული იყო შპს ,,და------- დ----------------ში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა);

 

2.2. 2014 წლის 07 თებერვალს შპს ,,და------- დ----------------სა'' მოსარჩელე - ირ---–- მ-------- შორის გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ---–- მუ------ დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კვლავ შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ;

 

2.3. მოსარჩელე - ალ---- სი-------–--- 2014 წლის 15 სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს ,,და------- დ----------------ში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ერთი თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა);

 

2.4. 2014 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,და------- დ----------------სა'' მოსარჩელე - ალ---- სი-------–---ს შორის გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ალ---- სი-------–--- დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კვლავ შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ;

 

2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის N128 ბრძანებით მოსარჩელე ირ---–- მ-------- გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა), აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.;

 

2.6. 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანებით მოსარჩელე ირ---–- მ-------- გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა);

 

2.7. 2017 წლის 25 აპრილს N055 ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის რისკის ქვეშ დაყენება). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა;

 

2.8. 2017 წლის 15 დეკემბერს N129 ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა;

 

2.9. 2018 წლის 20 თებერვლის N016 ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა);

 

2.10. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელეებს ირ---–- მ--------ა და ალ---- სი-------–---ს გასაცნობად გადაეცა 20.02.2018 წლის ბრძანებები სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, თუმცა მათ უარი განაცხადა ბრძანების გაცნობის ხელმოწერით დადასტურებაზე;

 

2.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს Nკ-061ა ბრძანებით ირ---–- მ-------- შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 01 მარტიდან და გა---ვისუფლდა შპს ,,და------- დ----------------ში'' ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციიდან, საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ,,ზ“ დანართის შესაბამისად;

 

2.12. 2018 წლის 28 თებერვალს Nკ-060ა ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 01 მარტიდან და გა---ვისფულდა შპს ,,და------- დ-----------------–-'' ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციიდან. საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ,,ზ“ დანართის შესაბამისად;

 

2.13. 2018 წლის 17 სექტემბრის N006443218 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ალ---- ს--------–-- სახელით ხელმოწერები შემდეგ დოკუმენტებზე:15.09.2014 წლის სამსახურებრივ ვალდებულებებზე და შინაგანაწესის ყველა გვერდზე ქვედა მარჯვენა მხარეს (იხ. ტომი II, ს.ფ.236-238), 15.10.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, დანართი Nა-15102101433001070722, გრაფაში: ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II, ს.ფ.244), 15.04.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nზ-მატერიალური პასუხისმგებლობის პირობები N1510201433001070722, გრაფაში ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II, ს.ფ.246), 15.10.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების დამატებით პირობებზე N15102201433001070722-001 გრაფაში ,,დასაქმებული“ (იხ. ტომი II, ს.ფ. 247) ,,დასაქმებულის ხელმოწერა'' შესრულებულია ალ---- ს--------–---- მიერ;

 

2.14. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ თითქოს მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების თაობაზე და ზემოაღნიშულ დოკუმენტებზე თითქოს ალ---- ს--------–---- ხელმოწერა არ არის;

 

ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ მხოლოდ სამსახურეობრივ ვალდებულებებზე და შინაგანაწესზე 07.02.14-ის თარიღით (ს.ფ.213-215), შესრულებული ხელმოწერა ირ---–- მუ------ს მიერ არ ეკუთვნის ირ---–- მ--------. თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ხელმოწერები ირ---–- მუ------ს სახელით განლაგებული: - 07.12.2013 წელს გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nბ თანამდებობრივი ინსტრუქციის გაცნობის დადასტურება - 2013120733001063705, გრაფაში: ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II, ს.ფ.210), 07.12.13 წლის გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nვ- დასაქმების შეზღუდვა - 2013120733001063705, გრაფაში ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II ს.ფ.211) და 07.12.13 წლის გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დამატებით პირობებზე N1-2013120733001063705-001 გრაფებში: ,,დასაქმებული'', (იხ. ტომი II ს.ფ.212), ,,დასაქმებულის ხელმოწერა'' შესრულებულია ირ---–- მუ------ს მიერ;

 

2.15. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ 07.02.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების 2.8 პუნქტის მიხედვით, „თანამდებობრივი ინსტრუქცია არის დოკუმენტი, რომელშიც, ასეთის არსებობისას მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები და რომლის გაცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას „ბ“ დანართის სახით.“ დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართ „ბ“-ზე ხელმოწერები შესრულებულია ირ---–- მუ------ს მიერ. აღნიშნულ დანართზე ხელმოწერით დასაქმებულმა დაადასტურა, რომ დასაქმებული სრულად გაეცნო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომელშიც მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. ამდენად დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მითითება მასზედ, რომ თითქოს არ იცნობდა მათ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს;

 

2.16. სამსახურეობრივი ვალდებულებებით და შინაგანაწესის 1.1 პუნქტის დადგენილია, რომ ერთ საინკასაციო ჯგუფში შედის ერთი ინკასატორი და ერთი მძოლი-ინკასატორი, ყველა მათგანი თანაბრად არის პასუხისმგებელი მათზე დაკისრებულ მოვალეობებზე, 2.1. პუნქტის თანახმად, საინკასაციო ჯგუფი დღის განმავლობაში მიდის მის მიერ ხელმოწერილ სიაში არსებულ ყველა ტერმინალთან, წინასწარ განსაზღვრული რიგითობით, 2.7. პუნქტის კი ითვალისწინებს ტექნიკოს-ინკასატორის ვალდებულებას მასზედ, რომ თანხის ამოღების შემდეგ კარგად დაათვალიეროს ტერმინალი, ხომ არ არის არასწორად შეცურებული კუპიურა ან ჩაგდებული მონეტა, რომელიც კასეტაში არ მოთავსდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღმოჩენილი კუპიურა/მონეტა მოა---ვსოს ტერმინალის შეაბამის ქისაში; 2.9. პუნქტი კი ითვალისწინებს ტექნიკოს-ინკასატორის ვალდებულებას გააკეთოს სიაში არსებული ყველა ტერმინალის ინკასაცია, მიუხედავად იმისა გამორთულია ის თუ ჩართული, ხოლო 2.11 პუნქტით, თუ ტექნიკოს-ინკასატორმა რაიმე მიზეზით ვერ გააკეთა ტერმინალის ინკასირება მან მაშინვე უნდა დაურეკოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას და აცნობოს მიზეზი. 2.16 პუნტით კი საინკასაციო ჯგუფი ვალდებულია ტერმინლებიდან ამოღებული თანხა მიიტანოს საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრში და ჩააბაროს მიმღებს. 3.8. პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თვისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან, 3.11. პუნქტის თანახმად კი ვალდებულია შეასრულოს კოორდინატორის დავალება, ხოლო დავალების შესრულებისას მომენტალურად დაურეკოს კოორდინატორს, 4.1. პუნქტის მიხედვით ტექნიკოს-ინკასატორი „პასუხისმგებელია გასაღებზე, საინკასაციო თანხაზე და ტერმინალის ნაწილებზე“. 1. პუნქტის თანახმად კი ტექნიკოს-ინკასატორი ანგარიშვალდებულია კოორდინატორის და უსაფრთხოების მიმართ. 2014 წლის 15 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების დანართი Nზ - მატერიალური პასუხისმგებლობის პირობების მე-5 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების უხეში დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს;

 

2.17. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ თითქოს მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა დისციპლინური პასუხისმგებლოს დაკირების საფუძველი, რადგანაც მათთვის უცნობი იყო გა---ვისუფლების მიზეზი, მისი განმარტებით მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია მოპასუხის მიერ ვერ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ, 2018 წლის 23 თებერვლის ტექნიკურ-საინკაციო დეპარტამენტის უფროსის მი----– ვახ----- მიერ შპს ,,და------- დ----------------ს“ ბუღალტრისა და დი------ორისადმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა შეჩერებოდათ საწვავის თანხის ჩარიცხვა და ხელფასიდან დაკავებოდათ მონეტების დანაკლისი ჯამში 77 ლარი არ შეესაბამება სიმართლეს, ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ირ---–- მ--------- დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ იგი კარგად იცნობდა მის უფლება-მოვალეობებს, მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ინკასატორად, მის მეწყვილესთან ალ---- სი-------–---სთან ერთად თანხა გამოჰქონდათ ტერმინალებიდან და შეჰქონდათ ბანკის სალაროში, წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ასევე დაადასტურა, რომ თანხის ჩაბარების დროს დანაკლისებს ჰქონდა ადგილი 10 - 20 ლარის ოდენობით, მისი განმარტებით დადასტურდა მოსარჩელეთა ბოლო ხელფასზე 77 ლარის დაკლების ფაქტი;

 

2.18. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტება, მასზედ რომ ირ---–- მუ------ და ალ---- სი-------–--- იჩენდნენ სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, ჰქონდათ დანაკლისები ინკასაციის პერიოდში, რაც თავად მოსარჩელის მიერ იქნა დადასტურებული, არ ემორჩილებოდნენ კოორდინატორის დავალებებს, რომ ოზურგეთში იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალში განთავსებულ სეიფში დატოვეს გასაღები და აღნიშნული ტერმინალის გაინკასირება არ მოახდინეს იმ მიზეზით, რომ თითქოს მოსარჩელეთა განმარტებით ტერმინალის კარს ჰქონდა პრობლემა, რაც არ იქნა დადასტურებული, ამასთან სადავო პერიოდში მონიტორინგში დაფიქსირდა კასეტის (ტერმინალის შიგნით განთავსებული მოწყობილობა, სადაც თანხაა მოთავსებული) ამოღების ფაქტი;

 

2.19. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით: კერძოდ, 2018 წლის 19 თებერვლის ტექნიკურ-საინკაციო დეპარტამენტის უფროსის მი----– ვახ----- მიერ კადრების უფროს - ნი--- ჩ---------- და შპს ,,და------- დ----------------ს“ დი------ორისადმი გაგზავნილი ელექტრონული წერილით, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა გამოცხადებოდათ საყვედური, უზიზეზოდ ინკასირების გრაფიკის დარღვევისათვის, ასევე, ოზუგეთის იუსტიციაში განთავსებულ ტერმინალზე სეიფის გასაღების შიგნით დატოვებისათვის, N1---- ტერმინალის არ გაინკასირების მიზეზად მოსარჩელეები კარების გაუმართაობას ასახელებდნენ, სინამდვილეში კი ტერმინალის კარს შეფერხება არ ჰქონია;

 

2.20. ასევე აღსანიშნავია 2018 წლის 18 მაისის ცნობით, TMS ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემების შესახებ, რომელიც აღნიშნავს ტერმინალში დაფიქსირებულ მოვლენებს, კერძოდ ფულის მიმღები მოწყობილობიდან კასეტის ამოღება/ჩადების ფაქტებს, დადასტურდა გარემოება, რომ იმ დროს როდესაც თითქოს ტერმინალი არ ინკასირდებოდა კარის პრობლემის გამო, ბაზაში არსებული მონაცემებით, რაც სერვერზე არის ასახული - 2018 წლის 19 იანვირიდან 31 იანვრამდე, N1---- ტერმინალზე ადგილი ჰქონდა ტერმინალის გაღებისა და კასეტის ამოღების ფაქტს, თუმცა თანხის ბანკის სალაროში შეტანას დროის ამ მონაკვეთში ადგილი არ ჰქონია;

 

2.21. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მი----– ვახ----- ჩვენების თანახმად, (შპს ,,და------- დ----------------ს'' ტექნიკურ-სანისაკაციო დეპარტამენტის უფროსი), დადასტურებულ იქნა გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეების გა---ვისუფლების ერთ- ერთი საფუძველი გახდა ქ. ოზურგეთში იუსტიციის სახლში მდებარე, ტერმინალის ინკასაციის პროცედურის დარღვევა, კერძოდ, მოსარჩელთა მხრიდან ინფორმაცია ტერმინალის გარე კარის პრობლემის შესახებ მიწოდებულ იქნა მხოლოდ მათი მიმართვის საფუძველზე, მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიავლინა აჭარაში მყოფი ტექნიკური ჯგუფი (მი----– ბ------–---–- და სტ------ ბ--–---–---–-) მათთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დადასტურდა ტერმინალის გარე კარის პრობლემის არ არსებობის ფაქტი, რომ ჩვეულებირავად მოხდა ტერმინლაის გარე კარის გასაღებით გაღება, ამასთან აცნობეს შიდა სეიფში გასაღების ტერმინალში ჩატოვების შესახებ, რაც დიდ ფინანსურ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისათვის, შესაბამისად მისთვის ცნობილი გახდა, რომ არგუმნეტი, რომელსაც ასახელებდნენ მოსარჩელეები N1---- ტერმინალის არ გაინკასირების პრობლემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. ამდენად, ვინაიდან, გაუჩნდა ეჭვი ტერმინალზე არასწორი ინკასაციის თაობაზე, კოორდინატორს მეშვეობით მოსარჩლეებს დაევალთ იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალის გაინკასირება მოეხდინათ მეორე დღეს დილის საათებში და თანხა ჩაებარებინათ ბანკში, მიუხედვად ამისა თანხა ბანკის საცვაში დაახლოებით ორის ნახევარზე ჩააბარეს, ამასთან შეუსაბამობა აღმოჩნდა თანხის ოდენობაში, კერძოდ ექვსი ცალი 50 ლარიანი იყო ზედმეტი. შესაბამისად, რეალურად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდებოდა ტერმინალის სხვა შემთხვევბშიც გაღება და მოსარჩელეთა მიერ თანხის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნება, რაც დადასტურდა კიდეც 2018 წლის 18 მაისის ცნობით, TMS ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემებით;

 

2.22. მოწმედ დაკითხულმა და--- მ-–---- (კორდინატორის, მოსარჩლეების უშუალო ხელმძღვანელი), განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიმართ, როგორც საყვედურის გამოცხადებას, ასევე მათ გა---ვისუფლებას საფუძვლად უდევს ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალის გაინკასირების ვადის დარღვევსა---ნ მიმართებაში, მოსარჩლეთა მხრიდან მიზეზად დასახელებულ იქნა ტერმინალის გარე კარის დაზიანება, რაც არ დადასტურდა ტექნიკური ჯგუფის მიერ გადამოწმების შედეგად, ამასთან მათ მიერ გამოვლენილ იქნა სეიფის გასაღების ტერმინალში დატოვების ფაქტი, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისათვის;

 

2.23. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული შრომითი სამსახურეობრივი ვალდებულებების შესაბამისად, კერძოდ 2.9 პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია გააკეთოს მისთვის დაქვემდებარებული ყველა ტერმინალის ინკასირება, ასევე 3.8. პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თავისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან, 3.11. პუნქტის თანახმად კი ვალდებულია შეასრულოს კოორდინატორის დავალება, ხოლო დავალების შესრულებისას მომენტალურად დაურეკოს კოორდინატორს, 5.1. პუნქტის თანახმად ტექნიკოს-ინკასატორი ანგარიშვალდებულია კოორდინატორის და უსაფრთხოების მიმართ;

 

2.24. დადგენილია, რომ შპს „და------- დ----------------ს“ ტექნიკურ-საინკასაციო დეპარტამენტის უფროსისა და თანამშრომელს შორის არსებული მიმოწერიდან და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ალ---- სი-------–---მ და ირ---–- მ--------- თვითნებურად და უმიზეზოდ დაარღვიეს ინკასაციის გრაფიკი. მოსარჩელეების განმარტებით, ინკასაციის განრიგის დარღვევა გამოიწვია კარის საკეტის გაუმართაობამ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ტერმინალის კარს პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად, უხეშად დაირღვა შინაგანაწესის 4.1 პუნქტი;

 

2.25. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა, მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები უფლებამოსილებებს არ ასრულებდნენ მათ მიმართ არსებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, რაც გახდა მათი გა---ვისუფლების მიზეზი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.26. სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დასაქმებულის უმთავრესი მოვალეობაა და დასაქმებულიდან მომდინარე საფუძვლით ხელშეკრულების მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს დასაქმებულის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, ან მისი პიროვნებიდან მომდინარე სხვა საფუძვლით, ვალდებულების ერთჯერადი დარღვევა შეიძლება იყოს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი მხოლოდ მაშინ, თუ სახეზეა ისეთი დარღვევა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას ობიექტურად გამორიცხავს. თუ რა მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების, როგორც დარღვევის ხარისხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს გადაცდომის სიმძიმის, სიხშირის გათვალისწინებით და მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით;

 

2.27. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „და------- დ----------------“-ს საქმიანობაზე, მოსარჩელეების მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ადმინისტრირებაში ვლინდება, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდათ. დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საინაკსაციო ჯგუფს, ჯგუფს რომელშიც შედის ერთი ინკასატორი და ერთი მძღოლ-ინკასატორი. ინკასაცია თავის შინაარსით ეწოდება ტერმინალებიდან ნაღდი ფულის შეგროვებას და ამ ფულის ბანკის საცავში გადატანას. შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეების ვალდებულება იყო ნაღდი ფულის შეგროვება და მათი უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;

 

2.28. განსახილველ შემთხვევაში, როგორც შპს „და------- დ----------------ს“ ტექნიკურ- საინკასაციო დეპარტამენტის უფროსისა და თანამშრომელს შორის არსებული მიმოწერიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ალ---- სი-------–---მ და ირ---–- მ--------- თვითნებურად და უმიზეზოდ დაარღვიეს ინკასაციის გრაფიკი. მოსარჩელეთა განმარტებით, ინკასაციის განრიგის დარღვევა ტერმინალის კარის საკეტის გაუმართაობით იყო გამოწვეული, რაც გადამოწმების შედეგად სინამდვილის შეუსაბამო აღმოჩნდა შესაბამისად, უხეშად დაირღვა შინაგანაწესის 4.1 პუნქტი. ასევე, დადგენილია, რომ ტერმინალის შიდა კარის გასაღები ჩატოვებული იყო თავად ტერმინალში, ასეთი ქმედების შედეგად კი ტერმინალის შიგთავსი ადვილად ხელმისაწვდომი იყო სხვა მესამე პირებისთვის, შედეგად დაირღვა ტერმინალის უსაფრთხოება და საფრთხის ქვეშ დადგა აპარატის დაცულობა. სამსახურეობრივი ვალდებულებებისა და შინაგანაწესის 2.11. პუნქტს, რომლის მიხედვითაც „თუ ტექნიკოს ინკასატორი რაიმე მიზეზით ვერ გააკეთებს ტერმინალის ინკასაციას, მან მაშინვე უნდა დაურეკოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას და აცნობოს მიზეზი, რასაც მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან მოსარჩელეტა მიერ დადასტურებულ იქნა თანხის სისტემურად დანაკლის ფაქტი;

 

2.29. ამდენად, ირ---–- მ--------- და ალ---- სი-------–---მ უხეშად დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულების და ზოგად-სამართლებრივი კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ, მათ არაერთგზის არსებითად არასწორი ახსნა-განმარტება მისცეს ხელმძღვანელობას (საკეტის გაუმარა---ობასთან დაკავშირებით) და სცადეს შეცდომაში შეეყვანათ ისინი, რაც თავის მხრივ დამსაქმებლის სამსახურიდან გა---ვისუფლების დამატებითი საფუძველი გახდა;

 

2.30. შსო-ს 1982 წლის N166 რეკომენდაციის (დასაქმების შეწყვეტის შესახებ) მე-8 მუხლი ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან არ შეიძლება შეწყდეს სამუშაოს არადამაკმაყოფილებელი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ რაც გასულია გასაუმჯობლესებლად აუცილებელი გონივრული ვადა;

 

2.31. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „დი------ დ----------------ს“ წარმომადგენლების მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გამოიცა ბრძანება, რომელსაც ქრონოლოგიურად მოყვა კ-061ა და კ-060ა ბრძანებების გამოცემა, რომლის საფუძველზეც ირ---–- მუ------ და ალ---- სი-------–--- სამსახურიდან გა---ვისუფლდნენ. შესაბამისად, სადავო ბრძანება კანონიერია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება მისი სიმძიმის, სიხშირის თვალსაზრისით, წარმოადგენს იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (უხეში დარღვევა);

 

2.32. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გამართლებულად, მიზანშეწონილად და რაც მთავარია კანონიერად მიაჩნია სადავო გადაწყვეტილება; შესაბამისად მისი ბათილობის საკითხი ვერ დადგებოდა, რაც გამორიცხავდა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე მათ შორის იმაზეც, რომელზეც ვერ დადგინდა ხელმოწერის ავტორი, არ არის შესრულებული ირ---–- მუ------ს მიერ. მთლიანობაში საუბარია ხელშეკრულებაზე და მის დანართებზე, რა დროსაც დანართების გაყალბება დადგინდა და ხელშეკრულებაზე კი ვერ გაირკვა ვისი ხელმოწერაა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში იმის ვარაუდი, რომ ხელშეკრულება მისი დანართებიანად ყალბია უფრო მყარია, ვიდრე ის, რომ დანართები გაყალბებულია და ხელშეკრულება ნამდვილი;

 

3.2. აპელანტები მიუთითებენ, რომ საყვედურის გამოცხადებამდე მათთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუთხოვიათ და პასუხისგებლობა დაეკისრათ ისე, რომ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არ გამოურკვევიათ. არც სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას არ ყოფილა რაიმე სახის მკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა მათი მხრიდან დარღვევის არსბეობის ფაქტს. მათ განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციას და ითხოვეს განმარტება, თუ რის გამო დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე მოითხოვეს მათ შორის გაფორმებული კონტრაქტების ასლები, რაზეც პასუხი არ მისვლიათ. მათ გაცხადებებზე პასუხი გახდათ მათი სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებები, რაც ასევე არ ჩაბარებიათ;

 

3.3. აპელანტების მოსაზრებით მტკიცებულებები რაც წარმოდგენილია მოპასუხის მიერ, ვერ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს. 2018 წლის 23 თებერვლის, ტექნიკურ-საინკაციო დეპარტამენტის უფროსის მი----– ვახ----- მიერ შპს ,,და------- დ----------------ს“ ბუღალტრისა და დი------ორისადმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა შეჩერებოდათ საწვავის თანხის ჩარიცხვა და ხელფასიდან დაკავებოდათ მონეტების დანაკლისი ჯამში 77 ლარი, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული გარემოება არასწორია, რადგანაც შპს ,,და------- დ----------------,,ს დი------ორის მიერ საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანანებები №015 და №016 გამოცემულია 20.02.2018 წელს, ხოლო ვა--ნის წერილი არის ბრძანების გამოცემიდან სამი დღის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც დაიწყეს საქმესთან დაკავშირებული გარმოებების გარკვევა და ვინაიდან ტელეფონით ვერაფერი ვერ გაარკვიეს 24 თებერვალს წერილობით მიმართეს განმარტებებისათვის;

 

3.4. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ირ---–- მ--------- დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ იგი კარგად იცნობდა მის უფლება-მოვალეობებს. ირ---–- მ--------- განმარტა, რომ ის ღებულობდა სიტყვიერ ინსტრუქციებს და ასრულებდა მათ. მათ საქმეში არსებული ინსტრუქციებისაგან განსხვავებულ ინსტრუქციებს აძლევდნენ. მოწმედ დაკითხულმა მი----– ვა--ნმა განაცხადა, რომ სადაო ქცეულ ტერმინალი იდგა ოზურგეთის იუსტიციის სახლში, ანუ დაცული იყო და მისი გაინკასირების დავალებას აძლევდნენ სამ დღეში ერთჯერ;

 

3.5. აპელანტებს გაინკასირება ანუ აპარატის გაღება უნდა მოეხდინათ შემჭიდროებულ ვადებში მაქსიმუმ 5 წუთში. ხურდა ფულის აპარატში ჩაყრისას, მათგან ნაწილი ვარდებოდა არა კეისში, არამედ აპარატში. შესაბამისად, ამ ფულის ამოღება ხდებოდა შემდეგში და სწორდებოდა სალარო. სწორედ ეს შეადგენდა დანაკლისს და არანაირი თანხა არასდროს არ დაკლებია აპარატს. ასევე ვერანაირი მკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ, რომელიც აცხადებდა, რომ მოსარჩეელები აკონტროლებდნენ 30 აპარატს და ყოველ გაინკასირებაზე აკლდებოდათ 10-20 ლარამდე, ხსენებული თანხის საერთო ჯამი შეადგენს საკმაოდ დიდ თანხას, ამ თანხის დაკლებაზე რაიმე სახის საყვედური ან/და ხელფასიდან მათი დაქვითვა არ ხდებოდა, ანუ ხსენებული რეალურად წარმოადგენდა ქურდობას, ასევე შესაძლებელი იყო მისი გამოქვითვა ხელფასიდან, რასაც ადგილი არ ჰქონია არასდროს. რაც შეეხება ხელფასიდან დაკავებულ 77 ლარს ამის შესახებ მოპასუხეს არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია მათთვის. ვინაიდან მათი განთავისუფლება მოხდა სამუშაო თვის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ანუ 26 თებერვალს, ეს იყო იმ დღეების ნამუშევარი, რომელიც ამ თვეში დააკლდათ;

 

3.6. აპელანტების განმარტებით, მხარის მითითებით იუსტიციის სახლში არსებული აპარატი ტექნიკურმა ჯგუფმა გადაამოწმა 2018 წლის 28 იანვარს 19:05 წუთზე, ანუ კვირა დღეს, რა დროსაც იუსტიციის სახლი დაკეტილი გახლდათ იუსტიციის სახლში შესვლა ტექნიკურ ჯგუფს არ შეეძლო;

 

3.7. მათი მხრიდან იმის დადასტურება, რომ იჩენდნენ სამსახურებრივ გულგრილობას, ჰქონდათ დანაკლისები, არ ემორჩილებოდნენ კოორდინატორებს, რომ ოზურგეთის იუსტიციის სახლში არსებულ აპარატში გასაღები ჩატოვეს, არასწორია. რაც შეეხება აპარატის გაინკასირების შეფერხებას აპარატის სეიფის კარების დაზიანების გამო ინფორმაცია მათ მიერ მიწოდებული იქნა იმავდროულად კოორდინატორისათვის, რაც აღიარებული იქნა მოწმედ დაკითხული და--- მა–---- მიერ. ამასთანავე, ყველა გარე კარების გაღების ფაქტი დაფიქსირებული იქნა სისტემაში, რის დასადასტურებლადაც საქმეში მტკიცებულების სახით დევს ცნობა, რომლის მიხედვით 2018 წლის 19 იანვრიდან 31 იანვრამდე ფიქსირდებოდა ეს ფაქტები (თავად ეს ცნობა ამოღებულია 18 მაისს), რა დროსაც ამისათვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია მოპასუხე მხარეს. ამასთანავე კითხვაზე თუ როდის მოხდა აპარატის გაინკასირება პასუხი მოპასუხე მხარის და მისი მოწმეების მიერ გაცემული ვერ იქნა;

 

3.8. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომელიც მათ აკისრებს კარების დაზიანის შესახებ ფაქტის დადასტურებას. მოპასუხის განმარტებით ადგილზე მივიდა (თარიღი ვერ დაასახელეს) ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც გამოიარა ბათუმიდან ოზურგეთში, რა დროსაც ტექნიკოსმა კოორდინატორ დ.მა–---- დაურეკა, რომ კარები არ იყო დაზიანებული და აპარატში ჩატოვებული იყო გასაღები. ვერც მხარე და ვერც მოწმე ვერ ასახელებს ტექნიკოსის გვარს, არ არსებობს რაიმე სახის აღწერის ან შემოწმების აქტი ან/და სხვა რაიმე მტკიცებულება;

 

3.9. მოწმე მ.ვა-----, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ მოსარჩელეები მან გაანთავისუფლა და ბრძანება უბრალოდ ფორმალურად გამოიცა დი------ორის მიერ, ანუ რეალურად ვა----- გახლდათ ქმედების განმახორცილებელი პირი და მისი ჩვენების როგორც მოწმის და მკიცებულებითი ძალის მინიჭებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ იგი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს და მისი ჩვენებაც გახდათ მხარის ახსნა-განმარტება და არა მოწმის ჩვენება;

 

3.10. აპელანტების მითითებით, 77 ლარის ხელფასიდან დაკავების, ასევე ბენზინის თანხის დაკავების თაობაზე და რაც მთავარია გასაღების კარებში ჩატოვებაზე არც ახსნა-განმატებების მოთხოვნისას და არც შესაგებელში მითითებული არ გახლავთ. ასევე არ გახლავთ მითითებული არაფერი 6 ცალი 50 ლარიანის ზედმეტად არსებობის შესახებ, რის თაობაზეც არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ გახლავთ და არც არანაირი ახსნა-განმარტება მათთვის არ მოუთხოვიათ;

 

3.11. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები არ აინკასირებდნენ აპარატს და სავარაუდოდ მათ ფული სადღაც მიჰქონდათ და იყენებდნენ. ხსენებული გარემოება სრულიად არარეალურია, რადგანაც ეს შეუძლებელი გახლდათ, ფაქტიურად ამასთანავე ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და სხვა სახის მკიცებულებაა ასეთი ქმედებისათვის საჭირო. აღნიშნული ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის მოწმეების ჩვენებეთან;

 

3.12. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკაზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ნაღდი ფულადი მასის ადმინისტრირებაზე. მოცემულ შემთხვევაში ეს მსჯელობა უნდა განვითარებულიყო იმ მიმართულებითაც, რომ ფულადი მასის ბრუნვაში არსებული დარღვევების შესახებ სახვა რაიმე სახის მკიცებულებები უნდა წარედგინა სასამართლოში მასთან დასაქმებული მოწმეების ჩვენების გარდა;

 

3.13. სასამართლო მოსარჩელეებს აკისრებს მტკიცების ტვირთს ფულის ჩასარიცხი აპარატის კარების დაზიანებაზე, რაც არასწორია. ასევე მათ გა---ვისუფლებას საფუძვლად უდევს ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალის გაინკასირების ვადის დარღვევსა---ნ მიმართებაში, მოსარჩლეთა მხრიდან მიზეზად დასახელებულ იქნა ტერმინალის გარე კარის დაზიანება, რაც არ დადასტურდა ტექნიკური ჯგუფის მიერ გადამოწმების შედეგად. ამასთან მათ მიერ გამოვლენილ იქნა სეიფის გასაღების ტერმინალში დატოვების ფაქტი, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისათვის. მოცემულ შემთხვევაში ფაქტი (კარების გამართულობა და გასაღების ჩატოვება) შესახებ მიუთითა მოსაპაუხე მხარის მოწმეებმა და ამ ფაქტის შესახებ მითითება შესაგებელში არ გახლავთ. სასამართლომ მოწმეების ჩვენება მტკიცებულებად ისე გაითვალისწინა, რომ საქმეში რაიმე სახის დოკუმენტი, ან უშუალოდ ტექნიკური ჯგუფის წევრების ახსნა-განმარტება არ დევს. მოწმის ჩვენებით ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნა ტელეფონის საშუალებით. ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენად დევს დასაქმებულზე მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მიერ მითითებულ გარემოებებზე;

 

3.14. საქმეში დევს 02.03.2018 წელს განცხადებები, რომლითაც მიმართეს მოპასუხეს და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოითხოვეს წერილობითი დასაბუთება მათ განთავისუფლებაზე, რის შემდეგაც 17.03.2018 წელს ჩაბარდათ შპს ,,და------- დ----------------ს,, 12.03.2018 წლის №გ-22 და №გ-23 წერილი, რომლის მიხედვითაც მათი განთავისუფლება მოხდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუქნტის ,,ზ,, და ,,თ,, პუქნტების და შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ზ,,-ს საფუძველზე. ანუ ამ წერილში ზუსტად იგივეა მითითებული, რაც მათ განთავისუფლების ბრძანებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს წარმოადგენს თუ არა შპს ,,და------- დ----------------ს, 12.03.2018 წლის №გ-22 და №გ-23 წერილები პასუხს მათ განცხადებაზე და შეიძლება თუ არა ისინი განხილული იქნენ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 გათვალისწინებულ დასაბუთებად. ასევე უნდა იმსჯელოს ასეთ შემთხვევაში გადავიდა თუ არა მკიცების ტვირთი დამსაქმებელზე;

 

3.15. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე რამდენად შესაძლებელი იყო 20.02.2018 წელს მოსარჩელეებისათვის გამოეცხადებინათ საყვედური და შემდეგში იგივე დარღვევებისათვის 26.02.2018 წელს გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, პირველ შემთხვევაში ფაქტია, რომ 20 თებერვალს დამსაქმებელმა არ მიიჩნია დარღვევა ისეთი მნიშვნელობის, რომლისათვისაც შეიძლება შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, ხოლო ამის შემდეგ იგივე დარღვევებისათვის უკვე 26 თებერვალს გაა---ვისუფლა ისინი სამსახურიდან;

 

3.16. აპელანტების განმარტებით, საქმის განხილვისას მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ მოსარჩელეებს დამსაქმებლის ადმინისტრაციასთან არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რის გამოც ისინი ჩაყენებული იქნენ განსხვავებულ მდგომარეობაში;

 

3.17. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლის ნორმები, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულება--- გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ალ---- ს--------–---- და ირ---–- მუ------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1.-2-20. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

 

4.5. 2014 წლის 07 თებერვალს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და მოსარჩელე - ირ---–- მ-------- შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ---–- მუ------ დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ. ამავე ხელშეკრულების თანახმად:

 

თანამდებობრივი ინსტრუქცია არის დოკუმენტი, რომელშიც ასეთის არსებობისას მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოავალეობები და რომლის გაცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას ,,ბ“ დანართის სახით;

სამუშაო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა), როდესაც დამსაქმებელი ღიაა და წარმართავს თავის ჩვეულებრივ საქმიანობას;

პუნქტი 3 - ხელშეკრულების საგანი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დასაქმებული იღებს ვალდებულებას სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, შრომითი ხელშეკრულების ,,ა“ დანართით, თანამდებობრივი ისტრუქციით, რომლის გაცნობის (ასეთის არსებობისას) ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას ,,ბ“ დანართის სახით და შინაგანაწესით) გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო თავის მხრივ, დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულისათვის შესაბამისი სახელფასო ანაზღაურების გაცემას;

პუნქტი 13.2 - ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ თუ: დასაქმებული უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით (მათ შორის შინაგანაწესით) ან/და კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს; დასაქმებული დაარღვევს ხელშეკრულებით (მათ შორის შინაგანაწესით) ან/და კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოყენებული იქნა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

პუნქტი 15.7 - ხელშეკრულების დანართზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლების, პუნქტების მოქმედება.

(იხ. ხელშეკრულება, ტომი 2, ს/ფ 52-56);

 

4.6. 2014 წლის 07 თებერვალს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და ირ---–- მ-------- შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების №ა დანართის თანახმად, რომელზეც დატანილია მხარეთა ხელმოწერები, დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოს სახე განისაზღვრა თანამდებობრივი ინსტრუქციით და დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით (ასეთის არსებობის) ან/და უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. კალენდარული კვირის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 საათის ოდენობით, ხოლო დასაქმებულის სამუშაო ან შესვენების გრაფიკი განისაზღვრება დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გრაფიკის ან/და უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად. ხოლო №ბ დანართში მითითებულია, რომ წინამდებარე დანართზე ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომელშიც მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები.

(იხ. დანართი, ტომი 2, ს/დ 57, 210-215, 221);

 

4.7. 2014 წლის 07 თებერვალს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და ირ---–- მ-------- შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების №ზ დანართის თანახმად, რომელზეც დატანილია მხარეთა ხელმოწერები, დასაქმებული იღებს ვალდებულებებს: გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ნაღდ ფულს ან/და სხვა ფასეულობებს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნებისმიერი ზიანის თავიდან ასაცილებლად; დროულად შეატყობი---ს მის უშუალო ხელმძღვანელს მისდამი მინდობილი მატერიალური ფასეულობების შენახვისათვის საფრთხის შემქმნელი ყველა გარემოების შესახებ; მკაცრად დაიცვას მატერიალური ფასეულობების შენახვის და მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების დადგენილი წესები. მხარეები თანხმდებიან, რომ დასაქმებულის მიერ ზემოაღნიშნული პუნქტებით ან/და მათ საფუძველზე დადგენილი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა ჩიათვლება დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით (მათ შორის შინაგანაწესით) ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად და შესაბამისად წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.

(იხ. დანართი, ტომი 2, ს/ფ 60);

 

4.8. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და მოსარჩელე - ალ---- სი-------–---ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ალ---- სი-------–--- დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასა--დების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოთ. ამავე ხელშეკრულების თანახმად:

 

თანამდებობრივი ინსტრუქცია - დოკუმენტი, რომელშიც ასეთის არსებობისას მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები და რომლის გაცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას ,,ბ“ დანართის სახით;

სამუშაო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა), როდესაც დამსაქმებელი ღიაა და წარმართავს თავის ჩვეულებრივ საქმიანობას;

პუნქტი 3 - ხელშეკრულების საგანი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დასაქმებული იღებს ვალდებულებას სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების ,,ა“ დანართით, თანამდებობრივი ისტრუქციით, რომლის გაცნობის (ასეთის არსებობისას) ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას ,,ბ“ დანართის სახით და შინაგანაწესით) გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო თავის მხრივ, დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულისათვის შესაბამისი სახელფასო ანაზღაურების გაცემას;

პუნქტი 13.2 - ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

პუნქტი 15.7 - ხელშეკრულების დანართზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლების, პუნქტების მოქმედება.

(იხ. ხელშეკრულება, ტომი 2, ს/ფ 63-67, 227-231);

 

4.9. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და ალ---- სი-------–---ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების №ა დანართის თანახმად, რომელზეც დატანილია მხარეთა ხელმოწერები, დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოს სახე განისაზღვრა თანამდებობრივი ინსტრუქციით და დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით (ასეთის არსებობის) ან/და უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. კალენდარული კვირის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 საათის ოდენობით, ხოლო დასაქმებულის სამუშაო ან შესვენების გრაფიკი განისაზღვრება დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გრაფიკის ან/და უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად. ხოლო №ბ დანართში მითითებულია, რომ წინამდებარე დანართზე ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომელშიც მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები.

(იხ. დანართი, ტომი 2, ს/დ 68-69, 232-233);

 

4.10. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს ,,და------- დ----------------’’-სა და ალ---- სი-------–---ს გაფორმებული შორის შრომითი ხელშეკრულების №ზ დანართის თანახმად, რომელზეც დატანილია დასაქმებულის გრაფაში ხელმოწერა, დასაქმებული იღებს ვალდებულებებს: გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ნაღდ ფულს ან/და სხვა ფასეულობებს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნებისმიერი ზიანის თავიდან ასაცილებლად; დროულად შეატყობი---ს მის უშუალო ხელმძღვანელს მისდამი მინდობილი მატერიალური ფასეულობების შენახვისათვის საფრთხის შემქმნელი ყველა გარემოების შესახებ; მკაცრად დაიცვას მატერიალური ფასეულობების შენახვის და მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების დადგენილი წესები. მხარეები თანხმდებიან, რომ დასაქმებულის მიერ ზემოაღნიშნული პუნქტებით ან/და მათ საფუძველზე დადგენილი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა ჩიათვლება დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით (მათ შორის შინაგანაწესით) ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად და შესაბამისად წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.

(იხ. დანართი, ტომი 2, ს/ფ 70);

 

4.11. 2013 წლის 07 დეკემბრის და 2014 წლის 15 სექტემბრის შინაგანაწესში გაწერილია ტექნიკოს-ინკასატორის ძირითადი მოვალეობები, რომელიც ხელმოწერილია დამსაქმებლისა და დასაქმებულის ხელმოწერები:

1.1. პუნქტი - ერთ საინკასაციო ჯგუფში შედის ერთი ინკასატორი და ერთი მძღოლი-ინკასატორი. ტექნიკურ ჯგუფში კი ყველა მათგანი თანაბრად არის პასუხისმგებელი მათზე დაკისრებულ მოვალეობებზე;

2. ინკასაცია:

2.1. პუნქტი - საინკასაციო ჯგუფი დღის განმავლობაში მიდის მის მიერ ხელმოწერილ სიაში არსებულ ყველა ტერმინალთან, წინასწარ განსაზღვრული რიგითობით;

2.2. პუნქტი - ჯგუფი ვალდებულია ტერმინალის ინკასირებამდე გადაამოწმოს ის ექსპრეს ბარათით/მეტრომანით, მუშაობს თუ არა RFID წამკითხველი, თუ RFID არ მუშაობს, ტექნიკოს-ინკასატორმა უნდა სცადოს მისი ამუშავება ყველა არსებული მეთოდით;

2.3. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია ყველა იმ ტერმინალზე, რომელშიც არ არის თერმორულონი, ან თავდება, ინკასაციის გაკეთებამდე გამოცვალოს, რაც მან უნდა აღრიცხოს და ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კოორდინატორს;

2.4. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია გაწმინდოს ყველა ტერმინალის მონიტორი და გადაამოწმოს, გამართულად მუშაობს თუ არა მონიტორი;

2.5. პუნქტი - ყველა ამ პროცედურის შემდეგ, ტექნიკოს-ინკასატორი საინკასაციო ბარათით ანულებს ტერმინალს, იღებს ქვითარს და თანხას, რასაც ერთად ა---ვსებს ქისებში;

2.6. პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ყველა მცდელობის მიუხედავად, ინკასატორმა ვერ აიღო ქვითარი გაინკასირებული ტერმინალიდან, ის ვალდებულია ჩაიწეროს ტერმინალის ნომერი და თარიღი სპეციალურ ფურცელზე, რასაც ის ჩადებს ტერმინალიდან ამოღებულ თანხასთან ერთად ქისაში;

2.7. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია თანხის ამოღების შემდეგ კარგად დაათვალიეროს ტერმინალი, ხომ არ არის არასწორად შეცურებული კუპიურა ან ჩაგდებული მონეტა, რომელიც კასეტაში არ მოთავსდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღმოჩენენილი კუპიურა/მონეტა მოა---ვსოს ტერმინალის შესაბამის ქისაში;

2.8 პუნქტი - არასწორად შეცურებულ/გახეულ კუპიურაზე ან მონეტაზე ინფორმაცია ტექნიკოს-ოპერატორმა უნდა მიაწოდოს კოორდინატორს;

2.9. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია გააკეთოს სიაში არსებული ყველა ტერმინალის ინკასაცია. მიუხედავად იმისა, გამორთულია ის თუ ჩართული. გამორთული ტერმინალი ტექნიკოს-ინკასატორმა უნდა ჩართოს UPS-ის გამოყენებით და სცადოს ქვითრის აღება;

2.10. პუნქტი - კოორდინატორის მიერ გაცემულ სიაში ტექნიკოს-ინკასატორი ინიშნავს რომელმა ტერმინალმა არ მისცა ქვითარი, რომელი ტერმინალის ინკასაცია ვერ გააკეთა, რომელ ტერმინალში არ დახვდა თანხა და რომელ ტერმინალზე გამოცვალა თერმორულონი;

2.11. პუნქტი - თუ ტექნიკოს-ინკასატორი რაიმე მიზეზით ვერ გააკეთებს ტერმინალის ინაკასაციას, მან მაშინვე უნდა დაურეკოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას და აცნობოს მიზეზი;

2.12. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია ტერმინალის ფიზიკურად დაზიანების ან სხვა შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს კოორდინატორს. მას უფლება აქვს მოითხოვოს კოორდინატორისაგან იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც მას ხელს უშლის ინკასაციაში;

2.13. პუნქტი - ტექნიკოს ინკასატორი ინკასაციის დროს იყენებს კომპანიის მიერ გადაცემულ ქისებს და ჩანთებს;

2.14. პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ საინკასაციო ჯგუფს არა აქვს საკმარისი რაოდენობის ქისა, ჩანთა ან თერმორულონი, ამის შესახებ წინასწარ უნდა შეატყობი---ს კოორდინატორს და ინკასაციის დაწყებამდე მოითხოვოს აღნიშნული ინვენტარით უზრუნველყოფა;

2.15. პუნქტი - საკმარისი რაოდენობის ქისების, ჩანთების ან თერმორულონების ქონა მანქანაში არის საინკასაციო ჯგუფის პასუხისმგებლობა;

2.16. პუნქტი - საინკასაციო ჯგუფი ვალდებულია ტერმინალებიდან ამოღებული თანხა მიიტანოს საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრში და ჩააბაროს მიმღებს;

2.17. პუნქტი - იმ შემთხვევაში თუ ინკასატორმა ქისების ჩაბარების დროს აღმოაჩინა გარეთ დარჩენილი თანხა, მან ეს თანხა უნდა მოა---ვსოს ცალკე ქისაში, თარიღის და რაოდენობის მითითებით;

2.18. პუნქტი - საინკასაციო ჯგუფს არ აქვს უფლება ერთ ჯერზე ბანკში მიიტანოს 70-ზე მეტი ქისა;

2.19. პუნქტი - ბანკში მისვლისას საინკასაციო ჯგუფი ვალდებულია დაურეკოს და დაუდასტუროს ჩაბარებული ქისების რაოდენობა;

3.8. პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თავისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან;

3.9. პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკოს-ინკასატორი ტერმინალის გახსნისას მასში აღმოაჩენს კასეტების გარეთ დარჩენილ კუპიურას, იგი ვალდებულია აცნობოს კოორდინატორს და მორიგეობის დასრულებისას გადასცეს მას აღმოჩენილი თანხა ტერმინალის ნომრის მითითებით;

3.10. პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკოს-ინკასატორი ტერმინალის გახსნისას მასში აღმოაჩენს კასეტების გარეთ დარჩენილ მონეტას, იგი ვალდებულია აცნობოს კოორდინატორს თანხის ოდენობა და ტერმინალის ნომერი, ხოლო მონეტა მოა---ვსოს ტერმინალის კასეტაში;

4.1 პუნქტი - ტექნიკოს-ინკასატორი პასუხისმგებელია მის მიერ ჩაბარებულ გასაღებებზე, საინკასაციო ბარათზე, თანხაზე და ტერმინალის ნაწილებზე. ნებისმიერი მათგანის დაკარგვის შემთხვევაში, პასუხს აგებს საინკასაციო/ტექნიკური ჯგუფის ორივე წევრი;

4.2. პუნქტი - თანხის გასაღების ან საინკასაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს საინკასაციო/ტექნიკური ჯგუფის ორივე მხარე წევრის წინააღმდეგ მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მიზნით;

4.3. პუნქტი - თუ მოხდა მსგავსი შემთხვევა, საინკასაციო/ტექნიკური ჯგუფი ვალდებულია ამის შესახებ მომენტალურად აცნობოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას.

(იხ. შინაგანაწესი, ტომი 2, ს/ფ.: 49-51, 72-74, 213-215, 236-238);

 

4.12. 2018 წლის 18 მაისის შპს ,,და------- დ----------------’’-ს ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემების თანახმად, რომელიც აღნიშნავს ტერმინალებში დაფიქსირებულ მოვლენებს, კერძოდ, ფულის მიმღები მოწყობილობის მიერ ფულის კასეტის ამოღება/ჩადების ფაქტებს: 1---- ტერმინალზე ფულის კასეტის ამოღება/ჩადება სეიფიდან დაფიქსირდა: 19.01.2018; 22.01.2018; 24.01.2018; 25.01.2018; 31.01.2018.

(იხ. ცნობა, ტომი 2, ს/ფ 97);

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი სფეროდან. ამ დავის ფარგლებში შესაფასებელია ჰქონდა თუ არა მოსარჩელეების მხრიდან აღნიშნულ დარღვევებს ადგილი და ამ დარღვევების გათვალისწინებით სწორად გა---ვისუფლდნენ თუ არა სამსახურიდან;

 

4.14. სააპელაციო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსზე, რომლის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა (,,ზ“); დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა (,,თ“). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია;

 

4.15. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გა---ვისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გა---ვისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გა---ვისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად;

 

4.16. შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი. გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში;

 

4.17. შრომით უფლებებს იცავს და განამტკიცებს ისეთი საერთაშორისო აქტები, როგორიცაა 1996 წლის 03 მაისის ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და 1950 წლის 04 ნოემბერის ,,ადამიანის უფლება--- და ძირითად თავისუფლება--- დაცვის კონვენცია“. მათი ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის საქართველოცაა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს პასუხისმგებლობა მასში გაწერილი მოვალეობების შესრულებაზე. ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ 24-ე მუხლის თანახმად, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ. ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით.....

 

4.18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დასაქმებულებს მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, სამუშაო დღედ ითვლებოდა დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა), ხოლო კალენდარული კვირის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 40 საათის ოდენობით. დასაქმებულის სამუშაო ან შესვენების გრაფიკი განისაზღვრებოდა დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გრაფიკის ან/და უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, დასაქმებულებს ასევე ევალებოდათ თანამდებობრივი ინსტრუქციის/შინაგანაწესის დაცვა, სადაც გაწერილი იყო მათი უფლება-მოვალეობები. შინაგანაწესის თანახმად, ირკვევა, რომ საინკასაციო ჯგუფი დღის განმავლობაში უნდა მისულიყო მის მიერ ხელმოწერილ სიაში არსებულ ყველა ტერმინალთან, წინასწარ განსაზღვრული რიგითობით. ტერმინალის მუშა მდგომარეობაში ყოფნის გადამოწმებისა და გაინკასირების მიზნით, მოსარჩელეებს უნდა შეესრულებინათ გარკვეული მოქმედებები. ამდენად, ირკვევა, რომ მათი მოვალეობა იყო ტერმინალის ყოველდღიურად გადამოწმება და გაინკასირება;

 

4.19. 2018 წლის 18 მაისის შპს ,,და------- დ----------------’’-ს ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემებით ირკვევა, რომ 1---- ტერმინალზე ფულის კასეტის სეიფიდან ამოღება/ჩადება დაფიქსირდა: 19.01.2018; 22.01.2018; 24.01.2018; 25.01.2018; 31.01.2018. ამ შუალედების გათვალისწინებით, არასამუშაო დღეების გარდა, ირკვევა, რომ დასაქმებულები ყოველდღიურად არ ახდენდნენ ინკასირებას, კერძოდ - 23.01.2018; 26.01.2018; 29.01.2018; 30.01.2018 ანუ ჯამში 4 დღე, ასევე ტერმინალის მუშა მდგომარეობაში ყოფნის გადამოწმებას;

 

4.20. მხარეთს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების №ზ დანართის თანახმად, დასაქმებული იღებს ვალდებულებებს: გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ნაღდ ფულს ან/და სხვა ფასეულობებს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნებისმიერი ზიანის თავიდან ასაცილებლად; დროულად შეატყობი---ს მის უშუალო ხელმძღვანელს მისდამი მინდობილი მატერიალური ფასეულობების შენახვისათვის საფრთხის შემქმნელი ყველა გარემოების შესახებ; მკაცრად დაიცვას მატერიალური ფასეულობების შენახვის და მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების დადგენილი წესები. მხარეები თანხმდებიან, რომ დასაქმებულის მიერ ზემოაღნიშნული პუნქტებით ან/და მათ საფუძველზე დადგენილი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა ჩიათვლება დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით (მათ შორის შინაგანაწესით) ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად და შესაბამისად წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს;

 

4.21. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დასაქმებულებს მიბარებული ჰქონდათ ტერმინალი, რომელშიც ცხადია ინახება სოლიდური ოდენობით თანხები, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ტერმინალზე და მასში არსებულ თანხებზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ყოველდღიურად არ ახდენდნენ ტერმინალის ინკასირებს და ტერმინალის შემოწმებას, რითაც დაარღვიეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეების აღნიშნული ქმედებები შეფასებული უნდა იქნას უხეშ დარღვევად. ამასთან, პალატა არ იზიარებს დამსაქმებლის იმ პოზიციას, რომ მოსარჩელეებს დარჩათ ტერმინალში გასაღები, რითაც ჩაიდინეს უხეში დარღვევა, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტრებელი სარწმუნო და სა---ნადო მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა;

 

4.22. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის N128 ბრძანებით მოსარჩელე ირ---–- მ-------- გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა), აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აპრილს N055 ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის რისკის ქვეშ დაყენება). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს N129 ბრძანებით მოსარჩელე ალ---- სი-------–---ს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა;

 

4.23. ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანებებით მოსარჩელეებს ირ---–- მ-------- და ალ---- სი-------–---ს გამოეცხადათ საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა), რომლის უსაფუძვლოდ გამოცემის გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, სახეზეა ერთი წლის განმავლობაში ინკასაციის პროცედურების დარღვევის გამო გამოყენებული ორი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია;

 

4.24. შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს ე.წ „პროპორციულობის ტესტით“, პალატა განმარტავს, რომ შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას (სუსგ 7.04.2017წ. საქმე №ას-210-199-2017);

 

2.25. ამდენად, ალ---- ს--------–---- და ირ---–- მუ------ს მიერ ჩადენილი გადაცდომების ხასიათის, სიხშირის და დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გა---ვისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა. აპელანტების მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ზედიზედ ორი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილების სახით, რომელიც გაქარწყლებული არ ყოფილა, ამასთან, მათ მიერ ჩადენილი დარღვევა შეფასებული უნდა იქნას ,,უხეშ“ დარღვევად, რაც წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მათი სამსახურიდან გა---ვისუფლების გონივრულ საფუძველს. აღნიშნული კი გამორიცხავს სამუშოდან გა---ვისუფლების ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

 

4.26. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ალ---- ს--------–---- და ირ---–- მუ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---- ს--------–---- და ირ---–- მუ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ---- ს--------–---- და ირ---–- მუ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა