განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001785993
საქმე №1ბ/453-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-----------–---ის, მ---------------–---–ის
ადვოკატ: ი--------------ის
თარჯიმან: მ-------------–--ის, ი----------------ის
მსჯავრდებულ: გ--–--------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--- (პირადი ნომერი - 0----------), საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ. თბილისი, ს------------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, ფ------------–-----------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით, გ--–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ--–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა;
გ--–--------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 1 დეკემბერს, დღის საათებში თბილისში, ფ------------–-----------------------თან გ--–--------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი---------------–--ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--–--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--–--------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. აპელანტების პოზიციას, გ--–--------–---–ის გამათლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გ--–--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი----------------–--მ განმარტა, რომ გ--–--------–---–ის შვილები და მისი ორივე ვაჟიშვილი ერთ სკოლაში დადიოდნენ. მის შვილს - ს---ს, არაერთხელ გაულდაწყვეტით უთქვამს, რომ გ--–--------–---–ის შვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2016 წლის 1 დეკემბერს როდესაც შვილებს სკოლაში მიაკითხა, ს---მ ტირილით უთხრა, რომ გ--–--------–---–მა თავისი შვილის თანდასწრებით მას დედა აგინა. მომხდარის გარკვევის მიზნით სკოლის დამრიგებელს გამოართვა გ--–--------–---–ის ტელეფონის ნომერი და ვიდრე ამ უკანასკნელის სახლთან მივიდოდა გზიდანვე დაურეკა, რომ მისი ნახვა სურდა. ბავშვები მანქანაში დატოვა და გ--–--------–---–ს პირისპირ შეხვდა. ჰკითხა, თუ რატომ აგინა მის მეუღლეს ბავშვების თანდასწრებით. გ--–--------–---–მა მის ნათქვამზე აგრესიულად უპასუხა, გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და დაარტყა ხელი, რის გამოც ის ძირს დავარდა. იმავე პერიოდში მას პლანშეტი ჩაარტყა ბრალდებულის მეუღლემ რომელიც მომხდარ ფაქტს ესწრებოდა. მისივე განმარტებით, გაგარინის მოედანზე პირველივე შემხვედრ პატრულს უამბო მომხდარი ფაქტი, რომელმაც მისი თანდასწრებით ოქმი შეადგინა, რის შემდეგ გამოიკითხა პოლიციაში და ჩაუტარდა სასამართლო- სამედიცნო ექსპერტიზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არასრულწლოვანმა მოწმე ს-----------–---–მა განმარტა, რომ ის და მისი ძმა ერთად იყვნენ როდესაც თ----------–---–ის მამამ, - გ--–--------–---–მა უმიზეზოდ შეაგინა დედა. თ---ს მამას ეგონა რომ ის (ს-----------–---–ი) თ---ს სცემდა, სინამდვილეში ის და თ--- მეგობრები იყვნენ. თ---ს მამამ რომ შეაგინა თავისმა (ს-----------–---–ის) ძმამ უთხრა მამას, - ი---------------–--ს. მამამისმა დაურეკა მასწავლებელს და გამოართვა თ---ს მამის ნომერი და დაურეკა, უთხრა ჩამოდი საქმე მაქვსო. ს-----------–---–ის განმარტებით, თ---ს მამასთან ისინი შუა დღით, ავტომაქანით მივიდნენ. თ---ს მამა რომ ჩავიდა მამამისმა ჰკითხა რატომ შეაგინეო. მისივე განმარტებით, დაინახა, რომ თ---ს მამამ პირველად, ერთხელ დაარტყა მამამისს ტუჩებში. შემდეგ მამამისმა თ---ს მამას ფეხი აუქნია, თუმცა რა ადგილას არ ახსოვს. თ---ს მამამ მამამისს რომ დაარტყა ის ამ დროს მანქანაში იყო და მანქანიდან არ გადასულა. მანქანის შუშა იყო ჩაწეული და შეგინების ხმა ესმოდა, ერთმანეთს აგინებდნენ. გ--–--------–---–თან ერთად იყვნენ შვილები და მისი ცოლი, თ--- იქ არ ყოფილა. გ--–--------–---–ის შვილები ამ დროს ტიროდნენ და გ--–-ს ცოლი აიპადს ურტყამდა მამამისს, - ი---------------–--ს. მანვე განმარტა, რომ დარტყმის მომენტში მასსა და მამამისს შორის მანძილი იყო სამი მეტრი. მისი ძმა ამ დროს მის გვერდით ოჯდა, მისი ძმაც იგივეს ხედავდა რასაც ის. შემთხვევის დროს ის და თავისი ძმა ტიროდნენ, ასევე ტიროდნენ თ---ს ძმები.
მოწმე დ-----------------–---–ის ჩვენებით, 2016 წელს მუშაობდა ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 1 დეკემბერს ოპერატიული მორიგის მიერ გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაულის ნიშნებზე. მათთან განყოფილებაში გამოცხადდა გ--–--------–---–ი და განმარტა, რომ მისი შვილის კლასელის მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში გამოცხადდა ი---------------–--ც, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტი მოუხდა შვილის კლასელის მამასთან. ვინაიდან ორივე განცხადება ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა მათზე ცალკე - ცალკე არ უწარმოებიათ გამოძიება. გამოიკითხა როგორც ი---------------–--, ასევე გ--–--------–---–ი. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გ--–--------–---–ს თარჯიმანი არ მოუთხოვია, გამოკითხვის დროს საუბრობდა გარკვევით და თავისუფლად. რაც შეეხება წერა - კითხვას ზემოაღნიშნულის დასტურს წარმოადგენს იმავე გამოკითხვის ოქმზე ბრალდებულის ხელითვე შეტანილი ვრცელი შენიშვნა.
გ--–--------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს დაახლოებით 17:30 საათზე დაურეკა მისთვის უცნობმა მამაკაცმა უსიამოვნო ხმით, ჰკითხა საცხოვრებელი მისამართი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა. დაახლოებით ნახევარ საათში, მას იმავე მამაკაცმა ისევ დაურეკა და უთხრა დაბლა ჩასულიყო. მას თან გაჰყვა ცოლი და შვილი. სადარბაზოდან გასულს კორპუსის ტერიტორიაზე დახვდა ი---------------–--, რომელმაც მას შემდეგ რაც დაუდასტურა, რომ იყო გ--–--------–---–ი მოულოდნელად დაარტყა ჯერ ხელი და შემდეგ ფეხითაც მაიყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თავად ხელი არ დაურტყამს და თავად არის დაზარალებული. მანვე არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
გამოკითხვის ოქმში იგივე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითა დაცვის მხარის მოწმე დ----------–---–მა.
სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, მოქ. ი---------------–--ს სხეულზე არსებული დაზიანება (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის (ნასკდომის) და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეული დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პირადი შემოწმების მონაცემები: ქვედა ტუჩის ლორწოვანზე თითქმის ცენტრალურად, აღინიშნება სიგრძივი უსწოროკიდეებიანი ჭრილობა (ნასკდომი), კიდეები დაფარული მოთეთრო ფერის ნადებით, ირგვლივ ლორწოვანზე მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში, წინა ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X3სმ. უჩივის ტკივილს მარჯვნივ, ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მიდამოში.
სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, გ--–--------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პირადი შემოწმების მონაცემებით: მარჯვენა მტევნის ხელზურგის ზედაპირზე, მე-4-5 ნების ძვლების ძვლების არეში მოიისფრო სისხლნაჟღენთია.
ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–--------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია და პირიქით მას დაზარალებულმა ი---------------–--მ, როგორც ხელით ასევე ფეხით მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა. სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) დანაშაულებრივ და შეს---მისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 125-ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ დარტყმაში, თმით თრევაში. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.
სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სასამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან შეთანხმებულია, მტკიცებულებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს გ--–--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, ვინაიდან გ--–--------–---–ის მიერ განხორციელებული იქნა ერთჯერადი ძალადობრივი აქტი (ხელის ერთხელ დარტყმა) მისი ქმედება წარმოადგენს სხვაგვარ ძალადობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--–--------–---–ის მიერ, ი---------------–--ს მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია დასტურდება, როგორც დაზარალებულის ისე მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ: დაზარალებულმა ი---------------–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა და ნათლად მიუთითა კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა გ--–--------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატა ხელის დარტყმაში, რის შედეგადაც იგი ძირს დავარდა. გ--–--------–---–ის მხრიდან ი---------------–--ს მიმართ განხორციელებული ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სრულად დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ ს-----------–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ იგი პირადად შეესწრო ფაქტს, დაინახა, რომ თ---ს მამამ, - გ--–--------–---–მა პირველად, ერთხელ დაარტყა მამამისს,- ი---------------–--ს ტუჩებში.
ის გარემოება, რომ გ--–--------–---–ის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულ ი---------------–--ს ფიზიკური ტკივილი დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობითი ნაწილით, სადაც მითითებულია, რომ ი---------------–-- უჩივის ტკივილს მარჯვნივ, ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მიდამოში. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
საააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გ--–--------–---–ის და მისი შვილის დ----------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც უარყვეს გ--–--------–---–ის მიერ ი---------------–--ს მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილ სხვა რომელიმე მტკიცებულებით. პალატა მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმესთან დაკაშირებით ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან. შეს---მისად, სასამართლოს მიერ ისინი ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს -
გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი გ--–--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ--–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ--–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი