განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
330310017002179874
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3312-18

N330310017002179874

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ-----------------ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დ-----------------ის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დ-----------------ის გადაყვანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ქ--------------ებზე დამატებით გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის გასაწევად; დ-----------------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2017 წლის 26 იანვრის „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ფორმა №IV-100/ა თანახმად, დ-----------------ის დიაგნოზია: ქ----------–-------------------–-------------------------------------------–-----------------–----------------------------–---–-----------------------------–--------------------–-----------------–-----------–-–--–---------- (ტ.III, ს.ფ.180-181).

 

1.2.2. ღ----–ის პრობლემებთან დაკავშირებით: 2016 წლიდან დ-----------------ს არაერთხელ გაეწია კონსულტაცია ინფექციონისტის მიერ. იგი იმყოფება სპეციალისტების დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და პერიოდულად უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს რეკომენდირებული მედიკამენტური მკურნალობა (ტ.IV, ს.ფ.49-50; ტ.I, ს.ფ.15-16; ტ.II, ს.ფ.11, 16, 30, 34, 54-55; 82; 96; 99-100; 117-119; 124; 127-129; ტ.III, ს.ფ. 131-134; 199; 206).

 

1.2.3. დ-----------------ს 2016 წლიდან არაერთხელ გაეწია ფ---------ის კონსულტაცია. იგი იმყოფება სპეციალისტების დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით უტარდებოდა მედიკამენტური მკურნალობა (ტ.II, ს.ფ.13-16; 95;106-108; ტ.III, ს.ფ.148-154; 187-198).

 

1.2.4. ქ--------------ის პრობლემებთან დაკავშირებით: დ-----------------მა, მარცხენა მუხლის სახსარში ტკივილის გამო, ოჯახის ექიმს მიმართა 2017 წლის სექტემბრის თვეში. დაენიშნა და ჩაუტარდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბერს ჩაუტარდა მ----–---------------------ია. დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა მ---–----------–-----------------------ის სურათი, 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩაუტარდა რევმატოლოგის კონსულტაცია, დაუდგინდა დიაგნოზი: მ---–----------–----------------------------------ი). რეკომენდებულ იქნა მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპიული პროცედურების გაგრძელება. მსჯავრდებულს, ჩაუტარდა რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობა, ი----------–-----------------–--------------–--------------–------ით, ხოლო ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება შეწყვიტა საკუთარი სურვილით 2017 წლის 15 ოქტომბერს. პაციენტმა, ასევე უარი განაცხადა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ტრავმატოლოგის კონსულტაციაზე, მუხლის სახსრის ულტრაბგერთით კვლევაზე, მ----–----------------------ა კვლევაზე. 2017 წლის 3 ნოემბერს დ-----------------ს, სასჯელის მოხდის ადგილზე, კონსულტაცია გაეწია ტრავმატოლოგის მიერ. რეკომენდებული იქნა მ---–----------–---------ის რენტგენოგრაფია, სახსარშიდა ინექციები (ფლოსტერონით).

 

დ-----------------ს 2017 წლის 15 ნოემბერს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა მ----–----------------------ა, რომლის თანახმად, მ---–----------–---------ის სასახსრე ნაპრალი არათანაბრად დავიწროებულია. ს------–--–------–------–-----–--------------------------------------------------------------------------------------------–----–-------–---------------–----–-------------------------------–-------------------–--------------------–---–------------–---------–----------–--–------–----–--–-----–---–------------–----------------–----–--–--–--–----------------ა. 2017 წლის 27 დეკემბერს და 2018 წლის 5 იანვარს დ-----------------ს კვლავ გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაციები. 2018 წლის 5 იანვარს, ასევე, ჩაუტარდა სახსარშიდა ინექცია. 2018 წლის 17 იანვარს დ-----------------მა უარი განაცხადა №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, რა დროსაც დაგეგმილი იყო სახსარშიდა ინექცია და ყ------ის ქირურგის კონსულტაცია.

 

2018 წლის 28 თებერვალს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დ-----------------ს კონსულტაცია გაეწია ტრავმატოლოგის მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი: ო-----------–--------------------------–-----------------------------------------------------------------------------–----------------–----------–----------------ი. ოსტეოქონდროპათიის გამო რეკომენდებულ იქნა ოპერაციული მკურნალობა, რის გამოც დარეგისტრირდა რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში. დ-----------------ს 2018 წლის 26 მარტიდან 04 აპრილის ჩათვლით უტარდებოდა ფიზიოპროცედურები (ტ. I, ს.ფ. 208-209; ტ. II, ს.ფ. 57-59; 61-62; 77; 92-93; 104; 148-149; 173; 233; ტ. III, ს.ფ. 160-161, 163; ტ.IV, ს.ფ. 35-36; 49-50).

 

1.2.5. 2017 წლის 6 ოქტომბერს დ-----------------მა საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, ექიმების უყურადღებობის ფაქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც იგი განიცდიდა გაუსაძლის ტკივილებს.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილით დ-----------------ს ეცნობა, რომ მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და №6 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ან კანონით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევა არ დადასტურდა (ტ.I, ს.ფ. 56, 70).

 

1.2.6. ყ------ის პრობლემებთან დაკავშირებით: 2018 წლის 5 იანვარს დ-----------------მა მიმართა სამედიცინო პერსონალს მ---–-----------------–-------ის დროს ტკივილის ჩივილით, ოტორინოლარინგოლოგის მიერ მიეცა რეკომენდაცია ყ------ის ქირურგის კონსულტაციის შესახებ. ვიზიტი დაიგეგმა 2018 წლის 17 იანვარს.

 

2018 წლის 17 იანვარს დ-----------------მა უარი განაცხადა №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, რა დროსაც დაგეგმილი იყო სახსარშიდა ინექცია და ყ------ის ქირურგის კონსულტაცია. იგი უჩიოდა საერთო სისუსტეს, უარი განაცხადა ობიექტური მონაცემების ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შედარებაზე. 2018 წლის 7 თებერვალს დ-----------------მა თანხმობა განაცხადა №18 სამკურნალო დაწესებულებაში ტრავმატოლოგთან და ყ------ის ქირურგთან კონსულტაციის მიღებაზე. 2018 წლის 27 თებერვალს კი წერილობით განაცხადა თანხმობა ოპერაციული კონსერვატიული მკურნალობის ჩატარებაზე, ყ------ის ქირურგთან.

 

2018 წლის 28 თებერვალს დ-----------------ს კონსულტაცია გაეწია ყ------ის ქირურგის მიერ და დიაგნოზად განესაზღვრა - ს---------–-------------------ის ართროზი (მარცხნივ); მიეცა რეკომენდაცია სასწრაფო-დაყოვნებადი წესით პანორამული რენტგენოგრაფიის ჩატარებაზე, რომელიც ჩაუტარდა 2018 წლის 7 მარტს. დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოპროცედურები ყ------ის სახსრის მიდამოში. პაციენტმა უარი განაცხადა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე გამოკვლევის ჩატარებამდე. გამოკვლევის (ორთოპანტომოგრაფიის) შედეგი გაეცნო (გაეგზავნა) ყ------ის ქირურგს, შედეგმა დაადასტურა მის მიერ დასმული დიაგნოზი, მკურნალობა დარჩა იგივე. დ-----------------ს ფიზიოპროცედურები ქვედა ყბაზე უტარდებოდა 2018 წლის 12 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით პერიოდში (ტ.I, ს.ფ. 176; ტ.II, ს.ფ. 64, 71, 74, 88, 97; 114; 125-126; 153; 212; 233; 235-236; 245-246).

 

1.2.7. 2018 წლის 16 მარტს დ-----------------ს ექიმთან ვიზიტის შემდეგ განესაზღვრა რეკომენდაციის სახით დიაგნოზის შემდგომი ვერიფიკაციისათვის ანგიოლოგის კონსულტაცია, რომელიც ჩაუტარდა 2018 წლის 20 მარტს. აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე დ-----------------ს მიეცა რეკომენდაცია სასწრაფო-დაყოვნებადი წესით, გამოკვლევების ჩატარების შესახებ.

 

აკ. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის ქ------------------------–--------------------------–------------ის დასკვნის თანახმად, ბ----------------------–-------------------------------------------–-----------------------------------–-----------------------------------------------------------------–-----------------------------------------–----ა.

 

2018 წლის 03 აპრილს პაციენტს ჩაუტარდა ანგიოლოგის განმეორებითი კონსულტაცია, 2018 წლის 29 მარტის ჩატარებული დ----–----------------------ის გათვალისწინებით. გაიცა რეკომენდაცია ოპერაციული მკურნალობის შესახებ, თრომბოზული მასების ამოკვეთაზე. პაციენტი დარეგისტრირდა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით (ტ. II, ს.ფ. 75; 79-80; 94; 105; 111-112).

 

1.2.8. 2016 წლის 13 მაისის №05/20 დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული №01-02/11 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექპერტისათვის დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. როგორია დ-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი? 2. არის თუ არა იგი ქრონიკული და მძიმე ავადმყოფი? 3. ესაჭიროება თუ არა მას რაიმე მკურნალობა, დადებით შემთხვევაში რა სახის და რა პირობებში?

 

ექსპერტის დასკვნით: წ-------------–---------–------------------–-----------------------–----------------–--–--------------–----–--------–-----------------–----------–------------–-------------------------------------------------------------------–----------------------–----------------------–---–--------------------------------–-----–----------------------------------–--–--------------------------------–--------------–-----–--------------------------------------------–-------------------------------------------------------–-----------------–------------------------–-----–---------–-–--------------------------–--–-----------------------–----------------------–-----------------------–-------------–-------------------------------------–------–---------–-–-----------------–-----------------------------–---------------------------–------------–-------------------–--------------–--–----------------------------------–-------------–---------------–----------------–----------------------------–--------------------------–-----------------------------ა (ტ.I, ს.ფ. 252-256).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს უნდა ემსჯელა გამომდინარეობდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დ-----------------ს ჩაუტაროს სამედიცინო ექსპერტიზა დიაგნოზის დასადგენად და სწორი მკურნალობის განსაზღვრის მიზნით, ასევე, იგი გადაყვანილ იქნას №18 სამკურნალო დაწესებულებაში.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

დ-----------------ი ითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დავალებოდა ჩაეტარებინა სამედიცინო ექსპერტიზა დიაგნოზის დასადგენად და სწორი მკურნალობის განსაზღვრის მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ-----------------ის დიაგნოზია: ქ----------–-------------------–-------------------------------------------–-----------------–----------------------------–---–-----------------------------–--------------------–-----------------–-----------–-–--–----------.

 

სასამართლომ მიუთითა „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებაზე, რომლის პირველი დანართის პირველი მუხლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები (შემდგომში - სტანდარტები) შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციებზე, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებსა (გაიდლაინებზე) და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამოცანებზე დაყრდნობით და განსაზღვრავს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიზნებს, ამოცანებს, სახეებსა და მათი განხორციელების გზებს.

 

ამავე დანართის მე-19 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისთვის / მსჯავრდებულებისთვის, არ ანაზღაურდება სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც არ იყო განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით ან/და არ არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა (თუ ეს არ არის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად); სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (თუ ეს არ არის აუცილებელი დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის ან პენიტენციური სისტემის ადმინისტრირებით ძნელდება/ფერხდება მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების მიწოდება).

 

სასამართლომ მიუთითა სასამართლო პროცესზე დაკითხულ სპეციალისტთა ჩვენებებზე, კერძოდ: ყ------ის ქირურგმა ი-------------–---–მა განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარება არ არის საჭირო, რადგან დიაგნოზის დასმის მიზნით იგი გაგზავნილი იყო პანორამულ კვლევაზე, სადაც დადგინდა სასახსრე პათოლოგიები, ანუ ართრიტი, დიაგნოზი - ს---------–-------------------------------------ი. ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც ზოგადად გამოწვეულია ადენტით, რაც კბილის არ ქონის დროს იჩენს თავს, წნევა არათანაბრად გადანაწილდება და აღნიშნული იწვევს პათოლოგიას. მოცემულ დიაგნოზს არ სჭირდება სტაციონალური მკურნალობა. ამბოლატორიულად სამკურნალოა. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება გამწვავდეს. ამასთან, დ-----------------ისათვის მიცემული დანიშნულება არ იწვევს ღ----–ის დაზიანებას.

 

ინფექციონისტმა ნ-------------ემ განმარტა, რომ დ-----------------ს არ ესაჭიროება დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. მისთვის დიაგნოზი დასმულია რამდენიმე წელია - ქ----------–-------------------–------------------------------------–----------------–---------------------–-–-----------–----------------------------–---–------------------. ამასთან, თუ არ გამოვლინდა რამე გართულება შესაძლებელია მისი ამბოლატორიული მკურნალობა. ნ-------------ემ, ასევე, განმარტა, რომ ღ----–ის ც-------ის დიაგნოზის დადგენის წესი, კერძოდ, ღ----–ის ც-------ის დიაგნოსტირება ხდება c----- კლასიფიკაციით, ეს კლასიფიკაცია იძლევა ც-------ის ხარისხს მონაცემს გარკვეულ სტადიაზე, კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში, ც-------ის კლასიფიკაციის ჩამონათვალში არის ხუთი კრიტერიუმი, რომელიც ფასდება ქულებით და კონკრეტულ სიტუაციაში, რომელი კრიტერიუმი რა ქულას შეფასდება, იმის მიხედვით ხდება ხარისხის გამოყვანა, საბოლოო ქულით. ამ შემთხვევაში ამ ანალიზების შედეგად მოხდა დიაგნოზის დადგენა.

 

პულმონოლოგი თ------–-------–---–ის განმარტებით, დ-----------------ისათვის მას მკურნალობა არ ჩაუტარებია, თუმცა იცნობს მის სამედიცინო დოკუმენტაციას. გაეცნო მხოლოდ გამოკვლევების შედეგებს, ამის მიხედვით, აღნიშნა, რომ რომელიმე ფილტვის პათოლოგია არ იკვეთება.

 

ანგიოლოგმა თ------------------–--ემ განმარტა, რომ დ-----------------ის სამედიცინო დოკუმენტაციას იცნობს და მიაჩნია, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება, სისხლძარღვთა სტატუსის მხრივ არ არის საჭირო, დიაგნოზიდან გამომდინარე მისი სტაციონარში მკურნალობა აუცილებელი არ არის. არ არის დიაგნოზი იმ სტადიის, რომელიც იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან მას განსაზღვრული აქვს დიაგნოზები და არ არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

 

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი ადამიანის, მათ შორის, პატიმრის ჯანმრთელობის უფლება უპირველესად დაცული უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც უნდა შეუქმნას მას სათანადო პირობები ჯანმრთელობის თუ კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტით კი, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ხოლო ამავე კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

 

სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები.

 

ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

 

ხოლო, ამავე კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

 

სასამართლომ ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ მსჯავრდებულ პირს აქვს უფლება მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ ვერ ხერხდება მისი მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ამ შემთხვევაში იგი უნდა იქნას გადაყვანილი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

 

მოცემულ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ არასაკმარისი მედიკამენტოზური მკურნალობა და ზოგადად, ავადმყოფის ყოფნა არაადეკვატურ საპატიმრო პირობებში, წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას... კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, სრულიად არ არის საკმარისი მხოლოდ მისი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასმული დიაგნოზის შესაბამისი თერაპია და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა იქნას ჩატარებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ-----------------მა, მარცხენა მუხლის სახსარში ტკივილის გამო, ოჯახის ექიმს მიმართა 2017 წლის სექტემბრის თვეში. დაენიშნა და ჩაუტარდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბერს ჩაუტარდა მ----–---------------------ია. დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა მ---–----------–-----------------------ის სურათი, 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩაუტარდა რევმატოლოგის კონსულტაცია, დაუდგინდა დიაგნოზი: მ---–----------–----------------------------------ი). რეკომენდებული იქნა მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპიული პროცედურების გაგრძელება. მსჯავრდებულს, ჩაუტარდა რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობა, ი----------–-----------------–--------------–--------------–------ით, ხოლო ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება შეწყვიტა საკუთარი სურვილით 2017 წლის 15 ოქტომბერს. 2017 წლის 3 ნოემბერს დ-----------------ს, სასჯელის მოხდის ადგილზე, კონსულტაცია გაეწია ტრავმატოლოგის მიერ. რეკომენდებული იქნა მ---–----------–---------ის რენტგენოგრაფია, სახსარშიდა ინექციები (ფლოსტერონით). დ-----------------ს 2017 წლის 15 ნოემბერს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა მ----–----------------------ა, რომლის თანახმად, მ---–----------–---------ის სასახსრე ნაპრალი არათანაბრად დავიწროებულია. ს------–--–------–------–-----–--------------------------------------------------------------------------------------------–----–-------–---------------–----–-------------------------------–-------------------–--------------------–---–------------–---------–----------–--–------–----–--–-----–---–------------–----------------–----–--–--–--–----------------ა. 2017 წლის 27 დეკემბერს და 2018 წლის 5 იანვარს დ-----------------ს კვლავ გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაციები. 2018 წლის 5 იანვარს, ასევე, ჩაუტარდა სახსარშიდა ინექცია. 2018 წლის 28 თებერვალს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დ-----------------ს კონსულტაცია გაეწია ტრავმატოლოგის მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი: ო-----------–--------------------------–-----------------------------------------------------------------------------–----------------–----------–----------------ი. ოსტეოქონდროპათიის გამო რეკომენდებული იქნა ოპერაციული მკურნალობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა და გამოკვლევებისა დ-----------------ი აღნიშნავს, რომ აწუხებს ქ--------------ების გაუსაძლისი ტკივილი, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე წარმოადგენს პაციენტს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებას. იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით დადგენილი დიაგნოზის შესაბამისად. შესაბამისად, უნდა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დ-----------------ის გადაყვანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ქ--------------ებზე დამატებით გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის გასაწევად.

 

რაც შეეხება დ-----------------ის მოთხოვნას, სხვა დიაგნოზებიდან გამდინარე, №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, სასამართლო საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და სასამართლომ სხდომაზე დაკითხული ექიმ-სპეცილისტთა განმარტების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ დიაგნოზებიდან გამომდინარე მისი სტაციონარში მკურნალობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რის გამოც სასარჩელე მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1.3.4. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის უმოქმედობით ზიანი ადგება მოსარჩელის ჯანმრთელობას, რის გამოც მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს დ-----------------ისათვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარება, კერძოდ, იგი გადაყვანილ უნდა იქნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ქ--------------ებზე დამატებით გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის გასაწევად.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დ-----------------ის მოთხოვნა და პენიტენციურ სამსახურს დაევალა მისი გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, ქ--------------ებზე დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და შესაბამისი მკრნალობის გაწევის მიზნით.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდეს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისი არგუმენტაცია. აპელანტი იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში, რაც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობით, პაციენტთა უფლებების აღიარების, დაცვის თუ რეალიზების ნაწილში. ამასთანავე, აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების ამავე ნაწილში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის სექტემბრიდან დ-----------------ს არაერთი სამედიცინო ხასიათის მომსახურება გაეწია ქ--------------ების მკურნალობის მიზნით, რაც დღემდე გრძელდება სათანადო გარემოებების არსებობისას. მიუხედავად აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული საჭიროებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებას, რის გამოც, იგი გადაყვანილ უნდა იქნას N18 სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა გაურკვეველია, რატომ თვლის სასამართლო, რომ N6 დაწესებულებაში არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მომსახურება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიდან 2018 წლის 29 ნოემბერს მიღებულ წერილში აღნიშნულია: დ-----------------ის თაობაზე გაცნობებთ, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში მსჯავრდებულმა ოჯახის ექიმს მიმართა ჩივილით - ო-----------–-------------------–---------------------–-----------ზე. ჩაუტარდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, ხოლო 04.10.2018წ. - მუხლის სახსრის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა სინოვიტის სურათი. დაიგეგმა რევმატოლოგისა და ტრავმატოლოგის კონსულტაციები. რევმატოლოგის მიერ მსჯავრდებული კონსულტირებულ იქნა 10.10.2017წ., დაუდგინდა დიაგნოზი: მ---–----------–----------------------------------ი), დაენიშნა და ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა ა-----------------–-----–---------------------------------–-------–---------------------------------------–------ი. 03.11.2017წ. მსჯავრდებული კონსულტირებულ იქნა ტრავმატოლოგის მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი: მ---–----------–---------ის დ-----------–------------------------------–-----------------------------------–-----------–---------------------------------–----------–---------------–---------–----------------------–---------------------------–----–-----–-------------------–-------–--------------------–----------–----------------ი. 15.11.2017წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, დასკვნის მიხედვით, დადგენილი დიაგნოზი დადასტურდა. 27.12.2017წ. და 05.01.2018წ. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებულს ჩაუტარდა ფ-–----------------------–---------–---ი, ხოლო 11.01.2018წ. და 17.01.2018წ. მსჯავრდებულმა მესამე ინექციის ჩატარებაზე უარი განაცხადა. 04.05.2018წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა რევმატოლოგის მორიგი კონსულტაცია. დაუდგინდა დიაგნოზი: გ-----------------------–-----------------------------–------------------------------------–------------–------------------------------–-------------ი. 28.02.2018წ. მსჯავრდებული კვლავ იქნა კონსულტირებული ტრავმატოლოგის მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი: ო-----------–-------------------------–-----------------------------------------------------------------------------–------------------–----------–-----------------------------------–----------–----------–------------------ა, ასევე ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, რაც შეეხება ართროსკოპიას, მოთხოვნა დარეგისტრირებულია რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და გონივრულ ვადაში მოხდება მისი გაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მ---–-----------------------–--------------–--–-----------ის არსებობის გამო, 20.03.2018წ. მსჯავრდებული კონსულტირებულია ანგიოლოგის მიერ. ექიმ-სპეციალისტის რეკომენდაციის შესაბამისად, 29.03.2018წ. ჩაუტარდა ქ--------------ის ვენების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. რეკომენდებულ იქნა მედიკამენტური მკურნალობა და მსჯავრდებულთან შეთანხმებით ოპერაცია - ბ---------–------------–---------------–------------------------------ა. ქირურგიული მკურნალობის ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული დარეგისტრირებულია რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში. 16.07.2018-23.08.2018წწ. პერიოდში, დ-----------------ი იმყოფებოდა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები, რეკომენდებული კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები და რეკომენდაციის შესაბამისად, მედიკამენტური მკურნალობა, მათ შორის, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სამკურნალო მასაჟი. სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა NIV-100/ა-ს მიხედვით, დ-----------------ი ყველა სახის მკურნალობას იტარებდა არასრულყოფილად, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გამოირჩეოდა აგრესიულობით, არაკორექტულობით, ხელს უშლიდა სამკურნალო პროცესს, ასევე, ითხოვდა მედიკამენტების დანიშვნას საკუთარი სურვილის საფუძველზე. საბოლოოდ, მსჯავრდებულმა უარი თქვა მკურნალობის კურსის დასრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, დ-----------------ს არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებას, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციას და რეკომენდებული მკურნალობით უზრუნველყოფას, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, თუმცა, მსაჯვრდებული, ერთის მხრივ ითხოვს მკურნალობას და მუდმივად წარმოადგენს სხვადასხვა სახის ჩივილებს, მეორეს მხრივ კი, უკმაყოფილებას გამოთქვამს გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე და უარს აცხადებს შეთავაზებულ სამედიცინო სერვისზე. ამასთანავე, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი იმყოფება მედ-პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება რეკომენდებული სამედიცინო მომსახურებით, ამჟამად დ-----------------ი იმყოფება N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ასკ-ის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან, თუმცა სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ მსჯავრდებულის უფლებები სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილია და რაიმე დამატებითი ღონისძიებების გატარებას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის 3/7796-17 გადაწყვეტილების გაუქმებას გასაჩივრებულ ნაწილში.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. დ-----------------ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დავალება, დიაგნოზის დასადგენად და სწორი მკურნალობის განსაზღვრის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც დ-----------------ის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისათვის დ-----------------ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დავალება, ქ--------------ებზე დამატებით გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის გასაწევად.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. ამასთანავე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 12.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

 

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებების დაცვის, მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. 46-ე მუხლის თანახმად კი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე მიუთითებს ასევე პატიმრობის კოდექსი, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 14.1 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. 119-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. 121.2 მუხლის თანახმად კი, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ-----------------მა მარცხენა მუხლის სახსარში ტკივილის გამო, ოჯახის ექიმს მიმართა 2017 წლის სექტემბრის თვეში. მას დაენიშნა და ჩაუტარდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, ხოლო 2017 წლის 04 ოქტომბერს ჩაუტარდა მ----–---------------------ია. დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა მ---–----------–-----------------------ის სურათი, 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩაუტარდა რევმატოლოგის კონსულტაცია, დაუდგინდა დიაგნოზი: მ---–----------–----------------------------------ი). რეკომენდებულ იქნა მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპიული პროცედურების გაგრძელება. მსჯავრდებულს, ჩაუტარდა რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობა, ი----------–-----------------–--------------–--------------–------ით, ხოლო ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება შეწყვიტა საკუთარი სურვილით 2017 წლის 15 ოქტომბერს. 2017 წლის 3 ნოემბერს დ-----------------ს, სასჯელის მოხდის ადგილზე, კონსულტაცია გაუწია ტრავმატოლოგმა. რეკომენდებულ იქნა მ---–----------–---------ის რენტგენოგრაფია, სახსარშიდა ინექციები (ფლოსტერონით). დ-----------------ს 2017 წლის 15 ნოემბერს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა მ----–----------------------ა, რომლის თანახმად, მ---–----------–---------ის სასახსრე ნაპრალი არათანაბრად დავიწროებულია. ს------–--–------–------–-----–--------------------------------------------------------------------------------------------–----–-------–---------------–----–-------------------------------–-------------------–--------------------–---–------------–---------–----------–--–------–----–--–-----–---–------------–----------------–----–--–--–--–----------------ა. 2017 წლის 27 დეკემბერს და 2018 წლის 5 იანვარს დ-----------------ს კვლავ გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაციები. 2018 წლის 5 იანვარს, ასევე, ჩაუტარდა სახსარშიდა ინექცია. 2018 წლის 28 თებერვალს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დ-----------------ს კონსულტაცია გაეწია ტრავმატოლოგის მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი: ო-----------–--------------------------–-----------------------------------------------------------------------------–----------------–----------–----------------ი. ოსტეოქონდროპათიის გამო რეკომენდებული იქნა ოპერაციული მკურნალობა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან ჩატარებული მკურნალობისა და გამოკვლევების მიუხედავად, დ-----------------ი მიუთითებს ქ--------------ების გაუსაძლის ტკივილებზე, იგი უნდა ჩაითვალოს პაციენტად, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებას. ამდენად, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, დადგენილი დიაგნოზის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხე მხარის უმოქმედობით ზიანი ადგება მოსარჩელის ჯანმრთელობას, რის გამოც, მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს დ-----------------ისათვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარება, კერძოდ, იგი გადაყვანილ უნდა იქნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ქ--------------ებზე დამატებით გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის გასაწევად.

 

პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას დ-----------------ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება სხვა დიაგნოზებიდან გამდინარე, №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და სხდომაზე დაკითხულ ექიმ-სპეცილისტთა განმარტებების გათვალისწინებით, მოსარჩელის დიაგნოზებიდან გამომდინარე, მისი სტაციონარში მკურნალობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

მანანა ჩოხელი